აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა

ბეჟან ხორავა

დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, როდესაც კავკასიელ მთიელთა ნაწილი ბრძოლაში გაწყდა, ხოლო ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. უკვე არ არსებობდა აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნების აუცილებლობა და თვითმპყრობელობა დაპყრობილი მხარის სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისათვის ზრუნვას შეუდგა. ჯერ კიდევ კავკასიის ომის დამთავრებამდე, როცა აფხაზეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა სამხედრო მინისტრის დ. მილიუტინისადმი 1864 წლის 27 მარტს გაგზავნილ წერილში სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მისი აზრით, ეს ღონისძიება საჭირო იყო იმისათვის, რომ შესრულებულიყო უმაღლესი მთავრობის მიერ მოწონებული პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ბზიფამდე კაზაკთა სტანიცების მოწყობის შესახებ.1 მეფისნაცვალმა ამის თაობაზე პრაქტიკული წინადადებები წამოაყენა:
1. «Владетеля и наследника его склонить отказаться от права владения.
2. Назначить владетелю и наследникам его содержание, их обеспечивающее.
3. Из Абхазии образовать военный округ, который вместе с Цебельдой подчинить особому военному начальнику на правах начальников отделов в областях, с подчинением Кутаисскому генерал – губернатору.
4. Если количество свободных земель дозволит, то водворить вдоль берега (Черного моря – ბ. ხ.) до устья Ингури казачьи поселения, которые вместе с поселениями по р. Бзыби, могли бы составить Абхазское казачье войско под управлением начальника Абхазского военного округа.
5. Границею между Кубанским и Абхазским войском назначить хребет, замыкающий Гагринскую теснину и отделяющий теперь Абхазию от земли Джигетов».2
ამრიგად, ხელისუფლებამ აფხაზეთის მიმართ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე კაზაკების დასახლებას. ისევე, როგორც თერგისა და ყუბანის ოლქებში, აქ დასახლებულ კაზაკებს უნდა შეექმნათ აფხაზეთის კაზაკთა ჯარი. ამ მიზნის მიღწევისათვის აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებისა და მემამულური მიწისმფლობელობის არსებობა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა, რადგან ასეთ პირობებში აფხაზეთის კოლონიზაციის გეგმას ცარიზმი ვერ განახორციელებდა. მხარის კოლონიზაციისათვის თავისუფალი მიწები არ არსებობდა, ამიტომ ჯერ საჭირო იყო მკვიდრი მოსახლეობისაგან ამ მიწა-წყლის «გაწმენდა».
1864 წლის აპრილში ალექსანდრე II-მ მოიწონა კავკასიის მეფისნაცვლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები. მაისში მიხეილ ნიკოლოზის ძეს გაეგზავნა შესაბამისი მითითებები, რომელთა რეალიზაცია მან ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დ. სვიატოპოლკ-მირსკის და აფხაზეთის ჯარების სარდალს, გენერალ პ. შატილოვს დაავალა. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ.3
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე მზად ჰქონდათ წინადადებები აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ მისი მიწა-წყლის მკვიდრი მოსახლეობისაგან გათავისუფლების შესახებ. დ. სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს 1864 წლის 27 ივნისს წერდა: «თუ აფხაზების ნაწილი სამთავროს გაუქმების შემდეგ თურქეთში გადასახლებას მოისურვებს, ვფიქრობ, ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ».4
ხელისუფლებას სურდა, რაც შეიძლება ჩქარა შედგომოდა აფხაზეთის კოლონიზაციას. «თუ შევიძენდით მთავრის მამულებს, რომლებიც მეტად ვრცელია და მნიშვნელოვანი, ჩვენ ახლავე შეგვეძლო შევდგომოდით აფხაზეთის კოლონიზაციას კაზაკ-რუსების მეშვეობით»,5 _ აღნიშნავდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი. მისი წინადადებით ყუბანის ოლქსა და ქუთაისის გუბერნიას შორის საზღვრად უნდა დადგენილიყო გაგრის ქედი და ესეც მხოლოდ ერთი მიზნით: «თუ ჩვენ ხელთ იქნება ცარიელი ადგილები ბზიფის ორსავე მხარეს, _ წერდა დ. სვიატოპოლკ-მირსკი 1864 წლის 6 ივნისის წერილში გენერალ ა. კარცოვს, _ შევძლებთ საფუძველი ჩავუყაროთ რუსულ მოსახლეობას აფხაზეთში».6
1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. იგი შედგებოდა ბზიფის, სოხუმის, აბჟუის ოლქებისაგან (округ). მასში შევიდა წებელდის საბოქაულოც. სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) უფროსად დაინიშნა აფხაზეთის ჯარების უფროსი, გენერალი პ. შატილოვი.7 ამრიგად, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღებით ამ მხარეში კოლონიური პოლი-ტიკური რეჟიმი მკვიდრდება.8
1865 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა ოლქების მიხედვით ასეთი იყო:
округ Сухумский 2 826 дворов 16 475 душ
«—–» Бзыбский 3 726 20 090
«—–» Абживский 5 049 32 182
пристав. Цебельдинское 1 436 10 443
всего 13037 79 190*
1866 წელს ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიუღებელმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ და თავისი ხასიათით ბატონყმური რეფორმისათვის ნიადაგის მომზადებამ აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. ცარიზმმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები და აგვისტოში აჯანყება ჩაახშეს.9
აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას. 1866 წლის 11 აგვისტოს დებულების თანახმად სოხუმის სამხედრო განყოფილება (აფხაზეთი) ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოლქებად (округ) დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა10.
იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკ-რუსებით, სამურზაყანო (ოქუმის ოლქი) აფხაზეთს შეუერთეს.
1866 წლის აჯანყების შემდეგ გაჩნდა აფხაზთა თურქეთში გადასახლების გეგმის პირველი დასაბუთება, რომელიც მოცემულია ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1866 წლის 27 ოქტომბრის მიმართვაში კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსის დ. სტაროსელსკისადმი. მასში ნათქვამია: «არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის განყოფილების მხრიდან ყოველგვარი საშიშროების აღმოსაფხვრელად, ესაა აფხაზეთის მოსახლეობის თურქეთში გადასახლება».11 დ. სვიატოპოლკ-მირსკის აზრით, თუ ამ ნაბიჯზე წავიდოდნენ, ყველა სხვა საშუალება ზედმეტი იქნებოდა და საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. ამასთან, იგი ამ ღონისძიებას იმ სისტემის დაგვირგვინებად მიიჩნევდა, რაც მიღებულ იქნა დას. კავკასიის მთიელ ტომთა მიმართ.12 კავკასიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფხაზთა გადასახლებას მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევდნენ, რამდენადაც აფხაზეთი და წებელდა გეოგრაფიული მდებარეობის გამო დიდ როლს ასრულებდნენ კავკასიის ომის დროს და, მათი აზრით, კვლავაც ექნებოდათ დიდი მნიშვნელობა კავკასიაში ყოველგვარი საომარი მოქმედების დროს. ამიტომ ამ მხარის მუსლიმანი მოსახლეობის შემცირება მათი თურქეთში გადასახლების გზით, ხელს შეუწყობდა პოლიტიკური სიმშვიდის უზრუნველყოფას და, შესაბამისად, მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ამ მხარეში.13 მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ «აფხაზთა გადასახლების მთავარ ამოცანად მიაჩნია რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან მოსახლეობის იმ ნაწილის მოშორება, რომელიც ხელისუფლებისადმი ყველაზე უფრო მტრულად არის განწყობილი».14
1866 წლის ნოემბერში ალექსანდრე II დათანხმდა პირველივე შესაძლებლობისთანავე გაესახლებინათ აფხაზეთისა და წებელდის მუსლიმანი მოსახლეობა თურქეთში. იმპერატორისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა კავკასიის ჯარების შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს უბრძანა, დაუყოვნებლივ შედგომოდა ამ გადაწყვეტილების შესრულებას.15 თავის მხრივ, მუსლიმანი აფხაზებიც დაჟინებით მოითხოვდნენ თურქეთში გადასახლებას, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის ელჩს თურქეთში, გრაფ ნ. იგნატიევს დაავალა ამის თაობაზე მოლაპარაკება გაემართა პორტასთან. მალე, რუსეთის ელჩი შეუთანხმდა თურქეთის საგარეო-საქმეთა მინისტრს ალი ფაშას აფხაზთა გადასახლების შესახებ. შეთანხმება მოხდა იმაზეც, რომ თურქეთის ხელისუფლებას მუჰაჯირები რუსეთის საზღვრისპირა ადგილებში არ დაესახლებინა.16
კავკასიის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ იმჟამად ხელისუფლებისათვის უმთავრესი აფხაზთა გადასახლების საკითხი იყო. ამასთან, ხელისუფლება აღიარებდა, რომ თუ აფხაზეთის მთელი მუსლიმანი მოსახლეობა მოისურვებდა გადასახლებას, გარკვეულ სირთულესა და უხერხულობას შექმნიდა. ამიტომ, მათი აზრით, ეს პროცესი უნდა დაერეგულირებინათ. რეკომენდირებული იყო ასევე, რომ გადასახლებულთათვის უკან დაბრუნების ნება არ დაერთოთ.17
რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა ემიგრანტთა რიცხვი. ნავარაუდევი იყო აფხაზთა 4500 ოჯახის გასახლება. თავის მხრივ, პორტა მზადყოფნას გამოთქვამდა აფხაზეთიდან 4000 ოჯახი მიეღო.18
1867 წლის 13 თებერვალს მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი ალექსანდრე II-ს წერდა, რომ კავკასიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ძალით არ განდევნოს აფხაზები თურქეთში, მაგრამ ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ გადასახლებას. ამასთან, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა პირველ რიგში გაესახლებინა წებელდა-დალის მუსლიმანი მოსახლეობა ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ხელისუფლება ითვალისწინებდა, რომ ამ თემების მოსახლეობა ცხოვრობდა მთის ძნელად მისადგომ ადგილებში და კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან. ამასთან, ხელისუფლება მათ რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლაშიც სდებდა ბრალს და მისი სურვილი იყო პირველ რიგში იმ ხალხის გადასახლება, რომელიც მეტნაკლებად დაკავშირებული იყო აჯანყებასთან.19
თურქეთისაგან თანხმობის მიღების შემდეგ მეფისნაცვალმა განკარგულება გასცა აპრილის ბოლოდან დაწყებულიყო აფხაზთა გადასახლების პროცესი. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ადგილებში კვლავ გადაისროლეს ჯარები.20 ჯერ კიდევ გადასახლების დაწყებამდე, 1867 წლის 6 აპრილს, სოფ. ფსირცხადან მუჰაჯირთა პირველი ნაკადი სამი ხომალდით წავიდა ბათუმში, რომელიც მაშინ თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ესენი იყვნენ ჯიქები და ფსხუელები (49 ოჯახი, 218 სული), რომლებიც სოფ. ფსირცხაში 1864 წლიდან ცხოვრობდნენ.21
1867 წლის აპრილის ბოლოს მუჰაჯირობის ორგანიზებული პროცესი დაიწყო. აფხაზთა გადასახლება ძირითადად ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რაც აშკარად ჩანს იმდროინდელი დოკუმენტებიდან. 1867 წ. 31 მარტს მეფისნაცვალი იმპერატორს წერდა, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებთ არ სურდათ თურქეთში წასვლა. აფხაზები ნებაყოფლობით ქრისტიანობასაც იღებდნენ, რომ დარჩენა მოეხერხებინათ.22 1867 წ. ივნისში გაზ. «დროება» იუწყებოდა: «აფხაზები ძლიერ დაჯავრიანებულნი არიან… სამურზაყანოში კანკალებენ შიშით, ვაითუ ჩვენც გადაგვასახლონო… აქაურებს და აფხაზებს დიდი ნათესაობა აქვთ. წებელდელები, დალელები და გუფუელები წავიდნენ. აბჟუის მაზრიდანაც მრავალი წავიდა. ჭილო-უელები და ჯგერდელები გამორეკეს თავიანთი ბინიდან. მათ საშინელი გულით არ უნდათ წასვლა. აფხაზები დიდად აქებენ ბზუფუს მაზრის უფროსს დიმიტრი ჭავჭავაძეს. მან მამობრივი მზრუნველობით აუხსნა მათ, რომ რუსის მმართველობის ქვეშ ყოფნა სჯობს ოსმალეთში გადასახლებას».23
მიუხედავად იმ შიშისა, რომელიც სამურზაყანოელებს ჰქონდათ, მუჰაჯირობა მათ არ შეხებია, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო, ხოლო აფხაზები, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ქრისტიანები იყვნენ.
ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ამბროსი ხელაიას* ცნობით, მუჰაჯირობის დროს აფხაზეთის ეპისკოპოსთან, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ოქროპირიძესთან (1862-1869), რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა აფხაზებში, მოსულა მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, 12 წლის შვილთან ერთად. მან მღვდელმთავარს აუხსნა მოსვლის მიზეზი _ შენთან მოვედი კეთილო მწყემსო, მე ოსმალეთში მივდივარ, სამშობლოს სამუდამოდ ვეთხოვები და ჩემი ვაჟი მინდა დავტოვო შენთან. ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება ჩემს ერთადერთ შვილს გავუზიარო და შენთან მოვიყვანე. ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და ბედნიერი იქნებაო. თვალცრემლიანი მამა დაემშვიდობა შვილს, რომელიც ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აღზარდა, მღვდელი გახდა და დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.
კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ა. კარცოვი აღნიშნავდა, რომ აფხაზთა გადასახლების ხელშემწყობი გარემოება იყო «აფხაზური საგვარეულოების ნათესაური თუ მეგობრული კავშირები თურქეთში წასულ აფხაზურ თუ დასავლეთ კავკასიის მთიელებთან».24 აღსანიშნავია, რომ დას. კავკასიის მთიელთა გადასახლებამ დიდი გავლენა იქონია ამ მოძრაობის დაწყებაზე აფხაზეთში. იგივე გენერალი ა. კარცოვი ხაზს უსვამდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით საზოგადოების ზედაფენებს არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, მიებაძათ ერთმორწმუნე დას. კავკასიის მთიელებისათვის და წასულიყვნენ თურქეთში.25 ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზი მემამულეები დაშინებული იყვნენ საგლეხო რეფორმით. ისინი ხედავდნენ, რომ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და 1866 წლის აჯანყების შემდეგ, ხელისუფლების დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვალა. ცარიზმს ადგილობრივი თავადაზნაურობა უკვე არ მიაჩნდა თავის დასაყრდენად, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ ცნო მათი უფლებები გლეხთა მიწებზე. ამაში მჟღავნდებოდა ცარიზმის სურვილი, თავის განკარგულებაში მიეღო მიწების მნიშვნელოვანი ფონდი შემდგომი კოლონიზაციისათვის.26 ამის გამო აფხაზმა თავადაზნაურობამ გადაწყვიტა თურქეთში წაეყვანა დამოკიდებული გლეხობაც და მათ ხარჯზე აეგო თავისი ბედნიერება უცხოეთში.27 სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი, გენერალი მ. ტოლსტოი 1867 წ. 16 მარტს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს წერდა, რომ დაახლ. 40 წებელდელ თავადს 1 მაისიდან განზრახული ჰქონდა თურქეთში გადასახლება გლეხთა 2170 ოჯახთან ერთად.28 გლეხები უნდა წაყოლოდნენ თავიანთ მემამულეებს, თუნდაც ამისი სურვილი არ ჰქონოდათ. ამას განაპირობებდა გლეხების ტრადიციული ურთიერთობა და, მათ შორის, ნათესაური დამოკიდებულება თავად-აზნაურებთან.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აფხაზი ფეოდალი ცარიზმის მოსყიდული იყო. ასე, მაგალითად, დალელმა თავადმა მიხეილ (ნათლობამდე ალმახსიტ) მარშანმა დიდი დახმარება გაუწია ხელისუფლებას მტრულად განწყობილი წებელდელებისა და დალელების, მათ შორის, მასზე დამოკიდებული გლეხების გადასახლებაში.29 მიხეილ მარშანისა და მისი ძმის ხრიფსის გლეხებს მათ გარეშე არ სურდათ გადასახლება. წებელდა-დალიდან გადასახლების პროცესი რომ არ შეფერხებულიყო, დალელების დაყოლიების მიზნით გადაწყდა ხრიფს მარშანიც წასულიყო თურქეთში გლეხებთან ერთად, თუმცა მას გამოეყო 400 მან. და საიდუმლოდ მიეცა უცხოეთის პასპორტი, რომ დაბრუნება შეძლებოდა.30 რადგან მიხეილ და ხრიფს მარშანები, როგორც აფხაზები, ვალდებულნი იყვნენ გადასახლებულიყვნენ დალიდან, სანაცვლოდ მათ გამოუყვეს მიწები სოფ. ჯგერდაში და დაუნიშნეს პენსია. მიხეილს პორუჩიკის ჩინიც ებოძა.31 მიხეილ მარშანი ადრიდანვე გამოირჩეოდა რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგულებით. მისი გავლენით დალელებმა 1866 წ. აჯანყებაში არ მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, ის და მისი ძმა, თავიანთ მომხრეებთან ერთად, 1866 წ. აჯანყების დროს წებელდის გარნიზონს დაეხმარნენ სიმაგრის დაცვაში.32
აღსანიშნავია, რომ წებელდა-დალიდან გადასახლებულთა შორის იყვნენ 1866 წლის აჯანყების აქტიური მონაწილეები: კვაჯ ზურაბ-იფა მარშანი, თათლასთან თენგიზ-იფა მარშანი, ფსხუბეი სასტანღაზ-იფა მარშანი, ყიზილბეკ მარშანი, შირინბეი მარშანი და სხვები.33
როცა გადასახლების პროცესმა მნიშვნელოვანი გაქანება მიიღო, ხელისუფლება შეეცადა შეეზღუდა იგი, რასაც მიაღწია კიდეც. 1867 წ. ივნისის დასაწყისში გადასახლების პროცესი დასრულდა. თურქეთის ხელისუფლებამ, შეთანხმებისამებრ, მუჰაჯირები რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან შორს დაასახლა _ ნაწილი ანატოლიაში, ხოლო ნაწილი ბალკანეთში, ძირითადად ბულგარეთში.34
გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახების რაოდენობის, ოჯახის თავკაცების სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა (ქალები, კაცები) რაოდენობის ჩვენებით. ამ სიების მიხედვით, სოფ. ფსირცხადან გადასახლდა 51 ოჯახი (210 სული), სოფ. ფოქვეშიდან _ 10 (69 სული. აქედან 9 ოჯახი ფაჩულია _ 65 სული, 1 ოჯახი ჯინჯია _ 4 სული), სოფ. ჭლოუდან _ 125 (539 სული), სოფ. ათარიდან _ 7 (43 სული) და ა.შ. ბიჭვინთის ოლქიდან გადასახლდა 226 ოჯახი (1357 სული), დრანდის ოლქიდან _ 629 ოჯახი (3245 სული), წებელდის ოლქიდან _ 2503 ოჯახი (14740 სული). ამრიგად, აფხაზეთიდან, წებელდა_დალთან ერთად, გადასახლდა არა დაგეგმილი 4500, არამედ 3358 ოჯახი, 19342 სული.35
1867 წ. აგვისტო-სექტემბერში სოხუმის ოლქის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ. გეიმანმა შემოიარა მისდამი რწმუნებული მხარე. 26-28 სექტემბერს ის იყო წებელდასა და დალში. მხარე თითქმის მთლიანად იყო «გაწმენდილი» ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ვ. გეიმანმა ნება დართო მიხეილ მარშანს 17 ოჯახთან ერთად, რომლებმაც კოდორის ადიდების გამო ვერ მოახერხეს თურქეთში წასვლა, გაზაფხულამდე დარჩენილიყვნენ აქ.36
კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით,37 1867 წ. ნოემბრისათვის სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) მოსახლეობა ოლქების (округ) მიხედვით ასეთი იყო:

თითქმის მთლიანად «გაიწმინდა» წებელდა და დალი, რაც გამოწვეული იყო ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობით. ამ თემების თითქმის 15 ათასიანი მოსახლეობა თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და უცხოეთში გადაასახლეს. 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში _ არცერთი.38 აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ სულ მალე, 1874 წელს კავკასიაში ჩამოვიდა ინგლისელი მოგზაური გროვე. იგი ყარაჩაიდან გადმოვიდა კოდორის ხეობაში. ინგლისელი მოგზაური მოიხიბლა კოდორის ხეობით: «ძნელია ნახო უფრო დიდებული და მშვენიერი ადგილი, ვიდრე მდელოთი დაფარული სივრცე და ტყეები, რომელზეც კოდორი მიედინება», _ აღფრთოვანებით წერს იგი. მაგრამ მოგზაურს სევდა და ნაღველი იპყრობს როცა ხედავს, რომ აქ ადამიანის ყოფნის არავითარი კვალი არ ჩანს _ «ხეობის ზემო წელი სრულიად უკაცრიელი იყო», _ აღნიშნავს იგი.39
1867 წელს აფხაზთა მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული მიწა-წყლის დასახლებისა და სოხუმის სამხედრო განყოფილების მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება, რომელიც 1868 წლის მაისში განხორციელდა. გამსხვილდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. შეიქმნა ორი ოლქი (округ) _ ბიჭვინთის ოლქი, რომელიც შედგებოდა გუდაუთისა და გუმისთის უბნებისაგან, და ოჩამჩირის ოლქი, რომელიც შედგებოდა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებისაგან. წებელდაში, რომელიც განსაზღვრული იყო მთლიანად კოლონიზაციისათვის, დასახლებათა მზრუნველობა (попечительство) შეიქმნა.40 ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლამდე იარსება.
სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. ბეგერეფსთაზე (ხოლოდნაია რეჩკა) გადიოდა, სადაც მას ყუბანის ოლქის შავი ზღვის ოკრუგი ესაზღვრებოდა;41 სამხრეთ-აღმოსავლეთით _ მდ. ენგურზე, ხოლო ჩრდილოეთით _ კავკასიონის ქედზე.

ლიტერატურა:

1 სცსსა, ფ. 5, აღწ. 1, ს. 7506, ფურც. 41.
2 იქვე, ფურც. 47-48.
3 სცსსა, ფ. 416, აღწ. 3, ს. 177, ფურც. 48; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 250-252.
4 ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, გვ. 7.
5 იქვე.
6 იქვე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურდა კაზაკებით არამარტო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და აფხაზეთის, არამედ სამეგრელო-გურია-იმერეთის დასახლებაც. სათანადო პროექტი 1865 წ. შედგა კავკასიის არმიის შტაბში, საიდანაც შესაბამისი მოხსენება გაეგზავნა ხელისუფლებას. მასში ნათქვამია: «… прилегающие (к) Черному морю области Мингрелия, Имеретия, Гурия, в которых русские никогда не вели войны с народом, но явились освободителями сначала от иго турок, потом от самовластия владетелей и, наконец, от крепостной зависимости, _ исповедуют одну и ту же веру и имеют искренные симпатии к России. Поэтому, правительство встретит здесь полную готовность слиться с Россией, и, несмотря на различие языка подобно Бретани, Провансу и др. провинциям Франции, составит русские области, которые будут гордиться именем русского. Обращение Гурии, Мингрелии, Имеретии в русские области стоит того, чтобы о нем позаботиться, тем более, что с ожидаемим разрешением крестьянского вопроса наступает самое благоприятное для него время. Но для этого, _ имея пример Грузии (აღმ. საქართველო, – ბ. ხ.), Абхазии и др. областей Кавказа, которые были некогда в таких благоприятных условиях, не должны искусственно возвыщать туземный элемент в ущерб русскому, но, напротив, должны быть приняты самые решительные меры к обрусению этих областей» (ტრ. ხუნდაძე, ცარიზმის საკოლონიზაციო…, გვ. 160).
შავი ზღვის აღმ. სანაპიროს _ აფხაზეთს, სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის,б_ კაზაკებით დასახლების განზრახვა მაშინ ვერ შესრულდა. რუსული კოლონიზაცია კავკასიაში მხოლოდ იქ გახდა შესაძლებელი, სადაც ხანგრძლივი ომის შედეგად მოსახლეობა გაჟლიტეს, ან თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და გადაასახლეს (შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, ადიღე, ბარის ჩეჩნეთი). საქართველოს კოლონიზაცია რუსეთმა ვერ შეძლო, რადგან აქ ომით დაპყრობას ადგილი არ ჰქონია და ვერც მოსახლეობის აყრა და გადასახლება მოახერხა.
7 სცსსა, ფ. 416, აღწ. 3, ს. 177, ფურც. 78; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, გვ. 199-201; Г. А. Дзидзария, Присоединение Абхазии к России, გვ. 67. აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, 1864 წ. ნოემბერში ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს («Кавказ», 1866, № 68).
8 История Абхазии, გვ. 87.
* Ив. Аверкиев, С северо-восточного прибрежья Черного моря, V, «Кавказ», 1866, № 76
9 Г. А. Дзидзария, Восстание 1866 года в Абхазии, Сухуми, 1955.
10 «Кавказ», 1866, № 76; В. Маевский, Кутаисская губерния…, გვ. 66; С. Эсадзе, Историческая записка…, გვ. 275; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, გვ. 199-201; История Абхазии, გვ. 89; Г. А. Дзидзария, Присоединение…, გვ. 63-70.
11 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 21; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 283.
12 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 21.
13 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
14 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 74; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
15 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 19; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
16 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 285.
17 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284-285.
18 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 4-6; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 283.
19 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 285-286.
20 იქვე, გვ. 286.
21 სცსსა, ფ. 545, აღწ. I, ს. 91, ფურც. 115; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 286.
22 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 288.
23 გაზ. «დროება», 1867, №23. აღსანიშნავია, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებლებმა 1868 წ. თხოვნით მიმართეს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს გენერალ ვ. გეიმანს, ოლქის უფროსად მაიორ დ. ჭავჭავაძის დატოვების შესახებ, რომელსაც ძალიან ემადლიერებოდნენ, განსაკუთრებით, 1867 წლის მუჰაჯირობის დროს დაკავებული პოზიციის გამო (სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 324, ფურც. 5-11).
* ამბროსი ხელაია (1866-1927), საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. XIX ს. მიწურულს მღვდლად იყო სოხუმში; შემდეგ სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. 1919-1921 წწ. იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 1921-1927 წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.
24 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 27; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 282.

25 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 28.
26 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 279-280.
27 იქვე, გვ. 280.
28 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 1; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 281.
29 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 301, ფურც. 1-6.
30 იქვე, ფურც. 63.
31 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 301, ფურც. 58.
32 იქვე, ფურც. 5; Ш. Чхетия, Документы…, т. 1, ч.1, გვ. 75.
33 იხ. Ш. Чхетия, Документы…, იქვე, გვ. 118-119. აღსანიშნავია, რომ ყიზილბეკ ხრიფს-იფა მარშანი იყო აფხაზური მილიციის ოფიცერი. მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის 1863 წ. თებერვალში მას პოდპორუჩიკის ჩინი ებოძა («Кавказ», 1863, № 20).
34 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 287-289. თურქეთში გადასახლებული აფხაზები თავდაპირველად კომპაქტურად დასახლდნენ და თავიანთ დასახლებებს ის სახელები შეარქვეს, საიდანაც იყვნენ გადმოსახლებულები. ასე გაჩნდა თურქეთში სოფლები: ააცი, ანხუა, გუფ, ჯგერდა, ჭლოუ, დალ, აჭანდარა, უარჩა, ეშერა, აბჟაყვა, გუმა, წაბალ, აკაფა და სხვ.. სოფლების მთელი რიგი სახელები დაკავშირებული იყო აფხაზურ საგვარეულო სახელებთან: ცგუაა (ცგუას გვარის სოფელი), ტვანიქითა (ტვანბების სოფელი), აუბლაარქითა (აუბლას გვარის სოფელი), აშვიქითა (აშუბას გვარის სოფელი) და სხვ. სოფლების სახელები დაკავშირებული იყო აგრეთვე საკუთარ სახელებთან: თაფშიქითა (თაფშის სოფელი), კადირიქითა (კადირის სოფელი) და სხვა (С. Басариа, Абхазия…, gv. 107; Ш. Д. Инал-Ипа, Зарубежные абхазы, გვ. 40-44). აფხაზთა კომპაქტური დასახლება თურქეთის ხელისუფლებას მრავალ პრობლემას უქმნიდა და ხელს უშლიდა მუჰაჯირთა გათურქების პროცესს, ამიტომ თურქეთის ხელისუფლებამ შემდეგ უკვე მუჰაჯირები გაფანტულად დაასახლა. მართალია, თურქეთში ამჟამად ოფიციალურად არ არის აფხაზური ტოპონიმები, მაგრამ მუჰაჯირთა შთამომავლები თავიანთი განსახლების ადგილებს კვლავაც აფხაზურ სახელებს უწოდებენ (Ш. Д. Инал-Ипа, Зарубежные абхазы, გვ. 43-44).
35 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 191, ფურც. 191, 195, 197, 199, 203, 205, 250.
36 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 252, ფურც. 2.
37 Сборник статистических сведений о Кавказе, т. 1, отд. II, გვ. 39.
38 იქვე.
39 Грове, Холодный Кавказ, გვ. 212.
40 С. Эсадзе, Историческая записка…, გვ. 279; История Абхазии, გვ. 89-90; С. Лакоба, Очерки…, გვ. 32.
41 А. Н. Дьячков _ Тарасов, Гагры…, გვ. 83.

წიგნიდან “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”, გამომცემლობა არტანუჯი. თბილისი, 2004

http://burusi.wordpress.com/2010/03/21/bejan-khorava-4/

ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის ზოგიერთი წყაროს შესახებ

ლევან ზ. ურუშაძე

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდგომი ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ქართული არასოციალისტური პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით 1924 წლის სექტემბრის დამლევს პარიზში დაფუძნებულ მემარჯვენე ორგანიზაციას – “ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”. ორგანიზაცია დააფუძნა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა შალვა ბერიძის (შემდგომში ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი) ხელმძღვანელობით.
1925 წლის ნოემბრამდე ორგანიზაციას ეწოდებოდა “საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა “თეთრი გიორგი”. 1925 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელად (მთავარ მდივნად) მიწვეულ იქნა გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე, დარაზმულობამ ის სახელწოდება მიიღო, რომლითაც იყო ცნობილი არსებობის ბოლომდე. მცირე ხნის შემდეგ, 1926 წლის დამდეგს, ლ. კერესელიძემ თავის მოადგილედ მიიწვია სიყრმის მეგობარი, გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფართოდ ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. სწორედ ისინი იქცნენ “თეთრი გიორგი”-ს მთავარ ოდეოლოგებად. არსებობის ოცდაათი წლის მანძილზე ორგანიზაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში.
წინამდებარე მიმოხილვა ეძღვნება დარაზმულობის ისტორიის წყაროებს, რომლებიც ამჟამად გაბნეულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიდად სამწუხაროია, რომ აღარ არსებობს ორგანიზაციის არქივის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ინახებოდა მიხაკო წერეთელთან. საქმე ის არის, რომ, როგორც აღნიშნავს ცნობილი პოლიტიკური ემიგრანტი გივი კობახიძე (აშშ), არქივი განადგურებული იქნა 1945 წელს, იმ სახლის მეპატრონეთა მიერ, სადაც ბინა ჰქონდა დაქირავებული სახელოვან მამულიშვილს.

რაც შეეხება “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის საქართველოში არსებულ წყაროებს, უნდა აღინიშნოს შემდეგი. ისინი დაცულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფილი “სუკ”-ის (“სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი”) საარქივო ფონდში, საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის დეპარტამენტში და რამდენიმე პირად ფონდში. საქართველოს ფარგლებს გარეთ დარაზმულობის ისტორიის საყურადღებო წყაროები დაცულია ლევილის მამულის (საფრანგეთი) არქივში, თვალსაჩინო პოლიტიკური ემიგრანტების გიორგი მაღალაშვილის (გერმანია), ზაქარია (შაქრო) ბაქრაძის (პოლონეთი), ლეო, გიორგი და მათე კერესელიძეების (გერმანია-საფრანგეთი), ალექსანდრე ერისთავის (საფრანგეთი), შალვა ბერიძის (იტალია), ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის (ესპანეთი), ალექანდრე მანველიშვილის (აშშ), მერაბ კვიტაშვილის (აშშ), გივი კობახიძის (აშშ) და სხვათა პირად არქივებში.

ამჯერად მიმოვიხილავთ ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საარქივო მასალას. ვსაუბრობთ რა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის წყაროებზე, უნდა აღინიშნოს, რომ მათ რიგს, გარდა საარქივო დოკუმენტური მასალებისა, განეკუთვნება: 1) უშუალოდ დარაზმულობის პერიოდულ გამოცემებში (“თეთრი გიორგი”, “მომავალი”, “ქართლოსი”) გამოქვეყნებული საპროგრამო ხასიათის პუბლიკაციები; 2) ამავე ხასიათის ის პუბლიკაციები, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალებში “ორნატი”, “ბედი ქართლისა”, “ქართველი ერი” და სხვა გამოცემებში; 3) “თეთრი გიორგი”-ს ცნობილ მოღვაწეთა (შ. ბერიძე, კ. სალია, ალ. მანველიშვილი და სხვანი) გამოქვეყნებული მემუარები.

წინამდებარე ნაშრომში არაფერს ვამბობთ იმ უაღრესად საინტერესო და, იმავდროულად, ორიგინალურ საარქივო მასალაზე, რომელიც დაცულია შსს საარქივო სამმართველოს ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში და უკავშირდება ცნობილი თეთრგიორგელის სვიმონ ციციშვილის სახელს. საქმე ის არის, რომ ამ მასალის და სვ. ციციშვილის შესახებ ჩვენი სტატია გამოქვეყნებულია და დაინტერესებულ მკითხველს არ გაუჭირდება მისი ნახვა (იხ.: ლევან ურუშაძე. “თეთრი გიორგის” რაინდი, გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, #45).
გარკვეულწილად, “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის წყაროებს წარმოადგენს მემუარული და დეტექტიურ-დოკუმენტური ხასიათის ის გამოცემები, რომელთა ავტორები არიან საბჭოთა უშიშროების ორგანოების თანამშრომლები და, რომლებიც შეეხება დარაზმულობის საქმიანობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წყაროები გამოირჩევა ტენდენციურობით და უაღრესად ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. ამგვარ წყაროთა რიგს განეკუთვნება ი. ბენიძის, შ. გიორხელიძის და მ. ნემიროვას თხზულებები, რომლებიც 1981 წელს გამოქვეყნდა კრებულში «Без линии фронта» (თბილისი, გამომცემლობა “მერანი”).

დიდად საყურადღებოა ის წყაროები, რომლებიც წარმოადგენს “თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა საპროგრამო ხასიათის ნააზრევს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმოა 1925 წლის 15 ივნისით დათარიღებული დოკუმენტი – “საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა “თეთრი გიორგი”-ს დამფუძნებელი კრების დეკლარაცია”, რომელიც პარიზში დაიბეჭდა ცალკე ბროშურის სახით. ვინაიდან, იგი წარმოადგენს ორგანიზაციის პირველ საპროგრამო დოკუმენტს, რომელსაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება მომდევნო წლებში მიღებული ყველა სხვა მსგავსი დოკუმენტი, გთავაზობთ მოზრდილ ამონარიდს დეკლარაციის ტექსტისა, რომელიც ზედმიწევნით ასახავს დარაზმულობის მიზნებს და სულისკვეთებას:
“ერთხელ კიდევ გაშიშვლდა მსოფლიოს წინაშე რუსული იმპერიალიზმი, ერთხელ კიდევ ნაკუწ ქაღალდათ აქცია რუსეთმა სუვერენულ საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება.
ჩრდილოეთიდან მოვარდნილმა საშინელმა რუსულმა სტიქიამ მოიცო საქართველო და თავის დაუნდობელი ტალღებით ერთი მეორეზედ ანადგურებს საქართველოს სუვერენობის ყოველგვარ ნასახს. “კომსომოლას” მიუგდეს საგინებლად ერის სინდისი, ერის სარწმუნოება. “კომსომოლას”-ვე დაუმორჩილეს ფაქტიურად ეროვნულ კულტურის კერა – ქართული უნივერსიტეტი. რუსული
მეთოდებით გაანადგურეს ერის სახალხო მეურნეობა. საქართველო კოლონიაა რუსეთის მრეწველობისათვის; საქართველოში შემოყავთ ასობით და ათასობით ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი უცხო ელემენტები და მათ ქართული ხაზინის ხარჯით ქართველი ერის მიწა-წყალზედ საშვილიშვილოდ ასახლებენ; რუსული ნაჯახით მოსჩეხეს ისედაც განახევრებულ საქართველოს
მისი მიწა-წყლის მთელი მეოთხედი და მით იყიდეს ოსმალეთის მეგობრობა და ამიერ-კავკასიის ერთა შორის ის მოჩვენებითი მშვიდობიანობა, რომელიც თავის სიღრმეში ატარებს ისეთი შუღლისა და შურისძიების ელემენტებს, რომელიც არასდროს არსებულა ამ ერთა შორის. საქართველოს საკუთრებად ცნობილი ტერიტორიაც-კი ხელოვნურად რამოდენიმე ავტონომიურ რესპუბლიკად
დაანაწილეს.
ერთი სიტყვით, საქართველოში ყველა ბატონობს გარდა ქართველისა, საქართველოში ყველაფერი კეთდება გარდა ქართულისა, საქართველო ყველაფერია გარდა საქართველოისა.
ქართველ ერს, რომლის ორიათას ნახევარი წლის ისტორია მხოლოდ ბრძოლაა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, არ შეეძლო შერიგებოდა ასეთ საშინელ მონობას. მან ბრძოლითვე უპასუხა დამპყრობელთ. ოთხი წელიწადია სწარმოებს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ საქართველოში “დამოუკიდებლობის კომიტეტი”, ხოლო საზღვარგარეთ, შემოხიზნული მთავრობა. ბრძოლის ერთი ეტაპი დამთავრდა 5000 ქართველის სისხლით.
ქართველი ერის მიერ აღებული ბრძოლის ხაზი სწორია, მაგრამ ხელმძღვანელთა სისუსტემ იგი დროებით დაამარცხა. ეს უკანასკენლი აჯანყება, რომელიც უმომენტობის გამო პოლიტიკურ შეცდომათ უნდა ჩაითვალოს, თავისდათავად ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მომენტია ეროვნული განმათავისუფლებელი ბრძოლისა და საქართველოს იდეის უაღრესი გამარჯვება.
აწ აღარ არიან ურწმუნო თომანი. ყველამ იწამა, რომ საქართველო არ გასტეხს ფიცს წარსულის წინაშე, რომ იგი იბრძვის და იბრძოლებს თავისუფალი არსებობისათვის, ჭეშმარიტათ იგი აღსდგება! ბრძოლა სრულ გამარჯვებამდე, საქართველო უარს ვერ იტყვის სიცოცხლეზედ.
ბრძოლა ქართველი ერის ყველა სასიცოცხლო ძალების დაჭიმვით. ამ ბრძოლაში საბოლოოთ უნდა შეკავშირდეს მისი საიმედო ძალები.
ეროვნული ბრძოლის მაღალმა იდეამ უნდა მოსპოს პარტიული დაყოფა.
ეროვნულ ბრძოლისთვის ნებაყოფლობით შეწირული ქართველი აუცილებლათ უნდა განთავისუფლდეს პარტიული, კლასიური თუ პირადი ინტერესებისაგან.
“საქართველო უწინარეს ყოვლისა” – ეს უნდა იყოს დღევანდელი ქართველის ხმა.”
სამხედრო თვალსაზრისით მეტად საინტერესო და სპეციფიკური ხასიათის მასალებია გამოქვეყნებული დარაზმულობის პერიოდული გამოცემის, – გაზეთ “თეთრი გიორგი”-ს სამხედრო დამატებაში, რომელსაც უძღვებოდა ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი, გენერალი ალექსანდრე ერისთავი.

მემუარული ხასიათის წყაროთა სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი მეტ-ნაკლებად ხასიათდება ამა თუ იმ საკითხისადმი ტენდენციური დამოკიდებულებით და საჭიროებს კრიტიკულ მიდგომას. ეს განსაკუთრებით შეეხება თვალსაჩინო თეთრგიორგელის ალ. მანველიშვილის ნააზრევს. საქმე ისაა, რომ 1934 წელს ეს უკანასაკნელი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გამოეყო “თეთრი გიორგი”-ს ძირითად ბირთვს და საკუთარი გაზეთის (“მომავალი”) გამოცემას მიჰყო ხელი. ორგანიზაციის
შესახებ მის მოგონებებში, რომლის ხელნაწერი დაცულია თბილისის სახ. უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, აშკარად იჩენს თავს ტენდენციური მიდგომა ისეთი სახელოვანი მოღვაწეების მიმართ, როგორებიც იყვნენ დარაზმულობის მთავარი იდეოლოგები – გენერალი ლეო კერესელიძე და პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. გაზ. “მომავლის” პირველივე ნომერი
(პარიზი, 1934წ. თებერვალი) ნათლად წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც წარმოიქმნა დარაზმულობაში. ალ. მანველიშვილის მოგონებები ცხადჰყოფს, რომ, სამწუხაროდ, ორგანიზაციის წევრთა ის ჯგუფი, რომელიც გამოეყო დარაზმულობას, ვერ ამაღლდა საკუთარ ამბიციებზე. თუმცა, მოგონებები შეიცავს მსჯელობას არაერთ ისეთ საკითხზე, რომლებიც იმსახურებს ყურადღებას.

ასევე, მეტად ფრთხილ მიდგომას საჭიროებს ის მასალები, რომლებიც დაცულია საქარათველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში. კერძოდ, მხედველობაში მაქვს იმ თეთრგიორგელთა საქმეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში და ომის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ საბჭოთა უშიშროების ტყვეობაში. აღნიშნულ საარქივო ფონდში დაცულია ცნობილი თეთრგიორგელების ბ. გიორგაძის, მ. კერესელიძის, კ. ქოჩაკიძის, ვალ. ტოგონიძის, კ. ხოშტარიას, ბ. აბულაძის, არჩ. ლომინაძის,
ლევან და შალვა ჯავრიშვილების, შ. ოდიშარიას, დ. სხირტლაძის, შ. ინჯიას, ტ. მარგველაშვილის, სვ. ციციშვილის, ელ. ციციშვილის, ირ. ლორთქიფანიძის, ნ. წაწალაშვილის, ზ. აბაშიძის და სხვათა საგამოძიებო საქმეები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული მასალების კრიტიკული შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია საყურადღებოა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის ამა თუ იმ საკითხის შესწავლისათვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ფასეულია ბეჟან გიორგაძის თითქმის 40-გვერდიანი ჩვენება, რომელიც მნიშვნელოვანწილად, ემიგრაციაში მოღვაწე თეთრგიორგელებს შეეხება.

ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში დაცული მასალების ნაწილი ცხადჰყოფს, რომ 1942-43 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე დესანტის სახით გადმოსხმული “ქართული ლეგიონი”-ს თეთრგიორგელი ლეგიონერები აღჭურვილნი იყვნენ მათი სამოქმედო ტერიტორიის რუკებით. ერთ-ერთი ასეთი რუკის უკანა მხარეზე არის მისი მფლობელის კუკური ქოჩაკიძის მრავლისმეტყველი მინაწერი, რომელიც ზედმიწევნით ადასტურებს თეთრგიორგელთა სულისკვეთებას. კერძოდ, მინაწერში ვკითხულობთ:
“გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ღირსეულ და მუდამ ვაჟკაც ერს! დიდი ხანია, ვიბრძვი, რომ მე მოვსწრებოდი ამას. ბედმა ეგრე მარგუნა, რომ რამოდენიმე ხნით ადრე გავხდი მსხვერპლი. ბედნიერი ვარ, რომ ვკვდები ამ მიზნისათვის!
ვუსურვებ ყოველ ქართველს მოსწრებოდეს მრავალტანჯული საქართველოს დამოუკიდებლობას, მზად ყოფილიყოს, რომ მისი მამა-პაპური ანდერძი არ დავიწყებოდეს: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!”
კიდევ ერთხელ ქართველ ერს და საქართველოს გაუმარჯოს!
K. Kochakidse”

როგორც ცნობილია, 1942 წლის აპრილში გრაფ ფონ დერ შულენბურგის და ქართული პოლიტემიგრაციის მემარჯვენე ფრთის ინიციატივით, ბერლინის სასტუმრო “ადლონში” შედგა შეხვედრები, რომლებიც “ადლონიადის” სახელწოდებითაა ცნობილი. მასში მეტად აქტიური მონაწილეობა მიიღეს “თეთრი გიორგი”-ს მესვეურებმა ლეო კერესელიძემ, მიხაკო წერეთელმა, გიორგი მაღალაშვილმა, აგრეთვე, ზურაბ ავალიშვილმა, შალვა მაღლაკელიძემ, ალ. მანველიშვილმა, სპ. კედიამ, დათა ვაჩნაძემ და სხვებმა. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის თეიმურაზ ბაგრატიონმუხრანელის პირად ფონდში და ცნობილი პოლიტემიგრანტის შ. ამირეჯიბის პირად არქივში დაცული მასალები ცხადჰყოფს, რომ “ადლონიადა”-ში განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ სწორედ თეთრგიორგელები. ამასთან, ეს მასალები ნათელს ხდის, რომ “თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა აქტიური მონაწილეობით ხსენებულ 1942 წელს დაარსდა “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”, რომელსაც მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ირაკლი ბაგრატიონმუხრანელი.
მეტად ფასეულია ემიგრანტული ჟურნალების “ბედი ქართლისა”-ს და “ივერიის” 1951-1953 წლების ნომრებში გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ადასტურებს დარაზმულობის მნიშვნელოვან როლს 1950 წელს “ქართული ეროვნული ცენტრის” დაფუძნებასა და 1950-იანი წლების პირველი ნახევრის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებაში. საკმარისია აღინიშნოს ის გარემოება, რომ 1951-1952 წლებში ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად სწორედ “თეთრი გიორგი” იყო ის ძალა, რომელმაც მკაცრად ამხილა აღნიშნულ წლებში ქართველ სოციალ-დემოკრატთა ანტიქართული ქმედებები. ამას ადასტურებს “ბედი ქართლისა”-ში გამოქვეყნებული მასალები.
ცნობილი პოლიტიკური ემიგრანტის, თვალსაჩინო მეცნიერის, 1946 წელს საბჭოთა უშიშროების მიერ დახვრეტილი პროფესორის ტიტე მარგველაშვილის საგამოძიებო საქმეში არსებული მასალა ადასტურებს, რომ 1941 წელს სწორედ დარაზმულობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი “საქართველოს ეროვნული კომიტეტი”-ს დაარსებაში. შემთხვევითი არ არის, რომ კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარე იყო მიხაკო წერეთელი, ხოლო მისი პერიოდული გამოცემის, – ჟ. “ქართველი ერი”-ს რედაქტორი – კალისტრატე სალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ეროვნული კომიტეტი”-ს და “თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა წარმატებული მუშაობის შედეგად დარაზმულობის რიგებში აღმოჩნდა ამ ორგანიზაციების ძალისხმევით მესამე რაიხის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოხსნილი და ვერმახტის “ქართულ ლეგიონში” ჩარიცხული ქართველების უდიდესი ნაწილი. მაგალითად, ამას ადასტურებს ვალ. ტოგონიძის საგამოძიებო საქმეში არსებული მასალა (ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდი).
საინტერესოა ის მასალა, რომელიც შეეხება “თეთრი გიორგი”-ს იმ 3 კონსპირაციული ჯგუფის საქმიანობას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა 1926-1943 წლებში. პირველი ჯგუფი შეიქმნა 1926 წლის შემოდგომაზე და არსებობდა 1937 წლის აგვისტომდე, – ჯგუფის წევრების განადგურებამდე. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა 1920-იანი – 1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე ევგენ (გენო) ღვალაძე. მეორე ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1918-1921 წლების ქართული ეროვნული არმიის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭავჭავაძე, არსებობდა 1928-1930 წლებში. 1930 წლის სექტემბერში ჯგუფის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს იმავე წლის 3 ოქტომბერს.

მესამე კონსპირაციული ჯგუფი კი შეიქმნა 1941 წელს ლევან (მუსტაფა) შელიას ხელმძღვანელობით. 1943 წელს საბჭოთა უშიშროებამ ეს ჯგუფიც გაანადგურა. მუსტაფა შელია ხსენებულ წელს მოკლეს. დახვრეტა მიუსაჯეს ჯგუფის უხუცეს წევრებს ლ. აბდუშელიშვილს (მ. შელიას ბიძა) და ი. სუტას. დანარჩენებს მიუსაჯეს სხვადასხვა ვადით გადასახლება. გადასახლებულთა შორის იყო ამჟამად ცნობილი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი.

ზემოხსენებული ჯგუფების საქმიანობის ამსახველი მასალები დაცულია ყოფ. “სუკ”-ის საარქივო ფონდში და როგორც ემიგრანტულ, ისე საქართველოში არსებულ პირად არქივებში.
ამდენად, წარმოდგენილ მიმოხილვაში ჩვენ შევეხეთ მარტოოდენ მცირე ნაწილს ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს ისტორიის წყაროებისა, რომლებიც ზედმიწევნით წარმოაჩენს ორგანიზაციის ხასიათს და სულისკვეთებას. მათი შესწავლის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ დარაზმულობის სახით საქმე გვაქვს მკაფიოდ გამოხატულ მემარჯვენე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელმაც სამი ათეული წლის მანძილზე ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

(გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული უნივერსიტეტი”, # 55, 2010)

http://burusi.wordpress.com/2010/05/14/levan-z-urushadze-9/

ცოტა რამ ყველაფერზე – მიხაკო წერეთელი

ქართველი, რომელიც ყოვლის მხრით შებოჭვილია, რომელიც ეროვნული სიცოცხლით არა სცოცხლობს, რასაკვირველია სხვაგან ეძებს თავის რწმენის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელ საშუალებასა. მისი აღზრდა რუსულია, ე.ი. უცხოა, რომელიც არა თუ აკავშირებს მას ეროვნულ წარსულთან და კულტურასთან, არამედ სრულიად უწყვეტს მასთან შემაერთებელ ძაფებსა და აზიარებს სხვა, უცხო, რუსლ ან ევროპიულ სფეროსთან, – მაგრამ მხოლოდ მახინჯად. მისი ზიარება მხოლოდ ცალ-მხრივი და უსრულია. ასეთი ზიარება კი ქართველს ვერც ევროპიელად ხდის და ვერც რუსად, თანაც ქართველობას აცლის. და ამგვარად იგი რაღაც უცნაურ ტიპად ხდება, სულიერ არარაობად, რომელიც არც ერთს სოციალურ წრეს აღარ ეკუთვნის და ორგანიულად არ იღებს მონაწილეობას მის ცხოვრებაში. აიღეთ მაგალითად ერთი მხარე ადამიანთა სოციალური ცხოვრებისა, – ენა. ქართველი ინტელიგენტი ქართულ წრეში, სადაც მარტო ქართულად ლაპარაკობენ, საცოდავია, რადგანაც ქართული ნაკლებად იცის, არ იცის რიგიანად აგრეთვე თავისი ლიტერატურა, ქართული ხალხური შემოქმედება და სხვა, – მაგრამ იგი აგრეთვე უცხოა ამავე მიზეზით რუსთა და ევროპიელთა შორისაც. იგი მართლაც ორთა შუა რამ გამომწყვდეულია.
მთელის საუკუნის განმავლობაში სცდილობდნენ შეეწყვიტათ ძაფი მეხსიერებისა ჩვენს აწმყოსა და წარსულს შორის, ამით სულიერი ცხოვრება ჩვენი ისეთ პირობებში ჩააყენეს, რომ შეგნება ჩვენი ეროვნული ორგანიული ცხოვრებისა, მისი ზრდისა, მისი აწმყო მდგომარეობისა და მომავლის სასურველი მსიწრაფებისა – შეუძლებელ ჰყვეს, – და მრავალ ქართველსაც მარტო გავრიღა შერჩა ქართული, ხშირად ისიც ბოლოში შეკვეცილი და ”ოვად” გარდაქმნილი; – იგი ცუდ ქართულად მოლაპარაკე და რუსულის არ მცოდნე რაღაც უცნაური, ”არც რუსი და არც ქართველი” შიქმნა და სიე დამახინჯდა სულიერად, რომ ასეთი თავისი მდგომარეობა ნორმალურად ჩასთვალა; – მან ყველა თავის მსგავსად წარმოიდგინა, და ბევრი ვერც კი იგებდა, თუ რა განსხვავება იყო მასა და მაგალითად ფრანგს ან რუსს შორის, რომელთაც ეროვნულ-სოციალურ სფეროში მიუღიათ აღზრდა და ამით არიან მთლიანნი ბუნებანი; მათ იდეალსა და მოქმედებას ღრმადა აქვს ძირი გადგმული საკუთარ ეროვნულ სოციალურ ნიადაგზედ და ამიტომაც მათი სულის-კვეთება ნაყოფიერი და გულ-წრფელია.

(მიხაკო წერეთელი, 1910 წელი)

http://www.facebook.com/?ref=logo#!/note.php?note_id=412535338899&id=832640297&ref=mf

პატრიარქ ამბროსის მიმართვიდან გენუის კონფერენციისადმი (1922 წ)

“… 1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.

მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა…”

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1924 წლის მარტში გამართული 

სასამართლო სხდომის ოქმიდან:

“მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი - ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი - თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც

პროკურორი მაჭავარიანი - რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?

კათალიკოსი ამბროსი – რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.

პროკურორი მაჭავარიანი - ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?

კათალიკოსი ამბროსი – პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.”

“თეთრი გიორგი”-ს რაინდი (სვიმონ ციციშვილი)

ლევან ზ. ურუშაძე

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო სვიმონ ციციშვილი (1886-1951).
იგი დაიბადა 1886 წელს, ქარელში, ეროვნული სულისკვეთებით ცნობილი თავადის არჩილ ციციშვილის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ სვიმონი ბაგრატიონ-გრუზინსკების საგვარეულოს ჩამომავალი იყო. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან უმაღლესი საინჟინრო განათლება მიიღო მენავთობე ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.
სვიმონი ადრიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, – 1906 წელს იგი გახდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და მისი თვალსაჩინო მოღვაწე იყო 1920-იანი წლების შუა ხანებამდე.
1920 წლის დამლევს სვიმონ ციციშვილი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში. 1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, იგი იძულებული გახდა საფრანგეთში დარჩენილიყო.
1924 წლის დამლევს პარიზში შეიქმნა ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”, რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის
ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მცირე ხნის შემდეგ (1925-1926 წწ.) “თეთრი გიორგი”-ს მთავარი იდეოლოგები და ლიდერები გახდნენ გამოჩენილი მოღვაწეები გენერალი ლეო კერესელიძე და პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. 1928 წელს ორგანიზაციის წევრად მიიწვიეს სვიმონ ციციშვილიც. ამის შემდეგ, თითქმის ოცი წლის მანძილზე, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო “თეთრი გიორგი”-ს დარაზმულობასთან, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს დახსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ქართულ ემიგრაციას და თეთრგიორგელებს იმის იმედი ჩაუსახა, რომ მესამე რაიხის გამოყენებით შესაძლებელი საქართველოს გათავისუფლება. ომის დაწყებისთანავე სვიმონ ციციშვილი ბერლინში ჩავიდა. 1942 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა “ქართული ეროვნული კომიტეტი”-ს შექმნაში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფ. მიხაკო წერეთელი.
ომის შემდეგ, 1947 წელს, საბჭოთა რეჟიმმა მოახერხა ზოგიერთი ემიგრანტის საქართველოში შემოტყუება. ეს ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა მათი უმრავლესობისათვის… დაბრუნებულთა შორის იყვნენ სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი ელენე, სიძე ირაკლი ლორთქიფანიძე და შვილიშვილები.
1951 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა “სუკ”-მა დააპატიმრა სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი და სიძე. სამივეს წაუყენეს ბრალდება “სამშობლოს ღალატისა”. განაჩენი შემზარავი იყო: სვიმონ ციციშვილს მიესაჯა დახვრეტა, ირაკლი ლორთქიფანიძეს 25 წლით, ხოლო ელენე ციციშვილს – 10 წლით გადასახლება.
ამჟამად სვიმონ ციციშვილის საქმე (საარქ. საქ. #7236-53) დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფ. “სუკ”-ის ფონდში (იხ.: საიტი http://archive.security.gov.ge/svimon_cicishvili.html).
“თეთრი გიორგი”-ს მესვეურთა უდიდესი ნაწილისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმას წარმოადგენდა კონსტიტუციური მონარქია. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო და ორიგინალურია სვიმონ ციციშვილის მიერ 1941-1942 წლებში პარიზსა და ბერლინში შედგენილი ნაშრომი “საქართველოს ნაციონალურ-სოციალისტური სამეფოს გარიგება”, რომლის დედანი დაცულია საქართველოს შსს სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფილი “სუკ”-ის საარქივო ფონდში. სანამ კონკრეტულად ამ ნაშრომს შევეხებოდეთ, ხაზგასმით უნდა მივუთითოთ, რომ გარეგნულად, ერთი შეხედვით ნაცისტური იდეოლოგიის გავლენით შექმნილი ნაშრომი, რეალურად წარმოადგენს ღრმად ეროვნულ და თვითმყოფად მოდელს კონსტიტუციური მონარქიისა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინაც კი, როდესაც დარაზმულობა იწოდებოდა “საქართველოს ფაშისტურ დარაზმულობად” (1937-1945წწ.), “თეთრი გიორგი” არ ემსახურებოდა ნაცისტურ იდეოლოგიას და მის ერთადერთ მიზანს რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს გამოხსნა წარმოადგენდა. “ეროვნული კომიტეტი”-ს და დარაზმულობა “თეთრი გიორგი”-ს მიზანი გახლდათ მესამე რაიხის გამოყენება ამ სანუკვარი მისიის აღსასრულებლად. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მიხაკო წერეთელი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო “თეთრი გიორგი”-ს წესდებისა და პროგრამის ემიგრაციაში რეგისტრაცია – დამტკიცებისა. იგი თვლიდა, რომ ამგვარი დოკუმენტები უნდა იყოს დარეგისტრირებული მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში, ადგილობრივი სპეციფიკის, პირობების და ინტერესების ზედმიწევნით გათვალისწინებით (იხ.: საქ. შსს საარქ. სამმართველო, ფ. 6, საქმე #7872-59, ფურც. 44-46, 113-114).

სვიმონ ციციშვილის ხსენებული ნაშრომი განთავსებულია დიდი ფორმატის ორ ფურცელზე. იგი შედგება ორი ნაწილისაგან: სქემისა და ტექსტისაგან.
“გარიგების” სქემის მიხედვით, სახელმწიფოს სათავეში დგას საქართველოს მეფე, რომელიც არის “ერ-უფლებიანი”. მისი მოადგილეა “მაგიერი” (“მეფის მაძიებელი, უფლებების და მემკვიდრეობის გამრიგებელი, მრჩეველი და რწმუნებული”). პარლამენტის ფუნქციას ასრულებს “ერის დარბაზი”, რომელსაც განაგებს “მეთაური”. “ერის დარბაზი” ირჩევს “ბელადს” – “ქართული ეროვნული პოლიტიკის ხელმძღვანელს” (იგივე პრემიერ-მინისტრს), რომელიც აკომპლექტებს მთავრობას. მთავრობაში კონკრეტულ მიმართულებებს განაგებენ “მთავრები” (ე.ი. მინისტრები). მთავრობა ორ ბლოკად იყოფა: 1. საგარეო საქმეები და 2. საშინაო საქმეები.
ავტორი საგანგებოდ განიხილავს დინასტიურ საკითხს, რომელიც იმდენად ორიგინალურია, რომ, ვფიქრობ, მას არ მოეპოვება ანალოგი. მრავლისმეტყველია ის გარემოება, რომ ხსენებული საკითხის განხილვისას ავტორი ზნეობრივ პრინციპებს ანიჭებს პრიორიტეტს. კერძოდ, იგი აღნიშნავს:
“ქართული ისტორიისა და ჩვეულების მიხედვით საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა ეკუთვნოდა მეფე-ბაგრატიონთა მოდგმას. ეხლაც ეს წესი უნდა ვიქონიოთ ვარაუდში და ბაგრატიონ-მეფის ჩამომავლობაში ვეძიოთ და შევარჩიოთ ღირსეული პიროვნება: ზნეობით, ქართველობით, მშვენებით, გონიერებით, გამჭრიახობით და მოდგმით. მაგრამ, თუ ასეთი სათაყვანებელი პიროვნება ვერ აღმოჩნდა, ცხადია, ქართველი ერის ინტერესებს ვერ შევწირავთ “გვარიშვილობას”: ბაგრატიონობა უფლებას არ ნიშნავს და არც მემკვიდრეობას”. ავტორი მიუთითებს, რომ თუ ბაგრატიონთა საგვარეულოს წიაღში არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ზედმიწევნით დააკმაყოფილებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმს, ტახტის ღირსეული პრეტენდენტი უნდა გამოიძებნოს სხვა წარჩინებული საგვარეულოდან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სვიმონ ციციშვილია საქართველოს იმ უნიკალური რუკის ავტორი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. რუკის შესახებ ავტორი აღნიშნავდა: “ჩემი მიზანია შევადგინოთ ქართველი ერის ისტორიოგრაფიული ატლასი. ამ ძნელი დიდმნიშვნელოვანი საქმის გასაადვილებლად მე წინასწარ შევადგინე ჯერ ერთი მთლიანი ძველი საქართველოს ანუ გეორგიის რუქა თანახმად ქართველი და უცხოელი მეცნიერების, ისტორიკოსების და გეოგრაფების საბუთებისა. ამ რუქაზე მე აღვადგინე მთავარი ქალაქები და დაბასოფლები, სამეფოების, სამთავროების და სადროშოების საზღვები. ეს უკანასკნელნი იცვლებოდნენ ძლიერი მტრების შემოსევების დროს. ამის გამო ძველი საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის საზღვრების წარმოდგენა ბევრს უძნელდება. აქვე ზემოთ მოვათავსე საქართველოს ტერიტორიოლოგია, რაც შემდეგში უკეთ და ადვილად შეისწავლება” (იხ.: ჟ. “სამშობლო”, #19-20, პარიზი, 1937, გვ. 64).
1942 წელს სვიმონ ციციშვილი დასახელებულ იქნა საქართველოს ტახტის პრეტენდენტად. აქაც იჩინა თავი მისმა პრინციპულობამ და ზნემაღლობამ. მეტად საინტერესოა 1942 წლის 25 მაისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ამშვენებს მისი ხელით შესრულებული საგანგებო მოწოდება, რომელმაც გადაწყვიტა ტახტის პრეტენდენტის საკითხი. ეს გახლავთ დოკუმენტი “პოლიტიკური გამჭრიახობისა და თადარიგისათვის”. ამჟამად იგი ინახება თბილისის ლიტერატურის მუზეუმის შალვა ამირეჯიბის პირად ფონდში. დოკუმენტი წარმოადგენს ბაგრატიონთა გენეალოგიურ ცხრილს, რომელსაც ერთვის სვიმონ ციციშვილის ხსენებული კომენტარი:
“_ ამჟამად მთავარი მიზანია ქართველი ერის გადარჩენა განადგურებისაგან; ამისათვის საჭიროა ყველა ქართული ძალების გაერთიანება, შეკუმშვა და ერთ პიროვნებაში გამოსახვა. მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, ყოველი კუთხის ქართველს – მხარი დაუჭირეთ და მორჩილება გამოუცხადეთ თ-დ ირაკლი ბაგრატიონს, ბატონიშვილს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართველი ერის და მისი წარმომადგენლობის წინაშე. მოგიწოდებთ, დაცული იყოს სრული მორჩილება, ერთგულება და თავდადება. – “საქართველო უწინარეს ყოვლისა”.
ამდენად, სვიმონ ციციშვილის სახით საქმე გვაქვს დიდებულ მამულიშვილთან, რომლის მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს ნათელი მომავლისა და თავისუფლებისათვის ზრუნვით იყო გასხივოსნებული.

(გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული უნივერსიტეტი”, # 45, 2009) 5

http://burusi.wordpress.com/2010/04/30/levan-z-urushadze-5/

History and Geopolitics: 1920-1921 Help Explain Russia’s 2008 War on Georgia

By David J. Smith*

Eighty-nine years ago—January 29, 1920—the British cabinet rejected a plan to support the independence of Georgia and Azerbaijan and to secure the Black Sea to Caspian Sea corridor. The geopolitical effect was to cede control of the Eurasian heartland to the Soviet Union for seven decades. Reflection upon this anniversary provides historical perspective to analysis of Russia’s August 2008 war on Georgia.

In late 1919, Sir Halford Mackinder was appointed British Commissioner to South Russia. He arrived in civil war torn Russia on January 1, 1920. He met with British representatives at the Black Sea port of Novorossiysk and then traveled to Tikhoretsk to meet White Russian commander Anton Denikin.

He quickly assessed that Denikin’s forces were losing and that Denikin was an unsavory sort on whom Britain should not depend. Still, he feared “Bolshevism sweeping forward like a prairie fire.” So he returned to London to present his own plan to the British Government.

The Bolsheviks, Mackinder said, would not be defeated by Denikin or by any piecemeal policy that seeded a few guns here and a bit of money there—a whole policy was needed.

He recommended an anti-Bolshevik alliance to block the Bolshevik drive to the Black Sea and a British force to control the South Caucasian East-West Corridor. Once it had checked the Bolshevik advance, Britain could negotiate with Soviet Russia.

Mackinder advocated a string of middle tier states in addition to those created by the Versailles Treaty that ended World War I: White Russia, Ukraine, South Russia, Dagestan, Azerbaijan and Georgia. Britain would assume control of Denikin’s fleet on the Caspian Sea and secure the Batumi-Baku railroad.

The geopolitical importance of the South Caucasus was not new. The Transcaucasian Railroad was completed in 1872, hauling oil from 1883. The first Baku-Batumi oil pipeline began operation in 1907.

The British Army arrived in Batumi in December 1918 in the aftermath of World War I, amid allied efforts to dismember the Ottoman Empire. Throughout 1919, Sir Winston Churchill, then British Secretary of State for War, railed against the Bolsheviks and unsuccessfully urged support for the White Russians.

World War I had sapped British manpower, treasure and will, and there were too many other pressing problems. By the time Mackinder briefed the British cabinet, Churchill had reluctantly ordered the British commander in Batumi to prepare for withdrawal.

The British Army quit Batumi in July 1920. Soon after, Churchill wrote to British Prime Minister David Lloyd George: “We are deliberately throwing away piecemeal the friends who could have helped us. Halfhearted war is being followed by halfhearted peace. We are going, I fear, to lose both, and be left alone…We are just crumbling our power away.”

In April 1920, the Soviets seized power in Azerbaijan; in November, in Armenia. In February 1921, the Bolsheviks instigated civil unrest in Borchalo, in the Georgian-controlled neutral region bordering Armenia. Under that pretext, the Revolutionary XI Red Army entered Georgia on February 15. By February 25, Tbilisi fell, locking the only gateway to the Eurasian heartland for seventy years.

Forced migration, prison labor, railroads, pipelines, hydroelectric projects and strategic relocation of industry during World War II built a Soviet heartland. In 1943, Mackinder wrote, “The Heartland is the greatest natural fortress on earth. For the first time in history it is manned by a garrison sufficient both in number and quality.”

Less than five decades later, the Soviet Union imploded. The Central Asian countries, though susceptible to Moscow’s influence, became independent. Azerbaijan and Georgia were free. In 1999, Azerbaijan, Georgia and Turkey signed the agreement for the Baku-Tbilisi-Ceyhan oil pipeline. “Russia cannot dictate this question,” said Heidar Aliyev, late President of Azerbaijan.

Georgia set out to join the European Union and NATO. It invited American military trainers and worked apace on an Individual Partnership Action Plan with the Atlantic alliance. By 2008, Georgia was a candidate for a NATO Membership Action Plan.

So what? Surely very rich Russia is eager to leave geopolitics behind in favor of economic competition in a globalized world. But geography and culture are more enduring than many, particularly westerners, thought and hoped.

Speaking of Russian Prime Minister Vladimir Putin, Boris Nemtsov said in the January 28 New York Times, “It is the typical behavior of the monopolist. The monopolist fears competition.” Now in political opposition, Nemtsov led the highly competitive Nizhny Novgorod Region during the 1990s.

This was the context of Putin’s April 25, 2005 declaration to the Federal Assembly that “the collapse of the Soviet Union was the greatest geopolitical disaster of the last century.”

This was the context of Putin’s well-considered and long-prepared assault on the East-West corridor in Georgia. Perhaps this historical perspective will help part the waters of triviality and moral relativism that have inundated intelligent discussion of Russia’s war on Georgia.

—-
*David J. Smith is Director, Georgian Security Analysis Center, Tbilisi, and Senior Fellow, Potomac Institute for Policy Studies, Washington.

24 Saati

ექვთიმე თაყაიშვილი: პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობა ნიშანი

წინასიტყვაობის მაგიერ

წინამდებარი წიგნაკი შედგენილი იყო 1922 წელს. პირველი 16 გვერდი დაიბეჭდა 1929 წელს, მაგრამ შემდეგ იძულებული ვიყავით შეგვეჩერებია გამოცემა. ეხლა იბეჭდება უფრო შემოკლებულად, ვიდრე განზრახული იყო. ყველა ის მინაწერი მსგავსი ხელნაწერებისა, რომელნიც მოიპოვებიან ჩემს მიერ შედგენილს ”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერთა აღწერაში”, გამოვუშვით. გამოვუშვით აგრეთვე აღაპები და მრავალი მინაწერი თისელის მონასტრის სვინაქსარისა (№4) და ცალკე სტატიები სამდივნო წიგნისა (№26).
გარდა ამისა, ჩემს მოვალეობად ვხადი უღრმესი მადლობა გამოვუცხადო ჩემს ყოფილ მოწაფეს ბ-ნ არჩილ მეტრეველს, რომელმაც ამ გამოცემის ხარჯი იკისრა და რომელსაც სავსებით შეგნებული აქვს აუცილებელი საჭიროება ამგვარი ძეგლებისა გამოცემისა და მზად არის განახორციელოს კიდევ უფრო დიდმნიშვნელოვანი გამოცემანი.
ექ. თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი
10 თებერვალი, 1933 წ.

* * *

პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში მოიპოვება სულ 26 ქართული ხელნაწრი. ეს რიცხვი იყო ასი წლის წინათ, ბროსეს დროსაც. შემდეგ ამ დარგში ბიბლიოთეკას არაფერი შეუძენია. პარიზის ქართულ ხელნაწერებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ და აქვს დღესაც ჩვენთვის. აქ დაცულია რამოდენიმე იშვიათი ხელნაწერი, რომელთა ცალი ან სულ არ არის ან ცოტა მოგვეპოვება ცნობილ წიგნთსაცავებში. პარიზის ხელნაწერებმა დიდი სამსახური გაუწიეს მ. ბროსეს. მათი საშუალებით მ. ბროსემ მიჰყო ხელი ქართული ენის, ლიტრატურის და ისტორიის შესწავლას. თითქმის თითოეული ხელნაწერი გახდა საგანად ბროსეს შესწავლისა. ცნობები მათ შესახებ გაბნეულია ბროსეს შრომებში, განსაკუთრებით იმ სტატიებში, რომელნიც ”სააზიიო ჟურნალის” წიგნებში იბეჭდებოდა 1927-1937 წლებში. შემდეგ ეს ხელნაწრები აღწერა ალ. ხახანაშვილმა ორჯერ. ერთხელ ”ივერიაში” მოკლედ და შემდეგ უფრო ვრცლად ჟურნალ ”მოამბეში” (1898 წ. XXIV)1.
უკანასკნელ შრომაში ალ. ხახანაშვილი, იხსენებს რა, რომ ბროსეს პატარ-პატარა სტატიებში განურჩევია პარიზში ჩვენი სიტყვიერების ნაშთნი, განაგრძობს: ”თვით პარიზში ხელნაწერები კი დაახლოებით არავის შუსწავლია, ამ რამდენიმე წლის წინათ მე დავბეჭდე ”ივერია”-ში მოკლე განხილვა პარიზის ხელნაწერებისა. ახლა, რადგანაც უფრო დაბეჯითებით გადავათვალიერე ისინი, შემიძლია მკითხველს ვრცელი ცნობა მივაწოდო”. (გ. 3).
1908 წ. პარიზში დაიბეჭდა ფრანგულად ”აღწერა ნაციონალური ბიბლიოთეკის სომხურ და ქართულ ხელნაწერებისა” შედგენილი ფ რ ე დ ე რ ი კ მა კ ლ ე რ ი ს ა და გამოცემული ერნეს ლერუს მიერ. მაკლერი ცნობილი არმენისტია. ქართული ხელნაწერების აღწერის დროს ის უჩვენებს ბროსეს შრომებს და აგრეთვე ემყარება ალ. ხახანაშვილის ცნობებს ჟურნალ ”მოამბეში” დაბეჭდილს.
ყველა ზემოთქმულის შემდეგ მე აღარ მგონია დამჭირდებოდა ამ ხელნაწერების ხელახლა განხილვა, მაგრამ, როგორც ქვემოთ მკითხვეი დაინახავს, ეს საჭირო აღმოჩნდა. გარეგანი აღწერა ხელნაწერებისა ფ. მაკლერის მიერ შედგენილ კატალოგში სრული და ჯეროვანია, ამიტომ მას არ შევეხებით, შინაარსის აღნუსხვას ძლიერ სუსტობს, ხოლო უთარიღო ხელნაწრების დროს განმარტება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სულ შემცდარია, თარიღიანი ხელნაწერებიც ზოგჯერ შეცდომით არის აღნიშნული. ხშირად ალ. ხახანაშვილი ბროსეს მიერ სწორად წაკითხულს ამახინჯებს, და მაკლერი მას იმეორებს. ამ შეცდომების შესწორება აქვს მიზნად ამ შრომას.
მაგრამ ერთი დიდი მნიშვნელობა პარიზის ხელნაწერებისა იმაშიც მდგომარეობს, რომ ესენი გვაძლევენ გასაღებს ოცი ქართული კრიპტოგრაფისა ანუ საიდუმლო დამწერლობისა, რომელსაც ბროსემაც მიაქცია დიდი ყურადღება, მაგრამ ჩვენი მეცნიერების მიერ შეუმჩნეველი დარჩა. ალ. ხახანაშვილი ამ ნიმუშებს სრულიად არ იხსენებს.
პატივცემული პროფესორი ივ. ჯავახიშვილი თავის ახალ შრომაში ”ქართული დამწერლობათა მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, ტფილისი 1926 წ.” აღნუსხავს თუ რა არის გაკეთებული ქართულს საიდუმლო დამწერლობაში (გვ. 129-133) და აცხადებს, რომ აკად. მ. ბროსეს ნათქვამი აქვსო, რომ ბევრი სხვადასხვა საიდუმლო ანბანის ნიმუში ჰქონია ხელთაო, მაგრამ არც ერთს მაგალითს ბროსეს მიერ გამორკვეულ კრიპტოგრაფისა არ უჩვენებს. აგრეთვე პროფ. აკაკი შანიძე უშვალოდ არკვევს ერთ კრიპტოგრაფს (იხ. ქართული კრიპტოგრაფიის ახალი ნიმუშები. საქართველოს მუზეუმის მოამბე, I, ტფილისი 1922, გვ. 63-68), რომლის სახელწოდებას განმარტავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ივ. ჯავახიშვილმა ფარსადან გორგიჯანიძის მიერ შემოღებული ანჯანური კრიპტოგრაფი დაბეჭდა თავის პალეოგრაფიაში. აკაკი ამბობს, ერთ-ერთ სისტემას, რომელიც ჩემ იერაა ამოშიფრული (საქ. მუზ. მოამბეში) შეიძლება ანჩინურის სახელი დაერქვას, ფარსადან გორგიჯანიძის ანჯანურის ანალოგიითო (აკაკი შანიძე. კრიპტოგრაფიული მასალები. – მ ი მ ო მ ხ ი ლ ვ ე ლ ი . საქრთველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ორგანო. I, ტფილისი 1926, გვ. 237). აქვე აკაკი შანიძეს მოყავს ნიმუშები რამოდენიმე სხვა მისგან გარჩეულის კრიპტოგრაფებისა (გვერ. 2380243). ბროსეს შრომა ამ კრიპტოგრაფების შესახებ, რომელიც მოთავსებულია Journal Asiatique-ში 1834, Septembre t. 14. p. 244-248. შეუმჩნეველი რჩება პატივცემულ მეცნიერთათვის (ეტყობა ეს წიგნი არ მოიპოვება ტფილისის წიგნთსაცავებში), შეუმჩნეველი რჩება, რომ ბროსეს დროთაგან ცნობილია არათუ ა ნ ჩ ი ნ უ რ ი და ა ნ ჯ ა ნ უ რ ი, არამედ ა ნ ჰ ო ე უ რ ი და ა ნ რ ე უ რ ი ც. თუ ეს ოთხი კრიპტოგრაფი გამორკვეული იყო ბროსეს მიერ და მათი გამოყენება შეეძლო მკვლევარს, სამაგიეროდ შეუძლებელი იყო გამოყენება დანარჩენი 16 კრიპტოგრაფისა, რომელნიც შეიცავენ ამდენივე განცალკევებულ ანბანს, ვინაიდგან, თუმცა მათ არსებობას ბროსე აღნიშნავს, მაგრამ პალეოგრაფიულად მოყვანილი არა აქვს და უამისოდ მათი გამოყენება შეუძლებელი რჩებოდა. ბროსე თვით ამბობს: tous ces alphabets, excepte les quatre derniers (ანჩინური, ანჯანური, ანჰოეური, ანრეული), me paraissent difficiles a tracer, et par la peu commodes pour le but que l’on se propose; p. 2480249).
ჩვენი მიზანია ეს ნაკლი შევავსოთ და მკვლევართ მივსცეთ საშვალება გამოიყენონ ისინი. ამიტომ ვათავსებთ ყველა კრიპტოგრაფს ხუთ ტაბულაზე იმ ზომით და სახით, როგორც დედანში (იხ. ტაბ. I, II, III, IV და V).
გასაღები ანჩინურისა წარმოდგენილია №15 (ძველი ფონდი II) ხელნაწერში ნაციონალური ბიბლიოთეკისა, რომელიც შეიცავს შინაარსით გალექსილს ბარამიანს. აქ ბოოს სხვადასხვა ლექსებს შორის ასეთი მინაწერია:
”ამას ანჩინური ეწოდების:
აჩ. ბც. გძ. დწ. ეჭ. ვხ. ზჴ. ჱთ.
ირ. კს. ლტ. მუ. ნფ. ქჯ.
ღო. ყპ. შჟ.
ესენი ერთმანეთის ნაცვლად დაისმის”.
როგორც მკითხველი ხედავს, აქ კრიტოგრაფად ნახმარია ჩვეულებრივი ანბანი, მხოლოდ ასოთა მნიშვნელობა შეცვლილია. ვინაიდან ქართულში ეს კრიპტოგრაფი იწყება ა ჩ, ესე იგი ა და ჩ ერთიმეორის მაგიერ იხმარება, ამიტომ ამას ა ნ ჩ ი ნ უ რ ი დარქმევია. რასაკვირველია, თუ სხვა ამგვარი სისტემა იქნებოდა შემოღებული, იმასაც ამიას ანალოგიით უნდა დარქმეოდა იმ ასოების შეერთებული სახელი, რომლებითაც ეს სისტემა იწყებოდა. და მართლაც, ყოფილა ჩვენში სხვა ამგვარი სისტემები. ნაცილნალური ბიბლიოთეკის მეორე ხელნაწერი № 1 გვაძლევს ჩვენ, გარდა ანჩინურისა კიდევ სამს ასეთ სისტემას: ა ნ ჯ ა ნ უ რ ს, ა ნ ჰ ო ე უ რ ს და ა ნ რ ე უ რ ს. მართალია, ამ სისტემებს სახელები არ უწერია ჩვენს ხელნაწერში, მაგრამ თვით სისტემები განცალკევებულათ არის წარმოდგენილი ტაბულაზე (იხ. ტაბ. I) შემდეგი სახით:

ანჩინური ანჯანური ანჰოეური ანრეური

აჩ აჯ აჵ არ
ბც ბჴ ბჰ ბს
გძ გხ დჴ დუ
დწ დჭ ეხ ეფ
ვხ ვძ ვჭ ვქ
ზჴ ზც ზწ ზღ
ჱთ ჱჩ ჱძ ჱყ
ირ თშ თც თშ
კს იყ იჩ იჩ
ლტ კღ კშ კც
მუ ლქ ლყ ლძ
ნფ მფ მღ მწ
ოღ ნუ ნქ ნჭ
პყ ოტ ოფ ოხ
ჟშ პს პუ პჴ
ქჯ ჟრ ჟტ ჟჯ
რს

საერთოთ უნდა შევნიშნოთ. ასოები ჲ და ჳ არც ერთს ამ ოთხ კრიპტოგრაფში ნახმარი არ არის, ჰ და ჵ იხმარებიანმხოლოდ ა ნ ჰ ო ე უ რ შ ი და სხვაებში არა.
ა ნ რ ე უ რ ს აქვს მიწერილი დედანში წითლურით: ანტონი კ-ზისა (იხ. ტაბ. I), და უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ეკუთვნის ანტონ I კათალიკოზს.
1. პირველი კრიპტოგრაფი ა ნ ჩ ი ნ უ რ ი. ეს კრიპტოგრაფი ყველაზე ძველი უნდა იყოს, ვინაიდან ის გვხვდება უკვე მეათე საუკუნის ხელნაწერებში (იხ. აკაკი შანიძე. კრიპტოგრაფიული მასალები, მიმომხილვეი I, 238; კ. კეკელიძე. ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 158), აგრეთვე მეთექვსმენტე, მეჩვიდმენტე და მეთვრამეტე საუკ. ხელნაწერებში (საქ. მუზეუმის მოამბე, I, 65-68). ანჩინურის კრიპტოგრაფით შესრულებული მინაწერები მოიპოვება კიდევ ერთს მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისის მინიატურულ სახარებაში, რომელიც ჩვენ ვიპოვნეთ პარიზში ერთს ანტიქვართან სხვა რამოდენიმე ქართულ ნივთთან ერთად. ამ ხელნაწერში სიტყვა ა-ნ (ამინ) მოყვანილია ორ სხვადასხვა ადგილად ამ სახით: ჩ-ფ, რაც ანჩინურად ნიშნავ ა-ნ (ამინ) და კიდევ ერთს ადგილს ასეთი მინაწერია (ქარაგმებს ვხსნით):

წმინდაო ლუკა მახარობელო
მეოხ მეყავ წინაშე ქრისტესა ყოვლად
ცოდვილსა ამისსა მწ-
ერალსა ღჩღმფჩკ

უკანასკნელი სიტყვა ანჩინურად არის მოყვანილი, მაგრამ დაშვებულია შეცდომა: ღ-ს მაგიერ უნდა იყოს ორივე ადგილას ყ, და მაშინ გამოვა: პაპუნას.

2. მეორე კრიტოგრაფია ა ნ ჯ ა ნ უ რ ი, შემოღებულია ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის მიერ, რასაც მოწმობს თვით ფ. გორგიჯანიძის მინაწერი:
ქ. ვისაც სამალავათ ერთმანეთთან წიგნის მიწერა გინდოდეს, ამას ქვეით, რომ ანჯანის ანბანი დაიწერებსი, ან ზეპირათ ისწავლეთ და დაიმახსოვრეთ და ან ანჯანის ანბანი თან იქონიეთ ხოლმე. იმით მისწერდეთ და ან მოგწერდენ წაკითხვის. ფარსადან გორგიჯანიძეს შეუწყვია. რაც ასო თქმასა და გაგონებას მოუწდების, ყვალა არის. ანჯანის ანბანი ეს არის:
ქ. აჯ. ბხ. გჴ. დჭ. ეწ. ვძ. ზც. ჰჩ. თშ. იყ. კღ. ლქ. მფ. ნუ. ოტ. პს. რჟ. (იხ. მოსე ჯანაშვილი: ფარდსადან გორგიჯანიძე და მისი შრომანი, ტფილისი 1896, გვ. 72).
მიუღებლად მიგვაჩნია მოსაზრება პატივცემულ პროფესორის ივანე ჯავახიშვილისა, თითქოს ”ფარსადან გორგიჯანიძე არ უნდა იყოს მომგონებელი ანჯანისა. არამედ ან განმაახლებელი ძველის და მივიწყებულის სისტემის ან სხვა ქვეყნის მაგალითის მიმბაძველი”. მიმბაძველობა სხვა ქვეყნის მაგალითებისა ყველა კრიპტოგრაფზე შეიძლება ითქვას, მაგრამ შემოღბა და შეწყობა ანჯანურისა კი ფარსადან გორგიჯანიძეს საქემეა და არა გვაქვს არავითარი საბუთი არ დავუჯეროთ, როდესაც ავტორი სწერს ”ფარსადან გორგიჯაძნიძეს შეუწყვიაო”. ანჯანური შემოღებულია ანჩინურის ანალოგიით. მიუღებლად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე აზრი, ვითომც მეჩვიდმეტე საუკუნეში საზოგადოთ საიდუმლო ანბანი ანჯანის სახელით ყოფილიყოს ცნობილი. ანჯანის ანბანი ანუ ანჯანური, როგორც სამართლიანათ შენიშნავს აკაკი შანიძე (მიმოხილვანი, 1, 237), მხოლოდ ერთი სახეა საიდუმლო დამწერლობისა, ისე როგორც ანჩინური, ანჰოეური და ანრეური. მეორეს მხრივ მიუღებელია თვით აკაკი შანიძის აზრიც, ვითომც ფარსადან გორგიჯანიძის დროს ქართულ მხედრულ ანბანში უკანასკნელ ასოდ ჯ იჯდა და არა ჰ, რომელიც მერვე ადგილზე იყო გადმონაცვლებული (მიმომჯხილველი I, გ, 237, შენ. 4). ანჩინურის და ანრეურის არსებობა საბუთს გვაძლევს, რომ ასეთი სისტემისათვის სავალდებულო არ ყოფილა უსათუოდ უკანასკნელი ასო აეღოთ, ამას გარდა, უკანასკნელი ასო ქართული ანბანისა ჵ არის და არა ჰ. ჩვენს ტაბულაზე, ანჯანურში სწორად არის წარმოდგენილი ჱჩ და არა ჰჩ, აგრეთვე ბჴ და გხ, ბხ-ის და გჴ-ის მაგიერ. მ. ჯანაშვილის გამოცემისა. არევა ერთმანეთში ჱ და ჰ, ჴ და ხ-ისა ხშირია ბოლო საუკუნეების ხელნაწერებში და აიხსნება მით, რომ ჱ დაკარგა თავის ძველი ხასიათი დიფტონგისა დ ჴ ბგერით აღარ განირჩეოდა ხ-ისგან. ჰ ხმარება ჱ-ს მაგიერ ხშირია ხელნაწერებში და სიგელ-გუჯრებში, ნამეტნავად ქორონიკონის რიცხვებში.

3. მესამე კრიპტოგრაფი, ა ნ ჰ ო ე უ რ ი, უნდა იყოს შემოღებული ანჯანურის შემდეგ, მაშასადამე მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეში, მაგრამ ვისგან არა სჩანს.

4. მეოთხე კრიპტოგრაფი, ა ნ რ ე უ რ ი, როგორც მოხსენებული იყო, უნდა ეკუთვნოდეს ანტონ I კათალიკოს და ეს რიცხვით უკანასკნელი კრიპტოგრაფი უნდა იყოს ქართულში მთელ იმ სისტემისა, რომელსაც ატბაშური (atbache) ეწოდება და რომელიც ასოთა მნიშვნელობით უკუღმა მობრუნებულს ანბანს წარმოადგენს (იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, გვ. 13). მაშასადამე, ატბაშურს სისტემას ქართულში ეკუთვნიან ანჩინური, ანჯანური, ანჰოეური და ანრეური. მართალია, ანჩინურში ასოთა ფონეტიკური მნიშვნელობის შემცველის გარდა ასოთა რიცხვითი მნიშვნელობაც არის თითქო მიღებული მხედველობაში, ესე იგი, ის ასოები, რომელთა რიცხვითი მნიშვნელობაც ერთეულებს წარმოადეგნს, ნახმარია იმ ასოების ნაცვლად, რომელნიც შესაბამისად (აკაკი შანიძე, საქარ. მუზეუმი მოამბე I, 64-65), მაგრამ ეს არ უშლის, რომ ანჩინურიც ატბაშურ სისტემას მივაკუთვნოთ. აქ უნდა შევნიშნოთ კიდევ, რომ ის არევა ერთმანეთში ჱ და ჰ-სი, რომელიც აკაკი შენიძის (გვ. 65) და ივ. ჯავახიშვილის (გვ. 131) ნიმუშებშია წარმოდგენილი, ჩვენსაში არ არსებობს. საზოგადოდ ანჩინურიც და ანჯანურიც ჩვენს ტაბულაზე უფრო სწორად და სისტემატურად არის წარმოდგენილი, ვიდრე სხვა დღემდის ცნობილებში.
ამ ოთხი ატბაშური სისტემის ნიმუშების გარდა, ჩვენს ხელნაწერში წარმოდგენილია კიდევ 16 სხვა კრიპტოგრაფი. ესენი ეკუთვნიან მეორე სისტემას კრიპტოგრაფისა, რომელიც აღინიშნება განცალკევებული ანბანით. აქ 16 კრიპტოგრაფი ამავე რიცხვით განცალკავებულის ანბანით. აქ 16 კრიპტოგრაფი ამავე რიცხვის განცალკავებულის საიდუმლო ანბანით არის წარმოდგენილი. ზოგს მათგანს შესატყვისი ნიშანი მხედრულის ანბანით თითოეულის ასოს ზემოთ უწერია (ასეთებია მე-5, მე-18, მე-19 და მე-20, იხ. ტაბ. I და V) და ისი გასაღები ცხადია. სხვებს შესატყვისი მნიშვნელბოა არ უწერია, მაგრამ ეტყობა ყველა ანბანის რიგზეა დალაგებული და შესატყვისის ჩვენება არც ისე ძნელია, ნამეტნავად როდესაც ანბანი სრულად არის წარმოდგენილი, ან ცოტა ნიშნები აკლია. უმეტეს შემთხვევაში, პირველ რიგში აკლია ჲ და ჳ, შემდეგ ჴ, ჰ და ჵ. უფრო ძნელია გამოცნობა, როდესაც ბევრი ნიშანი აკლია. ასოები ამ ანბანისა ამოღებულია სხვადასხვა უცხო ანბანისაგან, ზოგი გადაკეთებულია, ზოგი შერეულია ქართული ანბანი მხედრული და ხუცური. ასოები ხან თავისივე მნიშვნელობით არის წარმოდგენილი, ხან შეცვლილი მნიშვნელობით. ზოგ მათგანს გვერდზე წითლურით უწერია, თუ ვის ეკუთვნის ეს თუ ის სამალავი ანბანი. მაგალითად, მეექვსე უწერია ”არჩილისა” (ტაბ. II) და უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ცნობილს არჩილ მეფეს ეკუთვნის მე-17 საუკუნისა. მეშვიდე კრიპტოგრაფს უწერია: ”კაჭფხაური”, მერვეს: ”თაქალთიანთა”, მეცხრეს: ”სულხანისა”, ეს უნდა ეკუთვნოდეს საბა-სულხან ორბელიანს, მეათე: ”ჩხეიძისა”, უნდა იგულისხმებოდეს ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე, მეთერთმეტეს ”მუხრანელთა”, უნდა ეკუთვნოდეს მუხრამ ბატონებს. ეტყობა, წარწერა ჰქონია კიდევ მეთორმეტეს და მეცამეტეს, მაგრამ ეხლა სრულიად გადასულია. დანარჩენებს წარწერები არ ჰქონია.

განვიხილოთ რიგობით ხსენებული კრიპტოგრაფები.

5. მეხუთე კრიპტოგრაფის ანბანი (იხ. ტაბ. I) შეიცავს სულ 37 ასოს. მნიშვნელობა ნაჩვენებია მხედრულის ასოებით ყველა ნიშნების ზემოთ, გამოტოვებულია მხოლოდ ს. მხედრული ანბანითგან თავის ადგილზე დატოვებულია ჱ, ჲ. ჭ (ამას ქვემოთ ი უზის ორი ხაზით). ხუცურის ასომთავრულებისაგან თავიანთ ადგილებზე დატოვებულია ბ, კ, ტ, ძ, (გადმობრუნებული). ასომთავრული გ ნახმარიარ ღ-ად, ე 9შებრუნებული) რ-ედ, ყ-შინად, ღ-ჩინად, ნუსხახუცურის ო ნიშნავს პ, ამნაირივე, მაგრამ უფრო მაღალი ასო ყ-ს, არაბული ციფრი 8 ნიშნავს ფ, ხოლო 7-წილს. ბერძნული ანბანიდან გვხვდება ა, ე, ი, მ, ნ და ო თავიანთი მნიშვნელობით და სხვა.

6. მეექვსე კრიპტოგრაფი, არჩილისა (ტაბ. II), შეიცავს 36 ასოს. მნიშვნელობა ასოებს არ უწერია, მაგრამ ანბანი რიგზე უნდა იყოს დაწყობილი, აკლია ერთი ასო. ესეც სხვადასხვა ანბანიდან და ნიშნებიდან შესდგება, მხედრული ასოებიდან აქ დაცულია ჯ (ანის მნიშვნელობით), წ (განის მნიშვნელობით), ვ, თ, რ, ს, და ჱ (მნიშვნელობა ყველას შეცვლილი უნდა ჰქონდეს), ხუცური ასოებიდან გვხვდება ხ, ო, უ, ჟ (ყველა შეცვლილის მნიშვნელობით), ლათინურიდან არის ამოღებული ა, ი, ო, ფ, X და სხვა შეცვლილის მნიშვნელობით.

7. მეშვიდე კრიპტოგრაფი, კ ა ჭ ფ ხ ა უ რ ი (ტაბ. II), შეიცავს სულ 33 ასოს. იწყება ქ-ით, მაგრამ ეს ანის შემცვლელი არ უნდა იყოს, არმედ ჩვეულებრივი დასაწყისი ქრისტეს სახლისა. უნდა აკლდეს ჲ, ჳ, ჰ და ჵ. შიგ ურევია მხედრული თ, ბ, ნ, ქ, ო, ძ, უ, ც, ყ, ს. ხუცურიდან შეცვლილის მნიშვნელობით: ბ, ი, კ და სხვა.

8. მერვე კრიპტოგრაფი, თ ა ქ ა ლ თ ი ა ნ თ ა (ტაბ. II), შეიცავს 37 ანბანს, აკლია ერთი, შესდგება სხვადასხვა ნიშნებიდან, რომელთ შორის არიან მხედრული: ნ, ხ, ჲ, ო, ც, ღ, ხუცური: ფ (თავუკუღმა გმოხატული), ზ, ი, პ. ჯ და სხვა.

9. მეცხრე კრიპტოგრაფი, სულხანისა (ტაბ. II), შეიცავს 36 ნიშანს, უნდა აკლდეს ჲ და ჳ. მხედრულ ასოთაგან აქ სჩანან: ვ, ო, ფ, ნ, ყ, რ, მ, კ, ა, ძ, ც, ციფრებიდან 4, 9, 8 და 0.

10. მეათე კრიპტოგრაფი ჩხეიძისა (ტაბ. III), შეიცავს 34 ანბანს, იწყება ქ-ით, მაგრამ ასო აქაც სიტყვას ”ქრისტეს” დასაწყისია. მხედრულ ანბანთაგან იხმარება: ხ, ჩ, ო, ბ, ჲ, პ, ასომთავრულიდან: კ, ჩ, ქ, წ, ი და სხვა.

11. მეთერთმეტე კრიპტოგრაფი, მუხრანელთა (ტაბ. III), შეიცავს 31 ასოს. იწყება ქ-ით, მხედრულ ასოთა შორის მოსჩანან: ვ, ყ, წ, ჩ, ა, ც, უ, ჩ, ჲ და სხვა.

12. მეთორმეტე კრიპტოგრაფი (ტომ. III) შეიცავს 32 ასოს. უნდა აკლდეს: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, და ჵ . ზოგიერთი ასოები მოგვაგონებს მხედრულ ჩ, ჯ, ი, თ, ნ და სხვა.

13. მეცამეტე კრიპტოგრაფი (ტაბ. III და IV) შეიცავს 33 ასოს, უნდა აკლდეს ჱ, ჲ,ჳ, ჴ და კიდევ ერთი, მხედრული ასოებიდან დაცულია თ, ბ, ჩ, ო, ჭ, და წ. მესამე სტრიქონი გადმოტანილია შემდეგ გვერდზე (ტაბ. IV) და აქ გვხვდება ასომთავრული ვ, ზ, მ და ციფრი 8.

14. მეთოთხმეტე კრიპტოგრაფი (ტაბ. IV) ყველაზე უფრო ნაკლულოვანია, შეიცავს 20 ასოს. პირველი ასო წარმოადგენს მონოგრამმას ასომთავრული ფდ-ისა, მეორე ჰგავს მხადრულ კ, მესამე z, მეოთხე ჰგავს მხედრულ ჱ, მეხუთე 9, მერვე უ, მეცხრე ხუცური ვ, მეთორმეტე ყ, მეხუთმეტე ო და სხვა.

15. მეხუთმეტე კრიპტოგრაფი (ტაბ. IV) შეიცავს 34 ასოს, მხედრული ასოებიდან განირჩევა: თ, პ, ჯ, ი, ვ, კნ, მჱ. მეოთხე ასო არის ციფრი 8.

16. მეთექვსმეტე კრიპტოგრაფი (ტაბ. IV) შეიცავს 22 ასოს, მეხუთე ასო მოგვაგონებს ციფრს 8, მეხუთე ჲ, მოჩანს კიდევ ლათინური A. მხედრული ნ და სხვა, უკანასკნელი ორი უნდა იყოს ჰ და ჵ.

17. მეჩვიდმეტე კრიპტოგრაფი (ტაბ. IV) სხვებზე უფრო თავისებურია. იწყება ასომთავრულით – წ, რომელიც ანის მნიშვნელობით არ არის ნახმარი, არამედ ჩვეულებრივი დასაწყისია სიტყვა ”წმინდისა”, ანუ ”წილქანის” მაგიერია. ზოგიერთი ნიშნები ჯგუფებათ დაწერილია ხან სამჯერ და ხან ორჯერ. ასოები – ა, ბ, დ და ე – იმავე სახის არიან, როგორც ნ. მარის მიერ ამოშიფრულს კრიპტოგრაფში (XB. III 207), მაგრა აქ ა სამჯერ არის გამეორებული, ბ ორჯერ და მესამედ უწერია შესატყვისი ძველი მხედრულის მსგავსი ბ. მეოთხე რიგში თავიდან ოთხი ასოა წარმოდგენილი, ორი უკანასკნელი დ სრულიად ისეთი სახიდა, როგორც მარის გარჩეულში, ხოლო მათ წინ წარმოდგენილია ასმოთავრული ი და გ. შესაძლოა აქ ი ნიშნავდეს გ და ასომთავრული გ იყოს წარმოდგენილი წინა რიგში ბ. მხოლოდ აქ ერთი დაბრკოლებაა ასეთი დასკვნისათვის. ეს ის, რომ ეს ორი ასო არ არის გამოყოფილი ორს უკანსკნელიდან წერტილებით. ენი აქაც, როგორც მარის გარჩეულში, სიმრგვალით არის წარმოდგენილი, მაგრამ განმეორებულია და თავზე წერტილი უზის, რაც მარის გარჩეულში არ არის. და ამას გარდა, ეს გამოყოფილი არ არის წერტილებით სამი შემდეგი ნიშნისაგან, რომელთა უკანასკნელი მხედრული ვ ჰგავს და ეს იმის შესატყვისი უნდა იყოს, რომ წინა ასო ვინია, მაგრამ ეს ვ მარის გარჩეულს თითქოს ჩამოჰგავს, ხოლო სულ იდენტიური არ არის. შმდეგი ჯგუფი ორი ასოსაგან შესდგება, პირველი მხედრულს ძ ჰგავს და ისეთიევა როგორც მარის გარჩეულში თ-ის შესატყვის, მეორე ასო ხუცურ თ-ს მოგვაგონებს და იმის აღმნიშვნელი უნდა იყოს, რომ წინა ასო თანია. სხვა ასოებთთა შორის მარის გარჩეულს მოგვაგონებს მეორე ჯგუფი ბოლოდან მეორე სტრიქოისა, აქ პირველი ასო იგივეა, რაც მარისაში ნიშნავს რ-ს. მესამე სტრიქონის პირველი ჯგუფის (თავიდან) მეორე ასო იგივეა, რაც მარისაში ნიშნავს შ-ს, ასომთავრული ფ მარისაში ნიშნავს ძ-ს; აქ არის ასეთივე ასო მეორე სტრიქონში, მაგრამ რიგით ძ-ს არ უნდა ნიშნავდეს, აგრეთვე ასომთავრული ქ მარისაშინიშნავს ღ-ს, აქ ასეთი ასო ორჯერ არის წარმოდგენილი მესამე სტრიქონში, მაგრამ ღ-ს ნიშნავს თუ არა ძნელი სათქმელია. ამით თავდება ახლობელი და შორეული მსგავსება ამ ანბანისა მარის გარჩეულთან. ასე რომ, ეს ანბანი და მარის გარჩეული ერთი და იგივე არ არის, უმეტეს ასოების მსგავსებას არ წარმოადგენს. ამას გარდა, მარის გარჩეულში ცნობილია მხოლოდ 26 ასო. დანამდვილებით იგივეობა მარის გარჩეულში და ჩვენსაში, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ა, ბ, დ-ზე თუ ჩვენ წერტილებით გამოყოფილს ჯგუფებს მივიღებთ მხედველობაში, ასეთი ჯგუფების რიცხვი ამ კრიპტოგრაფში დასაწყისი ასოს გამოშვებით იქნება 36 და თუ ჩვენ თავიდან მესამე და მეოთხე ჯგუფში ორ-ორ ასოს ვიგულისხმებთ, მაშინ ანბანი სრულად იქნება წარმოდგენილი. მხედრულ ასოთა შორის, გარდა აღნიშნულისა, აქ გვხთება: ჱ, ბ, კ, თ (გადმობრუნებული) და ო.

18. მეთვრამეტე კრიპტოგრაფი (ტაბ. V) შეიცავს სულ 37 ასოს, აკლია მხოლოდ ჳ. შესატყვისი ანბანი უწერია თითოეულ ასოს ზემოთ. მხედრულ ასოებთა შორის თავიანთ ადგილზებზე დატოვებულნი არიან: ჱ, ჲ, ქ, ძ, ჵ. თ იხმარება ა-ს მნიშვნელობით. ზოგიერთ ასოებს აქვს სახე ძველი მხედრულისა.

19. მეცხრამეტე კრიპტოგრაფი (ტაბ. V) შეიცავს 24 ასოს, მნიშვნელობა ყველას ზემოთ უწერია. ცხრა ასო გამოშვებულია, მაგრამ მათთვის ადგილები დატოვებულია ორ-ორი წერტილებით შემოზღუდული, ესენი არიან: ზ, ჰ, ჟ, ფ, ღ, ყ, ჴ, ჯ. გამოშვებულია და მათთვის ადგილი არ არის დატოვებული: ჲ, ჳ, ჭ, და ჵ. ნიშნებთა შორის არის მხედრული ასოები შეცვლილი მნიშვნელობით: ძ, უ, ტ, ჲ, ო (პირუკუღმა), ქ, ლათინური q, ბერძნული და სხვა.

20. მეოცე კრიპტოგრაფი (ტაბ. V. ტაბულა უნდა შეაბრუნოთ წაკითხვის დროს). ეს ყველაზე უფრო თავისებურია როგორც ნიშნების მხრივ, ისე მნიშვნელობით, ნიშნები უფრო აღმოსავლეთურ ანბანს წააგავენ და დაწერილნი არიან წითლურით, მათ უზის შესატყვისი მხედრული ასოები. განიყოფება ხაზით ორ ნაწილად, ხაზს ზემოთ წარმოდგენილია ნიშნები, რომელნიც გამოხატავენ: ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, ო, პ, ჟ, რ, (აკლია ჱ და ჲ), ხაზს ქვემოთ იგივე მოხაზულობა და ფორმა ნიშნებისა გამოხატავენ გაგრძელებას ჩვენი ანბანისა: ს, ტ, უ, ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ჩ, ძ,ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, (აკლია ჳ და ჵ). ნიშნები შესდგება წერტილებისაგან, პატარა სიმრგვალეებისაგან და მოღუნული ხაზებისაგან.
კრიპტოგრაფები, რომელნიც შესდგებიან განცალკევებული ანბანისაგან, ბევრი ყოფილა ქართულში. ერთი ამგვარი კრიპტოგრაფი, ამოღებული გელათის ხელნაწერიდან, კ. კეკელიძემ მიაწოდა ნ. მარს და მან გაარჩია როგორც ზემოთ აღვნიშნეთ (XB,III, 205-207), ოთხიოდე ნიშნებს ამ სისტემის კრიპტოგრაფისა უჩვენებს აკაკი შანიძე (იხ. მიმომხილველი I, გვ. 238-241).
ქართულში არსებობდა კიდევ მესამე სისტემა კრიპტოგრაფი, სათვალავით კრიპტოგრაფი. ასეთ კრიპტოგრაფში სიტყვის მაგიერ სიტყვაის ასოთა კრიპტოგრაფი პ. ინგოროყვამ გამოაქვეყნა მიქელ მოდრეკილის მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, სადაც სიტყვა ”მიქაელ”-ის მაგიერ სწერია: ორმოცი ათი ექუსასი ერთი ხუთ ოცდაათი (მ-40, ი-10, 1-600, ა-1, ე-5, ლ-30). რიცხვების მაგიერ თუ მათ გამომხატავ ასოებს დავსვამთ, გამოვა ”მიქაელ” (პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია. ტფილისი 1913. გ. XII). ამავე სისტემას ეკუთვნის აკ. შანიძის მიერ გამოქვეყნებული ალექსანდრე ბატონიშვილის მინაწერი 1798 წლისა ის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი სამხედრო სახელმძღვანელოს, სადაც სიტყვების მაგიერ ციფრებია მოყვანილი (მიმომხილველი I, 241).
ამრიგად, ეს ხელნაწერი გვაძლევს ძვირფას ნიმუშებს ოცი კრიპტოგრაფისა, რომელთა შორის ჩვენს მკვლევართათვის ჯერხანად ცნობილია მხოლოდ ორი, ანჩინურიდა ანჯანური, სხვა უცნობია
ეხლა უნდა მოინახოს ჩვენს მრავალ ხელნაწერებში მინაწერები, შესრულებული ჩვენს ტაბულებზე წარმოდგენილის ნიშნებით, მაშინ საბოლოოდ გამოირკვევა, თუ რომელი ასოები აკლია იმ საიდუმლო ანბანებს, რომელნიც ამ ტაბულაზე სრულად არ არიან წარმოდგენილნი და შესატყვისი ასოები ზემოთ არ უწერიათ.

ხელნაწერები

გადავდივართ ეხლა ხელნაწერების მოკლე აღნუსხვაზე იმრიგად, როგორც ეს არის წარმოდგენილი დაბეჭდილ კატალოგში.

№ 1(ძველი ფონდითაც 1)

კრბული სხვადასხვა სასულიერო, საკალენდრო, საასტრონომიო და სხვათა სტატიებისა და ცნობებისა, სხვადასხვა ხელით და სხვადასხვა დროს გადაწერილი, პატარა ტანის ხელნაწერი in 32 ქაღალდზე და არა პერგამენტზე, როგორც ალ. ხახანაშვიი აღნიშნავს. შეიცავს 171 ფურცელს. ბოლოში აკლია, ნაწერია სანახევროდ წვრილის ნუსხურით, სანახევროდ წვილის მხედრულით, წიგნი შემკობილია მრავალის ფერადებიანის ფიგურებით, ასომთავრული ასოებით, მხედრულის და ასომთავრულის წითლურის ხვეულებით, ბალახ-ბულახებით, ყვავილებით, გეომეტრიული ფიგურებით და სხვა. მხატვრობანი წარმოდგნილია როგორც ტექსტში ისე აშიებზე. ხოლო მეორე ნაწილში ხელნაწერისა განცალკევებულ ფურცლებზედაც.
ქაღალდი ხელნაწერისა ერთგვარი არ არის, უმეტეს შემთხვევაში ერთობ თხელია, ასე რომ, მეორე გვერდის ასოები ხშირად პირველ გვერდზე გამოსჭვივიან, ზოგჯერ ქაღალდი საკმაოდ სქელია, მაგალითად ნუსხა ჭრელისა (ფ. 54-84) ნაწერია უფრო სქელ ქაღალდზე, ხოლო ქაღალდი განცალკევებულის სურათებისა სულ სქელია (ფფ. 40; 85-90; 94-95; 103-104; 108-113; 113-156; 156, 160). გადაწერილია და შემკობილი ვინმე ალექსის მიერ 1725 წელს და არა 1795 წელს, როგორც აღნიშნულია დაბეჭდილ კატალოგში. ხოლო ერთი სტატია ”ქირომანსი” (ფ. 150-153) სხვა უფრო ლამაზი ხელითაა დაწერილი და ალექსის ერთ დროს კი არ გადაუწერია და დაუხატავს მთელი ხელნაწერი, არამედ სხვადასხვა დროს და განცალკევებულად, სხვადასხვა ქაღალდზე და შემდეგ მოუქცევია ერთ ყდაში. ხელნაწერი ქართველ კათოლიკეთა წრიდან უნდა გამომდინარეობდეს, რაც ცხადად ჩანს როგორც სტატიების შერჩევით, ისე ნამეტნავად მხატვრობით, ფიგურებით და მხატვრობის რიგის ხასიათით. ბროსე ამბობს, მხატვრობა ისეთია, როგორც სომხურ ხელნაწრებში, მაგრამ ეს იმდენად მართალია, რამდენადაც ეს ემჩნევა მეხიტარისტების მიერ კათოლიკურ მხატვორბათა შეთვისებას. კათოლიკური გავლენა აქ ეჭვ გარეშეა. სამების მხატვრობას ლათინური წარწერები აქვს.
გადამწერი ალექსი რამდენიმე ადგილს იხსენიებს თავის თავს, და თავის დედას თამარს, მაგრამ უფრო გარკვეულა მე-90 ფურცელზე verso, ხელთის ნახატვის ქვემოთ, გადაბმული ასომთავრულით (ქარაგმებს ვხსნით):
”ღმერთო: შეიწყალე: ამა ჴელთის: და: იბაკოაის: დამხატავიცა: და: დამწერიდა: მონა ღვთისა: ცოდვილი ალექსი: ქ-კს: უიგ (1725)”.
ალ. ხახანაშვილი შეცდომებით ასე კითხულობს ამ მინაწერს:
”ღმერთო შეიწყალე ამისა მომხვეჭველისა და დამწერისა მონა ღვთის გიორგი. ქკს უიგ, ესე იგი 1795 წ. (?)” (მოამბე, 189, XX IV გვ. 3).
ბროსე შეცდომით კითხულობს ალექსის მაგიერ ”გრიგოლ”-ს და ჰგონია გადამწერი ხელნაწერისა არის ალექსი და დამხატავი გრიგოლ, მამა ალექსი.
მაგრამ ზემომოყვანილი მინაწერი ცხადყოფს, რომ დამცერიც და დამხატავიც არის ალექსი. გრილოგ არსად არ იკითხება ხელნაწერში.
ბროსე თავის დაწვრილებით აღწერაში შინაარსს ამ ხელნაწერისას 26 სტატიათ ჰყოფს (Nouveau journ. Asiat. 1834, t. XIV, p. 143-164), მაგრამ ის თვითეული ლოცვას ცალკე იხსენიებს. საზოგადოთ შინაარსი ასეთია:

1. იბაკონ -წისა ღვთის მშობლისანი და ძილის პირნი (2-13), სთაურები წითლურის ასომთავრულის ხვეულებით. პირველ ფურცელზე verso წარმოდგენილია მხატვრობა, სიმრგვლე ფერადებიან ყვავილებში, ხოლო აშიები პირველი შვიდი ფურცლისა შემკობილია 24 ფერადებიანი მხედრულის ასოებით. ანიდან ინამდის თითო ასოა, შემდეგ გადაბმულია: ია, იბ, იგ, იდ, იე, ივ, იზ, ით, კ (მარტო) და ბოლოს კა, კბ, კგ, კდ. ასოების თავები წარმოადგენენ გამოხატულებას ცხოველებისა, ფრინველებისა და ქვემძრომთა.

2. წესი და განგება წ-ისა ზირებისა ლოცვისა (15-19).

3. ლოცვანი წმინდისა ზიარებისა და შემდგომათ ზიარებისა თქმულნი სხვა და სხვა მამათა მიერ, დიდისა ბასილისა, იოანე ოქროპირისა, სჳიმონმეტაფრასისა, იოანე დამასკელისა, სჳმეონ ახლისა ღვთისმეტყველისა და სხვათა მამათა (20-33). აქ თავში არის დასაწყისი ფერადებიანი მხატვრობა. ბოლოს უწერია: ”გასრულდა ყ-დ სულის საოხი ლოცვანი ესე ზიარებისანი:,”

4. გალობანი წ-ისა ღვთის მშობლისანი (34-40). ამის ბოლოს დახატულია მინიატურული ღვთისმშობლის სურათი ჩჩვილედი, წელს ზევით, ხოლო მეორე გვერდზე სურათი ღვთისა ერთარსებისა, მაგრამ სამსახოვანისა, ლათინურის წარწერებით: Pater, Filius, Spiritus Sanctus. ეს არაჩვეულებრივი მხატვრობა წარმოადგენს მხცოვანი კაცის სახეს მღვდელმთავრის სამოსელით, ერთი თავით, სამი პირით, სამის ცხვირით და ექვსი თვალით. სამს გამყოფელ ხაზებში უწერია: non est, შემაერთებელ ხაზში est Deus.

5. სხვადასხვა ლოცვები, სადიდებელნი, ძილისპირნი და სახარების საკითხვნი (41-46). სათაურად ამაებს ყვავილოვან თავსართში ასომთავრულის ხლართულით უწერია:
ვ-ცა შ-ნ დიდებ-ო.

მე-45 ფურც. აშიაზე სწერია ხუცურით:
ბრძანებსა (ბრძანებასა) უსჯულოსა მის მოძღვ-რისსა არა დაემორჩილნეს.

6. გალობანი ყოველთა წმინდანთანი (48-50 г.), ნაწერია ნუსხახუცურით, რომლის აშიებზე ფერადებით წაროდგენილია ყვავილები ათორმეტთა ზოდიაკთა სიმბოლონი: სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, წყლის საქანელი და სხვა.
7. ხუთი გვერდი წვრილის, უშნო მხედრულის და მქრალის მელნით ნაწერი (50v – 52 v). ბროსე და შემდეგ ა. ხახანაშვილი ვერ არჩევენ ტექსტს და გვამცნობენ, რომ ეს ტექსტი ნაწერია საიდუმლო ასოებით. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ნაწილი შეიცავს საგალობლებს და ნაჩვენებია სიტყვების გაგრძელებით, წერტილებით, ხაზებით და ასოებით, თუ როგორ უნდა იგალობონ, სად გააგრძელონ ანუ ასწიონ ხმა და სხვა. აქ ერთნაირი ნოტების შემცველი ნიშნებია და ხერხი გალობისა. ხოლო თუ რა და რა გალობას ანუ საგალობელს შეიცავს ეს თუ ის ტექსტი, ეს ნაჩვენებია, გარდა თვით ნიშნებით აღნიშნული ტექსტისა, კიდევ ცალკე აშიებზედ. მელანი აქაც ერთობ მქრქალია, მაგრამ საერთოდ მაინც საკმაოდ განირჩევა. ამ საგალობლების სახელებია: უ პ ა ტ ი ო ს ნ ე ს ი; და ა ღ მ ა ტე ბი თ ი; უ ზ ე შ თ ა ე ს ი. . . ს ი ტ ყ ვ ი ს ა მ ხო ლ ო ს ა გ ა ნ უ ხ რ წ ნ ე ლ ო ; ხ ო ლ ო გა ლ ო ბ ი თ; დ ღ ე ს ტ ა ძ ა რ ი, კ რ ე ტ ს ა ბ ა მი ს ა მ ხ ი ლ ე ბ ლა დ გ ა ნ ი პ ო, უ შ ჯ უ ლ ო თ ა მ ა თ დ ა იფ ა რ ა; რ ა მ ე თ უ უ ფ ა ლ ს ა გ ხ ე დ ვ ი დ ე ჯ ვ ა რ ც მ უ ლ ს ა; შ უ ძ ვ რ ე ლ ო ბ ე ჭ ე დ ო , უ ნ ე ბ ე ლ ო ძ ე ო , ს ი ბ რ ძ ნე ო, ს ი ტ ყ ვ ა ო , მ კ ლ ა ო მ ა რ ჯ ვ ე ნ ა ო გ ნ ა ტ რ ი.
ჩვენი სტამბის ნიშნების საშვალებით ამ გალობის გადმოცემა შეუძლებელია. ეს ფოტოგრაფიის საშვალებით უნდა გადმოიცეს. დასაწყისი დაახლოებით ასეა წარმოდგენილი:
”ქ. უპატიჲჲ: – იი:ჲჲ: ოჵხნეს უუ საჰაია: ვიჲიახაა: უუ: უუპა: ტიოიო: ჵსნჱ ევუჲ ექეს (?) ესუუსაჰააია: ოინი: ქერაბინთა ააა დიალ უმაჰავიიჲია: აიაჰატეჱეე: ახაიავია და იაჰაღუუჰუმაია: ჰია: ავიააა: ახაი ააა: – - წინათქმა: ს-დ: და ესე უცხო: ავიჲიჲი ჲვ ახაიაა”.
ბოლოში თითოეული საგალობელისა შენიშვნებია, თუ როგორ გათავდება საგალობელი და სხვა, მაგალითად: ”დღეს ტაძარი”-ს ასეთი შენიშვნა აქვს: მაღალზე გათავდება. ქ: დულეიე: საიაია: ტაიაჰა: იაია: აჰაძე. რისავია. – ააიაა.
”კრეტსაბამი”-ს შენიშვნა აქვს; დიდება მაღლის შესხმის კილოს ს-დ: o შესხმის კილო დღეს ტაძარზე გათავდება.
”განიპო უსჯულოთა მათ”-ს უწერია: უცხო ოინი და მოკლე დღეს ტაძრისა ბოლოზე გათავდება განიპო: ქ: უ.
სჯულოთა მათ: თავი უკ-ე: ცოტა წინ თქვევ და ქ-ე მჱვეზე გათავდება.
”რამეთუ უფალსა გხედვიდე ჯვარცმულსა”-ს აქვს შენიშვნა: o მეთუ უფალსა გხედვიდე ჯვარცმულსა თავს გახდა სული დიდებ მაღალი.
”არსების ხატი”-ს შენიშვნა: არსების ხატი თავს უსჯულოსა ცოტა უცხო და წინ თქმას ს-დ.
ასეთია დაახლოებით შინაარსი ამ მნიშვნელოვანი საგალობელის სახელმძღვანელოსი, რომელიც საიდუმლო ასოებით დაწერილ ტექსტად იყო აღიარებული.
ამ სტატიაში 51 v -52 г. გვერდზე ფერადებით შესრულებული მხედრული ასოებით ლამაზი ხლართულებია, რომელიც ქარაგმების გახსნით იკითხება ასე:

მოიხსენე მამაო დღესა
მას დიდისა განკითხვი-
სასა სული ფრიად
ცოდვილისა ალექსისა.

უკანასკნელი სიტყვის ხვეული ხელის მსგავსია ჯვარით.

8. ნუსხა ჭრელისა სრული და მართალი (54-84), ნაწერია ნუსხახუცურით, აშიები შემკობილია ფერადებით შესრულებულის ყვავილებით, ბალახ-ბულახებით და ფრინველების და ნადირთა სახეებით. ერთ ადგილას გვირგვინოსანი მეფის სახეც არის ყვავილებში. ბოლოს უწერია (მოგვყავს ქარაგმების გახსნით):
ღმერთო შეიწყალე მწერალი ალექსი განმასრულებელი ნუსხისა ამის, შეცოდებანი რანიცა იხილოთ ნუ განქირდულ ჰყოფთ, სხვაჲცა ბევრი კარგი იქნების და ჩემ უცებად მცოდნესათვის ესეც ნამეტნავი არს ყოველადვე.

9. შემდეგ ფურცლებზე (85-97) უმეტესწილად სურათებია ფერადებით. თავში ყვავილებისა რამკებით, სიმრგვალებით თუ ნახევარის სიმრგვალებით, რომლებშიაც ხუცურის ასოებით მოყვანილია სათვალავის რიცხვები. ეს კჳნკლოსის მაჩვენებელი ნიშნები უნდა იყოს, ვინაიდან ერთ სურათზედ დათვის ფეხია დახატული და ზედ აწერია: დათჳს ფეჴთა და მისნი კიკლოსნი: ფეხის თითებზე მხედრული წითლური ასოებია: ა ე ო უ (89V)., ერთს სურათზე შვიდი საიდუმლოა წარმოდგენილი (90), მეორე გვერდზე სიმრგვალე ცისა, შუაში მელია და ქვემოთ ხელთა წარწერით, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ.
მზის მოქცევა ანუ კჳნკლოსი (91-95), აშიები შემკობილია მხატვრობით და ერთზე ქალის სახეა. მე-93 ფურცელზე V. წითლური ასომთავრული ხელჩართულია.
მე-93 გვ. V. შვიდი სიტყვა ასომთავრულ ჩართულით ანუ ხლართულით და შემდეგ ასომთავრული წითლურით სწერია:

აღგიარებენ: ქ-ეანენი:

შემდეგ ფერადებიან ლამაზ რამკაში მხედრულად წითლურით წრია:

ეგოდენ: ივახშე: ოც
და ათი: თვით: უძღვნ: ნა
ხევარი: განქარვე: შენეულ-
ისა: ზოგი: დაშტა: ღ-თო: შ-ე: ალექ[ქსი].

მე-94 ფურცელზე ფერადებიან სიმრგვლეს ცისა აწერია მხედრულად ირგვლივ:
ადეგ ბეჟან შავი ცხენი ქიტას მიეც.
და ქვემოთ უწერია კიდევ: ქ-ნჭი: კ-დ: კაცი: გ-.
მე-97 ფურცელზე ასტრონომიური ნიშნები განმარტებით.
ზოდიაკთა და თვეთა სახელები და მათი ემბლემების ახსნა.

10. სახარების საკითხავთა მაჩვენებელი სათაურით: ჴ-ჲ:
სახრ-ბჲ: ზატკთა: აღდგომიდამ ყ-თწ-თკ-კე: (98).

11. სლავა მთავრისა სამარადისო (99-100).
შემდეგ 101-ე ფურ. ყვავილები.

12. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და შვიდი მადლი ფერადებში წარმოდგენილი (102).
მე-102 ფ. V. ქვეყნის გლობუსია წარმოდგენილი მაგიდაზე, რომლის ქვემოთ მოჩანს საზომი იარაღები და გაშლილი სახარება ხუცურის ტექსტით: პირველთაგან იყო სიტყვა და სხვა. . .
მე-103 ფ. r. ყვავილოსანი შტოებია ფერადებით შესრულებული.

13. ხელთა ახსნითურთ აღდგოის საპოვნელად, თუ რომელ თვეში და რომე რიცხვს იქნება (103-104).
14. სურათები და ნახატები საასტრონომიო, მზის და მთვარის დაბნელების გამოსაცნობად (105-107). აქ ბოლოს ასომთავრულით ხვეულად არის მინაწერი:
უფალო შენობით მიანიჭე დედასა ჩემსა თამარს.
მე-106 ფ. r. ყვავილებში მოქცეულია ოთხი ლოვა-ვედრება ღვთისმშობლისადმი. მეორე ლოცვა ასეთია ქარაგმების გახსნით:
უხრწნელო ღვთის მშობელო, დაიცავ ქალაქი შენი, რ-ნი ესე შენ მიერ მეფობს სამღვთოდ და შენ მიერ მეფობს სამღთოდ და შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთ, ზეშთა ექნების განსაცდელთა, მტერთა გარე მიაქცევს და ჰმართებს განსაგებელსა ღვთისასა.
ეს უნდა იყოს კათოლიკეთა ლოცვა რომის ქალაქის დაცვისათვის.
შემდეგ კიდევ ასტრონომიული სურათები, ხელით დახატული, ყვავილები (ერთ ფურცელზე მე-110 ფრინველით), ათთორმეტი დღესასწაულის ნუსხა ყვავილებში (114), ხელჩართული წითლური ხვეული (111 v.) და სხვა ხელჩართული მხედრულია. შემდეგ ფურცელშემოსილი ჯვარი, რომელიც მე-115 ფ. r ბოლოშია წარმოდგენილი, აქ საჭიროდ ვრაცხთ შევნიშნოთ, რომ საზოგადოდ ასტრონომიული, ასტროლოგიური და სხვა სურათები და სტატიები, რომელიც 85-115 ფურცლებზეა მოქცეული, თხოულობს ცალკე გამოცემას ფერადებიანის სურათებით და ცალკე განხილვას და შესწავლას. უამისოდ საზოაგდო აღწერაში ამათზე ცნობა ყოველთვის ცალმხრივი იქნებ. სურათებს თან ახლავს, უმეტეს შემთხვევაში, ასომთავრული ასოების რიგ-რიგად აღნიშვნანი, პარალელურად შავის და წითელის მელნით.

15. საქრისტიანო მოძღვრება საბა-სულხან ორბელიანისა (116-149), თავში ნაწერია ნუსხახუცურით, შემდეგ მხედრულით.

16. ხირომანტია (ხირომანსი), ანუ ნიშნები ხელის გულის შენობისა და მათი მნიშვნელობანი ადამიანისთვის არისტოტელეს აზრების ჩვენებით, ასტროლოგიური ხასიათის სტატია (150-153), მხედრულად კარგის ხელით ნაწერი. დასაწყისი: ქ. აწ ესე უნდა ვიცოდეთ, რომ ხუთის თითის ქვემოთ ხუთის ეტლის მთანი არიან და ხელის გული არეას მინდორი არის. . .

17. სხვადასხვა სურათები (155-164), პირველზე გამოხატულია ოთხი სიმრგლით ჯოჯოხეთი, შემდეგ ცოდვები და მადლნი, აყუანა სულისა წმინდისა (156), ათნი მცნება (158), ცოდვანი და მადლნი სურათებით კიდევ (159) და შენიშვნით: ცოდვანი, რომელნიც აღადგინებენ კაცთა ღვთისა მიმართ.
აქვე ზემოთ წარწერა:
ღმერთო შეიწყალე ცოდვილი ალექსი.
ქორწინება (160), ნუსხა მფრინველთა წარწერით: მფრინველთა ცნობა. ნუსხა ხილთა წარწერით: ხილის ცნობა (162 v.), ნადირის ცნობა (163 v.), ფრინველის ცნობა (164) მცენარეთა სურათბში (160-164).

18. ოცი კრიპტოგრაფის ნიშნები, რომელნიც ზემოთ მოვიყვანეთ (165-167).

19. ნუსხა მსოფლიო წმინდანებისა სიმრგვალეში წარმოდგენილი წითლურით (168).

20. კვინკლოსი (168 v. – 171 r.).
უკანასკნელი ფურცლის მეორე გვერდზე დარიგებანია, ღვინის მიღების, ძილის და სახლის რიგის შესახებ მღვდელმონაზონთათვის. პირველი გვერდის წინ დატანებულ ფურცელზე ასეთი რეცეპტია:

კალის გალესვა ეს არის.
დ-, მისხალი კალა უნდა დაადნო.
ა-. მისხალი სინდიყი უნდა ურიო:

პირველ გვერდზე ხელნაწერს აწერია:
წიგნი ესე ეკუთვნის ვიკტორ ლეტელიეს.
ლეტელიეს გადაცვალებას ბროსე, მაკლერი და ხახანაშვილი უჩვენებენ 1718 წელს. აქ დიდი ანახრონიზმი გამოდის. როგორ შეიძლება წიგნი გადაწერილი 1725 წელს ჰკუთვნებოდა კაცს, რომელიც გადაცვლილა 1718 წელს? მარტო ჩვენს ხელნაწერსი რომ იყოს ასეთი მოვლენა, კიდევ შეიძლებოდა ასე თუ ისე ამის ახსნა. შეიძლებოდა გვეფიქრა, პირველი ნაწილი ამ ხელნაწრისა (გ. 1-40), რომელზედაც ეს მინაწერია, შესაძლოა გადაწერილი იყო უკვე 1718 წლამდის და შემდეგ მოათავსეს ერთ ყდაში 1725 წელს გადაწერილს და კიდევ სხვა დროის ხელნაწერებთან, მაგრამ ასეთი მინაწერი სხვა ხელნაწერებზედაც მოიპოვება, მაგალითად №13, ომიანინის ხელნაწერისა, რომელიც გადაწერილია დავით რექტორის მიერ 1782 წელს. მოსაზრება ალ. ხახანაშვილისა, რომ შეიძლება ხელნაწერების თარიღებში იყოს შეცდომა, სრულიად იუღებელია, ვინაიდან თარიღები არავითარ ეჭვს არ იწვევენ და დედნისავე ხელით არიან ყოველგან ნაწერნი. ორში ერთი, ან ეს ლეტელიე, ის არ არის, რომელიც 1718 წელს გადაიცვალა (იმის სახელი ყოფილა კამილი, მაგრამ ურო ცნობილი ყოფილა აბბატ ლუვიეს სახელით), ან და ეს მინაწერები სხვისი ხელითაა დაწერილი მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, ან მეცხრამეტეს დასაწყისში ჩვენგან უცნობის მიზნით. მინაწერის ხელიც ამ დროს უფრო მოგვაგონებს.

№ 2 (ძველი ფონდით 25).

კ ა ტ ე ხ ი ზ მ ო ( და არა საითიკო ღვთის მეტყველება, როგორც ალ. ხახანაშვილი აღნიშნავს) ანუ აღსარება მართლისა სარწმუნოების წი-სა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა მართლმადიდებელთა აღმოსავლეთისათა. კითხვა მიგების სახით. დასაწყისი წითლურით:
წყალობითა ღ-სათა პატრიარხი ნეკტარიოს წი-სა ქალაქისა იერუსალიმისა და ყ-ისა პალესტინისა ყ-თა მართალ მადიდებელთა მამათა და საყუარელთა შჳლთა გი-ხნ, ხ-უ-ისა მიერ მადლი, მშვიდობა და წყალობა იყავნ თქუ-ნნ ყ-თა თანა:
მხედრული ხელნაწერი ქაღალდზე და არა ტყავზედ, როგორც ალ. ხახანაშვილი უჩვენებს. შეიცავს სულ 213 გვ. და კიდევ 26 გვ. დამატებას2, გადაწერილია მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, რაც უეჭველი ხდება ხელის და მართლწერის მიხედვით, მაგალითად, იხმარება უ-ბრჯგუ, წიგნი გაყოფილია სამ ნაწილად: 1. სარწმუნეობა, (1-122), 2. სასოება (123-162), 3. სიყვარული (163-213). ბოლოს დართული აქვს ცალკე სათვალავით: მღუდელმთავრისა ლიტურღიისა
განმარტებაჲ სახის-მეტყველებით. ვ-დ ყ სავე მღვდელ-მოქმედებასა მისსა
საიდუმლოებით ძალი უპყრიეს (1-26). სათაურები შესრულებულია მშვენიერის ასომთავრულის ხვეულებით სინგურით. ტექსტი კითხვა-მიგების ყაიდაზეა მოყვანილი.

№3 (ძველი ფონდით 2)

კ ა ნ ონ ი წ ე ლ ი წ ა დ ი ს ა ჲ წ ე ს ი ს ა მ ე ბ რ წ მ ი ნ დ ი ს ა ქ ა ლ ა ქ ი ს ა ი ჱ რ უს ლ ა მი ს ა , in folio, ნაწერია კარგს ეტრატზედ, ლამაზის ნუსხახუცურით ორს სვეტად, სათაურები წითლურით, თავში და ბოლოში აკლია, დაცულია 387 ფურცელი, ძველი პაგნაცია ნაჩვენებია რვეულებზე ასომთავრულით. რვეულში 8 ფურცელია. უკანასკნელ რვეულს უზის სათვალავი ნხ (57), ამ რვეულში ეხლა მარტო ოთხი ფურცელია. ტექსტი იწყება მეხუთე რვეულით, ხოლო 56-ე რვეულს მიჰყვება ჯერ მეოთხე რვეული, შემდეგ მესამე, ასე რომ, ეს სამი რვეული – 2, 3, 4 – მოქცეულია 56-ე და 57-ე რვეულებს შორის. მარტო 57-ე რვეული რომ ვიანგარიშოთ, ხელნაწრში უნდა იყოს 57X8=456 ფურცელი, დაცულია 387, მაშასადამე აკლია 69. ტექსტის საკითხავები იწყება დეკემბრის თავიდან. მრავალს ადგილას ეტრატის აშიები ბოლოში მოჭრილნი არიან. ადგილ-ადგილ შემდეგი დროის მინაწერებში აღნიშნულია რაოდენბოა ფურცლებისა; ერთი მე-16 საუკუნის მეხდრულის ხელით მინაწერი (ფ. 341 v.) გვამცნობს:
ქ. ოთხას ორმოცდა ოთხი ფურცელი არის და ვინც დააკლოს ღმერთმან ჰკითხოს დღესა მას საშინელსა განკითხვისასა. 272-ე ფურც: ოთხას თორმეტი ფურცელია.
370-ე ფ. მე-17-18 სუკ. მხედრულის ხელით: სამას ოთხმოცდა თორმეტი ფურცელი არი(ს) და სამოცი დაჭრილია. კრულმცა ორსავე ყოფასა თავად ამა ყოლსა (ყოვლისა) დამჭრელი და აწ თორავინ (sic) დააკლოს ანო3 ფურცლად და ანო დაჭრილ იოდას თანამც ნაწილი მისი.
ასეთივე წარწერა გამეორებულია 386-ე ფურცელზეც.
386-ე ფურცელზე მინაწერში ნაჩვენებია მე-18 საუკუნ. მხედრულით: სამას ოთხმოცდა თორმეტი ფურცელი.
იტალიანური მინაწერი თავში გვამცნობს, რომ ეს ხელნაწერი გამოუგზავნია ევროპაში საქართველოდან კაპუჩინთა მისიონერებსი წინამძღვარს 1731 წელს.
ეს ერთი საუკეთესო ხელნაწერი ნაციონალური ბიბლიოთეკისა შეიცავს იმავე ტიპის იერუსალიმის კანონს, რომელიც პროფ. კორ. კეკელიძემ გამოსცა ტფილისში 1912 წ. მაგრამ ამაში ბევრი თვალსაჩინო და საყურადღებო განსხვავებანიც მოიპოვება და ჩვენდა სასიამოვნოდ ეს ხელნაწერი ფოტოგრაფიულად გადაუღია და საყურადღებო გამოკვლევა უძღვნია ბონს უნივერსიტეტის პროფესორს, აწ უკვე გარდაცვლილს დოკტორს Heinr. Goussen-ს: ÜBer georgiShe Drucke und Handshrovten. Die festordnung und de Heiligenkalender des altchristlichen Jerusalems betreffend, B. Kuhlen, München –Cladbach, 1923, SS, 424.
ალ. ხახანიშვილი ხელნაწრის გადაწერის საუკუნეს არ უჩვნებს.
დაბეჭდილი მაკლერის კატალოგი ხელნაწერს აკუთვნებს მე-13 და მე-15 საუკ;,
ხოლო დოქტორი გუსსენი მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებს, მაგრამ წერის ხასიათის მიხედვით, ხელნაწერი უნდა ეკუთვნოდეს მეათე საუკუნის დასასრულს ან მეთერთმეტეს დამდეგს.
მე 300 ფ. ტექსტში არის მოყვანილი სხვათა შორის (ქარაგმებს ვხსნით):
თუესა დეკემბერსა კა ჴსენებაჲ წმინდისა გრიგოლ პართენისაჲ. ფსალმუნი: ჴმაჲ ბ. . .
თუესა დეკენბერსა კბ ჴსენებაჲ სამეუფოსა ქალაქისა კოსტანტინეპოლეს. სატფურ წმიდისა ეკლესიისა სოფიისაჲ. რომელი აღაშჱნა ღმრთის მოყუარემან ისტჳნიანე მეფემან . . .

ამის შემდეგ ანდერძი გადამწერისა:

დიდებაჲ შენდა ქრისტე:
დაესრულა კანონი
წელიწადისაჲ. განწე-
სებული რიცხუსა
5 თუეთასა რომელნი განა-
წესეს ნეტართა და
ღმრთივ შემოსილთა წმინდატა
მოძღუართა ჩუენთა წე-
სისაებრ წმინდისა ქა-
10 ლაქისა ი-ჱმისა. რომელ-
სა ზედა ჩუენ მიერცა შეეძი(ნა)5.
რაოდენნიმე კრება-
ნი და საჴმარნი გ-
15 ულს მოდგინებისაებრ
ღმრთისა მოყვარეთაჲსა:
რომელნი აღასრულებთ
კანონსა კეთილად მ-
სახურნი მღდელნი და
20 მოძღუარნი. ყოველივე
საჴმარი თითოეუ-
ლისა ჟამისაჲ. და
რიცხჳ საკითხავთაჲ
მოგცეს შემდგომმან
25 ამან თავად თავად
განკარგებულმან: ვითარცა
ესე განგჳწესებიეს:
მე გ: ზატიკსა: დღესა
შაბათსა წმიდისა ნინო-
30 ჲსი 1): იანვრისა: ჱ: 1) ეხლა 14 იანვარს.
წმინდისა არჩილისი 2): 2) ეხლა 21 ივნისს.
ივნისა: კვ: რაჟდე-
ნისა 3(: ივლისა: ვ: 3) ეხლა 3 აგვისტოს.
ამიბოს ეპისკოპ-
35 ოსისაჲ 4): აგვჳსტოსა: ივ: 4) ეხლა 29 ნოემბერს.
მებკამბესი: აგჳსტო-
სა: კა: სარმეანისი:
ოკდონბერსა: იზ: შუშა-
ნიკისი 5): ნოემბერსა: დ: 5) ეხლა 28 აგვისტოს.
40 იოვანე სტეფანე. და ეს-
აია. მართალთა. სა-
ფლავისაჲ. დეკენბე-
რსა: კ: ესტატი მცხ-
ეთელისაჲ 6): 6) ეხლა 29 ივლისს.
45 საუკუნითგან ტკ-
ბილო ო-ო. ორსავე ცხ-
ორებასა უმეტეს ა-
დიდე მამაჲ სტეფანჱ
და მეოხმცა არიან
50 წინაშე შენსა. ყოველნი რომელნი შთა-
წრილნ არიან წმინდასა
ამას კანონსა შინა ა ნ.
ცოდვილი მწერალი
ამის წმიდისა წიგნისაჲ
55 ლოცვასა მომიჴსენ-
ეთ ღმერთმან დაგაჯეროს ა-ნ

ზემოთ მოყვანილ ტექსტში გადამწერი თავის სახელს არ უჩვენებს, მაგრამ მისი სახელი და აგრეთვე მამა სტეფანეც მოხსენიებულია შუა ტექსტში 237-ე ფ.v. ამრიგად (ქარაგმებს არ ვიცავთ):
დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა: დაესრულა კანონნი: ზატიკთაჲ: ქრისტე შეიწყალე: და ადიდე: ნათლი ჩემი: მამაჲ: სტეფანე: დღეგრძელობით: მწერალი მონაზონაი (sic): ლოცვასა: მოიჴსენეთ: ღმრთისა: თჳს.
ეტყობა მამაჲ სტეფანე ფრიად გამოჩენილი პიროვნებაა და ამიტომ მწერალი მონაზონაი მას იხსენებს მოწიწებით ”ნათელი ჩემი”-ო. ვინ უნდა იყოს ეს სტეფანე? ჩვენის აზრით, ის არის სტეფანე სანანოჲს ძე ჭყონდიდელი. მეათე საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მოღვაწე (იხ. კეკელიძე. ძველი ქართული ლიტ. I. გ. 177-179).
განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენთვის ზემოთ წარმოდგენილი კალენდარი ქართველთა წმინდანებისა, რომელთა შორის ზოგიერთი სხვა წყაროებში არ იხსენიება, მაგალითად, მეკამბე, სარმეანი (თუ ეს სარმეან კათალიკოზი არ არის).
ეს კალენდარი თვალსაჩინოდ განირჩება სხვა ამგვარ კალენდრებისაგან და მისი ქართული ტექსტის გამოცემა საჭიროა, გუსსენს, როგორც ეტყობა, შეცდომები შეჰპარივა ფრაზების ამოკითხვაში. თვით დასაწყისი ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ქართველ წმიდანთა ნუსხისა, რომელიც იწყება წმ. ნინოს ხსენებით, მართლად არ არის ამოკითხული, ვინაიდან მის ხსენებას გუსსენი უჩვენებს აღდგოის მეორე სამშაბათს, ნამდვილად კი აღდგოის მესამე შაბათია. დღეები ქართველ წმინდანთ ხსენებისა ეხლანდელს არ უდგება, წინათ სხვა ყოფილა. მეორე თვალსაჩინო კალენდარი, რომელშიაც სეტანილია ქართველ წმიდანტა ხსენება დაცულია ერთ სინას მთის კრებულში 956 წლისა და შედგენილია იოანე-ზოსიმეს მიერ. აქ არის ხსენებანი: აბო ტფილელისა (7 იანვარს), მეფე არჩილ ქართველისა (15 იანვ.), კათალიკოზი მამაჲსი (3 მაისს); მანგლისის ჯვარისა (20 მაისს); შუშანიკ დედოფლისა (17 ოკტომბერს); ”ყოველნი წმიდანი მოწამენი ქართლს შინა” (11 დეკმებერს); მცხეთის ჯვარი (ზატიკის მესამე კვირიაკეს და მარტვილის შემდეგ ოთხშაბათს)6.
ხელნაწერში ბევრია მერმენდილი მინაწერები ძველი მხედრულის ხელით, მაგრამ არა დიდმნიშვნელოვანი ცნობებისა. მინაწერებში შენდობას თხოულობენ:
გიორგი ირემაისძე (ფ. 97 v. ხელი მე 11-12 საუკ.), მამა ქადაგ, ნავროზა, ცხადა, კახა და არსენალა (ფ. 67, მე-13-14 საუკ. ), კახა და იოვანე (ფ. 244): ხოცეთა (sic) გიორგის შეონდნვენ (sic ღმერთმან (ფ. 81, მე-13-14 საუკ.)
97-ე ფ. v, მე-13 საუკ. მხედრულით: ქრისტე გაუმარჯვე გ-უ ირულისა.
113-ე ფ. ver. მე-12-13 საუკ. მხედრულით:
ქ. კაცი: ოჩინო (sic) იქნება: და ნაწერი საჩინო არს:
107-ე ფ. მე-15-16 საუკ. მხედრულით:
ქ. ესე წიგნი მოგეც მე დემეტრე. თქვენ ივნს: ამა ორს: კირას: თო კეჭროლს არა წამოვიდე: ანდრიას წ-ე: და შენ: საქმე არა გა(ვ)მართოთ მერმე ჴარის მომჴ. . ნბლი: ვარ ის მოშთა (?): ამის მოწმე დავით არის. მე გადამწერად მყო.
ესე წიგნი მო. . . ოდეს: ბიძა უფლა: ი-ნეს: დაუწერეთ ყავდა ქალი: ელისაბედ: არსე (sic) რომე დღე და ღამე პირის სგ. . . ესე წიგნი მისი არის.
ერთი ოთხსტრიქონიანი მხედრული აბდაუბდა მინაწერი მე-14-15 საუკ. მხედრულით ორპირობის წერილს წარმოადგენს ორ მეზობელთ სოფელთა შორის, თუ რამე გაიგონონ (ცუდი) ერთმანეთზე და არ გაამხილონ, პატრონისთვის ასი თეთრი ზღონ. სოფლების სახელები (საბარათაშვილოს სოფლებია) სხვადასხვა სახით წერია:
ქ: ესე წიგნი მოგაჴსენეთ თქნა ხანკელით ბაგეთი ჩენ ლეღოელით ხზანდარმა და ჩემთ მეზობელთ. . .
ქ ესე ქიგნი მოვაჴსენე (sic) თქნ ხორაკელით ბაგეთი ჩენ გელოვნებით არჭულმან და ჩემთ მეზობელთ რაც გაგეგონოს არ გრვიოთ (?) პატრონს თ-ს ასი თეთრი ვზღოთ.
მეორე ვულგარული წარწერა XVII საუკ. უშნო მხედრულით მოყვანილია 58-ე – 59-ე ფურცლების აშიებზე და ეკუთვნის მართა მონაზონს. ტექსტი სავსეა ზედმეტი ანუ პარაზიტული ასოებით, რომელთაც ჩვენ არ ვიცავთ. ეს და სხვა შემდეგი დროის მინაწერები მოწმობენ, რომ ხელნაწერი საბარათაშვილოში ყოფილა დაცული ბოლო დროს:
იყო ცოდვილი მონა მღთის მონაზონი მართა ოჯახსა გოშტაშაბიშვილისას მონასტერს პატიოსანსა მღთებისს. დაბედა ამიერ სოფელ, ანხა და გასინჯა სიცრუე ისი და შევიდა სენაკთა უღირსი და საწყალობელი წმინდას პატიოსანს ორსაბათს მარხვისას, განმანათლებელს სულთა ჴოხრცთა ჩვენთა. აღდგომასა მიბრძანეს მოძღვართა მაკურთხეველთა ჩემთა, გამომიყვანეს კვირაცხოვლის საწრამადი (?) ახლა ვერა მაღათითა. მერმე მისის უბიწოს მშობლის იმედითა ამიერის უკუნისამდი. ამა საქმეზე ჴელი მამიმართოს, იმასაც ყოველნი უდაოთა მოქალაქენი, მოწამენი და მღდელთა მოძღვარნი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი და ყოველნი წმიდანი მღთისანი ამ სოფელს დღეგრძელობითა, იმ სოფელსა განსვენებითა. მოძღვარს და სულიერ მამას ნიკოლოზა და პატრონი ჩვენი ბატონი პაპუნა შვილითა და შვილიშვილითა დალოცე, ამა ყოველთა წმიდათა მადლი შეაწიე ორსავე სოფელსა.
ამინ. უწყის უფალმან ერდგულნი ვიყავით თქვენი, რასაც ჩვენი სული გებრალებათ უპატრონო, ღმერთი დაგიმადლებსთ, უშვილო უძეო შენდობას მიბრძანედეთ:
ამ წერილში მოხსენებული პაპუნა არის ბარათაშვილი ანუ გოსტაშაბიშვილი, კარგად ცნობილი ჩემ მიერ გამოცემულის მრავლის სიგელებით 1636-1703 წლებისა (საქართველოს სიძველენი, ტ. I., გამოცემა 1, გვ. 118, 132, 139, 354-368) ამის მიერ აშენებულია ამლივის ეკლესია საბარათაშვილოში.

№4 (ძველი ფონდით3)

ს ვ ი ნ ა ქ ს ა რ ი თისლისა მონასტრისა7, in folo, ეტრატზედ, ერთ სვეტად, მომსხო ნუსხახუცურით, ხელნაწერის მცირედი ნაწილია დაცული, შეიცავს მხოლოდ 87 ფურცელს, ძველი პაგინაცია რვა ფურცლიან რვეულებზეა აღნიშნული; თავში აკლია 4 რვეული და მეხუთე რვეულს აკლია კიდევ ერთი ფურცელი; უკანასკნელი რვეული ეხლა მეთუთხმეტეა. ეს სვინაქსარი საყურადღებოა ჩვენთვის განსაკუთრებით მით, რომ მის აშიებზე მრავალი მინაწერია, ეგრეთ წოდებული აღაპები და შეწირულობის სიგელები, რომლებშიც იხსენიება სამცხის გვარეულობის პირნი. ყველა ეს მინაწერი ლიტოგრაფიის საშუალებით დართულია ბროსეს მიერ პარიზში 1830 წ. გამოცემულს Chronique Georgienne-ის ბოლოში, გვ. 113-128. ამავე ხელნაწერიდან არის ამოღებული დავით და კონსტანტინეს ცხოვრება, რომელიც ბროსეს აქვს გამოცემული თავის Elements de la langue georgienne-ში, გვ. 268-283. საკვირველია, რომ ალ. ხახანაშვილი არც ბროსეს გამოცემას აღნიშნავს და მინაწერთაგან მარტო ოთხიოდეს უჩვენებს, იმათაც შეცდომით და ხელნაწერს აკუთვნებს მე-16 -17 საუკუნეებს. ამასვე იმეორებს დაბეჭდილი ფრანგული კატალოგიც, მაშინ, როდესაც მერმინდელ მინაწერებთა შორის ხელნაწერში ორი დათარიღებულია. ერთი თარიღი უჩვენებს 1446 წელს, მეორე 1518 წ. 8 თუ მერმინდელი ხელით მიწერილი 1446 წ. ეკუთვნის, როგორ შეიძლება ამაზე წინ დაწერილი ხელნაწერი მე-16-17 საუკ. ეკუთვნოდეს! ხელნაწერი ეკუთვნის მე-13-14 საუკუნეებს საჭიროა ამ მინაწერების შესწორებული მეორე გამოცემა.

№5 (ძველი ფონდით 17)

მ ა რ ხ ვ ა ნ ი, in folio, დაწერილია ეტრატზედ ნუსხახუცურის ხელით, ერთ სვეტად. შეიცავს 292 ფურცელს, თავში და ბოლოში აკლია. პაგინაცია რვეულებზე აღნიშნული, რვეულში 8 ფურცელია; უკანასკნელი რვეულის სათვალავი ლჱ (38), რომელშიაც 4 ფურცელია დარჩენილი, სულ აკლია 12 ფურცელი, თავის 8 (ანუ ერთი რვეული), ბოლოში 4 (თუ ხელნაწერში სულ მხოლოდ 38 რვეული იყო). ამ წიგნში სამი სხვადასხვა დროს გადაწერილი ხელნაწერია მოქცეული ერთ ყდაში. პაგინაციაც ფურცლებისა ყდის გაკეთების შემდეგ არის აღნიშნული. სამივე ხელნაწერი შეიცავს მ ა რ ხ ვ ა ნ ს ანუ მის ნაწილს, მაგრამ თარგმნილს არა ეთი ავტორის, არამედ სამი
სხვადასხვა ცნობილი ავოტორების მიერ, ეს გარემოება დაბეჭდილს კატალოგში აღნიშნული არ არის. ალ. ხახანაშვილს ხელნაწერი არ აღუწერია (წიგნთსაცავში ვერ იპოვნესო აღნიშნავს). დაბეჭდილი კატალოგი ხელნაწერს საერთოდ აკუთნეს მე-16-17 საუკ. ნამდვილად კი, პირველი ნაწილი ეკუთვნის მე-11 საუკ;, ერთი რვეული შუაში მე-12 და მესამე ნაწილი მე-13 საუკ.
პირველი ნაწილი ხელნაწერისა (1-216 ფურცელი ანუ პირველი კჱ რვეული) შეიცავს დიდ-მარხვანს გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილს და ამ დიდ-მარხვაში მოიპოვება ანდრია კრიტელის დიდი კანონიც. ხელი წერისა ათონურია, მე-11 საუკუნისა და ხელნაწერი თვით გიროგის ზედამხედველოებით უნდა იყოს გადაწერილი და ბოლოში ანდერძი ყოველშემთხვევაში მისი ხელით არის დაწერილი.
ამ პირველს ნაწილში ადგილ-ადგილ გადასულა ტექსტი განახლებულია. მეორე ფურცელზე ეხლანდელის ნაკლულის ტექსტისა ასეთი სათაურია:
ჴორციელისა შაბათსა ჴსენება საუკუნითგან შესვენებულთა მამათა და ძმათა ჩ-ნთა: ჴ-ჲ: ა: შ-ნ მხ-ყა და:
აქედან დაწყებული აღდგომის კვირის გათავებამდის მთლად არის წარმოდგენილი მარხვანი.
127-ე ფ. ასეთი სათაურია ტექსტისა: მასვე დღესა დიდნი გალობანი სინანულისანი თქმულნი ანდრეა კრიტელისანი რომელი იყო ი-ჱლიმითი ჴ-ა: გ:რ-ნ წამის ყოფით.
138-ე- 139-ე ფ. ტექსტში სინგურით წერია:
სახელითა: ღმრთისაჲთა: ესევე: დიდნი: გალობანი: ანდრეა: კრიტელისა: თქმულნი: და ჩუენ (ჩ-ნ): გიორგი: მთაწმინდელისა: მიერ: მეორის: გუერდსა (გ-რდსა): აღწერილნი:
154-ე ფ. ver. თავდება გიორგი მთაწმინდელის თარგმნილნი გალობანი ანდრეა კრიტელისანი და აქ შუა ტექსტში ასომთავრულით იწყება გიორგი მთაწმინდელის ანდერძი. სასვენი ნიშნები ანდერძისა ორ-ორი წერტილი, ხოლო ზოგჯერ ორ-ორი წერტილი ხაზით შუაში-: – ნიშნები შესრულებულია სინგურით. ორ-ორი წერტილის მაგიერ ჩვენ ვტოვებთ თითო წერტილს, და სადაც ორ-ორი წერტილია ხაზით შუაში, იქ ვტოვებთ მარტო ორ წერტილს. ქარაგმებს ვხსნით:
ესე დიდნი. გალობანი. წმიდისა. მამისა ეფთჳმის: სავედრებლისა. პირსა ზედა. ეთარგმნნეს: და მტერნი სახის მეტყოჳელებანი. და სახელნი დაეტევნეს. ვითა გონებისა სემქცეველნი. და ძნიად. გოჳლის ჴმის საყოფელნი: ვიტა ჩუენცა დაგოჳწერიან, თოჳსა (sic) ადგილსა. მადლითავე მისითა: კეთილად. და შოჳნიერად: და ბრწყინვალედ:
შემდეგ ფრიად წვრილის ნუსხახუცურით, როგორც ჩვეულება იყო გიორგი მთაწმინდელისა:
ვინაჲთგან კულა: სახიერებამან ღმრთისამან: ღირს მყო მე გლახაკი გიორგი: ხუცეს მონაზონი: მარხვათა და ზატიკთა: სრულებით თარგმნად: და წიგნი შეჰმზადა. განმანათლებელი. კათოლიკე ეკლესიისაჲ: რომელ ჭეშმარიტად: სწორია ისი: არცა ბერძენთა თანაღა იპოვების: არცა ქართველთა: მაშა (sic) შეუძლებელ იყო ჩუენგან: ნაკლულევანებისა რაჲსმე დატეობაჲ: რომელ არა შუენოდა; ამის წმიდისა გჳრგჳნსა შემკობასა: ამისთჳს: იგივე დიდნი გალობანი: კუალად ფრიადითა შრომითა: მეორის გუერდსა ვთარგმნენ: ვითა ბერძნულად არიან: და ვით წმიდასა ანდრეას: სახის მეტყველებანი: და სახლენი. ძუელთა: და ახალთა: წერილთაგან. ეჴსენნეს: ვაჴსენენ: და სრულიად. და შუენიერად: სრულყო: ყოველად ძლიერმან. ღმერთმან:-
ხოლო ვინჲთგან: წმინდასა მამასა ეფთჳმეს: სხუასა პირსა. ზედა აღეწერნეს: და წმინდა ანდრეას. სხუასა: რავოდენიმე (sic): დასდებელნი: და მე ვერცა. წმინდისა მამისა. ეფთჳმესსავით: დავაგდებდი: ვერც წმინდისა ანდრეაჲსსა: ამის პირისათჳს: უმრავლეს ძალი შემოვიდა: და უმრავლესი დასდებელი: ფსალმუნთა შინა: და საჭირო იქმნა მუჴლთა: წურილადრე: დაჭრაჲ: გარნა ვესავღა: რომელ. დაღაცათუ: დასდებელი გამრავლებული: გარნა არა: საწყინო [არ]ს9: არამედ ყოვლად. შუენიერ. და სამგზის. საწადელი:-
ხოლო შენ ღმერთის მოყუარეო: იგიც გქონან. და ესეცა: რომლითაც (რ-ლთაც) აშენდებოდი: მასაცა გალობდი: და ჩუენთჳს ლოცვა ყავ: რაჲთა (რ-ა) უფალმან (ო-ნ) შემინდვნეს. აურაცხელნი. ცოდვანი ჩემნი: სხუაჲ კულა ყოველი. განგებაჲ. ამათ. გალობათაჲ: ო-ო ღ-ღდყვი. და აქებდით: და წარმოდგომაჲ. და ხუედრნი. და სტიქარონნი: უკუანა თავის თავის. ადგილსა. ჰპოვმნე. და მუნით ბრძანენ: ჩუენ თჳთ იცის უფალმან: რომელ არა ვაგონებდით. თუ სიკუდილმან გუაცალოს. ამის წიგნსა სრულ ყოფად. და ძალი ფრიადი. და სივრცე. წმინდისა ამის წიგნისა. ერეოდა უძლურებასა ჩუენსა. ვინაჲთგან კულა სრული ყო ღმერთმან: ყოველივე განგებაჲ. მარხვითა და ზატიკითაჲ; მაშინღა ოელვყავი თმა წმინდათა; და ყოვლად შუენიერთა: გალობათაცა აღწერაჲ: ხოლო შენ ქრისტეს მოყვარეო: ამას ჩუენსა დაწერილსაცა დასწერდი: და ჰმადლობდი ღმერთსა. და ადიდებდი: რომელმან უნაყოფოთაგან და უღირსთა. ესე ვითარ ტკბილი. და სურნელი: ნაყოფი გამოგცა: და უსაზღვროჲ. იგი ძლიერებაჲ მისი. უძლურებისა ჩუენისა მიერ სრულ ყო. ვითარცა თჳთ. ბრძანა. პირთა მით უტყუველითა: რომლისა არს დიდებაჲ. თანა მამით და სულით წმიდითურთ: აწ და მარადის. და უკუნით: უკუმისამდე. ამინ:-
გიორგი მთაწმინდელის ტექსტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აკლია ბოლოში. ეხლა უკანასკნელი სიტყვებია:
შთაჰჴედ ქუესკნელთა ქუეყნისათა და შემუსრნე მოქლონნი საუკუნენი. . .
216-ე ფ. წითლურით წერია ტექსტის ხელით:
იგივე გალობანი:
ჩუენისა: უნდოჲსა: გულისა ჴმის ყოფისაებრ: ორნივე: წ-ე: დაუსხმანიღა: რომელნიც ჯერ გინჩნდენ: გალობდით: უგ-ა: ჴი:დ:-
ამ პირველ ნაწილში ხელნაწერისა მოიპოვება ერთი მინაწერი მე-16 საუკუნის მხედრულით 22-ე ფურცლის აშიაზე verso:
ღმერთო: ადიდე: ორთავე:. შინა:. ცხოვრებასა:. პატრონი:. ორაჟავნდა:. სიმრავლესა შიან:. ჟამთასა:. ამინ: და კირიალესონ:.
ორაჟავნდა და ორაჟავანდაშვილები სამცხე-საათაბაგოს დიდებულები იყვნენ და ერთს მათგანს ქაიხოსრო ორაჟავანდაშვილს ათაბაგმა ქაიხოსრო II და მისმა ცოლმა დედისიმედმა 1578 წელს მიათხოვეს თავიანთი ქალი თამარი, რომელიც შემდეგ, 1583 წელს ვახტანგ გურიელს მისთხოვდა და ბოლოს 1592 წელს მანუჩარ დადიანს (იხ. რუსული თარგმანი ჩემი სამი ხრონიკისა, გვ. 203. შენ. 2). ალბათ, ამ ორაჟავანდაზეა აქ საუბარი.
მეორე ნაწილი ხელნაწერისა შეიცავს ერთს რვეულს მეკთ (ფ. 217-222), დაწერილია სულ სხვა ნუსხახუცურით მე-12 საუკუნისა, და წარმოადგენს გაგრძელებას თუ შევსებას წინა ნაკლულოვანის ტექსტისას საზოგადოდ, თორემ ისე, სიტყვა-სიტყვით შეწყვეტილ ტექსტს არ უდგება. ეს არის მიმატებული არსენ ბერის,
დავით აღმაშენებლის მოძღვრის, თარგმანიდან, რაც ჩანს ამ რვეულის მეორე ფურცელზე სინგურის სათაურიდან:
გ-ლბნი მეორედ მოსლვისანი: შედარებ-ლნი თარგმნთნი არს-ნი: ბ-: გ-ი: შემწე და მჴ დღეს გ-ნსაკრთომელსა.
ამ მეორე ნაწილს აქვს სათაური:
იწყე აქეთგ-ნა სტრიქონნი მარხვათანი მეზვრისა და ფარისევლისა კვირიაკეთიგან: და სრულ იქმნებიან ნათლით შემოსილსა კვირიაკესა: ჴ-ჲ: ა: ეჰა დიდებ-ლი:
ტექსტი რველისა იწყება ჴორციელის შაბათიდან და თავდება ყველიერის ხუთშაბათით. და ჩვენ ვიცით, რომ ჴორციელის შაბათის საგალობელი და ყველიერის ხუთშაბათისა უთარგმნია არსენ ბერს, დავით აღმაშენებლის მოძღვარს (კ. კეკელიძე, ძველი ქართ. ლიტერატურა I, გვ. 321).
რვეუის ბოლოს 222-ე ფურ. verso წერია ტექსტის ხელით:
მკითხველნო ჩ-მ ცდვილისათ-სცა ლც-ვა ყ-ვთ:
მესამე ნაწილი წიგნისა იწყება 30-ე რვეულით (ფ. 223-292), დაწერილია სხვა ეტრატზედ მე-13 საუკუნის სულ სხვა წვრილი ნუსხახუცურით. ეტრატი წარმოადგენს პალიმპესტს, რომელზედაც წინათ წერებულა ასომთავრული ტექსტი (ფ. 249-292).
ხელნაწერი შეიცავს არსენ ბერის მიერ თარგმნილს მარხვანს ანდრია კრიტელი დიდი კანონითურთ, რომელიც მას უთარგმნია დავით აღმაშენებლის ბრძანებით. ეს ნაწილი წიგნისა გადაწერილი უნდა იყოს ვინმე ოქროპირის იერ, რომელიც მოხსენიებულია ანდერძის ბოლოს (ფურცელი 248) მინაწერში:
ქ-ე ღ- ო შ-ე ს-ლი ოქროპირისაჲ ა-ნ:
ერთ ადგილას ტექსტში ეფრემ მცირის თარგმნილი საგალობელიც არის მოყვანილი, რომელსაც მიუძღვის ასეთი სათაური (ფ. 273) წითლითურთ:
ახლად თარგმნილი უსაკუთრესითა სითტყჳთა ეფრემის მიერ ბრძანებითა ბერისა ანტონი ტბელისაჲთა:
შემდეგ მოყვანილია ეფრემის თარგმნილი საგალობელი. 10.
მერმინდელი ხელით მინაწერი ამ მეასე ნაწილში ხელნაწერისა იპოვება მხოლოდ 231-ე ფ. v.ხუცურით:
ქ. ქ-ე; ღ-ო შ-ე:. ნავროზ:. მეუღლე:. მისი:. გულიგ. მის შვილს:. მიდიჩ: შ-დს: ღ-ნ: ა-ნ: ა-ნ კ-ნ.
ამ ნაწილს ხელნაწერისა თავი აკლია და ტექსტი ეხლა იწყება შემდეგი სიტყვებით:
სამთა ყრმათა ც-ცხელი მძაფრი ს-ჴმლისაჲ დაშრიტეს.
რ-ლთა იგი თ-ა ჩ-ნცა მის მ-რ გც-ხვნე ქ-ე ღ-ო ვ-ა
კ- ცთ
მ-ყრე ხ-რ:
საზოგადოდ ტექსტი ამ ნაწილში იწყება ყველიერის ხუთშაბათით.
237-ე ფ.v. ტექსტს წითლითურთ ასეთი სათაური აქვს:
მეხუთისა შჳდეულისა ხუთშაბათსა სტიქარონნი სინანულისანი. მწუხრი. უწინარეს დიდთა გოლგოთასა. ბერძნულსა ანბანსა ზ-ა ჩავლენ. ვ-რ ესე თითოეულისა მხ-ლისა და თ-ა დაგჳსუმს ასოჲ თ-სი:
248-ე ფ.v. ტექსტის ხელით, მაგრამ უფრო წვრილი ნუსხურით წერია ასეთი ანდერძი:
ვინაჲთგან წმინდა მამათა და დიდთა მნათობთა ჩუჱნდა (ჩ ნთა): ეფთიმეს და გიორგის: მთაწმინდელთა ორგზის ეთარგმნნეს წმინდისა ანდრეა მღვ-
დელ მთავრისა მიერ აღწერილი ესე დიდნი გალობანი და პირველსა მას მეტად შეემოკლნეს რომლისაჲსა წერილსია სახისმეტყველებანი ყოვლად
დაეტევნეს. და ნაცვლად მათდა. სინანულისა დასდებლები (დს-ბლბი) შეემატა. ვითარცა მხოლოდ სულთა სარგებლისა ხოლო. და არცა წიგნთა
ძალი სიტყუა (ს-ტა) უცთომელობისა მეძიებელისა. ამას თანა (ამ ს თ-ა). მისგან თჳსისა (თჳს სა). და ძილის პირთაგან. შეეცვალნეს. ხოლო მეორესა
განერცვნეს რამეთუ წმიდისა თქმული ყოველი სრულობით ეთარგმნა და მაისა ეფთჳმეს შემატებულნი იგი დასდებელნი არავე დაეტევნა.
ვითარცა თჳთ აღიარებს. დაღათუ ჴ-ჲ არა შეეცვალა. გარნა თჳსთა ძილის პირთა ზედა თარგმნაჲ არცა მას გულს ედგინა:
ესრეთ მძიმედ რადმე ტჴრთად ზედა ესხნეს ორნივე იგი ყოვლისა საქართველოჲსა ეკლესიათა. ამისთჳს მე უ-
ღირსმან მონამან საღმრთოჲსა მონებისა ღირს ქმნულთამან მდაბალმნა მონაზონმან არსენი ვიკადრე მესამედ თარგმნაჲ
ამათ უცვალებლად თჳსისა ჴმისაგან თჳთ მათვე ძილის პირთა რ-ა მათთა რომელთა ზედა წმიდასა ანდრეას ბერძნულად აღეწე -
რნეს. ბრძანებითა და ჯერჩინებითა. კეთილად მსახურსა და ღმრთივ დაცულისა დავით (დ-თ) აფხაზთა და ქართველთა და რანთა. და კახთა მეფისაჲთა. რომელმან მე თარგმანებისა. ხოლო წმიდასა მწყემსთა მწყემს. იოანეს (ი-ნეს). ქართლისა11: კათალიკოზსა. ვითარცა კეთილად მორთულსა
ორღანოსა ჴელოანთა მთავარსა სულისსა. ჴმისაჲ დადებასა ჴელყოფაჲ გჳბრძანა ვინაჲთგან უცხო იყუნეს.
ენის ჩუჱნისაგან. ძილისპირნი ამათნი რომეი ესე ორივე სრულყო მოხედვამან საღმრთომან და მეოხებამან ყოვლად უხრწნელისა ღმრთ-
ს მშობლისამან. და უზაკველი და შეურყეველი ჭეშმარიტებაჲ. წინა დაუყო ყოველთა ტრფიალთა სიტჳსათა. და მოსურნეთა
ჭეშმარიტებისთა. ხოლო კნინ სიტყუათა და ქუჱმეთრვეთა სასწაული სიტყჳს საცილობელი. რომელსა შინა რაჲთურთით არა რაჲ ჰრთავს
ჩემი. თჳნიერ ცთომლებისა. ხოლო კეთილი რომელიცა არს. ყოველი შემდგომად ღრმთისა და საღმრთოთა (ს-ღთ-თა) დიდისა მეფისა და წმინდისა თჳთ მპყრობელი-
სა ჩუჱნისა და მისისა გულს მდგინებისაჲ არს. რომლისანი მრავალმცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი. და საუკუნო კურთხევაჲ:
263-ე ფ.v. ტექსტის ხელით და სინგურით წერია:
გალობანი წმიდისა და დიდისა ხუთშაბათისნი რომელთა თავნი იტყჳან ბერძულებრ:
გრძელსა მეხუთესა გრძელსა გალობასა ვგალობ:
ასეთია შინაარსი ამ ფრიად ძვირფასი კრებულისა. რომელშიაც მოიპივება დიდმარხვანი და ანდრია კრიტელის დიდი კანონი ანუ დიდნი გალობანი, რომელნიც პირველად უთარგმნია ეფთვიმე მთწმინდელს, მაგრამ მას გამოუშვია სახისმეტყველებანი, ანუ ალლეგორიული ახსნანი სამღთო წერილისანი, და
სამაგიეროთ შეუტანია შით, თავის მხრით, რაოდენიმე დასდებულნი ანუ სინანულის საგალობელნი, ამასთანავე, საგალობელის ხმანიც შეუცვლია. გიორგი მთაწმინდელს სრულიად უთარგმნია დიდმარხვანი და ანდრია კრიტელის საგალობელნი, მაგრამ ეფთვიმეს ავტორიტეტით შეპყრობილს ვერ გაუბედავს ხელი ეხლო შემატებათათვის და ისინი სრულად დაუტოვებია. ამით ეს წიგნი გაზრდილა, დამძიმებულა, დედანს დაშორებია და, არსენ ბერის თქმით, მძიმე ტვირთად დასწოლია საქართველოს ეკლესიას. ამას უნდა დავუმატოთ კიდევ, რომ გიორგი მთაწმინდელს თუმცა ხმანი არ შეუცვლია, მაგრამ ქართული გალობისათვის ვერ შეუფარდებია. ამიტომ მეფე დავით აღმაშენებელს უბრძანებია ცნობილი მეცნიერის და მისი მოძღვრის არსენ ბერისთვის მესამედ შეუცვლელად ეთარგმნა ეს წიგნი, ხოლო ქართული გალობის უაღრესად მცოდნე ხელოვანის, ქართლი კათალიკოზის იოანესათვის, დაუვალებია ქართულ კილოზე გაეწყო საგალობელნი, ვინაიდან ბერძნული გალობა არ ეწყობოდა ქართულს. ამ საყურადღებო მოწმობით, როგორც სამართლიანად შენიშნავს ნ. მარრი, იხსნება თეორია ქრთული გალობის ბერძნულიდან წარმოშობისა. ამ ხელნაწერის შემცველი ცალი, რამდენადაც ვიცით, ტფილისის მუზეუმებში არ მოიპოვება, მაგრამ დაცული ყოფილა სინას მთაზე № 70 (იხ. ნ. მარრის წინასწარი მოხსენება სინას მთაზე მოგზაურობისა, გვ. 42 და მისივე, ისტორიული მიმოხილვა ძველი ქართული ეკლესიისა, ცერკოვნია ვედმოსტი 1907 წ. №3, დამატება. გვ. 141-142; კეკელიძე, ძველი ქარ. ლიტ. I, გვ. 230, 320). მაკლერის კატალოგში ხელნაწერი სვინაქსარად არის ცნობილი.

№6 (ძველი ფონდით 18)

საგალობელი მარტის თვისათვის, დაწერილია ეტრატზე ნუსხახუცურით, ერთ სვეტად, პატარა ტანისა in 16 , თავში აკლია ერთი რვეული ანუ 8 ფურცელი, აკლია ბოლოშიც, უკანასკნელი რვეული მეთვრამეტეა, სრულია. ტექსტი მოყანილია 25 მარტამდის, დაცუია 138 ფურცელი. საგალობლები სრულად არის წარმოდგენილი მარტის ოთხიდან ოცდახუთამდის. ხელი მე-12-13 საუკ. არის. ალ. ხახანაშვილის დროს არ უჩვენებს. ფრანგულს კატალოგში ნაჩვენებია მე-17 საუკ.
დასაწყისი ტექსტისა: . . . გლ-ბით შევასხმიდეთ. რ-თა დაწუჱს უღთ-ბისა ნივთი ღ-ის მსხრ-ბით. და იგი გ-ნნთლებ-ნ ყ-ა ს-ფლსა. ღ-თივ შ-ნრ-დ. ვ-ა მნათობნი ყ-დ ბრწყინვლენი. ბოლო: რ-ჩმდა. სახედ აღივსო ცუარითა. საწ-მისი გედეონისი. თჳნიერ ჰერთაჲსა. და კ-დ სამნი ყრმანი. სახედ ჩ-მდა დაიცვან საჴმლ-მნ. და აწ. განწმენდილითა. ს-ლითა. . .

№7 (ძველი ფონდით 20)

ს ა გ ა ლ ო ბ ე ლ ი ი ვ ლ ი ს ი ს თ ვ ი ს ა (და არა ივნისისა, როგორც უჩვენებს კატალოგი), ეტრატზე ნუსხახუცურით, ერთ სვეტად, შეიცას 61 ფურცელს in 4 პატარა ფორმატისა. თავში და ბოლოში აკლია. ტექსტი იწყება 8 ივლისიდან, თავდება 31 ივლისით, მაგრამ დღეს საგალობელნი სრულად არ არიან დაცული. ეს ხელნაწერი ნაწილია დიდი ხელნაწერისა, რომელსაც თავში აკლია 23 რვაფურცლიანი რვეული, იწყება 24-ე რვეულიდან, ამ რვეულს თავში აკლია ერთი ფურცელი. უკანასკნელი რვეული ოცდა მეთერთმეტეა, რომელსაც აკლია ბოლოში ორი ფურცელი. ხელი მე-12-13 საუკუნის არის. დაბეჭდილ კატალოგში ნაჩვენებია მე-7 საუკ. 47-ე ფურცლის ნახევარია დაცული, მერმინდელი ხელით მინაწერი 58-ე ფურცელზე v. მე-14 საუკ. მხედრულით:
ამა: ყლთა: წამიდათ მდლითა: იოვანესა: და მშობელთა: მისთა: შეუნდავნ: ღთმან: ამინ: ამინ:
მე-59 ფურცელზე v. მე-13 საუკუნის მხედრულით:
ქ: პირველად; ცხოვრებაი: და: შემდგომად წამებაი: ყ-ლად ქებოლისა: და: სამგზის: სანატრელისა. . .

№8 (ძველი ფონდით 19)

ს ა გ ა ლ ო ბ ე ლ ნ ი ი ვ ლ ი ს ი ს თ ვ ი ს ა. ეტრატზედ, ერთ სვეტად ნუსხახუცურით 4 , შეიცავს 102 ფურცელს. ტექსტი იწყება ირველი ივლისიდან და თავდება 31 ივლისით, მაგრამ უკანასკნელი დღის ტექსტი დამთავრებული არ არის, ცოტა აკლია, უკანასკნელ მეცამეტე რვეულს ერთი ფურცელი აკლია. ხელნაწერი მე-12 საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. დაბეჭდილ კატალოგში მე-17 საუკუნეა ნაჩვენები.
96-ე ფურცელზე r. მხედრულათ სწერია:
ქ: ადიდე: ღმერთო: ბატონი: კ-ოზი: დიასამიძე: იოვან.
69-ე v.-72 r. მოყვანილია საგალობელნი ბარალამ კავკასიელი-სჲ:
ივლისსავე ოცხა წი-სა ბარალამ კავკასიელი-სჲ: ა: გ-ი: გხ-ნნი საჭურველი პ-ტიოსნისა. ჯ-ა შეიჭურნე ნტ რო ბარალამ და მადლი, სლი-საჲ მოიღე და მტერთა მძლე იქმენ12. . .
31-ე ფურ. r.- 32 v. თ-ა ივლის-სა: თ: წ-სა ბაგრატ მოციქულთა სწორისა ტავრომანელთა. მღდლთ მძღ-რისჲ.

№9 (ძველი ფონდით 21)

თ ა რ გ ა მ ა ნ ებ ა ჲ მ ა თ ე ს ს ა ხ ა რ ე ბ ი ს ა ჲ ი ო ან ე ო ქ რ ო პ ი რ ი ს ა ჲ, ნათარგმნია ექვთიმე ათონელის მიერ. in folio, დაწერილია კარგ ეტრატზე ლამაზის ნუსხახუცურის ხელით, ერთ სვეტად. თავში და ბოლოში აკლია. დაცულია განმარტებანი 12 თავიდან 19 თავამდე. შიგადაშიგ ფურცლები აკლია, ტექსტი სახარებისა ზოგჯერ სინგურით არის მოყვანილი. ტექსტების შემდეგ, აქა-იქ, ტექსტისავე ხელით და სინგურით მხსენებულია ლეონტი მროველი. მაგალითად მე-11 ფურ. v.:
ქ-ე აკურთხე ს-ლითა. ლეონტი. მრუელ. ებისკოპოსი ა-ნ:.
34-ე ფური. r.: ლეონტი ადიდეო ო-ო ღ-ო.
65-ე ფურ. r.: ქ-ე მეუფე ყ-ლთა ს-უკნთო. დაიცევ ს-ლიერად და ჴორ-ციელად. ლეონტი მთავარ ეპისკოპოსი ან:.
116-ე ფურ. v. : ქ-ე ადიდე ლეონტი ა-ნ:
121-ე ფურცელზე ქვემოთ აშიაზე მხედრულად:
უფალო: შეიწყალე: ტფილელ: ყოფილი: ონოფრე: ერისთავი: ძე (sic). ონოფრე (ხელჩართულად)13.
ხელნაწერი ეკუთვნის მე-11 საუკუნეს. ამ საუკუნეში ცხოვრობდა ლეონტი მროველიც14. ალ. ხახანაშვილი დროს არ განმარტავს, არც ერთს მინაწერს არ უჩვენებს; მაკლერით ხელნაწერი ეკუთვნის მე-16-17 საუკ.

№10 (ძველი ფონდით 7)

ვ ე ფ ხ ი ს – ტ ყ ა ო ს ა ნ ი, in folio, დაწერილია ქაღალდზე მხედრულის ხელით მე-18 საუკუნისა, ყდა აქვს სპარსული რიგისა. შეიცავს 258 ფურცელს. ამათში 249 უჭირავს ვეფხისტყაოსანის ტექსტს თავის გაგრძელებით და გადამწერის ბოოსიტყვაობით. შემდეგ სამთავრიო (251-258), სხვადასხვა ლექსები (257-258); შემდეგ მრავალი დაუწერელი ფურცელია და ბოლოს ცალკე აღნიშნული სათვალავით 7 ფურცელი შეიცავს რიცხვების გამოხატვას ქართული ანბანით, ნაჩვენებია, რომელი ანბანი რომელ რიცხვს აღნიშნავს (ფ.2); სხვადასხვა ავადმყოფობის წამლის რეცეპტები (ფ. 3-4), შემდეგ თათრული ლექსეი მხედრული ასოებით დაწერილი (ფ. 5-7).
249-ე ფურცელზე v. გადამწერსს შემდეგი ბოლოსიტყვაობა აქვს:
ქ: ესე: ლექსი: აღმა: გარდმოწერა: რომ: არის: ბეჟოას ქალი(ა) ცოდვისაგან: ვიტანჯვი: იშველეთ; ვინც: ხართ: სომხის: შვილი ადრე: წავიდეთ: სამოთხეს: სემოვიხვეწოთ: მარიამის: შვილია და: ცოდვისაგან: მალ: ნუ: მომკლავს: ვიაჯი თუ. თვის:
დედის შვილია
ვახსენოთ დამბადებელი: ღ-მერთი: არსისაგან: ქებული
წამის: ხანს: შექმნა: ქვეყანა: არვისაგან: დაწუნებული
ადამ: და: იევა: დაიბადა. კაცთაგან: შედარებული
და: ანგელოზთ: დასი: შეამკო: ეშმაკი: შექმნა: ვნებული
და: ესე: წიგნი: არის: სამასი: რვა: არის: დაიწერა (sic):
შამახის: წიგნი: იანვრის. იე. გასულსა: ქ-კს ტჟ:.
წინანდელ წაშლილ ამოფხეკილ სიტყვებზედ სწერია ჯვარიანს სამკუთხედში:
ქ:. მე: ცოდვილი: ყაზანთ: ბეჟოას: ქალამა: დამიწერია: ვეფხის: ტყაოსანი: ვინცა: გამოასწრას: შენდობა: მითხრას: მე:
ქორონიკონი ნათლად დაწერილი ტჟ უდრის 1702 წელს. დაბეჭდილ კატალოგში ავტორს ასო ჟ ნი ზ-ად მიუღია და ამ შეცდომით აიხსნება, რომ ხელნაწერს 1619 წელს მიაკუთვნებს. რომ ხელნაწერი მეთვრამეტე საუკუნეს ეკუთვნის, ეს გარდა წერის ხასიათისა იმითგანაც ჩანს, რომ ქაღალდის ნიშანი, ფილიგრანი, წარმოადგენს ღერბს ორი ლომით აქეთ-იქით და ქვემოთ უზის ლათინური ასოები AJ, მეორე ფურცელზე ID.
ხელნაწერის პირველ გვერდზე არის იგივე წელი აღიშნული ოთხსტრიქონიან წარწერაში, რომელიც შემდეგ წაუშლიათ, მაგრამ ქორონიკონი ტ ჟ კარგად ჩანს. ეს წარწერა ტექსტისავე ხელით არის შესრულებული და შეიძლება საზოგადოდ მისი აღდგენა:
ქ:. დაიბადა: ქალაქდსა: ღამით (?) ფახოსა: ქალი(?):.
ელენე:. მარტისა:. ათი:. გასული:. დღე:.
ნავრუზჩი:. შავთიას: (?) დილას:. მთვარეს:
ექვსი:. გასული:. ქ-კს:. ტჟ):

ხახანაშვილსაც ქორონიკონი წინათ მოხსენებულ ტზ-ანად წაუკითხავს (1619), ლექსი და მინაწერები არ მოჰყავს.
ტექსტი ვეფხისტყაოსნისა ამ ხელნაწერში ძლიერ გარყვნილია, გადამწერი სომხის ქალი ვერ ყოფილა დახელოვნებული ქართულში, ხელიც უშნოა. ამიტომ სამართლიანად მიუწერია ვიღაცას პირველ გვერდზე წიგნისა: დიაღ ცუდი ვეფხისტყაოსანია. არც მეთვრამეტე საუკუნეში ყოფილა მოსაწონი ეს ვეფხისტყაოსანი: 112-ე ფურცლის აშიაზე v. მერმენდელის ხელით ასეთი მინაწერია:
მე. იოანემ. სარდლის. შვილმა. ვნახე. მინდა. მეყიდა. და. აღარ. ვიყიდე. 1723. იოანე (ხელჩართულად 113-ე ფურცელზე).
ამრიგად, ეს ვეფხისტყაოსანი გადაწერილია შემახიას უვიცი სომხის ქალის იერ 1702 წელს.

№11 (ძველი ფონდით 24)

ნაკლული ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ოს ა ნ ი ვახტანგის მიერ დაბეჭდილი ტფილისში 1712 წელს. ყველა ნაკლული ტექსტი შევსებულია ხელნაწერით ლიბერ ქაღალდზე, ნუსხა ლამაზის მხედრულით in folio, ქართული ტყავგადაკრული ყდით. სულ 172 ფურცელი, უმეტესი ნაწილი ხელითაა ნაწერი მე-19 საუკუნი დასაწყისში. ბოლოს უწრია:
სრული იქმნა წიგნი ესე ყ-ის ზნეობაებით სავსე, რომელიც ივერიელთა შ-ს იპოებიან. დემეტრე (ეს სიტყვა ჩართულათ სწერია).

№12 (ძველი ფონდით 8 )

ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი in 4 , გაკრული ნუსხა მხედრულის ხელით, ლიბერ ქაღალდზე, შეიცავს 120 ფურცელს, უბრალო კარტონის ყდაში, გადაწერილია 1811 წელს, რაც ჩანს ბოლოს მინაწრიდან: დიდება ღთ-სა ყ-ლთა მასრულსა:
სრულ იქმნ ჴელითა იოანე ილღუზის ძისათა: -
აპრილის 21. წელს 1811.
ფრანგული მინაწერი წინა ფურცელზე უჩვენებს, რომ ხელნაწერი შეუწირავს ბიბლიოთეკისათვის გამბას 17 ნოემბეერს 1824 წ. გამბა საფრანგეთის კონსული იყო ტფილისსი.

№13 (ძველი ფონდით 9)

ო მ ი ა ნ ი ა ნ ი ანუ ამბავი პირველი ტარიელის შვილის სარიდანის ძის ომიან ჭაბუკისა, რომელიც ამბავი ესე ზედ მოების ამბავსა ვეფხის-ტყაოსნისა, ლექსად და პროზად.
მხედრული ხელნაწრი in 4, 20,5X16 სანტ. დაწრილია ქაღალდზე მორგვალო მხედრულით, შეიცავს 19 ფურცელს, ყდა კარდონისაა, მიხაკისფერ ტყავგადაკრული, სრულია, გადაწერილი დავით რექტორის მიერ 4 თებერვალს, 1782 წელს. სათაურები წითლურით არის ნაწერი. ბოლოში შემდეგი ლექსები და ბოლოსიტყვაობა არის დავით რექტორისა:
ჩემი თქმული შაირი მაჯამად. და თავად კიდურ-წერილობადვე. ჩემივე სახელი დავით:
დანკოდარი სევდითა, გული რა დილეგს იგება:
ვიზრახე მუნით აზატმან, წყლულო ჭირს ქვერად იგება:
ისრით ნაკრავსა სჯეროდი, კვლავ ლახვარს გულს ნუ იგება:
და თვალთა ნუ იდენ ცვარებსა, იგივე დღე შნდა იგება:
ესეცა მისებრივი არს მაჯამა. და კიდურ-წერილობად.
სახელი ჩემივე დავით.
დასაწყისის მქონე სჭმუნავ, სოფლისთა მომკლეს მანათა:
ვის მისცნა გაუმწარებლად, შვებანი ან ცხრა მანათა:
ისწავენ გაქვსვე დასასრულ, დაგიშთენ ოქრო მანათა:
და თლილთ სპეკალთ დღეს შენ ოხრება. ხვალ მე მომცნა მა-
ნათა:
ამის წიგნისა მხილველთა: და მკითხველთა. ჩემ მცირისა ალექსის ძის დავითისაგან. ესრეთ მორეგეხსენნესთ:
ამის კითხვა. ჩემგან ვიცი რომენ. სათანამდებო არაა. არამცა აღწერა. და ეს გვარსა ბედითსა მსოფლიოთა ჰამბავთა ზედა დაშრომა. მარა სევდიანი საწოლთა ვსჯე ნუგეშთაგან ყოლე მოკლებული. ურვანი გულთა მიღამებდა და კაეშანთა განმრავლებანი ტყვე მყოფდეს სოფელსა არა ვემდუროდი. მარა უბრალოდ დასჯასა ჩემსა ვკვირობდი. და ესეცა სოფლისაგან, რომენ არცა მე მიტევა თვისისა მზაკვრისა მშვილდისაგან მტერობის ისარ განწონასა მიუცილებელი. მარმენიოსმან ჩემმან დამსვა საგანად: და ესდენთა ჭირთა განმრავლებამან. საპყრობილეთგან შემდგომად გამოსვლამან ესე აღმაწერინა. ცუდად ჯდომას ცუდი შრომა ვირჩიე:
ე გ რ ე თ ვ ე ჭირთაცა შინა ვხადო და მიხსნნეს და მასვე სრულიად უცნაურსა დ არა სრულიად უცნაურსა ღ-თსა დიდება:
ს რ უ ლ იქმნა ძალითა ღ-ისთა: თთვესა. ჶებერუალსა. რიცხუსა 4. წელსა. სიტყვისა ღ-ისა: 1782.
დავით (ჩართულათ).
მაღალ კეთილ-შობილი. ალექსის ძე რეკტორი დავით:
გამართულია. დასაწყისი:
დიდება შენდა დიდება, ღ-თო ყოვლისა მპყრობელო
ჩვენ უღირსთაგან უცნობო, ენითა მიუთხრობელო.
ტექსტს წინ უძღვის ცალკე ფურცელზედ ფერადებით დახატული ერთი ლამაზი სურათი სპარსული ყაიდისა, რომელიც შეიცავს ჩვენის აზრით მისრეთის ჴელმწიფის ალიექბარ მეფისაგან თავისის ასულის ბურნა მელიქ ჴელმწიფედ დასმის გამორჩევას. წარმოდგენილნი არიან: ხელმწიფე ტახტზე ფეხმოკეცილი, მის წინ სავაძელში მისი ასული, აქეთ-იქით ორნი წინამდგომნი ფალავანნი, ქვემოთ მეჩონგურე და მერიქიბე ტაბაკით ბრეწეულების (?) მიმრთმევი.
ტექსტის დასაწყისში ფერადებიანი ”ზასტავკა” არის.
პირველ გვერდზე სურათიანი ფურცლისა წარწერაა მხედრულით:
წიგნი ესე ეკუთვნის ვიკტორ ლიტელიეს.
აღწერა ამ ხელნაწერისა ნახე ბროსეს N. J. As. t. XIV.

№14 (ძველი ფონდით 10)

მ ი რ ი ა ნ ი, მხედრული ხელნაწერი, in 4, დაწერილია ქაღალდზე გაკრული ნუსხა მხედრულით, შეიცავს 32 ფურცელს, კარდონის ყდით, პირველ გვერდზე უწერია:
წიგნი ესე ეკუთვნის ვიკტორ ლეტელიეს. ტექსტის დასაწყისს ”ზასტავკა” ყვავილების ფერადებით შესრულებული.
სათაური: ქ: ამბავი პირველი თავი. დასაწყისი. ჩინეთის ჴელმწიფისა. ამა წიგნსა ეწოდება მირიანი.
სათაურები ნაწერია წითლურით. ფილიგრანი ქაღალდისა: გვირგვინი ვენასიხ ტევნით ქვემოთ.
ტექსტის დასასრულს მარცხნივ და მარჯვნივ წითლურით ნახატავი ორი ვარსკვლავის მსგავსი ყვავილია და ირგვლივ წარწერა აქვს: მარცხნივ: ქ. აღიწერა. მირისა. და ნომი. ავთამის. წიგნი. სამსა. დღესა. (მარჯვნივ): და ამისთვის. ვერა. რაი. კაი: ჴელი. იქმნა. თებერვალს (ი- ზ). ქ-კს: უნჱ:(=177015).
პირველ ფურცელზედ ხელნაწერისა ორი ლექსია:
ქ: გიწერს ბრძენი შვენიერად. უმსგავსოსა საქმეს მოვლად.
რას მაშიყობ ვისსა ვისი, მეცნი მბრძნობენ ძველსა პროვკად.
ტრფიალების მდრანჯვნელობით: ყვავი ვარდზედ. ნუხარ მროვლად.
და შენებრ მსგავსთა ელაციცე. მათთა ბაგეთ. იყავ მლოვლად:
ქ: იგი არის საწყინო. გულისა გასაგმირალი:
უჴამსად ქცევა მიდამოდ. ჰყავს საყვარელი მტირალი:
სურან ერთ ოდენ სხუად არად. მუხთალ არს გულ მწირალი.
თვალთა რად ჰფარავს ფიცებით იგი არს მისდა მზირალი.
მეორე გვერდზე პირველი ფურცლისა ექვს ტაეპოვანი ლექსია კიდევ უშნო მხედრულით შემდეგ მიწერილი, უმნიშვნელო და ულაზათო.
ბროსეს აღწერა ნახ. N. J. As. t. XIV. გვ. 240-241 და t. XVI აგრეთვე Bul. de l’Acad XXIV, გვ. 296-297.

№15 (ძველი ფონდით 11)

ბ ა რ ა მ ი ა ნ ი, in 4, დაწერილია ლექსად გაკრული მხედრულით, 83 ფურცელი. ყდა ხისაა შავტყავ გადაკრული ზედ ჩაღრმავებული სახეებით, სათურები წითლურით. ეს ბარამიანი გალექსილია ონანა მდივანის მიერ 1726 წელს ასტრახანს, ხოლო ჩვენი ხელნაწრი გადაწერილია მისი დედნისაგან 1769 წელს, 6 ოკტობერლს და
გამრთულია (შესწორებულია) დავით რექტორის მიერ 1788 წელს, ყველაფერი ეს ცხადად ჩანს ბოლოსიტყვაობიდან და წიგნის ბოლოს მინაწერებიდან. არ არის მართალი ვითომც ხელნაწერი გადაწერილი იყოს დავით რექტორის მიერ, ეს დავირ რექტორის სახელი არ არის, ხოლო მისი ხელით არის დაწერილი 82-ე ფურცლის ბოლოს (recto) შემდეგი ფრაზა:
ქ: ეს ბარამიანი. მე. ალექსის ძემ დავითმან. გავმართე.
ქ-კს უოვ. თიბათვის: თ:
ონანა მდივნის ავტოგრაფი ბარამიანისა მე აღწერილი მაქვს დაწვრილებით (იხ. აღწერა წერა-კითხვის ხელნაწერებისა, რუსულ ენაზედ, ტ.I, გვ. 532-540). ზემოხსენებული ხელნაწერი იმეორებს ყველა ცნობებს და მინაწერებს ავტოგრაფისას, გარდა მრავლის ანბან-ქებისა, რომელიც ყოველ გვერდზე აქვს დამატებული დედანს პირველ ნახევარში ხელნაწერისა. აგრეთვე ჩემს შრომაში სრლად არის წარმოდგენილი ყველა სხვა ხელნაწერის აღწერა ბარამიანისა (გვ. 541-562). ამიტომ აქ უკვე ცნობილს მინაწერებს აღარ ვიმეორებ. თარიღი აღნიშნულია ხელნაწერში ხუცურის ასოებით:
სრულ იქმნა ოკტომბრის: ვ: ქ-კს. უნზ: (=1769).
პირველ გვერდზე ხელნაწერისა სხვადასხვა ხელით სწერია ცნობილი ლექსები: ყაფლანიშვილის საბასი (საბა ორბელიანის), არჩილ მეფისა, ვახტანგ მეექვსისა, სხვათა შორის მისი გამოცანა:
ორსა ბროლისა ბურთს შუა შიგანუფასო თვალია,
იაგუნდისა აუზი მაშინგან ვარდის წყალია,
გარშემო ჭალა ავლია, ვერ დასწვავს ნაპერწკალია
და ყველა მაზედან ვარჯიშობს მეფე და ჯართაც ჴმალია.
ამას შემდეგ ანახანუმის ლექსი:
ანისახანუმის ნათქუამი, ვჰგონებ სანატრელს ცხებულს საქართველოს მეფეს თეიმურასზედ:
ორნო ლომურდ შეყრილნო, ტანო წერწეტო და შალო,
ქიშმინი მისად სახუჱვლად ვით ორბი მხრე განაშალო,
ფერად ბედისა ჩემისა პირ ქუფრად მიმონაშალო
და დამცა იშლები ვინც ჩემი და მისი შეყრა დაშალო.
ამას შემდეგ არის ანჩინური სამალავადი ანბანის ახსნა-განმარტება, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ (გვ. 4).

№15 (ძველი ფონდით 11)

ა ლ ზ ი რ ა ა ნ უ ა მ ე რი კ ე ლ ნ ი, ტრაღედია.
მხედრული ხელნაწერი ლურჯ ქაღალდზედ, in folio, კარდონის ყდით, 35 ფურცელი, ფილიგრანს ქაღალდისა უზის ფიცარი 1819 და სურათი ორთავიანი არწივისა, და ასოები:
ჶ, D, R. პირველ გვერდზე მინაწერი:
წიგნი ესე ეკუთვნის ვიკტორ ლეტელიეს.
სრული და უნაკლო ეგზემპლარია, გადაწერილია XIX საუკუნის 1819-1830 წლებში.

№17 (ძველი ფონდით 4)

ლ ე ქ ს ი კ ო ნი საბა-სულხან-ორბელიანისა, in 4, მოლურჯო ქაღალდზედ ნუსხა გარკვეული მხედრულით, პირველი ასოები ხუცურად არის ნაწერი თითოეულის სიტყვისა, 322 ფურცელი, ხის ყდით შავტყავგადაკრული, ზედ გამოსახული ყვავილებით და ფიგურებით.
ქაღალდის ფილიგრანს სხვათა შორის უზის 1809 წელი. წიგნის ბოლოს ტექსტის ხელის წერია:
დიდება სულსა ყ-დ წმიდასა ღ-თს სრულ მყოფელსა ყ-თასა, სრულ იქმნა ჴელითა იოანე იალღუზისა ძისათა. წელსა 1812: ხ- თქ-ნ კეთილ-გულის-ჴმის მკითხნო, გ-ბით რათა ლოცვით და სიყვარულით არა დაიცონოთ (sic) სულითა მოჴსენებაჲ ჩეისა უღირსებისა.
ბოლოში ხელნაწრს დართული აქვს ჩვეულებრივი ბიოგრაფიული ცნობები საბაზე, მისი და სხვების ლექსები; შემდეგ მოჴელენი საქართველოსანი ქართული და თათრულ-სპარსული სახელებით ნუსხვა ავი დღეებისა, ზოდიაკოს ნიშნებისა და სხვა. ყდას შიგნით აწერია:
წიგნი ესე ეკუთვნის ვიკტორ ლეტელიეს.
ხელნაწრი წინათ ციციშვილების საგვარეულოს კუთვნილება ყოფილა და მათი ოჯახის წევრების დაბადება და გარდაცვალება არის მრავალ ადგილას აღნიშნული ხელნაწერის თავსა და ბოლოში:
თავადის დავით ციციანოვის ძე ზაქარია დაიბადა 1803 წელსა სეკტემბრისა 8 დღესა.
ამისავე მეორე შვილი იერონიმე დაიბადა 180 (sic), წელსა, დღესა და ამასვე დღესა გარდაიცვალა.
ამისსავე ძე იესე დაიბადა 1807 წელსა მაისის 26 დღესა. გარდაიცვალა 1812 წელსა.
ამისვე ძე იოანე დაიბადა 1810 წელსა თვესა თებერვალსა 13 დღსა და გარდაიცვალა 1812 წელსა. . .
ამისივე ქალი დარია დაიბადა 1814 წელსა სეკტემბრისა 4 დღესა.
ამისივე ძე სარდიონ დაიბადა 1816 წელსა ოკტომბრის 13 დღესა პარასკევსა, დღისა ჯამსა 6 მეექვსესა სოფელს ქარელში.
1809 წელსა აგვისტოს 12 დღესა მაიორის თავადის დავით ციციანოვის პატ[რე]თი დაიხატა ტფილისს.
1820 წელას აპრილსა 14 დღესა ოთხშაბათს რომელი თხუთმეტად და ხუთშაბათად გასთენდებოდა შუაღამისა პატარა მიხაილ დაიბადა თავადის მაიორისა ციციშვილის დავითის ძე ქალაქსა გორში.
1813 წელსა თებერვლის ი, კვირე დღესა თავადის დავით ციციშვილის პატარა შვილი გიორგი გარდაიცვლა.
1814 წელსა სეკტემბრის 4. . . დაიბადა დავით ციციშვილის პატარა ქალი დარია.

№18 (ძველი ფონდით 15)

ღ რ მ ა ტ ი კ ა დავით ბატონიშვილისა, შედგენილი 1790 წელს ქალაქ ტფილისს. მხედრული ხელნაწერი, ლიბერ ქაღალდზედ, 81 ფურცელი, მდიდრულ მაროქენის ყდით, პარიზში გაკეთბულის, in 4 პატარა ფორმატისა, ხელი სტამბური მხედრული ლამაზია, სათაურები და მეთაური ასოები ასომთავრულია. პირველ ფურცელზედ ბატონიშვილის თეიმურაზის ხელით შემდეგი წარწერაა:
ღრმატიკა ესე, ვინაჲდგან არს ქართულსა ენასა შ-ა ურჩეულესი ამისთჳს. უძღვნი დიდებულსა პარიჟის ყ-დ ბრძენს მეაზიელესა საზოგადოებასა. რათა წევრნი მისნი ქართულისა ენისა მეცნიერნი სარგებლობდენ ამით:
უუპატივცემულესად სრულიად ზემოჲსა საქართველოჲსა და სხვათა მეფის გიორგი მეათცამეტის ძე თეიმურაზ.
ქვემოთ ამ სიტყვების თარგმანია ფრანგულად ბროსეს ხელით მიწერილი. ხოლო ზემოთ ფრანგულად წერია:
Ce livre appartient a la Societe Asiatique de Paris.
Ce livre est le premier exemplaire, qui a ete compose pour ce raison, je ne l’ai pas donne a copier.
სათაური წიგნისა: დავითის მიერ დავითიან პანკრატოვანისა ირაკლი მეოირსა პირმშო ძისა გიორგის პირმშოს ძისაგან ჴელ-ხებაჲ: წელსა. ჩღჟ: ხ-ქართულსა ზედა უოჱ; სამეუფოსა ქალაქს ტფილისს.
წინასიტყვაობაში თავის შრომას დავითი უძღვნის ირაკლი მეორეს. ბოლოს დავითის ხელით რამდენიმე ტერმინია მოყვანილი რუსულად (მაგრამ ქართული ასოებით) და ქართულის თარგმანით, რომლის ბოლოს თეიმურაზის ხელით წერია:
ეს მეფის ძის დავითის დასახსომებლად ყდაზე მოეწერა ამ ადგილს, თვით მისის ჴელით. და ამისთვის აღარ წავშალე.
ეს წიგნი ერთი საუკეთესო ეკზემპლარია დავით ბატონიშვილის ღრამატიკისა, თვით დავითისავე ნაწონი; ქაღალდის ფილინგრანთა შორის 1788 წელი ჩანს. ხელნაწერი მე-18 საუკუნის დასასრულს ეკუთვნის და თუმცა თვით დავითის ხელით არ არის გადაწერილი, მაგრმ მისი ზედამხედველობით არის ნაწერი, მისი ხელის წარწერები აქვს და ავტოგრაფს უდრის.

№19 (ძველი ფონდით 7 bis)

ს ა მ ო ს წ ა ვ ლ ო ღ რ მ ა ტ ი კ ა, in 4, ლურჯ ქაღალდზედ უშნო გაკრული ნუსხა მხედრულით და ასომთავრული სათაურებით და მეთაური ასოებით, კარდონის ყდაში, 23 ფურცელი, XIX საუკუნის პირველი ნახევრისა, უმნიშვნელო ხელნაწერი.

№20 (ძველი ფონდით 13)

ქ ა რ თ ულ ი ს ა მ ო ს წ ა ვ ლ ო ღრ ა მ ა ტ ი კ ა; მხედრული ხელნაწერი, in 4, ლურჯ ქაღალდზე, მომრგვალო ხელით, სათაურები და მეთაურები ასომთავრულით, 52 ფურცელი, ეს ისეთივე ღრამატიკა არის, როგორც №19, ხოლო უფრო სრული და კარგი ხელით გადაწერილი, მე-19 საუკ. დასაწყისისა.

№21 (ძველი ფონდით 14)

ლ ო ღ ი კ ა ანტონ კათალიკოზისა, ლურჯ ქაღალდზე, მხედრულის ხელით და ხუცურის სათაურებით, მე-19 საუკ. პირველის მეოთხედისა; ქაღალდის ფილიგრანი უჩვენებს 1807 წელს, კარტონის ყდით, 75 ფურცელი, წინასიტყვაობაში ჩამოთვლილია ფილოსოფიის დარგები, და შემდეგი შიცავს ლოღიკის ტექსტს, რომელიც შვიდ თავად არის გაყოფილი. ბოლოს უწერია: დასასრული პირველი ნაწილისა, ეს პირველი ნაწილი ფილოსოფიისა შეიცავს მაშასადამე ლოღიკას. უფრო დაწვრილებით ამის აღწერა იხ. ალ. ხახანაშვილი. მ ო ა მ ბ ე №24, გვ. 15-16.

№22 (ძველი ფონდით 16)

შ ე მ ო კ ლ ე ბ უ ლ ი მ ო თ ხ რ ო ბ ა ქართული ისტორიიდან შედგენილი მეფის გიორგის მეთორმეტის ძის თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ დეკემბერში 1832 წელს პეტერბურგს, ავტოგრაფი თვით თეიმურაზისა, ლამაზი მხედრული ხელით დაწერილი, მშვენიერი ოქროს ვარაყიანი ყდით, 180 გვერდი. საქმე ის არის, რომმარ. ბროსსეს მიუწერია თეიმურაზისათვის წერილი პარიზის სააზიო საზოგადოების სახელით და უთხოვია ცნობები: რაოდენნი მეფენი იყვნენ საქართველოში გიორგის სახელით და რომელს ჟამს და კიდევ ვახტანგ მეფე, ლეონის ძე, მერამდენე ვახტანგი იყო გთხოვთ გვაუწყოთო. აი ამის საპასუხოდ თეიმურაზი უძღვნის სააზიო საზოგადოებას ამ შემოკლებულ მოთხრობას შემდეგის თავაზიანი წერილის წინ წამძღვარებით. მოგვყავს ეს შესავალი:
ფრანციელთ ერთ დიდებულისა სამეუფოსა ქალაქს პარიჯის ყოვლად ბრძნისა მეაზიელისა მიმრთ საზოგადოებისა: -
მიძღვნების შრომილი ესე სახსოვრად საზოგადოებისა მის: და პატივისცემისათჳს ღირს შსახებულისა სიბრძნისა მოყარების მათისა: მამულისა ჩემისა ენასა ზედა აღწერილი, გამოკრებული სხვათა და სხვათ აღწერილთაგან საქართველოს ისტორიათასა, ორთა ამათთჳს შემეცნებათა ქვემორე ამისსა, მცირესა ამას შინა წიგნსა აღწერილთა: უღრმესითა პატივის ცემითა უმდაბლესად. უმწვერვალესის მგრძნობელობით მძღვნობელი. ზემოჲსა ივერიისა (ესე იგი ზემოჲსა საქართველოჲსა) და სხვათა: მეფის გიორგის ძე თეიმურაზ:-
აღიწერა სამეუფოსა ქალაქსა შინა სანკტპეტრე-ბურგს: -
ბოლოს უწერია: სრულ იქმნა შემოკლებული ესე მოთხრობანი ყოვლითურთ ნამდვილთაგან საქართველოჲსა ისტორიათა და მოთხრობათაგან სხვათა და სხვათა აღწრილთაგან გამოკრებული: წელსა ქ სით 1832-სა ქართულსა ქ-კს: მეათოთხმეტისა მოქცევისასა 520-სა: თვესა დეკემბერსა:-
მოთხრობა ფაქტიურად დამყარებულია ქართლის ცხოვრების და ბატონიშვილ ვახუშტის ცნობებზე. ამ მოთხრობის ცალი ტფილისში მოიპოვება.

№23 (ძველი ფონდით 6)

ეგრეთ წოდებული ქ ა რ თ უ ლი ხ რ ო ნ ი კ ა, Chronique Georgienne, რომელიც გამოცემულია პარიზში სააზიო საზოგადოების მიერ, ბროსეს თარგმანით და შენიშვნებით, ტესტი გამოცემულია ლიტოგრაფიის საშუალებით და დამზადებულია 1829 წელს, ხოლო თარგმანი და საერთოდ წიგნი გამოვიდა 1830 წელს. სთაურად ამ გამოცემას უწერია: ცხოვრება საქართველოისა. Chronique Georgienne, traduite par. M. Brosset jeune, მაგრამ ხელნაწერში ტექსტს არავითარი სათაური არა აქვს და პირდაპირ იწეყება სიტყვებით: ’ქორონიკონსა: ჲ-ა:. თურქნი მოვიდნენ მეფე გიორგი მკლეს”. . . და სხვა. დაწერილია კარგ ქაღალდზე in 4 ლამაზი სტამბურის მხედრულით მე-18 საუკუნისა, შეიცავს სულ 96 დაწერილ ფურცელს, თავში ორი ფურცელი დაუწერელია, ბოლოში ექვსი. ადგილ-ადგილ ტექსტში სიტყვები და სტრიქონები წითლურით არიან ნაწერნი, ზოგჯერ ტექსტში ცარიელი ადგილბია დატოვებული თითქოს წითლური სიტყვების და სტრიქონების ჩასაწერად, მაგრამ ადგილები დარჩენილია შეუვსებლად, მაგალითად 251-ე და 26-ე გვერდებზე verso სათვალავი აღნიშნულია რვეულებზე, რვეულში 8 ფურცელია, სულ 13 რვეულია. ქაღალდის ნიშანი, ფილიგრანი, სხვათა შორის შეიცავს გვირგვინს. ამ არაჩვეულებრივ ხელნაწერში არც შესავალია, არც ბოლოსიტყვაობა, არც გადამწერი ჩანს, არც ამ კომპილეატური ტექსტის შემდგენელი, არც რაიმე შენიშვნა მოიპოვება. ამ ხელნაწერის ცალი მარტო ერთი მოიპოვება საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგდოების ბიბლიოთეკაში, მაგრამ ის გადაწერილია ეჭვს გარეშე ჭროსეს გამოცემიდან და ამიტომ მნიშვნელობას მოკლებულია. შესწორებული მეორე ფრნგული თარგმანი ბროსესი 1841 წლისა მოთავსებულია პეტერბურგის აკადემიის მემუარებში, მე-6 სერია,

№24 (ძველი ფონდით 5)

კ რ ე ბ უ ლ ი ქ ა რ თ ულ ი ს ა მ ა რ თ ლ ი ს ა ვ ა ხ ტ ა ნ გ მე ფ ი ს ა ქაღალდზე, in folio, ხის შავტყავგადაკრული ყდით, ნუსხა მხედრულით ნაწერი, სრული, შეიცავს 282 ფურცელს: ბოლოს უწერია: აღმვწერე (sic) მოქალაე მოსესის ძე ტიტულიარნი სოვეტნიკი ნიკოლოზ ბაღინოვი ანბანის რიგით შედგენილი (1-8 ფურ.), მას მოსდევს კიდევ მეორე შედარებითი სარჩევი (19-54), რომელიც შედგენილი ყოფილა 1750 წელს მეფე თეიმურაზ II ბრძანებით, შემდგენელი ამ მეორე სარჩევის თავის სახელს წინასიტყვაობაში (ფ. 18 verso) არ იხსენიებს. ტექსტის რიგი ასეთია: სამართალი ბერძნული (65-119); – სომხური (121-211); – კატალიკოსთა (212-214); ძეგლის დადება მეფეთ მეფის გიორგის მიერ (215-221), სამართალი აღბუღასი (223-241), სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა (242-282). ეს ხელნაწერი, 1823 წელს ნიკოლოზ ბაღინოვის მიერ გადაწერილი, შეუძენია საფრანგეთის კონსულს ტფილისში გამბას და დაუთმია პარიზის საკოროლო (ახლა ნაციონალური) ბიბლიოთეკისათვის იანარში 1825 წელს, რასაც მოგვითხრობს ფრანგული წარწერა. მთელი ტექსტი ამ ხელნაწერისა მ. ბროსეს გადმოუწერია თავისთვის; წერა დაუწყია 23 დეკემბერს 1828 წ. და დაუმთავრებია 27 თებერვალს 1829 წ. ბროსეს მიერ გადმონაწერი ეს ხელნაწერი ჩვენ მოგვეპოვება ახლა ტფილისში წერა-კითხვის მუზეუმში№3682 და აღწერილია ჩემ მიერ (იხ. ჩემი აღწერა წერა-კითხვის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა, ტომი II, გვ. 617-618) და ამიტომ აქ საჭიროდ არ მიმაჩნია გავიმეორო წინასიტყვაობა შედარებით სარჩევის შემადგენლობისა16. აგრეთვე მე აღწერილი მაქვს ყველა კრებული ქართული სამართლისა და თვით ვახტანგის სამართლის ცალებიც, რომელნიც მოიპოვებიან ტფილისის მუზეუმებში (იხ. ხსენებული აღწერა, ტ. II, გვ. 614-671), ამათში ერთი ხელნაწერი №3066 გადაწერილია 1809 წელს იმავე ნიკოლოზ მოსესის ძის ბაღინოვის მიერ, რომელსაც ზემოხსენებული ხელნაწერი გადაუწერია, ხოლო მაშინ გადამწერი ყოფილა კოლესკის რეღისტრატორი (იქვე. გვ. 616).
№25 (ძველი ფონდით 22)

წ ე რ ი ლ ი ი მ ე რ ე თ ი ს მ ე ფ ი ს ს ო ლ ო მ ო ნ პ ი რ ვ ე ლ ი ს ა პ ი ო მ ე ე ქ ვ ს ე პ ა პ ი ს ა დ მ ი, მიწერილი 25 აგვისტოს 1779 წელს. წერილს თან ახლავს იტალიური თარგმანიც; ანწერია ნუსხა მხედრულით თვით სოლომონ მეფის ხელით. მოგვყავს სრულიად უცვლელი ტექსტი წერილისა თავის ნიშნებით, ხოლო სიტყვების გადასატან ნიშნებს ჩვენ ვუმატებთ17. წერილი ჩადებუია პატარა კონვერტში რომეზედაც აწერია;

მათს: უწმინდესობას; უფ-
ალს: ბატონ: პიო: პაპს
მეექვსეს: მირთვას: ესე
წიგნი.

მათს. უწმინდესობას პირ: პაპს. მეექვსეს: -
უწმინდესსა. და. უნეტარესსა. წმინდათა მოცი-
ქულთა ყოვლისა ქრისტიანობისა. განმა-
ნათლებელთა. პეტრესა. და: პავლეა. დიდისა: ს-
აყდარსა. და. პატრონსა: ეკლესიასა. ზედა:
მჯდომარესა. დიდისა. ქალაქისა. რომისა. მპყრო-
ბელ. განმგესა. ყოვლის. დიდებითა: აღსავსეს.
უფალს ბატონს. ჩვენ. მაგათი. ჟ-
ამ მარად. სამსახურისა. და. კარგად. ბრძანებ-
ის. წადიერი. სრულიად. იმერეთის: მეფეს ს-
ოლომონ. წმინდას. მარჯვენას. ჴელს. მთხვ-
ეუნას. მოვახსენებთ: ვიკითხავთ. მაგათის უწმი-
ნდესობის. მშვიდობის. ამბავს: ვითხოვთ, უფლისა: ჩვე-
ნისა. იესოს. ქრისტესაგან. გვეუწყოს: ამას: მო-
ვახსენებთ: მათს: უწმინდესობას: ჩვენ და: ჩვენი ქვეყა-
ნა: ყოველთვის. ბრძოლით. ურჯულოთაგან: დ-
იაღ. შეიწრებულია. რათა. მოხედოთ. სხვას. ამას:
მოგახსენებთ. ვედრებასა. ვყოფთ. წინაშე მათსა:
ორი: აქიმი: ასრეთი. გვიწყალობოთ. ყოვლის: ს-
ნეულების. ოსტატობის. მკურნალობით: სრუ-
ლი: იყოს: თავისის: წამლებით. და. რიგით. სტომაქი-
ს. სნეულების. თიაქრის. ჩამოსულის: თუ. ჩამოუ-
სვლელს. კარგად. იცოდეს. თქვენეულად. თქვენ:
რომ: გეკადრებათ: ერთი. სათიც. კარგი. გვიბოძ-
ოთ: ბატონო: აღიწერა, თვესა აგვისტოს: კე: ქ-კს: უჲზ:
ბეჭედი
№26 (ძველი ფონდით 23)

ს ა მ დ ი ვ ნ ო წ ი გ ნ ი, in folio დიდი ფორმატისა, დაწერილია ქაღალდზე თავში სტამბურის მხედრულით, ბოლოში ნუსხურის მხედრულით, შეიცავს სულ 70 ფურცელს. ძველი ყდა უხეოდ ტყავის არის ჩაღრმავებულის სახეებით. შიგნთ სპარსული მატერია აქვს გაკრული. შემდეგ ხელნაწერი მოქცეულია ახალ კარტონის ყდაში. ხელნაწერი ეკუთვნის მე-18 საუკუნეს. სამდივნო წიგნი არის საზოგადოდ კრებული ნიმუშისა ანუ მოედელებისა სხვადასხვა დამწერლობისა, ყოველგვარი წერილებისა და სხვა. ასეთი წიგნები ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანია, ვინაიდნ ნიმუშები გამოგონილი კი არ არის, არამედ ნამდვილი წერილებიდგან გადმოღებული პირები. ამ ხელნაწერში მოქცეული წერილები ეკუთვნიან 1638-1730 წლებს. აქ სხვათა შორის არის წერილები იმერეთის მეფის ალექსანდრე მესამისა როსტომ მეფისადმი, მარიამ დედოფლისა, როსტომის მეუღლისა, ხონთქარის მურად მეოთხისა სეფე შაჰის მიმართ; წერილები ვახტანგ მეექვსისა და მისი ოჯახისა და სხვა. წერილებს ბროსეს შენიშვნები აქვს, რომელსაც ეს ხელნაწერი განუხილავს პეტერბურგში პარიზის ბიბლიოთეკის მინდობილობით, სულ III წერილის ნიმუშია წარმოდგენილი. საჭიროა ამ წერილების ცალკე გამოცემა. უკანასკნელ ფურცელზე მოყვანილია საყურადღებო ქართული ფულის ანგარიში:
ე-ერთი ფული
ი- ორი ფული
კ-ერთი ბისტი
ლ-ექვსი ფული
მ-ორი ბისტი
ნ-ერთი შაური
ნი-სამი ბისტი
ო-თოთხმეტი ფული
პ-ოთხი ბისტი
ჟ-თვრამეტი ფული
რ-ორი შაური
ს-ერთი აბაზი
ტ-ექვსი შაური
უ-ორი აბაზი
ფ-ათი შაური
ქ-სამი აბაზი
ღ-თოთხმეტი შაური
ყ-ოთხი აბაზი
შ-თვრამეტი შაური
ჩ-ერთი მინალთუნი
ც- ორი მინალთუნი
ძ – სამი მინალთუნი
წ – ოთხი მინალთუნინ
ჭ – ხუთი მინალთუნი
ხ – ექვსი მინალთუნი
ჴ – შვიდი მინალთუნი
ჯ- რვა მინალთუნი
ჰ- ცხრა მინალთუნი
ჵ – ერთი თუმანი.
მეორე გვერდზე დინარების სათავალავია ქართული ანბანის ცირების მიხედვით ა- ერთი დინარი, ბ- ორი დინარი (და სხვა, ღ-შვიდასი დინარი უკანასკნელია).
ზემოთ მოყვანილი ნუსხა ფულის ანგარიშისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მე-17-18 საუკ. სწორია და ეთანხმება ცნობებს საბას ლექსიკონისა, ვახტანგ მეფის სამართლისა და ევროპიელების მოგზაურობის, ტურნეფორისა, გჳლდენშტეტისა და სხვათა. უკნინესი ერთეული იყო ფული და აღინიშნებოდა ასო ე, შემდეგ ბისტი-(კ) შეიცავდა 4 ფულს, შემდეგ შაური-(ნ) შეიცავდა 10 ფულს ანუ 2 ½ ბისტს; შემდეგ აბასი-(ს) შეიცავდა ოთხ შაურს; შემდეგ მინალთუნი – (ც) შეიცავდა 5 აბაზს; შემდეგ თუმანი – (ჵ) შეიცავდა 10 მინალთუნს ანუ 50 აბაზს; ეს სათვალავი საფუძვლად დაედო ქართულ-რუსულ ფულებს, რომელიც იჭრებოდა ტფიისში 1804-1833 წლებში. შავი ფულები იყო ერთფულიანი (ე), ორფულიანი (ი), ოთხფულიანი (კ). თეთრი ფულები იყო ნახევარაბაზიანი (რ), ერთაბაზიანი (ს) და ორაბაზიანი (უ). რატომ ეწერა ფულზედ რიცხვი 5? გჳლდენშტეტის მოწმობით ერთჳ ფული იწონიდან 2 ½ დრახმ სპილნეძს, მაშასადამე, 5 იმის მაჩვენებელი ყოფილა, რომ ფულში 5/2 დრახმა სპილენძი ყოფილა. ამ ცნობაზე დამყარებით პროფ. ივ. ჯავახიშვილმა მშვენივრად გამოარკვია, რომ ფული აღრიცხვის და სისტემის ერთეულად მე-17-18 საუკ. ½ დრახმა სპილენძი ყოფილა მიღებული და თვით ვერცხლის ფულის ერთეულებისათვისაც საფუძვლად სპილენძის წონითი რაოდენობა მიუღიათ (იხ. მისი. ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, გვ. 27-30, 32-35).

ახლად შეძენილი ორი ხელნაწერი,
№27
ქ ა რ თ უ ლ ი ღ რ ა მ ა ტ ი კ ა შეთხზული ტფილისის საკეთილშობილოს სასწავლებლის მოძღვრის პროტოპოპის იოანე ქართველოვისაგან სახმარად მისივე სასწავლებლისა, 1809 წელსა, ტფილისს. დაწერილი ყოფილა ლურჯ ქაღალდზე, ახლა დაცულია ხოლმე განცალკევებული ფურცლები, ზოგჯერ ნაფლეთები, რომელნიც დაწებებულნი არიან ახალ ქაღალდზე და მოქცეულნი ყდაში, in folio დ.
წიგნს ჰქონაი ასთი წინასიტყვაობა:
წინა უწყება მკითხველთადმი.
თუმცა ცნობა კანონთა ღრამატიკისათა კმად აღწრილ არს განსუჱნებულისა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარხისა ანტონისაგან მის მ-რ ქმნილსა ღრამატიკასა შ-ა, გარნა ვინაჲთგან სივრცისა გამო მისისა არა ადვილ ძალ უშსთ (sic) ჰწავლად იგი მცირე წლოვანთა ყრმათა, ამისთ-ს და გულს მოდგინებისა ძლითაცა თანამდებობისა ჩემისადმი, ეგრეთვე სასარგებლოდაც ყრმათა თანამემამულეთ ჩემთათა დავჰ(შ)უჱრ შეთხზუასა შ-ა წინამდებარისა ამის წიგნისასა. ჴელ მყოფმან აღწერად ამისა ვიგულისმოდგინე მსგავს ყოვლად სისტემაჲ (სისტეპაჲ?) მისი როსსიულისა ღრამატიკისა თანა, ხ-სხუანი კანონნი ლექსთა წარმოებისა და ლექსთა თხზულებისანი დავჰზდე ყ-ნივე ესრეთნი, ვ-ა მოითხოვდა თჳსება ქართული ენისა. ამას შ-ა ხმარებულნი წოდებანი რ-ლთამე სიტყჳს ნაწილთ მდევართანი, ეგრეთვე განყოფილებანი მათნი და სხუანი, თუმცაღა არიან სახელდებულ ახლითა გუარითა, გარნა არა წინა აღმდეგად სხუათა ღრამატიკათა ქართულსა ენასა ზედა ქმნულთა, ა-დ მსუბუქ და უსრულეს ცნობისათჳს ხელოვნების ამის ყრმათა მ-რ როსიულისა ენისა მოსწავლეთა. ვჰსასოებ რ-ლ გულსმოდგინებული ამისდამი შემძლებელ იქმნების მოპოებად სარგებლობისა მცირისა ამის შრომისა ჩემისაგან. ხოლო უსრულესად მეცნავი ამის ხელოვნებისა. უკეთუ ჰპოებს მას შ-ა ნაკლულოვანებასა რასმე არა გიებულ მყოფს მე მისთ-ს, ა-დ თვით იმეცადინებს სრულ ყოფად მისსა.
პროტოპოპი იოანე ქართუჱლოვი.
პირველი რვა ფურცელი სულ ქართული ტექსტია, შემდეგ რუსულ-ქართულია, ქართული თარგმანია რუსული ტექსტისა. ბოლოში ხუთი თაბახი სულ მარტო რუსული ტექსტია.
სათაურები ასომთავრულით არის ნაწერი.
ალ. ცაგარელი ამბობს. რომ იოანე ბატონიშვილის წიგნების კატალოგში მოხსენებულია იოანე ქართველოვის ქართული გრამატიკა შედგენილი 1809 წელს, მაგრამ მას ეს გრამატიკა არ უნახავს (იხ. მისი შრომა რუსულ ენაზედ, ქართული გრამატიკის ლიტერატურისათვის, გვ. 39).

№28
სახარება, ოთხთავი, ხუცური ხელნაწერი თეთრ კარგ ეტრატზე, in 4, ხელი ნუსხახუცურია, გარდა მეთაური ასოებისა, რომელნიც ასომთავრულია. ყდა ახალი აქვს. თავში ორი ფურცელი ეტრატისა დაწერილია, ტექსტი იწყება ევსების ეპისტოლეთი:
ეპისტოლე ევსებისა კარპიანეს მ-რთ: აის შემდეგ ორ ფურცელზე ოთხი ფერადით შესრულებული კამარა არის. ყველა კამარების თავები შემკობილია ერთგვარი ყვავილებით, ფერადებია მწვანე, ოქროს ფერი და წითელი. ყველა თავს წინ მიუძღვის სათვალავი სახარებისა. სახარების ტექსტის წინ მახარობელის სურათია ფერადებით შესრულებული: წ-ჲ მ-თე, წ-ჲ მარკოზ მხრბ-ლი, წ-ჲ ლ-კჲ მახრბ-ლი, წ-ჲ ი-ნე მხრ-ბელი.
თითოეულს სახარებას მახარობელის სურათის წინ მიუძღვის სათაური სახარებისა. იოანე მახარობელი თვით არ წერს სახარებას, არამედ პროხორეს უკარნახებს. ზემოთ კუთხიდან უფლის მაკურთხეველი ხელი მოჩანს, მახარობლები ფიქრებში არიან და ჯერ წერა არ დაუწყიათ გადაშლილ ფურცლებზე. სურათები ფერად ჩარჩოშია მოქცეული. ხელი მე-13 საუკუნის არის, ნაწერია ორ სვეტად, თითო სვეტშყი 25 სტრიქონია.
მათეს სახარების სარჩევის შემდეგ ორ გვერდზე მე-5 verso და მე-6 recto მხედრული წარწერა ყოფილა მე-13 საუკ. მაგრამ პირველ გვერდის წარწრა განზრახ სრულიად ამოფხეკილია და მხოლოდ ქიმიურის რეაქციით შეიძლება მისი აღდგენა, ისე არ იკითხება. შემდეგი ნაწილი იკითხება ასე:
. . . დაუსაბამოისა ღ-თისა პირითა. და განმცემლისა იუდასამცა თანა არს ნაწილი მისი:. ხ- თ-ქნ წ-ნო და ღ-თ შემოსილნო პატიოსანნო მამანო და ძმანო ჯუარელნო. მიითუალეთ მცირე ესე გ-ლს მოდგინებაი. ჩ-ნი, და რ-ჟს აღმოიკითხვიდთ. სამეუფოთა ამათ სიტყუათა, მცნებისათჳს უფლისა ლოცვაჰყოფდეთ მდაბალთა მონაზონთა. ბასილი და დიმიტრისთჳს:. საცნაურ იყ-ვნ სიწ-მინდესა თქ-ნსა რ-ი ჟამი აღსასრულისა ჩემისაი მაგას წ-დსა მონასტერსა შინა გამეგო: გარნა სიღრმემან სიბერისამან. და თჳთ მპყრობელთა ჴელმწიფებამანცა, არ ღირს მაუფლეს:. ესე წ-დაი სახარებაი სულიერისა შვილისა ჩემისა სჳმეონ18 ხუცისა ჴელითა მიითუალეთ.
სრულებით გარეთ ღილოკილოითურთ ზარხოდ ოქროითა და ვეცხლითა შემოსილი. დ წ-აი ლოცვაი თ-ქნი იყავნ მფარველ სულთა ჩ-[ნთა]:-
იოანეს სახარების ბოლოს ტექსტი ხელით, მაგრამ უფრო წვრილი ასოებით წერია:
ამისი დამწერელიც ც-დვილი მაილ დავით -
ის ძე ლ-ცვასა ღირს მყ-ვთ ვინცა
ჰნახოთ:
ამას შემდეგ იწყება ვრცელი სარჩევი სახარების საკითხავებისა, ფურცელი 225-246.
231-ე ფუცელზე შუაში წითლურით წერია:
ო-ნო მმ-ნო ეს ვ-ნბისა კ-რკისა სხ-რბნი ბერძნულად არიან:
და ბერძნულისაგან დაგვიწერიან:. ს-ხჲ კულა გ-ნგებაჲ არაჲ გჳპვ-ნია:. არცა დაგჳწერია თ-ქნ კულა ვითაცა აშენდებ-დთ ეგრეცა ქმენით. თუ გინდა სადა გ ნ ღირს ყ-ფდ სმე-ნდ ჩ-ნდა, და თუ გინდა ქართ-ლითა გ-ნ გებითა წაკითხლჲ.
მე-247 ფურცელზე ახალ ეტრატზედ არა ტექსტის ხელით ხუცურად წერია:
დბ-ჲ ღ-ა სრ-ლ მ-ყფელსა ყ-ისა კ-თილისს-სა: და ჯ-ა პტს-ნსა ქ-ეანეთა სიქადულსა შეიკ-ზმაჲ წ-აჲ ესე ოთსხთავი ჴელითა ფ-დ ც-დვილისა ურბნლ-ლ მ-თავარ ებისკ-ოპოსისა ევლასესითა სააკაჰს ძისათა: ვლასეს და მისთა მიცვ-ლბ-ლთა ყ-თავე შ-ნს ღ-ნ. ვინცა ბრძანოთ თქ-ნცა შ-გნს ღ-ნ: ჩ-მს მ-წფეს ივანტბ-ლს შ-ნს ღ-ნ: ჩ-მს ბერს-ს გბ-რილს შ-ნხ ღ-ნ:
ურბნისის ეპისკოპოსი ვლასი ანუ ევლასე და მისი თანა მოგზაური ტფილელი ვარნავა იყვნენ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, 1570-1572 წლებში, ამათ ბევრი წიგნი შეუკაზმავთ ამ მონატრის ბიბლიოთეკისა (იხ. ა. ცაგარელის წიგნი. ქართული ძეგლები წმინდა ადგილში და სინას მთაზედ, რუსულ ენაზედ, გვ. 64, 88-89, 168, 182).
ნუსხა ხუცურის ხელით წერია:
ამავე ფურცლის მეორე გვერდზე სხვა მერმინდელის ნუსხა-ხუცურის ხელით წერია:
წ:. მე მნაზონმ-ნ ანდრია მოვაჭედინე. წ-ჲ ესე სხრ-ბჲ. და შევსწირე პტ-სნსა ც-ხველს მყ-ფლსა ჯ-ა წ-ა გოლგოთას. სხ-სრად ს-ლის ჩ-ნისა თ-ს. და მშ-ბლთა ჩ-ნთაჲ. ც-დვთა შ-სნდობლ-დ. მე ანდრიას კ-ნდელ-კსა პტ-სნის:. ჯ-ისსა მესხსა ვაზნიძესა (თუ ელზნიძესა?). უწყის ღ-ნ ჩ-მის ალნის მოღ-წებითა მოვიგე და გავაკეთე წ-ა ესე სხ-რბჲ მ-ს ჟ-მსა ოდეს კათხეთიდაღმა პ-ლ რუსეთს წ-ველ. და ვინცა მიემთხჳოთ ამა წ-თა სახრ-ბჲთა შ-ნდობჲსა. ბრძანებდეთ თქ-ნის ღ-ის სყრ-ლის გ-ლისათ-ს. და ვინცა რ-ჲმნცა კ-ცმ-ნ ესე გ-მოჴუას: ჩ-მთამცა ც-დვათა მზღველი არის:. იუდასთანამცა და ის-ჯების და შეჩუჱნ-ბლმცა არის შჳდის კრ-ბისგ-ნ.
ამ მინაწერებიდან ჩანს, რომ სახარება სამჯერ ყოფილა შემოსილი სხვადასხვა დროს და სამჯერვე მოუცარცვავთ. ეხლანდელი ყდა მეოთხეა, ახალი.
246-ე გვ. verso მინაწერებია ხუცურად სხვადასხვა ხელით, მაგრამ ზოგიერთი წაბღალულია, ზოგიერთი მქრქალია.
იკითხება შემდეგი:
ქ-ე ღ-ო დაიცვენ და შეუნდვენ ძმათა ჩ-ნთა იაკობს ალ ბერდ:. (აქ სტრიგონს ზემოთ სწერია: ი-ბ).
ქ-ე ღ-ო დაიცვენ და შეუნდენ ძმაჲ ჩ-ნი სისი (?) და შვილნი: იანე და პეტრე:. და გ-ი:. და მ-რმ:. და მ-რმ:. და სადი: და ღანია: სეთლალი. რამონდა:.
ქ-ე ღ-ო დაიცვენ და შეიწყ-ლნ ძმ-ნი ჩ-ნნი ი-სბ და ი-ე: გ-ბრლ კელანის მ-შენებელისა შვილის შვილნი და ღირს ყვენ ჩ ნ ჯრ-ლთა ძმ-ბსა და შეპანისასა (?):-
უ-ო ღ-ო შეიწყ-ლნ ძ-მჲ ჩ-ნი სიკილიელი ოტოსკარიონ: პ-ტე და ქ-ეფორე შვილნი მისნი: და ციცილია: – და ლობერდი: ფირანგოს: ფრაგა.
უ-ო ღ-ო შეწ-ყლე ჩ-ნი ძმაჲ ბაბისკი ვარდის ძე და [შვი]ლნი მისნი. . .
ქ. [ღ-ო შეიწყალენ და დაიცვენ] ძმანი ჩ-ნნი: კონმოტიე: კოსტანტინე: და ბო. . . ამინ იყვნ: მოიჴსენნო ღო ხაზინ ლუსმაჲ და ფერის:.
ამრიგად, ეს სახარება საქართველოშია დაწერილი და შემდეგ წარგზავნილი იერუსალიმში, ქართველთ ჯვრის მონასტერში. ჯვარის მონასტრიდან ის კარგა ხანია გაუტანიათ, ვინაიდან ეს სახარება არც ა. ცაგარელის კატალოგშია მოხსენებული და არც რობერტ ბლეიკის.

http://www.lib.ge/body_text.php?5300

კირიონ II-ს გუჯარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ II-ს გუჯარი

“მშვიდობა თქვენდა და კურთხევა რჩეულნო ივერიისანო! ასულნო და ძენო აწ წარტყვევნილისა და ძალამიხდილისა მხცოვანისა საქართველოისანო! შემოკრბით ჩემდა, მამამთავრისასა თქვენისასა და ყური მიეპყართ სიტყვასა ჩემთა.

ოდეს ერი ქართველთაი გარემოიცვა შურმან, მტრობამან და ურთიერთას გაუგებრობამან, ოდეს იგი დაადგა გზასა დანაწილებისასა და წვლილებისასა – შესუსტდა შემოქმედებითი ნიჭი მისი, შეირყა სიმხნევე მისისა, დაეცა სახელმწიფოებრივი ძალი მისი და მან, ლაღმან და ქედმაღალმან მუხლი მოიდრიკა უცხოსა თესლისა, რომელმაც, თქმულებისამებრ წერილისა “ძენი თქვენნი წარიყვანნა და ცხენთა ზედა აღახსნა, ასულნი თქვენნი აღიხვნა და მზარეულ ქმნა, აგარაკნი თქვენნი და ვენახნი, ზეთის ხილნი თქვენნი და ღვინო განგიათეულნა და გყო თქვენ მისდა მონად”. რაოდენგზის ინება დედა მშობელმან “შეკრება თქვენნი, ვითარსახე შეიკრიბოს მფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, გარნა არა ინებეთ ესე” (მათე) და არცა “უფალმან” თქვენმან ნებაგცა ამისი.

და დღეს ოდეს ვხედავ კრებულსა რჩეულთასა დიდ საწადელსა წინასწარმეტყველებრ ვღაღადებ: “აჰა, ესერა რაიმე კეთილ ანუ რაიმე მშვენიერ, არამედ დამკვიდრება? ძმათა? ერთად”.

ხელთა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელისამპყრობელ მისი.

ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოეთისა, სანაპიროსა თვისთაგან გადმოხეთქილი და წარღვნასა ექადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღისა ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არს იმისა, ვითარმედ “აღდგებიან მკვდარნი”, საქართველო გაცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატეანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!

აჩრდილნი დიდებულთა ჩვენთა წინაპართანი, ვედრებანი ახლადაღდგენილ ივერიის ეკლესიისანი და კურთხევა ჩემის უღირსობისაი გფარავდეთ და წარგიძღოდეთ თქვენ გზასა მას მოღვაწებისა თქვენისასა”.

მდაბალი კირიონ II, მთავარეპიზკოპოზი მცხეთისა და
სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი.

ქ. თბილისი, 19 ნოემბერი, 1917 წ.

http://burusi.wordpress.com/2010/04/14/kirion-ii-2/

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის

ლევან ზ. ურუშაძე
2005 წელი მეტად ფასეული იყო ქართული ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის.
მხედველობაში გვაქვს გამოჩენილი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888- 1930) სამშობლოში გადმოსვენება.
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვეჩინა სახელოვანი მამულიშვილის ბიოგრაფიის ფართო საზოგადოებისათვის უცნობი და ნაკლებადცნობილი დეტალები. ამისათვის ჩვენ მიერ გამოყენებულია ქართული ემიგრანტული გამოცემების მონაცემები და მთელი რიგი სხვა მასალებისა.
აქვე მიზანშეწონილია გავიხსენოთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელოვანი წინაპრები. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ჩოლოყაშვილები წარმოშობით ხევსურები არიან, მუცოდან. ქაქუცა 1659 წლის ანტიირანული ამბოხების სულისჩამდგმელის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მამულიშვილის ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი ჩამომავალი იყო.
ამ გვარის სხვა ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ მე-17 საუკუნის ცნობილი დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი), კახეთის სამეფოს (მე-17 ს.) სახლთუხუცესი გარსევან ჩოლოყაშვილი, მე-17 ს. 40-ანი წლების კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი რევაზ ჩოლოყაშვილი, ცნობილი პოეტი, “ომანიანი”-ს ავტორი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (მე-16 ს. დამლევი _ მე-17 ს. დამდეგი), ქართლის (1688_1703) და კახეთის (1703_1709) მეფის ერეკლე პირველის თანამეცხედრე _ ანა დედოფალი, არაგვის საერისთავოს ფაქტობრივი გამგებელი 1743_1756 წლებში ჯიმშერ ჩოლოყაშვილი და სხვანი.
ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი, ვინაიდან ბაბუაჩემი – ევგენ (გენო) ღვალაძე (1900-1937) გახლდათ 1921 წლის კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების აქტიური მონაწილე, 1922-1924 წლებში დამკომის (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის) რწმუნებული კახეთის მხარეში, 1926- 1937 წლებში კი “თეთრი გიორგის კავშირის” კონსპირაციული წევრი საქართველოში. 1937 წელს იგი დახვრიტეს ბოლშევიკებმა.
ჩემთვის საამაყოა ისიც, რომ 1990 წელს მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო ქ. ჩოლოყაშვილის გადმოსვენების პირველ მცდელობაში, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრს. სამწუხაროდ, ეს პირველი მცდელობა, რაც აისახა იმდროინდელ ქართულ პრესაში [28], ვერ დასრულდა წარმატებით, თუმცა, საფრანგეთში ჩვენი ერთთვიანი ვიზიტის დროს მომზადდა სრული დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამ მისიის წარმატებით დაგვირგვინებისათვის. ჩემთვის უბედნიერესი იყო 2005 წელი, როდესაც მთაწმინდის წმინდა მიწამ მიიბარა დიდი მამულიშვილის ნეშტი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე და მისი სამხედრო კარიერა მეფის რუსეთის არმიაში (1909-1917)

1907 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებობდა. ამას საგანგებოდ ვუსვამთ ხაზს, ვინაიდან, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად, ეს სასწავლებელი ქართული ეროვნული განათლების სისტემის უმთავრეს კერას წარმოადგენდა და გამოირჩეოდა ეროვნული სულისკვეთებით. ამ გიმნაზიის დირექტორი გახლდათ იმხანად უკვე სახელგანთქმული მეცნიერი და პედაგოგი ექვთიმე თაყაიშვილი.


ორი წლის შემდეგ, 1909 წელს, 21 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი გაიწვიეს მეფის რუსეთის არმიაში. ამით დაიწყო მომავალი ეროვნული გმირის 15-წლიანი სამხედრო მოღვაწეობა. არმიაში გაწვევისთანავე იგი ჩაირიცხა ტვერის ცნობილ დრაგუნთა პოლკში, რომელიც იყო რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკავალერიო შენაერთი. 1912 წელს ქაქუცა დაბრუნდა სამშობლოში. იმ დროს მას მიკუთვნებული ჰქონდა პორუჩიკის სამხედრო წოდება [1].
1913 წელს ქ. ჩოლოყაშვილმა ცოლად შეირთო თავად ილია მეღვინეთუხუცესის ასული ნინო. აღსანიშნავია, რომ ილია მეღვინეთუხუცესი, რომელიც 1922-1924 წლებში აქტიურად ეხმარებოდა თავის სიძეს და მის შეფიცულებს, 1924 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ქაქუცას ქორწილს მოგვიანებით ასე იგონებდა ნინო მეღვინეთუხუცესის ბიძაშვილი, 1921-1924 წლებში ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილის და 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი თავადის დიმიტრი (ავალო) ავალიშვილის ასული, ქ-ნი ნინო ავალიშვილი: “გაისმა ზურნადუდუკის ხმა, სიმღერა. ყველა მხიარულობდა. ცოტა ხანში ქაქუცამაც, თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა, თეთრი ცხენი შემოაჭენა თავის ძმებთან ერთად. ისე შემოაჭენეს ცხენები, რომ მე შემეშინდა და ტირილი დავიწყე. ჩვენი ნათესავი ბიჭი სულხან სულხანიშვილი ჩემი ტოლი იყო და მამშვიდებდა _ ნუ ტირი, შენი ქორწილიც ასე იქნებაო. გაჩაღდა ცეკვა-თამაში. გადმოვიდა ქაქუცა, გაშალა ხელები და დაიწყო ცეკვა. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ასეთი მოცეკვავე ილიკო სუხიშვილიც არ იყო. გადაიყვანა ნინო საცეკვაოდ, თეთრ ქათქათა კაბაში გამოწყობილი, მორცხვად თვალებდახრილი, მშვენიერი, ლამაზი. თავს ქორივით დასტრიალებდა მკლავებგაშლილი ქაქუცა… ამ ქორწილის გარდა სხვა მრავალი ქორწილის მომსწრე ვარ, მაგრამ ასეთი სხვა არ მახსოვს” [2]. აქ გვსურს გავიხსენოთ ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, აწ განსვენებული ჯაბა ხაბულიანის მონათხრობი, რომელიც მოვისმინეთ 1990 წელს საფრანგეთში, ლევილის მამულში. მან გაიხსენა, რომ ქაქუცა უბადლო მოცეკვავე იყო: გადმობრუნებულ თეფშზე ცერულით ისე ცეკვავდა, რომ თეფში არ იბზარებოდაო.

1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე (რისი მიზეზიც, როგორც ცნობილია, გახდა სარაევოში ავსტრო-უნგრეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდ ჰაბსბურგის მკვლელობა და ე.წ. “ბოსნიის კრიზისი”) პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი კვლავ გაიწვიეს არმიაში და 1917 წლის დამლევამდე აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. თავდაპირველად იგი გაწვეულ იქნა ასეულის მეთაურად ავსტრიის ფრონტზე, ერთ-ერთ საკავალერიო შენაერთში [1 – 3, 5 - 6].
ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისათვის ქაქუცა დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით. 1914 წლის ოქტომბერში იგი დაიჭრა. ამის შემდეგ ქაქუცა გადაიყვანეს კავკასიის ფრონტზე. მცირე ხნის შემდეგ დაინიშნა საკავალერიო ასეულის მეთაურად. სწორედ ამ დროს თურქეთის არმიამ სამხედრო მინისტრის ენვერ-ფაშას სარდლობით დაიწყო აქტიური მზადება სარიყამიშზე შეტევისათვის.
ამის შემდეგ თურქებს დაგეგმილი ჰქონდათ ბათუმის აღება. სარიყამიშის ცნობილი ბრძოლები მიმდინარეობდა 1914 წლის დეკემბერში. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შენაერთი ირიცხებოდა გენერალ ვასილ გაბაშვილის კორპუსში. სწორედ ამ დროს ჩოლოყაშვილის საკავალერიო ასეულს დაევალა სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მქონე სიმაღლის, _ “არწივის ბუდის” აღება და დაცვა. მან ეს ბრძანება ბრწყინვალედ შეასრულა. მცირე ხნის შემდეგ თურქებმა განაახლეს იერიშები “არწივის ბუდის” დასაბრუნებლად. ამ დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ფეხში დაიჭრა.
მიუხედავად ამისა, მან არ დატოვა პოზიცია და განაგრძო საბრძოლო ოპერაციის ხელმძღვანელობა. ქაქუცა ისევ დაიჭრა, ამჯერად მკერდში. მიუხედავად ამისა, მისმა ასეულმა შეძლო “არწივის ბუდის” შენარჩუნება. თურქები უკუიქცნენ. ამ დროს გამოჩენილი გმირობისათვის ქ. ჩოლოყაშვილი დაჯილდოებულ იქნა მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით, – ოქროს სახელობითი ხმლით [1 – 3]. “არწივის ბუდის” აღებისა და დაცვის ზემოხსენებულ ბრწყინვალე ოპერაციასთან დაკავშირებით მეტად ფასეულ ცნობას ვხვდებით მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის თვალსაჩინო ფრანგი პუბლიცისტის რემონ დიუგეს შესანიშნავ წიგნში “მოსკოვი და წამებული საქართველო”. კერძოდ, ფრანგი ავტორი აღნიშნავს:
“თურქებისათვის სავალალოდ დამთავრებულ სარიყამიშის ბრძოლაში (დაახლოებით 20 000 თურქი დაიღუპა და გაიყინა ამ მაღალმთიან რეგიონში) ჩოლოყაშვილი დაიჭრა. მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია და ის სტრატეგიული პუნქტიც აიღო, რომლის ფლობა განსაზღვრავდა სამხედრო ოპერაციების შემდგომ ბედს. დაჭრილ ჩოლოყაშვილს ბრძოლის ველი არ მიუტოვებია, თუმცა უბრძანეს ჭრილობის შესახვევად საველე ჰოსპიტალში წასულიყო. მეორედ დაჭრილი, სარიყამიშში გამოიძახეს. ლაზარეთში დაწოლა უბრძანეს. მეთაურს კი უპასუხა “მოვდივარ”-ო, მაგრამ ისევ რაზმთან დარჩა. მესამედ დაჭრილს გული შეუწუხდა. მაშინ კი იძულებული გახდა სამედიცინო დახმარებისათვის მიემართა” [4].
1915 წლის დამდეგს მძიმედ დაჭრილი ჩოლოყაშვილი მოათავსეს თბილისის წმ. ნინოს ჰოსპიტალში. მცირე ხნის შემდეგ გენერალ ნ. ბარათაშვილის ინიციატივით შეიქმნა ქართული ცხენოსანი ლეგიონი. კავალერიის იმხანად უკვე სახელგანთქმული ოფიცერი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ლეგიონის შედგენისთანავე მიწვეულ იქნა ათასეულის მეთაურად. 1915 წელსვე ლეგიონი გაიგზავნა სპარსეთის ფრონტზე. აქ ჩოლოყაშვილის ათასეულმა შეასრულა ბრწყინვალე რეიდი მესოპოტამიის უდაბნოში და 1916 წელს შეუერთდა ბრიტანულ არმიას [1, 5]. ამ ოპერაციის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის ქ. ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მეორე ჯვრით. მცირე ხნის შემდეგ მას მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
ასეთი გახლდათ პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ განვლილი ბრწყინვალე მხედრული გზა. მას, როგორც მეთაურს, ზედმიწევნით ახასიათებს 1921-1924 წლებში მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის ალექსანდრე სულხანიშვილის სიტყვები: “ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დინჯი, დარბაისელი, და უაღრესად კეთილი გულის ადამიანი. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო დაბადებული” [10].

აქვე გვსურს გამოვთქვათ ერთი, ჩვენი აზრით, მეტად რეალისტური ვარაუდი. როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს, გამოჩენილი ქართველი მამულიშვილების – პროფ. მიხეილ (მიხაკო) წერეთლის, გენ. ლეო კერესელიძის, პროფ. შალვა ვარდიძის, გიორგი მაჩაბლისა და პეტრე სურგულაძის თაოსნობით თურქეთში, სტამბოლში, შეიქმნა “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი” [7]. ვფიქრობთ, ოსმალეთის ფრონტზე მყოფი ქაქუცა ჩოლოყაშვილი უთუოდ დაამყარებდა კავშირს აღნიშნულ კომიტეტთან.
1917 წლის შუა ხანებში ქ. ჩოლოყაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში. აღნიშნულ წელს თბილისში დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის წესდება 1905 წელს შედგენილ იქნა დიდი ილია ჭავჭავაძის მიერ. მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კონსტანტინე (კოტე) აფხაზთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვა სახელოვან მამულიშვილებთან ერთად ემიგრანტული ჟურნალის “სამშობლო” 1937 წლის 21-22 ნომერში (რომელიც ეძღვნება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მე-20 წლისთავს) ქაქუცა ჩოლოყაშვილი დასახელებულია აღნიშნული პარტიის ერთ-ერთ დაფუძნებლად [8]. ამასვე ადასტურებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი [9]. კერძოდ, ეხება რა 1917 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს, მაზნიაშვილი აღნიშნავს: “..ჩემი თხოვნით გაიგზავნა ხევსურეთში ეროვნულდემოკრატიული პარტიიდან შალვა ქარუმიძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მათ დიდი გავლენა ჰქონდათ ხევსურეთში. მოკლე ხანში ჩამოიყვანეს ტფილისში ოთხასამდე ხევსური. ისინი მაშინვე დავაბინავეთ…სამხედრო სკოლის შენობაში, დავანაწილეთ გუნდებად, დავუნიშნეთ საკმაო რაოდენობა ოფიცრებისა”.
ამდენად, ჩვენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება ზოგიერთი ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) თვალსაჩინო მოღვაწე

ჯერ კიდევ 1917 წლის დამლევიდან სხვა ცნობილ ქართველ სამხედრო მოღვაწეებთან (გენერლები: გიორგი კვინიტაძე, კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, ზაქარია მდივანი, ზაქარია (შაქრო) ბაქრაძე, გიორგი მაზნიაშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ვარდენ წულუკიძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ნესტორ გარდაფხაძე, ილია ოდიშელიძე, ალექსანდრე ჩხეიძე, პოლკოვნიკები: ელიზბარ გულისაშვილი, სვიმონ წერეთელი, სოლომონ ზალდასტანიშვილი, დავით (დათა) ვაჩნაძე, ალექსი მაჭავარიანი და სხვ.) ერთად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ეროვნული არმიის შესაქმნელად, რაც ზედმიწევნით არის ასახული გიორგი მაზნიაშვილის და ვალერიან თევზაძის მოგონებებში [9, 11]. კერძოდ, ქ. ჩოლოყაშვილი იყო ქართული არმიის საკავალერიო შენაერთების შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი ინიციატივით, ამ შენაერთების შევსებისას დიდი ყურადღება ექცეოდათ მთიელებს, მეტწილად – ხევსურებს, რომლებიც ჩინებული მხედრები იყვნენ და გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ოფიცერი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1918-1921 წლებში იგი იყო ეროვნული არმიის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის მონაწილე. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სათავეში ედგა საკავალერიო შენაერთს. აღსანიშნავია, რომ ამ ომში მას ახლდა მისი მეგობარი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ვასილ როინაშვილი (ქართული ფოტოხელოვნების ფუძემდებლის ალ. როინაშვილის ძმა), რომელმაც ამ ომის ამსახველი მეტად მდიდარი და საინტერესო ფოტომასალა შექმნა [12].

ერთხანს, 1919 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ასრულებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის მოვალეობას და კურირებდა არმიის საკავალერიო შენაერთებს [5]. მაგრამ ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმუშავია.
ამის შემდეგ იგი მეთაურობდა ერთ-ერთ საკავალერიო პოლკს. 1919 წელს ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთში) შემოსული თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში, 1921 წლის თებერვალში კი _ რუსეთ-საქართველოს ომში.

არანაკლებ აქტიურად მონაწილეობდა იგი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ჩაბმული იყო 1919 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისში. ამ დროს ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სოციალ-ფედერალისტებთან.
“მახსოვს, ჩვენთან თავს იყრიდნენ სოციალ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები. ძალიან ბევრს კამათობდნენ და მსჯელობდნენ. ესენი, რომლებიც მე მახსოვს, იყვნენ თამარ კირვალიძე, თამარ კიკნაძე, მარია გოლოვანოვა, ნინო ბერიშვილი. კაცებიდან: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, აკაკი პაპავა, იოსელიანი (სახელი არ მახსოვს), ალექსანდრე ასათიანი, მიხეილ აბრამიშვილი და სხვები. მე მაძლევდნენ ბარათებს, რომლებზეც ეწერა: “ხმა მიეცით # 2-ს”. სხვა ბარათებზე ეწერა: “ხმა მიეცით # 5-ს” ( # 2 მიკუთვნებული ჰქონდათ ეროვნულდემოკრატებს, ხოლო # 5 _ სოციალ-ფედერალისტებს _ ლ.უ.). სასწავლებელში რომ მივდიოდი, გზა და გზა ვარიგებდი ამ მოწოდებებს”_ო, იგონებდა ნ. ავალიშვილი [2].
ამდენად, ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმული ცხადჰყოფს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დიდ ღვაწლს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე. რომ არა საქართველოს ულმობელი ბედისწერა, ვინ იცის, სახელოვანი მამულიშვილი რამდენ სასახელო ფურცელს შემატებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი – 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი) შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, ბათუმიდან გავიდა იტალიური გემი, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს დემოკრატიული მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, არ გაჰყვა გემს და თბილისში დაბრუნდა. სამი თვის მანძილზე იგი ირიცხებოდა იმ საკავალერიო ლეგიონში, რომელსაც საქართველოს ოკუპაციამდე მეთაურობდა. იმავე წლის დამლევს ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაუკავშირდა იატაკქვეშეთში შექმნილი “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის” (“დამკომი”, იგივე ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი) ხელმძღვანელებს: ილია ჭავჭავაძის დისშვილს – გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზს, იასონ ჯავახიშვილს, ნიკოლოზ (კოლია) ქარცივაძეს და სხვებს. 1922 წლის მარტში ქაქუცა თავის შეფიცულთა რაზმთან ერთად ტყეში გავიდა [1, 13, 14].
აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო სასამართლოს 1925 წლის ივნისის საბრალდებო დასკვნაში “საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ” მითითებულია, რომ “შეფიცულთა რაზმი” ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით შეიქმნა 1922 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით და ამ მიზნით მასთან აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელობიდან უშუალო კავშირი ჰქონდათ დავით ვაჩნაძეს და სიმონ ყიფიანს [14]. იქვე მოტანილია ვახტანგ ნაცვლიშვილის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს პარტიზანული რაზმის შედგენა ცენტრის მიერ დავალებული ჰქონდა ჯერ კიდევ 1922 წლის იანვარში.

1922 წლის მარტში შეიქმნა პარიტეტული კომიტეტის სამხედრო ცენტრი გენ. კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ცენტრში შედიოდნენ: გენ. ალ. ანდრონიკაშვილი, გენ. ვ. წულუკიძე, პოლკ. გ. ხიმშიაშვილი, პოლკ. რ. მუსხელიშვილი, პოლკ. ქ. ჩოლოყაშვილი და მიხ. Lლაშქარაშვილი [15].
სიმონ ყიფიანის ჩვენებით ჩოლოყაშვილის შეფიცულებს და სიღნაღის სამაზრო მილიციას შორის პირველი სერიოზული შეტაკება მოხდა 1922 წლის მარტშივე. მოკლული იყო სამაზრო მილიციის უფროსი და რამდენიმე მილიციელი, რომელნიც ბოლშევიკური პარტიის წევრები იყვნენ [14]. ამრიგად, არ არის მართებული გ. შარაძის მითითება, თითქოს პირველი შეტაკება ქაქუცას შეფიცულებსა და ბოლშევიკებს შორის 1922 წლის ივნისში მოხდა [16]. იქვე გ. შარაძე აღნიშნავს: “ პარტიზანული ბრძოლის ხასიათი ქაქუცა ჩოლოყაშვილს აიძულებდა თავისთან დიდი რაზმი არ ჰყოლოდა”-ო. ამ თვალსაზრისით საინტერესოა რ. დიუგეს წიგნში მოტანილი რამდენიმე ცნობა. კერძოდ, ფრანგი ავტორი მიუთითებს:
“სოფელ სიმონიანთკარში განლაგებული იყო წითელი რაზმი, დაახლოებით 150-300 კაცი და “ჩონის” ნაწილი (“ჩონი” ასე იშიფრებოდა _ “ჩასტ ოსობოვო ნაზნაჩენია”_ ლ.უ.). პოლკოვნიკ ჩოლოყაშვილს ეს ამბავი შეატყობინეს. მან სასწრაფოდ შეარჩია 80 საუკეთესო შეფიცული. მათთან ერთად, დაღამებისას, სოფელში ჩავიდა”. ამის შემდეგ შეფიცულებმა აიღეს აღნიშნული სოფელი. უკანა გზაზე, დუშეთთან, მათ წითელარმიელებთან შეტაკების შედეგად ტყვეობიდან გაათავისუფლეს რამდენიმე ასეული მძევალი [4]. იქვე რ. დიუგე აღნიშნავს: “ ერთხელ შეფიცულების უფროსი კახეთიდან სხვა პროვინციაში აპირებდა წასვლას. იქ მისი ყოფნა აუცილებელი იყო. მას უნდა გაევლო ტერიტორია, რომელიც ბოლშევიკთა რაზმებს ეჭირათ. ჩოლოყაშვილს 100 შეფიცული ახლდა”. დიდად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იმხანად დიუგე საქართველოში იმყოფებოდა და დიდი რისკის ფასად უშუალოდ იყო დაკავშირებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთ წარმომადგენელთან, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილთან.

1922 წლის აგვისტოში მოხდა ხევსურეთის ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. სამწუხაროდ, შეუთანხმებელი მოქმედების გამო, რაც უმეტეს წილად განპირობებული იყო სოციალ-დემოკრატთა გაუაზრებელი მოქმედებით, ამბოხება მარცხით დასრულდა [4, 13, 15].
ქართველმა პოლიტემიგრანტმა, სოციალ-დემოკრატმა ვ. ჩუბინიძემ მოგვიანებით თავის მოგონებებში აღწერა 1922 წლის 18 სექტემბერს ქაქუცასთან შეხვედრა ხევსურეთის საზღვარზე, სოფ. მაღაროსკარში. მიუთითებდა რა ხევსურეთის ამბოხების მარცხზე, შეფიცულთა მეთაურმა ჩუბინიძეს უთხრა, რომ ხევსურეთში საქმიანობდა გამცემი _ კომისარი ყიფიანი. გარდა ამისა, წითელარმიელებთან შეტაკებისას დაიღუპა შეფიცულთა რაზმის მეკავშირე შ. ფავლენიშვილი, რის გამოც გარკვეული ხნით გაწყდა კავშირი სამხედრო ცენტრთან [13]. ფავლენიშვილს ჩეკისტებმა აღმოუჩინეს დაშიფრული წერილი ჩოლოყაშვილისადმი, რომელსაც ხელს აწერდა “სამფერი” (დავით ვაჩნაძე). წერილში დაფიქსირებულია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობა აჯანყების შემთხვევაში იარაღით და ფულით დახმარებას პირდებოდა დამოუკიდებლობის კომიტეტს და სამხედრო ცენტრს [14]. სამწუხაროდ, ეს იყო სოციალ-დემოკრატთა კიდევ ერთი დიდი სიცრუე, კიდევ ერთი ღალატი, რამაც, საბოლოო ჯამში, უდიდესი ვაება დაატეხა თავს ისედაც წელში გაწყვეტილ საქართველოს და გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პარალიზება. ამას ზედმიწევნით ადასტურებს გიორგი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში. ამ საკითხს მოგვიანებით შევეხებით, როდესაც საუბარი გვექნება 1924 წლის ამბოხებაზე და მის შედეგებზე. ხევსურეთის ამბოხება ზედმიწევნით აქვს აღწერილი ერთერთ შეფიცულს ელიზბარ მაყაშვილს [17].

1922 წლის სექტემბრის დამლევს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი იძულებულნი გახდნენ ჩეჩნეთში გადასულიყვნენ [1].
მრავლისმეტყველია შალვა ამირეჯიბის სიტყვები, რომლებიც ზედმიწევნით ცხადჰყოფს ქართველ მენშევიკთა ზრახვებს: “ქაქუცასაგან სოფლებში დაწყებული მოძრაობა თანდათან ვითარდებოდა და მას აჰყვა დიდძალი გლეხობა. სამხედრო ცენტრი (რომელსაც სათავეში ედგა გენ. კოტე აფხაზი – ლ.უ.) თავგამოდებით მუშაობდა. ამიტომ, როცა 1922 წლის აგვისტოში ეგრედ წოდებული “ხევსურეთის აჯანყება” მოხდა, მენშევიკურმა პარტიამ ხალხში ფურცლები დაარიგა, რომლითაც მოუწოდებდა მას არ გაჰყოლოდა თავადაზნაურთა წარმომადგენელს და კონტრრევოლუციონერ ჩოლოყაშვილს. ამან მართლა დაშალა ხალხი, რომელიც ჩოლოყაშვილის მისაშველებლად იყო გამზადებული და, ამრიგად, ჩაიშალა პირველი აჯანყების საქმე. ამას მოჰყვა თვით სამხედრო ცენტრის დატუსაღება, ხოლო ზოგი ფიქრობდა, რომ გაცემაც. ასე დასრულდა 1922 წელი. 1923 წლის პირველ თვეებში საქართველოში დაბრუნდა ნ. ხომერიკი, რომელიც სტამბულიდან დაუფარავი მისიით წამოვიდა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა ქ. ჩოლოყაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობის ლიკვიდაცია მოეხდინა. მიზეზი იყო ქაქუცას დიდი სახელი ხალხში” [21].

მიუხედავად ზემოთქმულისა, ხევსურეთის ამბოხებამ დიდი ზარალი მიაყენა ბოლშევიკებს. 6000-იანმა წითელმა რაზმმა, რომელიც ხევსურეთში გაიგზავნა ამბოხების ჩასახშობად, მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა. ამის შემდეგ გაგზავნილმა სადამსჯელო ექსპედიციამ ხევსურთა ხუთი სოფელი ააწიოკა. არ დაინდეს ამბოხების მეთაურის მშობლიური კახეთიც. ყოველივე ამის შესახებ მოთხრობილია რ. დიუგეს წიგნშიც [4]. “ქაქუცას თავდადებული რაზმელები რამდენიმე ხევსურ შვილებთან ერთად განზრახ გაფანტულნი ეძებდნენ ტყე-ღრეში სამშვიდობოს გამავალ ბილიკებს. გაოხრდა ხევსურეთი უხეში მტრის ხელით. შემოსეული რუსები შეუბრალებლად ჟლეტდნენ შემხვედრ ქალს თუ კაცს, მოხუცს თუ ჭაბუკს. ცეცხლს უკიდებდნენ ყუმბარებისაგან გადარჩენილ სახლებს და ბინებს. დაბლობისაკენ ერეკებოდნენ გატაცებულ პირუტყვს” _ მიუთითებს ელიზბარ მაყაშვილი [17].
ნ. ავალიშვილის მოგონებაში აღწერილია ჩეკისტების მიერ მისი ძმის დავით ავალიშვილის დაკავება და შემდეგ თელავის ციხიდან ამ უკანასკნელის გაქცევა. იგი აღნიშნული ციხის ერთ ბნელ საკანში შეუგდიათ. ორი დღე გაუტარებია მას ამ საკანში, რომელიც გვამებით იყო სავეს. ორი დღის შემდეგ ციხეში ატეხილა საშინელი სროლა და ამ აურზაურში დ. ავალიშვილს მოუხერხებია გაქცევა. მანმადე მისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა დღით იმ საკანში, სადაც იყო დამწყვდეული, ამბოხების მონაწილე ხევსურები ამოხოცეს ჩეკისტებმა [2].
იქვე ნ. ავალიშვილი იხსენებს მეორე საზარელ ფაქტს, რომელიც თავის მოგონებაში აქვს მოტანილი ელიზბარ მაყაშვილსაც [27]. იმ დროს თელავის ციხის უფროსი იყო ჩეკისტი კოლია ჯაფარიძე, რომელთანაც ხსენებული არეულობის დროს მისულა ალექსანდრე ჯორჯაძე, რომელიც ბოლშევიკებთან მუშაობდა. მას ჯაფარიძისთვის უთხოვია მამამისის გათავისუფლება, რომელიც ხევსურეთის ამბოხების სხვა მონაწილეებთან ერთად იქვე იდგა ხელებშეკრული. ჯაფარიძემ უბრძანა მას, როგორც კომკავშირელს, რომ საკუთარი ხელით დაეხვრიტა მამამისი. ამის პასუხად ჯორჯაძემ რევოლვერი ესროლა ჯაფარიძეს, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა. ჩეკისტებმა ალექსანდრე ჯორჯაძე მამამისთან და სხვა ტუსაღებთან ერთად ხმლებით აკუწეს.
1923 წელს გამცემლობის შედეგად ჩეკისტებმა შეძლეს დამკომის სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის გენ. კოტე აფხაზის და ცენტრის სხვა 14 წევრის (ვ. წულუკიძე, გ. ხიმშიაშვილი, რ. მუსხელიშვილი, ალ. ანდრონიკაშვილი, მ. ზანდუკელი, ს. ბაგრატიონმუხრანელი, ფ. ყარალაშვილი, ი. კერესელიძე, ივ. ქუთათელაძე, ს. ჭიაბრიშვილი, ალ. მაჭავარიანი, ე. გულისაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, დ. ჩრდილელი) დაპატიმრება. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს [4, 8]. ეს უდიდესი დარტყმა იყო ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობისათვის. სამხედრო ცენტრი 1923 წლის თებერვალში გასცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა კ. მისაბიშვილმა, რომელიც მცირე ხნის შემდეგ მოკლულ იქნა [14].

მანამდე, ხევსურეთის ამბოხების გამო ჩეკა-ს მიერ დახვრეტილი იყვნენ: როტმისტრი ს. ანდრონიკაშვილი, ლეიტენანტი სუმბათაშვილი და მისი ძმა, ლეიტენანტი კ. ჩოლოყაშვილი, ლეიტენანტი არჩ. ვაჩნაძე, აგრონომი ვახტ. აბაშიძე და სოციალდემოკრატი ს. გელაშვილი [15].
ქართველ იუნკერთა კავშირის ჟურნალის “მხედარი” 1929 წლის ერთ-ერთ ნომერში “ალ. ხ-ლი”-ს ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი “იუნკერის მოგონებები”, რომელშიც მოთხრობილია გენ. კოტე აფხაზისა და სამხედრო ცენტრის სხვა წევრების ცხოვრების ბოლო დღეები. “.. დასუსტებული ნაბიჯით ნელა მივდიოდი დერეფანში და ვიყურებოდი ჩვენებისკენ; სევდიანად გაიღიმა კოტე აფხაზმა და შემომახვედრა გამამხნევებელი თვალები. მისი ტუჩები ჩურჩულით მოძრაობდნენ. ჩამავალი მზის სხივით განათებული და სულის შინაგანი სიმტკიცით გასხივოსნებული სახე აძლევდა მას მოციქულის შეხედულებას მოწაფეთა შორის. ვეღარ ვიკავებდი მისუსტებული გრძნობებს და მინდოდა მივვარდნილიყავი მასთან; “ბატონო კოტე! ბატონო!” ნერვიულად წამოვიძახე, მაგრამ მეთვალყურემ მკრა ხელი და დაიღრიალა “გაიარე, ჩქარა, ნუ ლაპარაკობ შენ”. Uუკანასკნელად გადავხედე მათ აღელვებულ სახეებს. “ყოჩაღად იყავი შვილო!” გადმომიგდო სიტყვა კოტე აფხაზმა” _ აღნიშნავს მოგონების ავტორი [18].
1924 წლის ამბოხებაზე საკმაოდ ბევრი დაიწერა. ამიტომ, ქვემოთ შევეხებით, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო მომენტებს.
1924 წლის მაისში საზღვარგარეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ სოციალ-დემოკრატები ვ. ნოდია, ვ. ჯუღელი, ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. მგელაძე, ცინცაძე და ცენტერაძე. მათ ჩამოიტანეს ინფორმაცია, რომ “საერთაშორისო მდგომარეობა ხელს უწყობს აჯანყების დაწყებას”. თუ აჯანყება დამარცხდებოდა, მოძრაობა გაგრძელდებოდა პროვინციებში. ამასობაში პარიზში მყოფი გაერთიანებული ცენტრი შეძლებდა მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებას, რათა ეს ქვეყნები ჩარეულიყვნენ საქართველოს საკითხის გადაწყვეტაში [15]. როგორც მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ ცხადჰყო, ეს იყო სოციალ-დემოკრატთა მორიგი, ღალატის ტოლფასი, დიდი სიცრუე.
საბოლოოდ, 1924 წლის 24 აგვისტოს, დამკომის სხდომაზე გადაწყდა საერთო ამბოხების დაწყება აღნიშნული წლის 29 აგვისტოს, დღის 2 საათზე. ამასთან, გადაწყდა მთავარი შტაბის გადატანა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში. თბილისში საქმიანობას გააგრძელებდა დამკომის თბილისის განყოფილება. 25 აგვისტოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში გადავიდნენ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი (დამკომის თავმჯდომარე), იასონ ჯავახიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), შალვა ამირეჯიბი, დავით ონიაშვილი, ა. წულაძე და მთავარსარდალი გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე [15].
სოციალ-დემოკრატთა უთავბოლო პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ჭიათურაში ამბოხება დაიწყო 24 საათით ადრე, _ 1924 წლის 28 აგვისტოს. “ჭიათურაში 24 საათით ადრე გამოსვლამ დრო და ინიციატივა მოქმედებისა “ჩეკას” და ხელისუფლებას გადასცა” _ მიუთითებდა სოლომონ ზალდასტანიშვილი [15].
მიუხედავად ამისა, თავგანწირულად მოქმედებდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულთა რაზმი. მათ ბრძოლებით აიღეს დუშეთი, ზემო-კახეთი, ყარაიაზი და ბორჩალო.
საუბედუროდ, მოძრაობა განწირული იყო. ამბოხების დამარცხების მიზეზებზე საუბრისას გენ. გიორგი მაზნიაშვილი მიუთითებს, რომ მის შეკითხვაზე, თუ სად და როგორ დაიგეგმა აჯანყების საკითხი, ნ. ჟორდანიამ და მისი მთავრობის სოციალდემოკრატმა წევრებმა უპასუხეს, რომ “აჯანყების შესახებ მათ მხოლოდ ახლა გაიგეს, რომ პარიტეტული კომიტეტისთვის არავითარი ფული არ გაუგზავნიათ და რომ მუდამ უთვლიდნენ: აჯანყება არ მოახდინონ, რადგან არსაიდან არაა იმედი რაიმე დახმარებისა” [9]. არადა, 1924 წლის მაისში პარიზიდან თბილისში ჩამოსული ვ. ნოდია, ვ. ჟუღელი , ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. მგელაძე და სხვანი სწორედ დევნილი მთავრობის სახელით მოქმედებდნენ.
,,შემდგომში, ჯერ ჩხიკვიშვილისა და შემდეგ ვ. ჟუღელის დაპატიმრებამ და ამ უკანასკნელის წერილმა, რომელიც ტფილისის გაზეთებში დაიბეჭდა, საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს პარიტეტული კომიტეტი აჯანყებას არ მოაწყობდა, თუ მას არ ექნებოდა ლოცვა-კურთხევა პარიზელი ლიდერებისაგან”_ო, აღნიშნავდა გიორგი მაზნიაშვილი[9]. იქვე იგი იხსენებს საუბარს გენერალ სპირიდონ ჭავჭავაძესთან. “ ჩემს შეკითხვაზე, რისი იმედი ჰქონდა, როდესაც სათავეში უდგებოდა ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს, სპ. ჭავჭავაძემ მიპასუხა, რომ ის დაიბარა კ. ანდრონიკაშვილმა (სოციალ-დემოკრატმა, დამკომის თავმჯდომარემ _ ლ. უ.) და წინადადება მისცა ეკისრა აჯანყებულთა დროებითი უფროსობა და დაუმატა, რომ რიზესა და ხოფას შუა დგანან იარაღით და სურსათით და დესანტით დატვირთული გემები გენერალ მაზნიაშვილის და ნ. რამიშვილის მეთაურობით, რომლებიც ელიან მხოლოდ იმას, რომ ჩვენ დავიჭერთ ზღვის სანაპიროებს. მაშინ ისინი ჩაუდგებიან სათავეში აჯანყებულებს და თვითონ იციან, რასაც გააკეთებენ”_ო. სამწუხაროდ, ილიას მკვლელებისაგან ამგვარი საქციელი სწორედაც რომ მოსალოდნელი იყო.
ამდენად, სავსებით ნათელია, რომ სოციალ-დემოკრატთა დანაშაულებრივი მოქმედების წყალობით განწირული იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი შეფიცულთა რაზმის, კოტე აფხაზისა და მისი სამხედრო ცენტრის, ეროვნული სულისკვეთებით ანთებული ქართველობის თავგანწირვა.
ყოველივე ამის ფონზე დაცინვას უფრო ჰგავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის 1924 წლის 160 ლევან ზ. ურუშაძე 6 სექტემბრის მემორანდუმი ერთა ლიგისადმი, რომელიც ასე მთავრდება: “ ვთხოვთ ერთა ლიგას, რომლის დანიშნულებაა საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარება და სისხლიანი ბრძოლების შეჩერება, ჩაერიოს ამ საქმეში და წინადადება მისცეს მოსკოვის მთავრობას, რომ შეაჩეროს სამხედრო მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო კონფლიქტის მოგვარება გადაეცეს საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოს” [19].
მემორანდუმს ხელს აწერს ნ. ჟორდანია.
სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა შალვა ამირეჯიბი:
,,მენშევიზმის ნაშთისათვის ყველაზედ დიდი საფრთხე ის იყო, რომ საქართველოს სამეფოს რესტავრაციის აზრს არ მოეკიდა ფეხი. მას აშინებდა ყოველი ქართველი ნაციონალისტის სახელი. მით უმეტეს აშინებდა მას სამხედრო ცენტრის მნიშვნელობა და კერძოდ ქ. ჩოლოყაშვილის სახელი. ამაზედ იყო აშენებული სოციალდემოკრატიული კონკურენცია ქართული ცხოვრების ამ ახალ იდეასა და ძალებთან. ამიტომ იყო, აგრეთვე, რომ მათ ასე სიჩქარით შემოიყვანეს საქართველოში ჩხიკვიშვილი და ჯუღელი. მათ სურდათ ჩოლოყაშვილის სახელი, ხალხის თვალში ამ ხალხის სახელით გაექარწყლებინათ. მაგრამ შეცდნენ. მართლები ვიყავით ჩვენ, რომლებიც მათ შემოყვანას სიფრთხილისათვის დროს ვუნიშნავდით “ [21].
,,რაც ჩვენ საქართველოში ვნახეთ და გავიგონეთ, არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ 1924 წელს, ზაფხულში მომხდარი აჯანყება იყო უმთავრესად ეროვნული მოძრაობა და, როგორც ასეთი, არა მარტო საბჭოური სისტემის, არამედ სწორედ რომ მოსკოვური რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. სხვადასხვა მხრიდან ახლა ცდილობენ მომხდარი ამბავი ცუდად წარმოადგინონ. მაგრამ ძნელი არ არის ყველა ეს ტენდენციური ცნობა უარვყოთ” _ აღნიშნავდა ცნობილი გერმანელი მეცნიერი, პროფესორი ერიხ ობსტი, რომელიც 1924 წელს საქართველოში იმყოფებოდა [20].
ამბოხების და ქართველთა თავგანწირვის ამგვარი ობიექტური შეფასება დამსახურება იყო სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი ღირსეული თანამებრძოლებისა, რომელთა სანუკვარ ოცნებას დამპყრობთა მარწუხებისაგან სამშობლოს დახსნა შეადგენდა.
ამაღელვებლად გადმოგვცემს ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მის შეფიცულთა ემიგრაციაში გახიზვნას ერთ-ერთი შეფიცული ელიზბარ მაყაშვილი: “ბელადმა, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა შეაგროვა თავისი რაზმელები და გააცნო მათ ,,დამკომის” დადგენილება _ უნდა დავტოვოთ, ძმებო, საქართველო. ჩვენი აქ ყოფნით დაიღვრება უდანაშაულო სისხლი მცხოვრებთა. ათასობით დატყვევებულნი მძევლებად არიან გამოცხადებულნი, გამომწყვდეულნი საპატიმროებში. Uუნდა დავტოვოთ ჩვენი მიწაწყალი.
მტერთან ბრძოლა არ გათავებულა. ვიმედოვნებ, კვლავ დავუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს და საერთო ყიჟინით ვეკვეთებით მტერს, მოვიპოვებთ სამუდამო გამარჯვებას და ავაფრიალებთ ქართულ სამფეროვან დროშას! _ დაასრულა სიტყვა ბელადმა.
დაიწყო წასვლისათვის მზადება” [17]. სამწუხაროდ, ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა.…

4) ქაქუცა ჩოლოყაშვილი – პოლიტიკური ემიგრანტი (1924-1930)

უაღრესად გულდამძიმებულებმა და ქართველთა ტრაგედიით შეძრულებმა დასტოვეს სამშობლო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და მისმა შეფიცულებმა: ელიზბარ ვაჩნაძემ, რაფიელ (რაფო) ერისთავმა, ალექსანდრე (საშა) სულხანიშვილმა, სერგო მაისურაძემ, ალექსანდრე ბადურაშვილმა, ილია ქარუმიძემ, ალექსანდრე ცხვედაძემ, გოლა პავლიაშვილმა, მერაბ ჯორჯაძემ, შალვა ნებიერიძემ, ლელო ჩიქოვანმა, მიხეილ (მიშა) ლაშქარაშვილმა, დავით რევაზიშვილმა, გაბო ბერბიჭაშვილმა, ვასო მარჯანიშვილმა, ალექსი ფეიქრიშვილმა, სიკო ალიმბარაშვილმა, შალვა ჯავრიშვილმა, ლევან ჯავრიშვილმა, ელიზბარ მაყაშვილმა, ჯონჯი დადიანმა, სარდიონ კუჭავამ, თომა ბექაურმა და ალექსანდრე კარგარეთელმა, აგრეთვე, გენერალმა სპირიდონ ჭავჭავაძემ და შალვა ამირეჯიბმა [22]. 1924 წლის სექტემბერში ისინი გადავიდნენ თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურმანაში. თურქეთში მათ ერთი თვის მანძილზე მასპინძლობდნენ იქაური ქართველები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრები _ ბეგი ხიმშიაშვილი და აბდი-ბეგ აბაშიძე [22].
მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულებს სოციალ-დემოკრატებმა გამოუხურეს ლევილის მამულის კარი. ვინაიდან შეფიცულებს და მათ ლიდერს არ სურდათ დაქსაქსვა, მათ დაიწყეს შესაბამისი სახლის ძებნა. პარიზის მახლობლად, ვიროფლეში დაიქირავეს სახლი, სადაც ერთად ცხოვრობდნენ ქაქუცას გარდაცვალებამდე [22]. შეფიცულთა დიდმა ნაწილმა მუშაობა დაიწყო ოდენკურში, “პეჟო”-ს საავტომობილო ქარხანაში.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებაში. ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან და 1924 წელს ემიგრანტების მიერ შექმნილი ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის _ “თეთრი გიორგის კავშირის” მესვეურებთან, აგრეთვე, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წარმომადგენლებთან.
იგი აქტიურად მონაწილეობდა 26 მაისისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ დღესასწაულებში [17]. ამათან, მუდმივად მფარველობდა შეფიცულებს. მიუხედავად ამისა, სახელოვან მამულიშვილს სულს უხუთავდა ნოსტალგია.
,,… აქ უკვე ქაქუცას სხვა, უცხო სახეს შევხვდი პარიზში. თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს. და ახლა ფრთებმოტეხილ არწივს, ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერა _ მორეულ ცრემლს უშრობდა.
_ გახსოვს, თამარ, ალავერდობა? _ მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი, მთრთოლვარე ხმით.
_ გახსოვს, თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
_ გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
_ გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
_ ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია! რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი ვერ მერეოდა.
_ გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო ? კარგად გახსოვს? კრულიც იყოს აქ სიცოცხლე! იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ? “_ იგონებდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე თამარ პაპავა [23].
ქაქუცა ჩოლოყაშვილის მრწამსი კარგად ჩანს ვ. ჩუბინიძისადმი მიწერილ მის ერთ წერილში. “ შენ კარგო ქართველო, შენ თუ სოციალისტი ხარ, ქართველად არ ვარგიხარ თუ რა არის? შენ თუ, როგორც სოციალისტი ქართველობაზე უარს იტყვი, მეც ყველა ქართველ სოციალისტზე უარს ვიტყვი. ჩემთვის საღი და დაკვირვებული წერილი ძვირფასია, რომელიც იცავს ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ვისგან არის დაწერილი, რა მიმდინარეობის მომხრეც გინდა იყოს, მაინც ბოლოს ქართველია, კომუნისტების გარდა. აბა, ჩემო ვალიკო-ბეი, მაგაზე შენ არასდროს არ იფიქრო, რომ ყველა სოციალისტი მძულს და იმისათვის პასუხი არ მოგაწოდე აქამდის. მე ვინცა მძულს, აშკარად აღარც ველაპარაკები და აღარც არაფერი კავშირი მაქვს, ის მემარცხენეა თუ მემარჯვენე” _ო, აღნიშნავდა წერილში ქაქუცა [13].
პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე და 1923 წელს მიღებულმა ჭრილობებმა, ღრმა ნოსტალგიამ, პარიზის ჰავამ და ყოველივე ამაზე დართულმა ფილტვების სისუსტემ დიდად შეარყია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯანმრთელობა. ალ. სულხანიშვილის მითითებით, იგი ოსტაუაში, სანატორიუმში გაგზავნეს სამკურნალოდ [10].
სამწუხაროდ, ყველანაირი მცდელობა ამაო აღმოჩნდა: 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, 42 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
მან ექიმ ვახტანგ ღამბაშიძისა და ალ. სულხანიშვილის ხელში დალია სული [10]. გარდაცვალებამდე მოასწრო სიტყვიერი ანდერძის დატოვება, რომ მისი ნეშტი გადაესვენებიათ დამოუკიდებელ საქართველოში.
თავზარდამცემი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალება მთელი ქართული და საერთოკავკასიური პოლიტიკური ემიგრაციისათვის. ქაქუცას ხსოვნას მიეძღვნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალის “სამშობლო” 1930 წლის მე_8 ნომერი [24].
ნეკროლოგები გამოქვეყნდა თითქმის ყველა ქართულ ემიგრანტულ გამოცემაში, აგრეთვე, ფრანგულ და ინგლისურ პერიოდიკაში.
მოგვიანებით შალვა ამირეჯიბი იხსენებდა იმის შესახებ, რომ ნეკროლოგი გამოაქვეყნა ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ “ტაიმსი”. იგი იუწყებოდა, რომ “შამილის შემდეგ კავკასიაში არ ყოფილა კაცი უფრო პოპულარული, ვიდრე ჩოლოყაშვილი” [21].
ჟურნალის “დამოუკიდებელი საქართველო” 1930 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ხარბინის ქართველთა ურთიერთშორის დამხმარე საზოგადოების წერილი “ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების გამო”, რომელშიც ვკითხულობთ: “აღტყინებული, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით, ის ვერ ურიგდება წითელ მტარვალთა ძალადობას და მის ბრძოლის ყიჟინას უერთდებიან სამშობლოს ერთგულნი შვილნი. არაერთჯერ და ორჯერ სმენია შორეული აღმოსავლეთის ქართველობას მისი განთქმული ბრძოლის ამბები. რა სიამით ივსებოდა მაშინ ჩვენი გული და გამოუთქმელი სიხარულით შევყურებდით მომავალს. მაგრამ ახლა? აღარ გვყავს ჩვენი ქაქუცა, მტრის თავზარდამცემი. უცხო მხარეს გაუთხარეს მას საფლავი და რაინდმა თან ჩაიტანა მტრის სიძულვილი, სამშობლოსადმი სიყვარული და ერთი მუჭა მშობელი მიწისა” [25].
ჟურნალის “სამშობლო” რედაქციამ მიიღო სამძიმრის დეპეშები საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერიოსაგან, გენერალ გუროსგან, მარკიზ დე-ბაისგან, ინგლისის თემთა პალატის წევრის ალლენისგან, მინისტრ ლუი მორენისგან, უკრაინის, თურქესტანის, აზერბაიჯანის, პოლონეთის ემიგრანტული მთავრობებისგან [24].
ეროვნული გმირი დაკრძალეს სენტ_უანის სასაფლაოზე, საიდანაც 1970-იან წლებში გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. და აი, 75 წლის შემდეგ, 2005 წელს, ეროვნული გმირის ნეშტი მთაწმინდამ მიიბარა. მთელმა საქართველომ დაიტირა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომლის სახელიც ტაბუდადებული იყო ავადსახსენებელი კომუნისტური რეჟიმის დროს.
გვსურს წინამდებარე ნაშრომი დავასრულოთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრის, ბოლშევიკების მიერ 1925 წლის იანვარში მხეცურად მოკლული ფშაველი პოეტის მიხა ხელაშვილის (1900-1925) ლექსით [26]:
ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლილან მთანია, ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნივა ჰქონდა ფხანია, შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი – ძმანია, უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონატანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია, თან ახლავს ქართლის შვილები – თითო ლომისა დარია.
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია, ქალაქით მოჰყვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია, პურის ჭამაზე ნასხდომებს დაგვხვიეს თოფის ალია, ჰაი გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია, პატარა რაზმის უფროსო, ხარ მარდი კამანდარია, მკვდარი მიჰყარე მკვდარზედა, რო თივის საბანდარია, ფშავლებს გადაეც ნადავლი იმათგან ანაყარია, სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია, იქ დაგხვდებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. შ. ამირეჯიბი. “ქაიხოსრო – ქაქუცა ჩოლოყაშვილი”.- ჟ. “სამშობლო”, # 8, პარიზი, 1930.
2. ნ. ავალიშვილის მოგონებები (ხელნაწერი), 1989, ინახება სტატიის ავტორის არქივში.
3. კ. ჩოლოყაშვილი. “ჩოლოყაშვილები”.- ინტერნეტის ქართული ელექტრონული ჟურნალი “ბახტრიონი” (ფინეთი), ჰტტპ:// წწწ.მამული.ნეტ .
4. რ. დიუგე. “მოსკოვი და წამებული საქართველო”, ფრანგულიდან თარგმნეს მზია და აკაკი ბაქრაძეებმა, გამომცემლობა “ჯი-სიაი”, თბილისი, 1994.
5. Kაკუტსა ჩჰოლოკასჰვილი.- Iნტერნეტ Eნცყცლოპედია “ჭიკიპედია”, ჰტტპ:// ენ.წიკიპედია.ორგ .
6. პ. ნაცვლიშვილი. “საქართველოს მიწა”, თბილისი, 1994.
7. კ. სალია. “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი პირველი მსოფლიო ომის დროს”.- ჟ. “ბედი ქართლისა”, # 39-40, პარიზი, 1962.
8. ჟ. “სამშობლო”, # 21-22, პარიზი, 1937.
9. გ. მაზნიაშვილი. “მოგონებანი”, ბათუმი, 1990.
10. ალ. სულხანიშვილი. “ჩემი მოგონებანი”, სან-ფრანცისკო, 1981.
11. ვ. თევზაძე. “განვლილი გზა”.- ჟ. “ივერია”, # 32, პარიზი, 1988.
12. G. Gერსამია. “Vასილ ღოინასჰვილი (1879-1958)”.- ჰტტპ:// წწწ.პჰოტომუსეუმ.ორგ.გე .
13. ვ. ჩუბინიძე. “მოგონება”, წიგნი მეორე, პარიზი, 1953.
14. “საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა)”, გამოსაცემად მოამზადა ო. კალანდარიშვილმა, თბილისი, 1994.
15. სოლ. ზალდასტანიშვილი. “საქართველოს 1924 წლის ამბოხება”, მიუნხენი, 1956.
16. გ. შარაძე. “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”.- კრებულში “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”, გამომცემლობა “მერანი”, თბილისი, 1989.
17. ე. მაყაშვილი. “შეფიცული”.- ჟ. “კავკასიონი”, XV, პარიზი, 1971.
18. ალ. ხ-ლი. “იუნკერის მოგონებები”.- ქართველ იუნკერთა კავშირის ჟურნალი “მხედარი”, # 2, პარიზი, 1929.
19. კ. ინასარიძე. “აგვისტოს აჯანყება”.- ჟ. “კავკასიონი”, XXI, პარიზი, 1986.
20. ერიხ ობსტი. “საქართველო – გეოპოლიტიკური ნარკვევი”.- ჟ. “კავკასიონი”, X, პარიზი, 1964.
21. შ. ამირეჯიბი. “მოხსენება, წაკითხული ბერლინის კოლონიაში 30 აგვისტოს 1940 წ.- კრებულში: “შალვა ამირეჯიბი”, წიგნი მეორე, გამომცემლობა “დიოგენე”, თბილისი, 1998.
22. ალ. კარგარეთელი. “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”, პარიზი, 1981.
23. თ. პაპავა. “გაბნეული საფლავები”, პარიზი, 1970.
24. ჟ. “სამშობლო”, # 8, პარიზი, 1930.
25. “ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების გამო”.- ჟ. “დამოუკიდებელი საქართველო”, # 56, პარიზი, 1930.
26. მიხა ხელაშვილი. “ქაქუცა ჩოლოყაშვილს”.- კრებულში: “ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა”, გამოსცა ედიშერ გიორგაძემ, თბილისი, 1989.
27. ე. მაყაშვილი. “სისხლიანი ფურცლები”.- ჟ. “კავკასიონი”, X, პარიზი, 1964.
28. “ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელი და მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე”.- გაზ. “კოოპერატორის მაცნე”, # 37, თბილისი, 1990.

http://burusi.wordpress.com/2009/05/13/kakutsa-cholokashvili-2/

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 5,470 other followers