ნაზი შამანაური


ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხუთი თვის არაადამიანური მოპყრობითა და შიმშილით ნაზი შამანაური სიკვდილის პირზე მიიყვანეს. 1983 წლის იანვარში კი ხელფეხშეკრული ჟურნალისტი ცემით მოკლეს.

მისი ოჯახი დევნასა და შევიწროვებას განიცდიდა, თვით ნაზი კი საქართველოს მტრებისათვის, იმდროინდელი ლიტერატურული და ჟურნალისტური წრეებისათვის არასასურველი მიმართულებით ,,მოაზროვნე ელემენტი~ იყო, დასტურდება იმით, რომ 1974 წლის 7 ივნისის მერე, როდესაც მან უკანასკნელი წერილი გამოაქვეყნა ,,სოფლის ცხოვრებაში~, რაიონული და რესპუბლიკური გაზეთების რედაქციათა კარები მისთვის გამოკეტილი აღმოჩნდა.

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ,,ვაჟაობის~ დღესასწაულზე ნ. შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი გამყიდველური, ბოროტი საქმეები. იგი მაშინვე დააკავეს და ჩამოართვეს მხილების ტექსტი. მასთან ერთად დააკავეს მისი დედა სარა ინაშვილიც.

ნაზი შამანაური ქართველი მამულიშვილი იყო. ის საქართველოს მტრებს და არსებულ მანკიერებებს ამხელდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედა-შვილი თბილისში, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში, გაამწესეს სამკურნალოდ. ნაზი შამანაურმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი ასე საგანგებოდ მივლენილ პაციენტებს განსაკუთრებულ რეჟიმში ,,მკურნალობდნენ~. შედეგიც, რა თქმა უნდა, მეტად სავალალო აღმოჩნდა… პაციენტი თავის ქალის მძიმე დაზიანებითა და პერიტონიტის დიაგნოზით მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა კიდეც.

ნაზი შამანაური საქართველოსთვი, სიწმინდისათვის, პატიოსნებისთვის, სიმართლისათვის ეწამა. მან ბოროტებასთან შეგუებას სიკვდილი ამჯობინა. ის მარტოდმარტო აღმოჩნდა ყოვლისშემძლე რუსეთის ხელისუფლების მპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

One thought on “ნაზი შამანაური

  1. misi cxovreba magaliti unda ikos chventvis. es aris brckinvale nimushi imisa tu ra ertguli iko im principebis rasac samartlianoba da kactmokvareoba qvia. aseti adamianebi ukvdavni arian kovel drosa da sivrceshi!!!

    Like

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s