ხრუშჩოვზე არშემდგარი ტერაქტის საქმე

1960 წლის 14 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ნიკიტა ხრუშჩოვზე ტერაქტის მზადების ბრალდებით სამი პირი დააკავა. შოთა, იგივე ოთარ მექვაბიშვილი, ალბერტ (ალეკო) მელაძე და აბრამ (აბრეკ) ბათოშვილი. მოგვიანებით ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრს – სტუდენტ აკაკი მდინარაძეს მიაგნეს და ისიც დააპატიმრეს. ხრუშჩოვი თბილისში 1961 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 40 წლისთავთან დაკავშირებით უნდა ჩამოსულიყო.

ძიების მასალებით ინიციატორად, სპეციალობით ფეიქარი, დროებით უმუშევარი ოთარ მექვაბიშვილი მიიჩნეოდა. იგი 1960 წლის ივლისში ციხეში გაცნობილ ალეკო მელაძეს დაუკავშირდა და განზრახვა გაანდო. შემდეგ მათ შეემატათ მელაძის ძველი ნაცნობი, შრომა-გასწორების კოლონიაში გაცნობილი აბრეკ ბათოშვილი.

მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდა მექვაბიშვილის შორეული ნათესავი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი აკაკი მდინარაძე, რომელსაც თვითნაკეთი ბომბის დამზადებას შეეძლო. თავის ჩვენებაში მდინარაძემ განმარტა, რომ მან ასაფეთქებელი მოწყობილობა ღვინის დოქის ფსკერზე დაამონტაჟა.

ალეკო მელაძის სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იყო. მისი მამა დახვრიტეს, ხოლო დედა დააპატიმრეს და 10 წლით შორეულ ციმბირში გადაასახლეს. მოგვიანებით მელაძე თბილისის უნივერსიტეტში სწავლის დროს, უნივერსიტეტში ეროვნულ გამანთავისუფლებელი ჯგუფში გაერთიანდა. ამ ჯგუფის 9 წევრი, მათ შორის მელაძე, 1948 წელს დააპატიმრეს და 26 წლით პატიმრობა მიუსჯეს. მელაძე სასჯელს შორეულ კალიმაზე, ოქროს საბადებში იხდიდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1956 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად მელაძე საქართველოში დაბრუნდა.

სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იყო აბრეკ ბათოშვილიც. მას ჯერ მამა დაუპატიმრეს, შემდეგ კი – დედა; თავადაც იდევნებოდა, როგორც “ხალხის მტრის” შვილი.

გეგმის თანახმად თავდასხმა ხრუშჩოვის თბილისის ქუჩებში გადაადგილებისას უნდა მომხდარიყო. ჯგუფების წევრებიდან ერთ-ერთს, ჰაერში ტყვიის გასროლით, სამთავრობო დაცვის ყურადღება უნდა გადაეტანა; მეორეს ამ დროს, სხვა მხრიდან, ხრუშჩოვის მანქანისკენ დანაღმული დოქი უნდა ესროლა. ხრუშჩოვის ლიკვიდაციის შემთხვევაში ჯგუფის წევრები რადიოთი უნდა გამოსულიყვნენ გასულიყვნენ და მომხდარის შესახებ ეცნობებინათ.

სასამართლომ ოთარ მექვაბიშვილს, როგორც ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზატორს, სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, ალეკო მელაძეს – 15 წლით, ხოლო აბრეკ ბათოშვილსა და აკაკი მდინარაძეს – 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისში სტუმრობისას ხრუშცოვს ქუჩაში დახვდა მექვაბიშვილის დედა და შვილის შეწყალება სთხოვა. ამ ამბიდან ცოტა ხანში, მექვაბიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სასჯელი შეუმსუბუქეს დაჯგუფების სხვა წევრებსაც. ხელისუფლებიდან ხრუშჩოვის წასვლიდან მცირე ხნის შემდეგ კი ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნებში ალეკო მელაძე არჩეული იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრად. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს 1991 დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს – რუსთავი 2-ს დოკუმენტური ფილმი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s