ლევან რაზიკაშვილი

ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი ბანდიტიზმის ბრალდების გამო დაისაჯოს დახვრეტით” – განაჩენი მიღებულია საქართველოს “ჩეკას” კოლეგიის მიერ 1922 წლის 3-5 დეკემბრის დადგენილებით.

ლევან რაზიკაშვილის საქმის განხილვისას მართლმსაჯულთ გვერდი აურეს შემამსუბუქებელ გარემოებებს, როგორიცაა: ქვეყნისადმი ლევანის ერთგულება; “ჩეკას” წინაშე ლევანის გულწრფელობა, რომ მას ფშაველები არ აუჯანყებია; რომ ლევანის გათავისუფლებას მთელი ფშავი ითხოვდა; რომ ლევან რაზიკაშვილი გენიოსი მწერლისა და დიდი მამულიშვილის, ვაჟა-ფშაველას შვილი იყო…

ამასთანავე საქვეყნოდ ცნობილია შემდეგი ფაქტი:

მწერლებმა ა. აბაშელმა, შ. დადინმა და პ. ინგოროყვამ სთხოვეს ს. ორჯონიკიძესვაჟა-ფშაველას შვილი შეეწყალა… ს. ორჯონიკიძესკი უპასუხია: “ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო”…

ლევან რაზიკაშვილის ბრალდებათა სერია კი იწყება საქართველოს სუვერენიტეტისათვის მებრძოლი საზოგადო მოღვაწეების საერთო სულისკვეთების თანაზიარობით. ვაჟა-ფშაველა ფედერალისტებს თანაუგრძნობდა და მისი შვილიც “სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო”. სკოლის მერხზე კი, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით იჯდა. მათი მეგობრობა, კეთილგანწყობა და თანადგომა შემდეგად გაგრძელებულა. 1915 წელს ქაქუცა ვაჟა-ფშაველას დაკრძალვასაც კი დასწრებია.

ეს ფაქტები რადიკალურად განწყობილი ხელისუფლების წარმომადგენლთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და დროს ეძიებდა… შესაფერისი დროც მალე დადგა.…

ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა მონსტრის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მასშტაბური ხევსურეთის აჯანყება იყო.

ქაქუცას პარტიზანული რაზმების წევრებისა და აჯანყებულ ხევსურთა მიმართ საბჭოთა ხელისუფლება დაუნდობელი და სასტიკი სადამსჯელო ღონიძიებების გატარებას შეუდგა. ს. ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთის სიღრმეში მსხვილი სამხედრო შენაერთები შეიგზავნა, რომელთაც დაევალათ აჯანყების უმოკლეს ხანში ჩახშობა და ხევსურთა დათრგუნვა. ს. ორჯონიკიძე ბოლშევიკების იდეური მოწინააღმდეგეებისა და საშიში “კლასობრივი მტრების” ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.

ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსი იყო… და მას უშულოდ ევალებოდა აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა.

…იგი ორწყალშუა აღმოჩნდა. ერთი მხრივ, მოვალეობა ხალხისა და სამშობლოს წინაშე და თავისი მრწამსი და, მეორე მხრივ, სამსახურებრივი ვალდებულება…

ჩანს, ლევან რაზიკაშვილმა თავის როლს თავი წარმატებით ვერ გაართვა და…

მალე მას სამსახურებრივი საქმეების გამო თიანეთის მილიცაში იბარებენ.

1922 წლის 30 სექტემბერს იგი თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაში, საიდანაც, როგორც ბრალდებული, შინ აღარ გაუშვეს.

ლევან რაზიკაშვილი საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის სამმართველოს უფროსის, იოვიძის ბრძანების საფუძველზე დააპატიმრეს. დაკავებას ოფიციალურ საფუძვლად დაედო თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის, სერგო სურგულაძის განკარგულება, ბრალდებად კი წაუყენეს: “1. ბანდიტიზმში მონაწილეობა; 2. თვითნებური მიტოვება სამსახურისა”.

ბრადლებების არსი კი შემდეგში მდგომარეობდა: ს. სურგულაძემ, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, თავისი რაზმით, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გზა გადაეღობა ხევსურეთისაკენ დახეულ ჩოლოყაშვილის ბანდისათვის, დახმარება სთხოვა ფშავის მილიციის უფროსს. რაზიკაშვილი 2 მილიციელით, მართლაც, წინ გადაუდგა ჩოლოყაშვილის რაზმის ნაწილს. სროლის დროს მოკვდა 1 მილიციელი, რაზიკაშვილიდა გადარჩენილი მილიციელი ჩოლოყაშვილს “დანებდა”. ჩოლოყაშვილმა ლევან რაზიკაშვილი თავის რაზმში რამდენიმე დღე დატოვა. ირკვევა, რომ ჩოლოყაშვილმა ძველ მეგობარს რაზმის წევრები გააცნო და დავალებაც მისცა – მოემზადებინა ფშაველები და როცა წითელი ჯარები ხევსურეთისკენ წავიდოდნენ, მათთვის ზურგში დაერტყათ. მართალია, რაზიკაშვილმა ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით ჩოლოყაშვილმა რაზიკაშვილის ხელშეწყობით შეძლო ალყიდან თავის დაღწევა და მიმალვა.…

რაზიკაშვილი მიჩნეულ იქნა ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად, რომელიც შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების ცხოვრებაში გასატარებლად.

ლევან რაზიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

განაჩენის სისრულეში მოყვანა ცოტა გაჭიანურდა: მიზეზი მრავალი იყო, საყურადღებო კი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უკან მდგარი ავტორიტეტული პიროვნებების მხარდაჭერა და შუამდგომლობები ხელისუფალთა წინაშე; ასევე ლევან რაზიკაშვილისაგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება ჩოლოყაშვილის ბანდის წევრთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

განაჩენი საბოლოოდ მაინც აღსრულდა. საარქივო საქმის დოკუმენტში ვკითხულობთ: “საქართველოს ჩეკას 1923 წლის 13 თებერვლის და საქართველოს ჩეკას პრეზიდიუმის 1923 წლის 13 თებერვლის 913 მიწერილობის საფუძველზე ჩემი, საქჩეკას კომენდარტის მიერ, 1923 წლის 15-დან 16 თებერვალს, ღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი – დახვრეტა შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლის… ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრეტის ადგილას”.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s