გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი. (1874 ― 1970), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი. დაიბადა 1874 წელს დაღესტანში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი.

1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური მან დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად.

იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში,რისთვისაც დაჯილდოვდა წმ.გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ–მაიორის წოდებით შეხვდა.

1918 წელს,როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენ. კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით,რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის.

1918–1921 წწ. განმავლობაში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში.

გიორგი კვინიტაძემ დაარსა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, რომელიც საკმაოდ პრესტიჟული სასწავლებელი გახდა. სამხედრო სასწავლებელში ახალგაზრდა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად სწავლობდნენ უძველესი და გამოჩენილი გვარის შვილებიც. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს სამეგრელოს მთავართა შთამომავალი მიხეილ დადიანი.
გენ. კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი და რამდენად სამწუხაროა, რომ მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება,რომელიც გენ. კვინიტაძის წამოწყებებს უგულისყუროდ ექცეოდა. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დასტოვა სამშობლო.

გამოცდილი მხედართმთავარი, ღირსეული მეომარი, რუსეთის იმპერატორიის არმიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და საქართველოს ერთგული შვილი ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა.

გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული , 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გ.კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე (МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921).

აღსანიშნავია, რომ ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ’აბო გენერალ კვინიტაძის შვილიშვილია.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s