შალვა მაღლაკელიძე

მაღლაკელიძე (1893 ― 1976), ქართველი პოლიტიკოსი და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.

შალვა მაღლაკელიძემ დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, გახდა ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა 1921 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია” რიგაში (ლატვია), რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართული საზოგადოება. როგორც საგოზადოების ყველაზე აქტიურ წევრს, მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში.

ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო თეთრი გიორგის ორგანიზაციის (1925-1945) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (დ. 1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. როგორც ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი ის უძღვებოდა კავკასიის კომიტეტს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.

ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1943 წელს მაღლაკელიძის ნაწილები უკვე კავკასიონთან იმყოფებოდნენ და მათ საქართველოსგან 500 მეტრი აშორებდათ. მაღლაკელიძის საქართველისი შემოსვლისთანავე კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. გერმანელებმა საბჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს და ამ გეგმის აღსრულება ვერ მოხერხდა.

მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წელს კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობს. 1954 წლის 26 იანვარს დააფუძნა ორგანიზაცია ”საზღვარგარეთ ქართველ მეომართა კავშირი” მიუნხენში. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს.

1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში, დიდუბის რაიონში, მისამართზე ბათუმის ქ. 29ა-ში. გარდაიცვალა 1976 წელს.

ბატალიონთა ნუსხა და საბრძოლო გზა

795-ე ქვეითი ბატალიონი “შალვა მაღლაკელიძე” _ 1942: ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944: შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.

796-ე ქვეითი ბატალიონი _ 1942/43: იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის რუსების მხარეზე გადასვლის გამო.

797-ე ქვეითი ბატალიონი “გიორგი სააკაძე” _ 1943/44 გრენევილში (საფრანგეთი) 709-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.

798-ე ქვეითი ბატალიონი “მეფე ერეკლე II” _ 1943/44 სენ ნაზერი (საფრანგეთი) 384-ე გერმანულ დივიზიაში.

799-ე ქვეითი ბატალიონი “დავით აღმაშენებელი” _ 1943-45 მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.

822-ე ქვეითი ბატალიონი “თამარ მეფე” _ 1944/45 ლიონთან (საფრანგეთი) 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე (ჰოლანდია), სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია ‘ევროპის უკანასკნელი ბრძოლის’ სახელით.

823-ე ქვეითი ბატალიონი “შოთა რუსთაველი” _ 1945: იცავდა ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.

824-ე ქვეითი ბატალიონი “ილია ჭავჭავაძე” _ 1944: იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 349-ე დივიზიის შემადგენლობაში

I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი _ ბრძოლის არეალი უცნობია

I/9 ქვეითი ბატალიონი _ 1942/43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.

II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი _ 1942/43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.

I/9 ქვეითი ბატალიონი _ 1942:43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.

II/198 სასწავლო ბატალიონი _ 1943: 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945: იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.

”ბერგმანის” №1 ქართული ბატალიონი _ 1942/43: დივერსიები ჩრდილო კავკასიაში, ანტიპარტიზანულ ბრძოლები ყირიმში.

ქართული სს ჯგუფი _ 1944/45: ჩრდილოეთ იტალია

დივერსიული რაზმები ”თამარა I და II” _ ბრძოლის არეალი უცნობია

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s