სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებანი (ცირკულარული) საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ.

სრულიად საქართველოსავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეტა სახელმძღვანელოდ.

დადგენილებანი სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსი საქართველოს ეკლესიაში ახაი სტილის კალენდრის შემოღების სესახებ.

1. 1923 წლის 24 ოქტომბრისა: შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წ. ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალის სტილით. გამოეცხადოს საკათაიკოსო საბჭოს მადლობა პროფესორ დიდებულიძეს და ბენაშვილს პასქალიონის შედგენისათვის ახალის სტილის კალენდრის თანახმად.

დადგენილებას ხელს აწერენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ კანდელაკი, ბბ. ივანე რატიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

2. 1924 წლის 11 აპრილისა: “საკათალიკოსო საბჭომ მოისმინა განცხადება ეპისკოპოს სვიმონ ჭყონდიდელისა, შუამდგომლობა სხვადასხვა ადგილებიდან მორწმუნეთაგან და დადგენილება ტფილისის სამღვდელოების კრებისა, რომ პასექის უქმობა 1924 წელში, მხოლოდ ამ წელში, გამონაკლისის სახით, მოხდეს ძველის სტილით, დაადგინა: “საკათალიკოსო საბჭო ადასტურებს თავის დადგენილებებს შესახებ ახალის სტილის შემოღებისა საქართველოს ეკლესიაში, მხოლოდ ამა 1924 წლის პასექის უქმობას აცხადებს ძველის სტილით”

ხელს აწერენ: საკათალიკოსო საბჭოს დროებითი თავჯდომარე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, მიტრ. ნაზარი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ. კანდელაკი, ივანე რატიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

3. 1924 წლის 16 ოქტომბრისა: “ტანახმად საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა 1923 წლის 24 ოქტომბრიდან და 1924 წლის 11 აპრილიდან, შემოღება ახალი სტილის კალენდრისა საქართველოს ეკლესიაში დადასტურებულ იქმნეს.

ხელს აწერენ: კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, ეპ. დავიტი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, ეპ. ნესტორი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენიამინ კანდელაკი, გერასიმე იმნაიშვილი.

თანახმად ზემო მოყვანილ სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა, მე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითმა მოადგილემ, ურბნელმა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ, ამა 1925 წლის 14 იანვარს, წმიდისა მოციქულთასწორისა ქართველტა განმანათლებლის ნინოს ხსენების დღესა, ტფილისის სიონის საკათედრო ტაძარში გამოვაცხადე საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეთა საცნობელად და სახელმძღვანელოდ:

ახალი სტილის კალენდარი მიღებულია საქართველოს ეკლესიის მიერ მთლიანად და ყველა დღესასწაულები, როგორც უძრავნი ისე მოძრავნი, მარხვანი და წმიდათა ხსენებანი უნდა გადახდილ იქმნეს ახალის სტილის კალენდრის მიხედვით. 1925 წელში იქმნება.

1) ბრწყინვალე აღდგომა 12 აპრილს; 2) მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე პირველ თებერვალს; 3) ხორცთა აკრება 15 თებერვალს; 4) ყველიერის აღება 22 თებერვალს; 5) ბზობა 5 აპრილს; 60 ამაღლება 21 მაისს; 7) სულიწმიდის მოფენა 31 მაისს; 8) პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი 8 ივნისს.

ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებანი ეთანხმებიან მეცნიერულ დებულებებს, დადასტურებულია საკათალიკოსო საბჭოს გაძლიერებულ შემადგენლობისაგან, ე.ი. ეპისკოპოსთა თანადასწრებით, რამდენჯერმე. ამის გამო საკითხი ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათ. საბჭოში აღარ დაისმის.

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე მიტრ. ქრისტეფორე ურბნელი (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი)

1925წ. 14 იანვარი. ქ თბილის

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s