გიორგი გვაზავას მიერ, უცხოელი სტუმრების წინაშე წარმოთქმული სიტყვა

1920 წლის 15 მაისი

საუკუნის განმავლობაში ჩვენ მოვწყდით მსოფლიო კულტურას. ზოგი მიიჩნევს კიდეც, რომ საქართველო უსათუოდ უნდა იყოს რუსეთის ფარგლებში. თქვენ ხედავთ, რომ საქართველოსთან უფრო ახლოსაა ინგლისი და საფრანგეთი, ვიდრე რუსეთი. საქართველომ დაიწყო ცხოვრება მაშინ, როდესაც ღვიოდა ხმელთაშუა ზღვის კულტურა. დროთა უკუღმართობამ შუა საუკუნეებში საქართველო მოსწყვიტა ამ ბუნებრივ გზას. ხალხთა შორის უკანასკნელმა შეტაკებამ და ომმა ისევ აღადგინა ეს ძველი ბუნებრივი მიმართულება.საქართველო ბუნებრივად მოსწყდა რუსეთს და უნდა მომწყდარიყო. მან მოიპოვა ისევ ძველი გზა, რომელიც გვაახლოვებს და გვაერთიანებს დასავლეთ ევროპასთან. ჩვენ დავუახლოვდით ბელგიას, საფრანგეთს, ინგლისს და იმ ქვეყნებს, რომლებშიც ღვივის ახლანდელი საკაცობრიო კულტურა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s