პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო – საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი

პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო – საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი | Mevio on Mevio.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავდა, – წერს  თავის ახალ წიგნში – პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” ბილ კლინტონის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელე და ექსპერტი ევროპის საკითხებში რონალდ ასმუსი, რომელიც დღეს გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელია.

თეთრი სახლის რამოდენიმე ოფიციალური პირ ემხრობოდა აშშ-ის მხრიდან სულ ცოტა, შეზღუდული სამხედრო ღონისძიების გატარების განხილვას, მაგალითად, და რუსული არმიის წინსვლის შესაჩერებლად როკის გვირაბზე საჰაერო დარტყმების განხორიციელებას. ვიცე-პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისებმა ერთმანეთისაგან დამმოუკიდებლად სათანადო წინადადებები მოამზადეს, თუმცა, მსჯელობის შემდეგ ამერიკელები საქართველოში ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. წიგნში, ასევე, ასახულია ის დაპირისპირება, რომელიც ბუშსა და მის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის შორის არსებობდა ბუშის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში. არსებული უთანხმოება, წიგნის ავტორის მიხედვით, საქართველოს კონტექსტსაც მოიცავდა, რადგან ჩეინის მრჩევლებს მიაჩნდათ, რომ ბუშმა რუსეთს საქართველოზე შეტევის განსახორციელებლად უნებლიედ ”მწვანე შუქი აუნთო”, როდესაც მან სიჩუმით უპასუხა პუტინის ”მკვეთრ და მუქარის ენას”, რომელიც მან სოჭში 2008 წლის აპრილში ბუშთან გამართული შეხვედრის დროს გამოიყენა.

წიგნში გამოქვეყნებულია აქამდე უცნობი მასალები და ეყრდნობა ინტერვიუებს დასავლელ და საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

ასმუსი ამბობს, რომ ამ ისტორიის შეხსენება ყოველთვის საჭიროა, რადგან აქ ყველაზე კარგად ჩანს, დიდი რუსეთის ნამდვილი სახე და მისი ჩვეული აგრესია.

რატომ დაიწყო აგვისტოს ომი, შეიძლებოდა, თუ არა მისი თავიდან აცილება, ვინ დაუშვა შეცდომები და რა დასკვნები გამოიტანა მსოფლიომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან.

რა უნდა ვისწავლოთ რუსულ-ქართული ომის მაგალითზე? – სვამს კითხვას “ინტერნეიშნლ ჰერალდ ტრიბუნის” მიმომხილველი ჯონ ვინოკური, რომელმაც დაწერა რეცენზია რონალდ დ. ასმუსის წიგნზე “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”. “ეს არის რუსეთის საქართველოში შეჭრის შესახებ კარგი ახალი წიგნი, რომლისთვისაც შეგვეძლო დაგვერქმია “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო, – ასეთი ფორმულირება რეალობასთან ახლოს დგას,” – წერს ვინოკური.

წიგნის ასმუსი მიიჩნევს, რომ აშშ-მ, ნატო-მ და ევროკავშირმა, შეიძლება ითქვას, თვალი დახუჭეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს. “აი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი: შეჭრა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც იმის ნიშანი, რომ რუსეთმა მაქსიმალურად გაზარდა ვეტოს დადების შესაძლებლობა დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებზე, რადგან დასავლეთი, რომელიც ერთიანი არ არის და ლიდერი არ ჰყავს, საკმაო მნიშვნელობის ფაქტის მინიმიზებას შეეცადა,” – ნათქვამია სტატიაში. რეცენზენტის აზრით, ასმუსის წიგნი დაწვრილებით და ნათლად გვაცნობს მოვლენებს. “ქვეყანა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან და ნატო-ში შესვლის კანდიდატია, თავდასხმის ობიექტი გახდა და მის დასახმარებლად არც ვაშინგტონმა, არც ატლანტიკურმა ალიანსმა განსაკუთრებულად არაფერი იღონეს,” – ეს ციტატა მოჰყავს ვინოკურს ასმუსის წიგნიდან.

რუსეთმა ფეხქვეშ გათელა ცივი ომის პერიოდის შემდეგ მიღებული მთავარი წესი – ევროპის საზღვრები არ ექვემდებარება ძალადობრივ შეცვლას – და ყველას გააგებინა, რომ მზად არის, მეზობლების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენოს ძალა, – ამტკიცებს ასმუსი. “წიგნში შესული მასალები წარმოადგენს ნატო-ს სისუსტის და შიდა დაპირისპირების მტკიცებულებას ისეთ სიტუაციაში, როცა რუსეთი ემუქრებოდა საქართველოს. ეს მასალები ძალიან გაამხნევებს ნებისმიერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, იქნება ეს “ალ კაიდა”, ირანი თუ ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც იფიქრებენ, რომ დასავლეთი შიდაარეულობის გამო შეიძლება დამთმობი გახდეს,” – წერს ვინოკური.

ასმუსის აზრით, პუტინმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბუშმა შედეგს ვერ მიაღწია – ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს კანდიდატობის სტატუსის მინიჭება, რადგან გერმანია წინააღმდეგი წავიდა. “პუტინის შეხედულებების კონტექსტში, რუსეთის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ნატო-ს მერყეობა იყო მიწვევა მოკლე ეფექტურ ომში, რის შემდეგაც დასავლეთი ყველანაირად შეეცადა ამ ფაქტის გაბათილებას,” – წერს ვინოკური. შემდგომი მოვლენები ასმუსის სიმართლეს ამტკიცებს, მიიჩნევს რეცენზენტი: საფრანგეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ხომალდების – ვერტმფრენმზიდების გაყიდვის შესახებ, ხოლო გერმანიამ ნორდ სტრიმის ფინანსირება გაასამმაგა.

,,იმედის ” 2010 წლის 6 თებრვლის ,,სპეციალური რეპორტაჟი” სწორედ 2008 წლის აგვისტოში ბრუნდება. სკანდალური და გაუხმაურებელი დეტალები რუსეთ-საქართველოს ომზე და რონალდ ასმუსის წიგნი – ,,პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი”.

გადაცემაში მაყურებელი ასმუსის წიგნიდან ერთ-ერთი დრამატული სცენის რეკონსტრუქციას იხილავს – დახურულ კარს მიღმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში – ჩეინის, ჰედლის, გეითსის და ჰაიდენის გარემოცვაში. ქვეყნის პირველი პირები საქართველოს დახმარების საკითხზე მსჯელობენ. ასმუსის წიგნში მოცემულია დეტალები, რომელიც ომის დროს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის და საქართველოს პრეზიდეტნის მიხეილ სააკაშვილის, ასევე, სერგეი ლავროვისა და კონდოლიზა რაისის სატელეფონო საუბარს შეეხება. ასევე დეტალები, საქმეში ევროპისა და სარკოზის ჩართვასთან და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით.

წიგნში, ასევე, მოყვანილია პრეზიდენტ სააკაშვილსა და პუტინს შორის 2008 წლის თებერვალში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ გაკეთებული სტენოგრამის მონაკვეთი.

”შენ გგონია, ამერიკელებს შეგიძლია ენდო და გგონია ისინი გამოიქცევიან, რომ დაგეხმარონ?” ვერავის ენდობი! ჩემს გარდა,” – ეუბნება პუტინი სააკაშვილს, ამ სტენოგრამის მიხედვით, სადაც ასევე ნახსენებია ”პატარა ომი”.

ევროკავშირსა და აშშ-ის შორის უთანხმოება არსებობდა, თუ როგორ მომხდარიყო საქართველოს დასავლეთთან დაახლოება და, როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს, ამ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი თავად პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში სააკაშვილი აღიქმებოდა, როგორც ”ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი ცხელთავიანი და პრობლემების შემქმნელი,” წერს ასმუსი.

ასმუსი, ასევე, წერს, რომ ერთ-ერთი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი ”გაოგნებული” იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ბუნდოვანი ტექსტით, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით შედგა.

წიგნის მიხედვით, როდესაც სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, ის დაჟინებით მოითხოვდა სააკაშვილისგან ხელი მოეწერა ამ ხელშეკრულებისთვის, რადგან საქართველო ამაზე უკეთეს პირობებს ვეღარ მიიღებდა.

”სად არის ბუში? სად არიან ამერიკელები? ისინი არ მოდიან თქვენ დასახმარებლად. არც ევროპელები. მარტო დარჩი. თუ არ მოაწერ ხელს,  აქ მალე რუსული ტანკები იქნებიან,”- ეუბნებოდა სარკოზი სააკაშვილს, როგორც ეს ახალ წიგნშია ნათქვამი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s