გიორგი კვინიტაძე – მოგონებები

ნაწყვეტები წიგნიდან “მოგონებები: საქართველოს დამოუკიდებლობის წლები, 1917-1921″

ახალციხის მოვლენები

ახლა მოგახსნებთ თუ როგორ შევედი კიდევ ერთხელ სახედრო სამსახურში. თებერვლის შუა რიცხვებში ჩემს ბინაში ტელეფონი აწკრიალდა. გენერალი გედევანიშვილი მიხმობდა. აი მისი სიტყვები: “მთავრობის თავჯდომარე გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაიღეთ მსხვერპლი და ახალციხის ფრონტზე წაბრძანდით გენერალ მაზნიაშვილის შტაბის უფროსად”. მე არაფერი ვიცოდი იმაზე, რაც მაზნიაშვილთან მომხდარა.

იქ თურმე სერიოზული ვითარებაა შექმნილი. გენერალმა გედევანიშვილმა დამიწყო ლაპარაკი, მაგრამ შევაწყვეტინე საუბარი. არ ღირს და ახლავე კაბინეთში გეახლებით მეთქი. მივედი და იქაური ვითარება აღმიწერა. მისი ნაამბობის მიხედვით გამოდიოდა, რომ ვითარება გაცილებით უფრო სერიოზული იყო ვიდრე მე მეგონა. შიშობდენ, რომ მოწინააღმდეგე ბორჯომისა და ხაშურისაკენ დაიძვრებოდა.

მე დავთანხმი, მაგრამ ვუთხარი ‘’აუციებლად მაზნიაშვილმა უნდა მთხოვოს რადგან თადარიგში ვარ გასული და აჯობებს თუ მისი გამოძახებით გავემგზავრები’’.
დამთანხმდენენ.

მალე მაზნიაშვილისგან მოწვევა მივიღე. მე და გედევანიშვილი მთავრობის თავჯდომერასთან, ნ. ჟორდანიასთან გავემართეთ. ნ. ჟორდანიამ მითხრა, ჩინებულ სტრატეგოსად მიმაჩნიხართ და მინდა იქ წაბრძანდეთ და მდგომარეობა გამოასწოროთ. მე ვუთხარი, ჩემი აქ მოსვლა ნიშნავს, რომ ნებისმიერ ვითარებაში მივდივარ; ყველა სამხედრო საკითხი უკვე გავარკვიეთ, მაგრამ ერთსა გთხოვთ: მე პასუხისმგებელ-უუფლებო უფროსად მივდივარ; ამგვარი დანიშვნის სააწინაღმდეგო არაფერი მაქვს (საქმე ისაა, რომ შტაბის უფროსად მივდიოდი, არადა ისე მელაპარაკებოდნენ როგორც პასუხიმგებელ უფროსს); ოღონდ გთხოვთ ძალაუფლება მაზნიაშვილის ხელში იყოს, მის უნებართვოდ ტელეფონზე ლაპარაკიც კი არავინ გაბედოს, რათა თბილისში არ იგზავნებოდეს ისეთი დეპეშები, როგორიცაა მაგალითად, ახალციხის მაზრაში მთავრობის უფლებამოსილი პირის ლადო რუხაძის დეპეშა “არმია დაიშალა გამოგზავნეთ გვარდია”. დავსძინე მე. ნ. ჟორდანიამ მიპასუხა რომ ძალაუფლება მთლიანად სამხედროებს გადაეცემოდა..

გამგზავრება

სადგურზე, მატარებელში ძლივს ვიშოვე ბილეთი და ის ის იყო დავჯექი რომ ტელეფონთან მიხმეს. გენერალმა ქავთარაძემ წამიკითხა ბორჯომიდან სამხედრო მინისტრის მიერ თავის სახელზე გამოგზავნილი დეპეშა სადაც იტყობინებოდა, მთავრობის თავჯდომარეს ვთხოვ, ბორჯომიდან გაიწვიოს მაზნიაშვილი და მის ადგილზე დანიშნოს გენერალი კვინიტაძეო. თანაშემწეს ასლი ეგზავნებოდა. ‘’დეპეშა თქვენ გეხებათ და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე თქვენი გაფრთხილება’’, მითხრა ქავთარაძემ. აქვე სადგურში შევიტყვე, რომ სამხედრო მინისტრის მატარებელი მალე გამოვიდოდა ბორჯომიდან თბილისში. მე ვთხოვე სადგურის უფროსს, გადაეცა სამხედრო მინისტრისათვის რომ მატარებლების შეხვედრისას გამოვეძახე..
ჩვენი მატარებლები ხაშურში შეხვდნენ. სამხედრო მინისტრთან ვაგონში შევედი ვუთხარი მაზნიაშვილის თაობაზე გაგზავნილი თქვენი დეპეშის ამბავი ვიცი და გთხოვთ ამას ნუ იზამთ მეთქი. მიპასუხა: ბორჯომში მაზნიაშვილის ავტორიტეტი ძალიან შელახულია, ხელქვეითებთან უსიამოვნება აქვს, აღარ სჯერავთ და აჯობებს მისი გამოწვევაო. მე ჩემსას არ ვიშლიდი და ვეუბნებოდი, მე და მაზნიაშვილი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ როგორ სომხეთ- საქართველოს ომში იყო; მე როგორც შტაბის უფროსი, მაზნიაშვილისა და საჯარისო უფროსებს შორის ჩავდგები და სადაო აღარაფერი ექნებათ და ყველაფერი კარგად დასრულდება-მეთქი; ბოლოს კიდევ ერთხელ დაჟინებით ვთხოვე მაზნიაშვილის დატოვება. ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ თხოვნას შემისრულებდა, თუმცა არაფერს დამპირებია.

შტაბში ღამე ჩავედით მაზნიაშვილსა და სუმბათაშვილს ეძინათ, მათი გაღვიძება არ დავანებე. საქმის ვითარება გამაცნო პოლკოვნიკმა ჯინჯიხიამ რომელიც შტაბის უფროსი გახლდათ და ის ის იყო მე-4 პოლკის უფროსად დაენიშნათ. მეორე დღეს ნაცნობი სურათი განმეორდა. მაზნიაშვილმა საწერ მაგიდასთან დამსვა ‘’აჰა რუქა, ფანქრები, ქაღალდი, მელანი; აბა შენ იცი’’.
მეორე დღეს პოზიციები დავათვალიერე და საქმეს შევუდექი. მაზნიაშვილმა მითხრა, შეიძლება მეც წამოგეწიოო. მართლაც გამოსულა, ოღონდ, როცა მარჯვენა ფლანგზე გავიდა, მე იქაურობის დათვალიერება დასრულებული მქონდა და უკვე მარცხენა ფლანგზე ვიყავი. ღამით დავბრუნდი, ოთახში შევლისთანავე თვალში მეცა, რაღაცას ფუთავდნენ და ალაგებდნენ. მეგონა მაზნიაშვილი სხვა ბინაში გადადიოდა. უკან დაბრუნებისას გავიგე, მარჯვენა ფლანგზე მაზნიაშვილი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩაო. თურმე ჩვენი სანგრების იქით გადასულა და მოწინააღმდეგისკენ გაუწევია. 200 ნაბიჯი ექნებოდა გავლილი, რომ ცეცხლი გაუხსნეს. მადლობა ღმერთს ცოცხალი გადარჩა. უკან დაბრუნებულმა მეგობრულად ვუსაყვედურე, როგორ შეიძლება თავის ასე გაწირვა, თან არაფრის გულისათვის, ეშმაკს არ სძინავს მეთქი. მითხრა ერთი ეგ დეპეშა წაიკითხე საწერ მაგიდაზე რომ დევსო. ეს იყო ბრძანება- მაზნიაშვილი გაწვეულ იქნას მისი დივიზიის მობილიზაციის დასაჩქარებლად; ახალციხის ფრონტის სარდლად და ამავე მაზრის გუბრენატორად გენერალი კვინტაძე დაინიშნოსო. ჩემი თხოვნა არ შეასრულეს. თურმე მაზნიაშვილი სადგურში წასასვლელად ემზადებოდა. დავუწყე თათბირი რომ დარჩენილიყო და ვუთხარი უკვე ვთხოვე, ეს არ ექნათ და ალბათ მოვახერხებ, რომ ბრძანება გააუქმონ-მეთქი. მაზნიაშვილმა არ დაიშალა და წავიდა.

http://burusi.wordpress.com/2010/02/28/giorgi-kvinitadze/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s