ზურაბ ავალიშვილი – საქართველოს დამოუკიდებლობა

წიგნიდან “საქართველოს დამოუკიდებლობა”

მშობელი ერისა და შემოსეულ უცხოელის უკანასკნელ წამში დაპირისპირება, უეცრად გადასვლა საერთაშორისო სოციალისტური ყრილობების კილოდან მამულიშვილურ და ეროვნულ პათოსის ენაზე – უკვე დაგვიანებული და უიმედო საქმე იყო, 1918 წლიდან რომ მიეღოთ ამ მხრით სრულიად საშუალო სახელმწიფოებრივი ზრუნვა, ასეთი უეცარი და უშედეგო ფერისცვალება აღარ იქნებოდა საჭირო…

…როცა 1921 წელს, თებერვალმარტის მძიმე დღეებში, საქართველო გააწვინეს მაგიდაზე და გამოცდილმა ქირურგმა – საბჭოთა ხელისუფლებამ – სასტიკი ოპერაცია გაუკეთა, მან იცოდა, რომ ავადმყოფი გააბრუა და ოპერაციისათვის უკვე მოამზადა მასზე არა ნაკლებ გამოცდილმა, თუმცა არა მასავით გამბედავმა ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ…

…25- თებერვალს, 1921 წ., საბჭოთა ჯარები შედიოდნენ თბილისში; წინ მოუძღოდა წითელი ბაირაღით ხელში, თეთრ ცხენზე მჯდომი, ერთი ქართველ-კომისართაგანი. მას გვერდით უხილავათ მოჰყვებოდა, გაძვალტყავებულ ჯახრიკაზე, ძონძებში გახვეული ჩონჩხი, და გასისხლიანებულ თითებში ეჭირა ნგრევის ცელი…

http://burusi.wordpress.com/2010/03/11/zurab-avalishvili/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s