ეფრემ II: მსოფლიო რეაქციული ძალები ყოველმხრივ ცდილობენ დასცენ ქვეყანა ცეცხლოვან გიენას შინა

როგორც თქვენთვის ცნობილია მოქალაქე რადიომსმენელებო, ამ ბოლო დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელეს ატომური აფეთქებები მაღალ ატმოსფეროში და განზრახული აქვთ თერმოატომგულის ბომბის აფეთქება კოსმოსში. მან მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების ხალხთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

ეფრემ II იმჟამად მიტროპოლიტ ილიასთან ერთად, 1971 წ.

გთხოვთ მომისმინოთ:

ერთხელ კიდევ მიხდება მე, უძველესი ქართული მართლამდიდებლური ქრიატიანული ეკლესიის სახელით გულის ტკივილით მივმართო ჩემს თანამოძმეთა და თანამემამულეთ და თქვენი შუალობით კაცობიობის იმ ნაწილს, რომელსაც შეგნებული აქვს ის საშინელებანი, რასაც გვიქადის ჩვენ თავშეუკავებელი შეიარაღება ადამიანთა მოდგმის მასობრივი გაჟლეტის იარაღით.

დიდი ხანი არაა, რაც პრაღაში შეკრებილ მთელი მსოფლიოს ქრისტიან წარმომადგენელთა ყრილობაზე, მე სრულის შეგენით ჩემი მწყემსმთავრული მოვალეობისა, მივმართე ასეთივე სიტყვით დამსწრეთ და მათი საშუალებით უფრო შორს, უძველეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, გაფრთხილებით და ვედრებით იმ საშინელებათაგან საფარის საძიებლად, რასაც უმზადებენ ჩვენს მიწიერ ცხოვრებას ბოროტი ზრახვებით შეპყრობილი ომის მომზადებისა და გაჩაღების სატანისმიერი ბნელი ძალები.

ჩვენ კვლავ და კვლავ გვიხდება ასეთი გამოსვლები კაცობრიობის პროგრესული ნაწილის მხარდასაჭერად ბოროტი ძალების ასალაგმავად, რათა ამით განვამტკიცოთ შეგნება იმ გზის დამღუპველობისა, რომლისკენაც უბიძგებენ კაცობრიობას მტერი კოლონიალისტები – დასავლეთ ქვეყნების აგრესიული ძალები.

როგორც სავსებით ნათელია საბჭოთა ქვეყნის მეთაურის – მშვიდობისათვის მებრძოლ – ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვის განცხადებიდან, ამერიკის მიერ ატმოსფეროს სიმაღლეში ატომური აფეთქების გეგმასთან დაკავშირებით ომის მუქარა სულ უფრო და უფრო საშიში და სახიფათო ხდება და ყოველ დღე შეიძლება გადაიზარდოს ომის უშუალო სინამდვილედ.

იქვე მითითებული განცხადება ამერიკის პრეზიდენტისა, რომ მას მოუხდება საომარ მოქმედებათა დაწყების სანიშნო ღილაკზე თითის დაჭერა, მთელის ცინიზმით გამოხატავს იმ გაბოროტებას, რომლითაც აღსავსეა ომის გამჩაღებელთა ბანაკი; ნათელი ხდება რომ მსოფლიო რეაქციული ძალები ყოველმხრივ ცდილობენ დასცენ ქვეყანა ცეცხლოვან გიენას შინა, გასახარებლად ბოროტებისა და გასანადგურებლად ყოველი კულტურული, ეკონომიკური და სხვა ღირებულებათა.

იყო დრო, როცა ძალადობა და ომი ბუნებრივ ამბავად ითვლებოდა ადამინთა შორის უკმაყოფილების მოსაგვარებლად, მაგრამ ეს იყო ხანა, დაბალი კულტურის, ფეხმოუდგმელი ცივილიზაციისა, როცა ადამიანები არც ისე შორს იყვნენ ცხოველთა ვნებათაგან და მხეცური გამომეტყველებისაგან მსჯელობასა და მოქმედებაში. ყველა ამის გაგება შეიძლებოდა იმ დროისათვის, მაგრამ გამართლება კი არა. ამასთან ერთად, საზოგადოების განვითარების იმ პირობებში შეიარაღება მარტივი იყო, ხოლო ომის საშინელაბანიც ისეთი არ იყო, როგორიც არის ის დღესა და შეიძლება იყოს ხვალ.

მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ნივთიერ დიდ შედეგების მიღწევასთან ერთად ვერ შესძლო კლასობრივ საზოგადოებაში თანაბარი შედეგების მიღწევა ადამიანის სულიერი წარმატებისა და განკულტუროსნების დარგში.

ხომ ვერ დავუშვებთ ერთი წუთითაც, რომ კაცობრიობამ იმისათვის შექმნა დიდი მატერიალური ღირებულებანი, მანქანები, ააგო სასახლეები კულტურისა და წინსვლისა – კაცობრიობის გენიალობის ძეგლები და დასასრულ ისე გაკოტრდა სულიერად, რომ დაივიწყა შთაგონება და პათოსი თავისი შემოქმედებისა და იმავე მანქანას მიანდო განადგურება, როგორც კულტურულ მიღწევათა, ისე თვით ადამიანისაც?!

ნუ თუ საუკუნეთა განმავლობაში იმისათვის იღწვოდა კაცობრიობა, რათა შეექმნა უმაღლესი ღირებულებანი და თვალის ჩინივით უვლიდა მას, ნუ თუ იმისათვის ოცნებობნდა კაცობრიობა უკეთესი მომავლისთვის, თავისი შვილებისა და შთამომავლობისა, რომ ერთ დღეს გონებადაბნელებულს მტვრად ექცია ეს ყველაფერი და რაკეტული ომის ცეცხლისათვის მიეცა ჩასანთქავად და აღსაგველად სიცოცხლისა პირიდან ჩვენი პლანეტისა.

არა, ეს ყველაფერი დაუშვებელია, და ჩვენ უნდა განვაცხადოთ: უკმარი ჩანს ქრისტიანული მოკრძალებული ქადაგება მშვიდობისა და სიყვარულისა და ძმათა შორის სათნოებისა. დაჰკრა ჟამმა, როცა საჭირო შეიქმნა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, საჭიროა მთელი ცივილიზებული კაცობრიობის ძალთა გაერთიანება, რათა კაცობრიობის მტრებმა ვერ შესძლონ მოწინავე ერების საფრთხეში ჩაგდება და თავისი ბნელი ზრახვების განხორციელება. საჭიროა პროგრესული კაცობრიობის ერთობა, რათა ომი შეუძლებელი გახდეს, რათა ომი იქნეს დაძლეული.

მშვიდობის გამარჯვება მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება, ამიტომ – ბრძოლა,  ომი – მშვიდობის გამარჯვებისათვის! ნიკიტა სერგის ძემ დაახასიათა ამერიკელთა ნაბიჯი მაღალ ატმოსფეროში რაკეტულ აფეთქებათა შესახებ, როგორც აგრესია. ამის საწინააღმდეგო ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა შეურიგებელი და გადაუდებელი.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ შეიარაღება თავდაპირველად ომის გზაა, ომისათვის მზადებაა. ამიტომ ჩვენმა დრომ და ჩვენმა საბჭოთა ქვეყანამ ლოზუნგი წამოაყენა: ვისაც სურს მშვიდობა და კაცობრიობის განთავისუფლება თვითმკვლელობისაგან, იგი უნდა ებრძოდეს გამალებულ შეიარაღებას. საერთო განიარაღება -ასეთია ომის შეუძლებლობის გზა და სადაო საკითხების მშვიდობისა და მოლაპარაკებით გადაწყვეტის გზა.

უძველესი ქართული მართლმადიდებლი ეკლესია, კაცთა შორის მშვიდობისა და სიყვარულისათვის მლოცველი, უერთებს თვის ხმას განიარაღებისათვის ბრძოლის გაძლიერებას, როგორც ერთად ერთ საწინდარს კაცობრიობის გადარჩენისა საერთო განადგურებისაგან და მის მიღწევათა და მონაპოვარის მომავალ თაობათა საბედნიეროდ შენარჩუნებას.

ეფრემ II

1962 წლის 12 ივნისი

სცსა

1880 არქივი 76 აღწერა 1

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s