გიორგი VIII-ის ელჩობა რომში

ამონარიდი თამარაშვილის წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”

“რა წავიდენ საქართველოდგან ზემო ხსენებული პატრიარქი და ორი ქართველთა ელჩი ნიკოლოზ თბილელი და ქასადან ყარჩეხან (ვგონებთ უნდა იყოს ფარსადან) სხვა ელჩებთან ერთად, გამოიარეს სამეგრელოში და დანუბის მდინარით უნგარეთს მივიდენ, იქიდგან წავიდენ გერმანიას და მიესალმნენ ფრედერიკო იმპერატორს; რა მივიდენ ვენეციას, იქაურმა სენატმა დიდის პატივით მიიღო. ხოლო რომას რა ჩავიდენ, მათ მიეგებნენ სასულიერო დასნი და ეპისკოპოსები და დიდის პატივით მიიღეს, როგორც მეფეთა ელჩნი, დააყენეს სამთავრო სახლებში და მთავრობის ხარჯითვე შეინახეს. ელჩები იყვნენ ხუთნი. ერთი ყვარყვარესი ქასადან, მეორე გიორგი მეფისა ნიკოლოზ თბილელი; მესამე სომხების მთავრისა მორალო; მეოთხე ჰასანბეგისა მაჰმეტ; მეხუთე დავით იმპერატორისა მიხეილ. 1460 წ. პაპის პიო მეორის წინაშე წარდგნენ და მოახსენეს ესრედ. ”თქვენ წარმოგზავნეთ ჩვენდამო მინორიტების წესის ბოლონიელი ლუდოვიკე, რომელმაც მოგვახსენა, რომ თქვენ წახვედით მანთოვას ქრისტიანებთან კრების მოსახდენად, რათა მაჰმედს, ოსმალების იმპერატორს, ომი დაუწყოთ და ნატრობთ, ჩვენმა მთავრებმაც ახიაში ომი აუტეხონ, როდესაც ევროპაში შეებმით. ეს ამბავი ძრიელ ესიამოვნათ ჩვენს მთავრებს, რადგან მათ სძულსთ ოსმალები და თქვენ კი უყვარხართ და პატივს გცემენ ისე, როგორც ქრისტეს ნაცვალსა: მზად არიან თქვენი ბრძანების აღსრულებისათვის. ჩვენს მთავრებს ერთმანერთში მძულვარება და ომი ჰქონდათ, მაგრამ თქვენმა ნუნციომ რა უბრძანა, მაშინვე შერიგდენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120,000 მეომარნი მზად არიან ეომონ მაჰმედ იმპერატორს ახიაში, ვიდრე ჰელესპონტამდე, თრაქიამდე და ბოსფორამდე, როდესაც თქვენ ინებებთ და თუ თქვენც დასავლეთელებთან ერთად ეომებით ოსმალებს. ამიტომ წარმოგვგზავნეს და ეგრეთვე მისთვის, რათა ვემთხვიოთ თქვენთა ფერხთა, ვითარცა ამ ქვეყანაზე ღვთის ნაცვლისას. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდია აფხაზეთისა და სამეგრელოს მეფე, ბაგრატ (მეფე) ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გიორგიანებს და მანია (მამია) მარკიო გურიელი…. აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკე, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენ საყდართან შეერთებულნი არიან.”

http://www.facebook.com/note.php?note_id=192442154109602

 

One thought on “გიორგი VIII-ის ელჩობა რომში

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s