უნია ქართლის სამეფოსა და რომს შორის

ამონარიდი თამარაშვილის წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”

თუ რაოდნათ შესანიშნავი და სათნო საყოფელი ყოფილა კოსტანტინეს წერილი, საკმაოდ გვიჩვენებს პაპის შემდეგი პასუხი.

“პაპი ალექსანდრე VI. ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელს შვილს კოსტანტინეს, ქართველთა ბრწყინვალე მეფეს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.

“თქვენის ელჩის, საყვარელის შვილის, ნილო მონაზონისაგან მივიღეთ თქვენი წიგნი, რომლითაც სამოციქულო საყდრისა და ჩვენდამი აცხადებთ უდიდეს ერთგულებას და პატივისცემას და აგრეთვე გვილოცავთ და ყოვლისმპყრობელ ღმერთს მადლობას სწირავთ იმ გამარჯვებისათვის, რომელიც დარჩათ ჩვენთა სახელოვან შვილთა ისპანიის მეფეს და დედოფალს ურწმუნოთა წინააღმდეგ (ფერდინანდო v და იზაბელამან არაბნი დაამარცხეს და განდევნეს 1492 წ.), ეგრეთვე დიდის სიამოვნებით ვსცანით თქვენი აზრი და გარდაწყვეტილება ქრისტეს სარწმონოების მტერთა წინააღმდეგ გალაშქრებისათვის, რის გამო მზად ხართ წასასვლელად თქვენის შვილით და თქვენის მხედრობითურთ, რათა დავიხსნათ ეგოდენი დაჩაგრული ქრისტიანე და დავიბრუნოთ გაუპატიურებული ტაძრები. ამიტომ გამოუთქმელის სიხარულით გავიხარენით და ყოვლის მპყრობელ ღმერთს, რაოდნათაც ძალ გვედვა, მადლობა შევსწირეთ, რომ თქვენს ხელმწიფებას გამოუჩენია სარწმუნოების ეგრეთი ერთგულება და სიყვარული, რადგან სავსებით ეთანხმება ჩვენს აზრსა და სურვილსა ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის; მასთანვე გვიხარისთ ქრისტიანეთა გაძლიერება, ვინაიდგან უმეტესად სხვას არას ვნატრობთ, დღე და ღამე სხვას არას ვფიქრობთ მას გარდა, რომ ვპოვოთ რამ საშუალება ჩვენის სარწმუნოების სასარგებლოდ, რაისა გამო მუდამ ვფხიზლობთ და ყველა ღონისძიებას ვხმარობთ. მასთანვე იმედი გვაქვს, კოსტანტინეპოლისა, იერუსალემისა და აგრეთვე სხვა ადგილის საპატრიარქოებიც დავიხსნათ, რადგან აქაური ქრისტიანე მთავრები ამას შემოგვპირდენ. გარნა, სამწუხაროდ, ძველმა სულის მტერმა, ჩვენის ნატვრის და სასარგებლო რჩევის წინააღმდეგ, იმ მთავართა შორის განხეთქილების ღვარძლი დასთესა. მაგრამ, ქრისტეს შემწეობით, იმედი გვაქვს, მალე შევარიგოთ და ესე ყოველივე ჩვენი ცდა

მივაქციოთ წინააღმდეგ სარწმუნოების მტერთა, რომლებისაც არ გვეშინია და წმიდა ჯვრის დროშის წინამძღვრობით, იმედი გვაქვს, მათზე სრულიად გავიმარჯვოთ. ამ სურვილით მუდამ გამსჭვალული ვიყავით და მეტადრე ახლა უმეტესად ვართ, რადგან დავრწმუნდით, რომ ქრისტეს სადიდებლად დიდად ერთგული და წადიერი ხართ.

“აწ რაოდენიც შეგვიძლია უფლისადმი შეგაგულიანებთ, რათა მტკიცედ სდგეთ და არ უღალატოთ თქვენს საქებურს წადილს და შეაგულიანოთ ყველა თქვენი ქვეშევრდომნი და აგრეთვე უბრძანოთ მათ, რომ თქვენი წმიდა განძრახვის ასასრულებლად მოგეხმარონ და დაგემორჩილონ.

“რადგან საუკუნო ცხოვრებისათვის საჭიროა, ყველა ქრისტიანნი სარწმუნოების საქმეში შეუერთდენ და დაემორჩილონ ეკკლესიას, რომისას, სადაც ქრისტე უფალმა და მისმა მოადგილემ პეტრე მოციქულმა თავი და საყდარი დაადგინეს ქვეყნის ყველა ქრისტიანებისათვის, ამიტომ უდიდესად მოხარული ვართ, რომ თქვენმა დიდებულებამ მართლმადიდებელ სარწმუნოებას მიაქცია ყურადღება და რაც ამ სარწმუნოების წრფელ დაცვას შეეხება, თხოულობთ ჩვენგან და სამოციქულო საყდრისაგან, რომელიც არის თავი ყოველთა ქრისტიანეთა. რადგან თქვენის ორატორის ნილოსის პირით მევედრებით, თქვენს დიდებულებას გამოვუგზავნო სარწმუნოების შესახებ გარდაწყვეტილება, რომელიც ჩვენის წინამოსაყდრის, ნეტარ ხსენებულის პაპის ევგენიო მეოთხის დროს იქმნა დადგენილი ფლორენციის კრებაზე და რომელსაც მსოფლიო ეკკლესია თუ ლათინისა და თუ ბერძნისა ეთანხმება, რათა თქვენ და თქვენი სამეფო მისი რწმუნებით ღირსი გახდეთ საუკუნო ცხოვრებისა და აქაც გაიმარჯვოთ სარწმუნოების მტრებზე, რადგან უწყით რომ, მოციქულის თქმულისამებრ, თვინიერ სარწმუნოებისა შეუძლებელია კაცი ღმერთს სათნოეყოს, ამიტომ აწ ხსენებულის კრების გარდაწყვეტილებას ჩვენს ტყვიით დაბეჭდილ წერილთან ერთად გიგზავნით. მასთანვე გთხოვთ გამოაცხადოთ იგი ყველა თქვენს პროვინციებში და ბრძანოთ მისი დაცვა – ვინაიდგან, როგორც ჭეშმარიტის ძისა მიერ ღვთისა იესო ქრისტესა ყველა შეერთებული ვართ, ეგრეთვე ვიყვნეთ შეერთებულნი, დავიცვათ რა მისი მცნებანი და მოძღვრება, რომელიც თავისი ნაცვლისა და მის მოსაყდრეთა მიერ გამოგვიცხადა ამიტომ ვსასოებთ, რომ, უკეთუ დაიცავთ ამ ერთობას, მტერთა მანქანებამ ვეღარა გავნოსთ, რადგან გაძლიერებული იქმნებით მის მიერ, რომელიც სძლევს მთავრობათა. ეგრეთვე დიდს მადლობას ვუძღვნით თქვენს ბრწყინვალებას ძღვენთათვის, რომელნიც გამოგვიგზავნეთ და დიდის სიამოვნებით მივიღეთ. მათ ვიხართ, როდესაც შემთხვევა მოგვეცემა, ვითარცა ვრცლად მოვახსენეთ ჩვენს საყვარელს შვილს ნილოსა. ეგრეთვე სხვა რაც მოგვახსენა, ყველაფრის სიტყვით პასუხი მივეცით. რომით. 1496 წ. 10 ივლისსა, ჩვენის მღვდელთმთავრობის მეოთხე წელსა”.

http://www.facebook.com/note.php?note_id=192449234108894

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s