კათოლიკობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისში

ამონარიდი მიქელ თამარაშვილის წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”…

“ჩვენ მიერ ხშირად დასახელებული პატრი ბერნარდე ნეაპოლელი, საქართველოში ათი წლის შრომის შემდგომ, წავიდა თავის მამულ ნეაპოლში შესასვენებლად. ამან პროპაგანდას წარუდგინა საქართველოს მისიონის შესახებ საკმაოდ ვრცელი მოხსენება, რომლისაგანაც მოგვყავს ეს შემდეგი ნაწილი: “პროპაგანდის წმიდა კრების აღმოსავლეთის მისიონებში, საქართველოს მისიონი არა მარტო საუკეთესოა, არამედ, ჩემის აზრით, მას ეკუთნის უპირველესი ადგილი ყველა სხვა მისიონთა შორის თუ იმისთვის, რომ თავისუფლება არის ყველა სამოციქულო და საეკკლესიო სამსახურის აღსრულებისა, ისე როგორც ევროპაში, თუ იმ ნაყოფის გამო, რომელიც ყოველდღივ მოაქვს და მომავალშიაც გამოიღებს, უკეთუ საკმაოდ შემწეობა ექმნა და თუ ეგრეთვე ხალხის თვისებათა გამო.

ქართველი ხალხი ყველა აღმოსავლეთის ტომებზე უფრო განათლებული, უფრო განვითარებული და უფრო პატიოსანია და დიდი ნიჭიცა აქვს, რაის გამო უფრო მომზადებულია შეითვისოს სარწმუნოების ჭეშმარიტება, რა დარწმუნდება თავის საღის ჭკუისა და საღმრთო წერილის შემწეობით. …რაც შეეხება პროპაგანდის კოლეგიაში მისაბარებლად საქართველოდგან ახალგაზდობის გზავნას, უნდა მოგახსენოთ რომ ეს მეტად ძნელი საქმეა და ეს სიძნელე არა ერთგზის გამოგვიცდია. ჯერ ერთი მგზავრობას დიდი ხარჯი უნდა, გარდა ამისა, იძულებულნი არიან ოსმალების ადგილებზე დიდხანს იარონ და აქ საშიშოა ტყვედ არ ჩაუარდენ ურწმუნოთ. მეორე მხრივ იქაურ სკოლებში, რთმლებშიც ჩვენი პატრები ასწავლიან, კარგ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შეიძლება მოწაფები პატარაობითვე ძრიელ კარგად აღიზარდნენ, გარნა, სამწუხაროდ, რა გახდებიან რვისა ანუ სულ ბევრი, ათის წლისა, მშობლებს ჩვენგან გაჰყავთ და აყენებენ ხელობაზე. მაგრამ უშემწეოდ არ უნდა დავტოვოთ ის ახალგაზდობა, რომელიც თავისი მიდრეკილებითა და ნიჭით და ყველა სხვა კაი ხასიათით ბევრითა სჯობია აღმოსავლეთის სხვა ტომის ახალგაზდობას.

ჩემის აზრით, კარგი იქნება, წმიდა კრებამ კეთილ ინებოს, რათა საუკეთესო მასწავლებლის ხელმძღვანელობით საქართველოშივე, ჩვენის მისიონების სახლებში, თუ სამოქალაქო და თუ საეკკლესიო მეცნიერებაში აღიზარდნენ ოთხი ანუ მეტი ყმაწვილი, სხვებზე ნიჭიერი და მათ შესანახავად გაღებულ იქმნეს იგივე ხარჯი, რაც საჭირო იქნებოდა რომის კოლეგიაში საქართველოს ორი ანუ ოთხის ყმაწვილის გასაზრდელად. ამნაირად არა მარტო გზის ხარჯი გადარჩება, არამედ ერთი და იმავე ფულით ორჯელ მეტი ყმაწვილის შენახვა შეიძლება საქართველოში ვიდრე რომში”.

http://www.facebook.com/notes/david-iverieli/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-xvii-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98/200188870001597

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s