ევროპის კონსერვატორობა და ლიბერალობა

ილია ჭავჭავაძე
ყოველგან, სა­ცა კი ის­ტო­რი­ის ღირ­სი ერი თა­ვი­სი­თა ჰსცხოვრებს, ორ­ნა­ი­რი წყო­ბა­ა აზ­რი­სა და ეგ ორ­ნა­ი­რი წყო­ბა აზ­რი­სა შე­ად­გენს ცხოვ­რე­ბის მდინარეობასა. ერ­თი ის წყობაა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას უკ­ვე აღმოუჩენია, და­უდ­გე­ნი­ა და დღეს მოქმედებს, მე­ო­რე ის – რა­საც დღე­ვან­დე­ლი დღე თხო­უ­ლობს და ჰსაჭიროებს. ამ ორ­თა წყო­ბა­თა მოქ­მე­დე­ბა და­უ­ძი­ნა­რი­ა და მუდამი. რო­ცა ის, რა­საც დღე­ვან­დე­ლი დღე თხოულობს, ყვე­ლას თუ არა, ბევრს მა­ინც ძვალ­სა და რბილ­ში დაუვლის,  შეს­მე­ნი­ლი და გა­გე­ბუ­ლი ექნება, – მა­შინ ეგ მე­ო­რე წყო­ბა იმარ­ჯვებს და ყო­ველ საქ­მე­თა სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცე­ვა ხოლმე. ეხ­ლა ეგ წყო­ბა და­ი­ჭერს პირ­ველს ად­გილს ცხოვრებაში. რასაკვირველია, მი­ნამ ეს ასე მოხდება, ცხოვ­რე­ბა მა­ინც მოქ­მე­დებს და ახალს სა­ჭი­რო­ე­ბას აჩენს. ამი­ტო­მაც ახ­ლად გა­მარ­ჯვე­ბულს წყო­ბა­საც სხვა, ახა­ლი წყო­ბა გა­მო­უჩ­ნდე­ბა ხოლ­მე მოპირდაპირედ. ესე მი­დის კა­ცობ­რი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა და ამ­ნა­ირ სვლას და­სას­რუ­ლი არ აქვს. თვი­თონ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­აც სხვა არ არის რა, გარ­და ამ­ნა­ი­რად ფე­ხის გადანაცვლებისა.
პირ­ვე­ლის წყო­ბის მომ­ხრე­ებს ევ­რო­პა­ში კონ­სერ­ვა­ტო­რებს ეძახიან, მე­ო­რი­სას – ლიბერალებს. პირ­ვე­ლე­ბი არი­ან უკ­ვე დად­გე­ნი­ლის მცველნი, მე­ო­რე­ნი – ახ­ლის მეს­ვე­ურ­ნი და მდომელნი.  თუმ­ცა ერ­თნი ძვე­ლის მცვე­ლე­ბი არი­ან და მე­ო­რე­ნი ახ­ლის მდომელნი, მაგ­რამ პირ­ვე­ლებს ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი არ მოს­წონთ და მე­ო­რე­ებს ყვე­ლა ახა­ლი არ ენატრებათ. ბევ­რი იმის­თა­ნა ახალია, რომ­ლის მო­სა­პო­ებ­ლად ჭეშ­მა­რი­ტი კონ­სერ­ვა­ტო­რი სი­ცოც­ხლე­საც არ დაზოგავს, და ბევ­რი იმის­თა­ნა ძველია, რომ­ლის დღეგ­რძე­ლო­ბი­სათ­ვის ჭეშ­მა­რი­ტი ლი­ბე­რა­ლი თა­ვის სა­კუ­თარს დღეს შეიმოკლებს. ირ­ლან­დი­ი­სათ­ვის ინ­გლი­სის ხე­ლი­დამ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი საქ­მე იქნება, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტი კონ­სერ­ვა­ტო­რი ირ­ლან­დი­ი­სა თავს დაჰსდებს, ოღონდ ეგ მოიპოვოს.  ინ­გლი­სის  ეგ­რედ­წო­დე­ბუ­ლი  „დი­დი ხარტია” ძვე­ლი რამ არის, მაგ­რამ ინ­გლი­სის ლი­ბე­რა­ლი უსიკ­ვდი­ლოდ არ დას­თმობს არც ერთს ასოს იმ ხარტიისას.
ჭეშ­მა­რი­ტი კონ­სერ­ვა­ტო­რო­ბა ესარ­ჩლე­ბა და იცავს მარ­ტო იმის­თა­ნა ძველს, რომელიც, მი­სის გულ­წრფე­ლის აზრით, ჯერ კი­დევ გა­მო­სა­დე­გი­ა და სა­ჭი­რო ცხოვრებისათვის, და თუ ხან­დის­ხან ჰსცო­დავს რა­ში­მე ქვეყანას, მარ­ტო იმაში, რომ ზოგ­ჯერ იმის­თა­ნა ძველ­საც გადეფარება, რომელიც, თუმ­ცა გა­მო­სა­დე­გი აღარ არის, მაგ­რამ უვ­ნე­ბე­ლი­ა და ძვე­ლის ად­გილს არ უთ­მობს ახალ­სა – მი­ნამ კარ­გად გულს არ დააჯერებს, რომ ახა­ლი კე­თილს მოიტანს. ჭეშ­მა­რი­ტი ლი­ბე­რა­ლო­ბაც უარ­ჰყოფს მარ­ტო იმის­თა­ნა ძველს, რო­მელ­საც თა­ვი­სი დრო და ჟა­მი მოუჭამია, რო­მე­ლიც დღეს ხა­რი­ხად გაჰ­სდე­ბი­ა ცხოვ­რე­ბას და წინ­სვლას უშლის. იგი ნდო­მობს იმ ძვე­ლის მა­გი­ერ იმის­თა­ნა ახალს, რო­მე­ლიც ძველ­ზედ უკეთ ხელს მო­უ­მარ­თავს ცხოვ­რე­ბის გან­კარ­გე­ბა­სა და წარმატებას. სა­ცა ბრალმდებელია, იქ მფარ­ვე­ლიც უნ­და იყოს. მარ­ტო ამ ორ­კე­ცად გა­სინ­ჯულ საქ­მეს მოს­დევს მარ­თა­ლი და ჭეშმარიტი. კა­ცობ­რი­ო­ბას დღე­სა­ქა­მომ­დე სხვა გზა არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ა ჭეშ­მა­რი­ტის და მარ­თლის მოსაპოებლად.
ჩვენ ესა ვსთქვით იმიტომ, რომ ვაჩვენოთ, სა­დამ­დის შეუძლიან, ჩვე­ნის ფიქრით, გა­იწ­ვდი­ნოს ხე­ლი ან ძვე­ლის მცველ­მა და ახ­ლის უარმყოფელმა, ან ძვე­ლის უარ­მყო­ფელ­მა და ახ­ლის მდომელმა, რომ ჭეშ­მა­რიტს კონ­სერ­ვა­ტო­რო­ბას ან ლი­ბე­რა­ლო­ბას არ გადაჰსცდეს.
კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის უკან და ლი­ბე­რა­ლე­ბის წინ, მარ­ცხნივ და მარ­ჯვნივ ბევ­რნა­ი­რი სხვა­დას­ხვა აზ­რის ნა­კა­დუ­ლე­ბი­ა კიდევ, და თუ ჩვენ მარ­ტო ორი წყო­ბა აზ­რი­სა მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ, რომ ცხოვ­რე­ბის მდი­ნა­რე­ო­ბის შუ­ა წე­ლი მაგ ორ მხარ­დამ­ხარ მო­ა­რულს წყო­ბას აზ­რი­სას უჭირავს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s