კალისტრატე ცინცაძე: მეჩეთი

კალისტრატე ცინცაძე, 18 მაისი, 1898

კალისტრატე ცინცაძე, 18 მაისი, 1898

1915 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა კიშინოვის მთავარეპისკოპოსი პლატონ როჟდესტვენსკი.

რამდენიმე ხნის შემდეგ ეგზარქოსმა ქალაქ თბილისის საღმრთო სჯულის მასწავლებლები მოიწვია (ე.ი. თითქმის მთელი სამღვდელოება) გვესაუბრა როგორ გვესწავლებინა საღმრთო სჯული. მასწავლებელმა მამებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, შესაძლოა გონივრული. მაგრამ მე მათ არ ვუსმენდი, მაინტერესებდა, ამ შუა სასწავლო წელს რატომ მოიწვია კრება როცა ყოველ მასწავლებელს უკვე დამუშავებული ჰქონდა, ხოლო პედაგოგიურ საბწოებს დამტკიცებული მიმდინარე სასწავლო წლის სწავლების გეგმები?!

ჩვენ გრძელ მაგიდას ვუსხედით , რომლის ერთ ბოლოში თვით ეგზარქოსი იჯდა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ყველაზე ბნელ ადგილას მე. აქედან ადვილად შეიძლებოდა ეგზარქოსის ყოველი მოძრაობისათვის გედევნებინა თვალი. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ არც ეგზარქოსი უსმენდა მაინცდამაინც სხვადასხვა თვალსაზრისზე მდგარ ორატორებს. მან ერთ მადგანს ლაპარაკი შეაწყვეტინა და ჰკითხა:

– წმ. ნინოს სასწავლებელში მართლა არის პატარა სალოცავუ “მეჩეთი” მუსუსლმანებისათვის?

– სასწავლებლის დარბასელმა და გონიერმა მასწავლებელმა მამა მეთოდე ავდაშკევიჩმა მიუგო: მეჩეთი სასწავლებლის დაფუძნების დღიდან არსებობს და იქ როგორც მოწაფეები, ასევე მუსულმანი ინსტიტუტელებიც ლოცულობენო.

– მერედა, თქვენ, მამებს, ეს ნორმალურ ამბად მიგაჩნიათ? – ნერვიულად ჰკითა მამა მეთოდეს ეგზარქოსმა, კაცმა რომელმაც შვიდი წელი იცხოვრა ამერიკაში და იცოდა, რომ იქ ლამის ყოველი ოჯახი განსაკუთრებულ რელიგიას აღიარებდა.

”მამები” ხმას არ იღებდნენ. მე ეს დუმილი ვერ ავიტანე და მაგიდის ბოლოდან ვთქვი:

– რა არის აქ არანორმალური: ადამიანები ხომ ღმერთს ლოცვას აღუვლენენ, თანაც ერთასა და იმავეს თავიანთი შეგნების , ცოდნისა და განვითარების შესაბამისად.

– მერედა ასე ახლოს მართლმადიდებელ ტაძართან?!

– მაშინ ან სიონის ტაძარი დახურეთ, ან შიიტების მეჩეთი. ისინი ხომ თითქმის უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან. ვიდრე სასწავლებლის ეკლესია და მეჩეთი?!

– ჰო, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ხომ არიან?!

– ტაძარი და მეჩეთიც აკი ერთ ცარგვალის ქვეშაა. ხოლო თუ ვინმეს სახურავი აცბუნებს, შეიძლება მეჩეთი სრულად გადავიტანოთ სხვა სახურავქვეშ, მით უმეტეს სასწავლებლის ეზოში ბევრი შენობა და სახურავია!

– თქვენგან ამას არ მოველოდი მამა კალისტრატე, ახლა გვეცოდინება, ვინ ბრძანდებით , დიახ არ მოველოდი!

მე არ მინდოდა უფრო გამეღიზიანებინა მეუფე, რომელსაც სულიერი გასაჭირის ჟამს “განტევების ვაცად” სწორედ “უფროსი ამხანაგი” მოხვდა ხელთ. ხმა არ ამომიღია. მაგრმ გავიფიქრე ”ცხადია კაცი სულიერ წონასწორობას კარგავს”. ერთი მხრივ მარცხიანი ომი, მეორეს მხრივ მოახლოებული რევოლუცია აიძულებს ეძიოს “საზოგადოება”, გაექცეს სიმარტოვეს. სწორედ, ამით უნდა აიხსნას ჩვენი კრების მიწვევა, რომელიც არავისთვის არაა საჭირო. გარდა ამისა “ჭეშმარიტი რუსები” თანდათანობით ახდენენ მასზე ზეგავლენას, თორემ რა აზრი ჰქონდა მეჩეთის შესახებდა დასმულ კითხვას. მეჩეთისა, რამდენი წელი რომ არსებობდა და ეს კარგად იცოდა ყველა ეგზარქოსმა….

1917 წლის იანვარი

წყარო: კალისტრატე ცინცაძე; ჩემი მოგონებებიდან; გვ183-184; 2001.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s