რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა და მისი შედეგების მოკლე ისტორიული მიმოხილვა (1491-1783 წლები)

მიხეილ მჭედლიშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველოს დასავლეთიდან კულტურული ბიზანტიის ნაცვლად ველური თურქეთის სახელმწიფო გაუმეზობლდა, საქართველო უდიდესი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ თურქეთი, და მეორეს მხრივ ირანი სიკვდილის აჩრდილებივით აღიმართნენ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კი ორი მხრით მოზღვავებულ მტერს დაშლილი და გათიშული დახვდა.
მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა ერთის მხრივ გაერთიანებული საქართველოს დაშლა რამდენიმე სამეფო-სამთავროდ, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩამოყალიბება მძლავრ ცენტრალიზებულ სახელმწიფოებად.
1480 წელს რუსეთმა გაინთავისუფლა რა თავი მონღოლთა ბატონობისაგან, იგი თვით გადაიქცა უდიდეს აგრესორად. რუსეთის სახელმწიფომ მიზნად დაისახა მსოფლიო იმპერიის დაარსება მოსკოვის მეთაურობით. რუსთა მსოფლიო იმპერიის შექმნის იდეა პირველად ბერმა ფილიფეიმ წამოაყენა. იგი ვასილ III-ისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: „მოსკოვი, დიდი მსოფლიო ქალაქების – ძველი რომისა და მეორე რომის – კონსტანტინოპოლის მემკვიდრეა, – მოსკოვი მესამე რომია, მეოთხე რომი კი არ იქნება“.
თათართა დამარცხებამ და ქრისტესმოყვარე რუსეთის გაძლიერებამ დიდი სიხარული გამოიწვია საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩაიშალა რომის პაპის ცდა თურქეთის წინააღმდეგ კოალიციის მოწყობისა, საქართველოს მეფე-მთავრებმა თვალი რუსეთს მიაპყრეს. ისინი რუსეთისაგან, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანებისაგან, უანგარო დახმარებას მოელოდნენ.
ყველაზე ადრე რუსეთთან ურთიერთობა კახეთის სამეფომ დაამყარა, რამდენადაც იგი უფრო ახლო იყო იმ გზებთან, რომლითაც მაშინ საქართველო ჩრდილოეთს უკავშირდებოდა. 1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრემ ელჩები გააგზავნა მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-სთან მოსალაპარაკებლად. ეს იყო რუსეთ-საქართველოს პირველი დიპლომატიური ურთიერთობა… ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც კახეთის, ასევე საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროების დაახლოება რუსეთთან. რუსეთი კი თანდათანობით ძლიერდებოდა დაპყრობილ ხალხთა ხარჯზე და ნელა, მაგრამ მტკიცედ მოიწევდა სამხრეთისაკენ.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთაგან პირველი ყველაზე დიდი დამპყრობელი ივანე მრისხანე იყო. იგი აგრესიულ ომებს ეწეოდა ერთის მხრივ ბალტიისპირეთის, ხოლო მეორეს მხრივ ვოლგისპირეთისა და დასავლეთ ციმბირის ხელში ჩასაგდებად. როცა მან ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიმორჩილა და ამრიგად ვოლგა-ასტრახანის გზაზე გაბატონდა, ამის შემდეგ იგი კავკასიას მოადგა.
რუსეთის მეფემ, კავკასიის ხელში ადვილად ჩაგდების მიზნით, გადაწყვიტა გამოეყენებინა იქ მცხოვრები ქრისტიანები. ამ მიზნით, იგი კახეთის მეფე ლევანს დაუკავშირდა და „მფარველობა“ შესთავაზა. ლევანმა სიამოვნებით მიიღო იგი. ივანე მრისხანემ 1564 წელს მდ. თერგისა და სუნჯის შესართავთან ციხე-სიმაგრე ააგო და შიგ ჯარი ჩააყენა. მე-16 საუკუნისათვის რუსეთმა უკვე თავის ბატონობას დაუმორჩილა ყაზანელი და ასტრახანელი თათრები, – აგრეთვე ბაშკირები, ჩუვაშები, მორდოველები, მარელები, უდმურტები და დასავლეთ ციმბირის ხალხები.
ირანი და თურქეთი შიშით ადევნებდნენ თვალს რუსეთის გაძლიერებას და მის აგრესიულ სვლას სამხრეთისაკენ. ცხადია, ისინი კარგად ხედავდნენ იმ დიპლომატიურ ძაფებსაც, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის იბმებოდა.
1501 წელს ირანის შაჰი ისმაილი პირობით შეეკრა თურქეთის სულთანს, რომ საშიშროების თავიდან ასაცილებლად გაეწყვიტათ მთელი საქართველო. „შაჰ ისმაილი აფრთხილებდა სელიმს, რომ საქრისტიანო საქართველოსაგან ცუდი ბოლო მოელის სამაჰმადიანო ოსმალეთსაც და სპარსეთსაცო“ (ს. ფურცელაძე, გ. სააკაძე და მისი დრო, გვ. 53).
კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებით შეშფოთებულმა თურქეთმა გადამწყვეტ ღონისძიებას მიმართა. მან ომის მუქარით აიძულა რუსეთი გაეყვანა ჯარები თერგის ციხიდან. ამრიგად, საქართველო სამი მხრიდან, სამი ძლიერი აგრესორის პირისპირ აღმოჩნდა. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ საქართველოს მაშინდელი და შემდეგდროინდელი მესვეურებიც, მათგან მხოლოდ ორს ხედავდნენ. მესამე კი, ყველაზე ულმობელი აგრესორი ძმად და მფარველად ეჩვენებოდათ. მათ სრულიადაც ვერ წარმოედგინათ, რომ სწორედ მესამე, მოყვრის ნიღბით მოვლენილი მტერი მოინელებდა საქართველოს. სამეფო-სამთავროთა შორის ატეხილი ბრძოლით და გარეშე მტერთა შემოსევის შედეგად დაუძლურებული საქართველო ხსნას რუსეთთან კავშირში ხედავდა. რუსეთს კი, როგორც ვთქვით, დასახული ჰქონდა მიზნად კავკასიის ხელში ჩაგდება. იგი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ადგილობრივი ელემენტების გამოყენებით ცდილობდა. ამ შემთხვევაში მისთვის საუკეთესო დასაყრდენს საქართველო წარმოადგენდა.
რუსეთის ცბიერი პოლიტიკა თავიდანვე აგებული იყო ქართველთა გულუბრყვილობაზე, მათს მხურვალე სარწმუნოებრივ გრძნობაზე.
რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა იცოდნენ რა საქართველოს გაჭირვებული მდგომარეობა, ისე წარმოუდგინეს ქართველებს საქმის ვითარება, რომ თითქოს რუსეთის ერთადერთი მიზანი ქრისტიანი ქართველების შველა ყოფილიყოს. ამ მოჩვენებითი თანაგრძნობით, 1585 წელს რუსეთის მთავრობამ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს „მფარველობა“ შესთავაზა.
ცხადია, ალექსანდრემ სიამოვნებით მიიღო „ღვთით მოვლენილი მფარველის“ წინდადება. 1587 წელს მეფე ალექსანდრემ რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო. 1589 წელს კი რუსეთის მეფემ ალექსანდრეს წყალობის სიგელი გამოუგზავნა. კახეთის მაგალითით რუსეთს დაუკავშირდა აგრეთვე ქართლის მეფე გიორგი X. „რუსეთთან დაახლოების გამო კახეთის მეფე განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობაში მოექცა: ერთი მხრით, მას მოსკოვთან კავშირისა და ოსმალეთის „ორგულობისათვის“ სულტანი ემუქრებოდა. მეორე მხრით, ირანის შაჰიც „მოღალატედ“ სთვლიდა ალექსანდრე მეფეს. ამავე დროს ხელშესახები რამ სანუგეშო კახეთისათვის მოსკოვის მეფესთან კავშირს არ მოჰყოლია“ (საქ. ისტ. 1948 წ., გვ. 326).
სწორედ ამ ხანებში ირანში შაჰის ტახტი დაიკავა აბას მირზამ (შაჰაბასმა), კიროსის შემდეგ ირანის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ. ამ კაცის სახელი განუყრელადაა დაკავშირებული ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიასთან, ვინაიდან რუსული ორიენტაციით გამოწვეული პირველი და ყველაზე ტრაგიკული შედეგი სწორედ შაჰ-აბასის შემოსევა იყო.
ტახტზე ასვლისთანავე შაჰ-აბასმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუსეთ-საქართველოს შორის გაჩაღებულ დიპლომატიურ ურთიერთობას. მან სწორად შეაფასა სპარსეთისათვის მოსალოდნელი საფრთხე, თუ რუსეთი კავკასიაში დამკვიდრდებოდა. ამიტომ შაჰ-აბასმა პირველ ხანებში საფრთხის თავიდან ასაცილებლად სცადა მოესპო ის პირები, რომელთა მეშვეობითაც საქართველო რუსეთს უკავშირდებოდა. საკუთარი შვილის ხელით მან 1605 წელს სიცოცხლეს გამოასალმა რუსული ორიენტაციის მომხრე, კახთა მეფე ალექსანდრე II. ნელმოქმედი საწამლავით მოუღო ბოლო აგრეთვე რუსეთის მოტრფიალე ქართლის მეფე გიორგი X-ს. მაგრამ აღნიშნულმა ღონისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. ალექსანდრეს შემდეგ ტახტს იკავებს მისი შვილიშვილი თეიმურაზ I, ხოლო ქართლში გამეფდება ლუარსაბ II, რომლებიც კვლავ რუსულ ორიენტაციას მიჰყვებიან.
შაჰ-აბასმა კიდევ ერთი ღონისძიება იხმარა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოსაშორებლად. მან ქართლ-კახეთის მეფეებთან ნათესაური კავშირის დამყარებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება. ამ მიზნით, ის ცოლად ირთავს ჯერ ლუარსაბ მეფის დას ლელას, შემდეგ კი – თეიმურაზ I-ის დას. ხოლო თვით თეიმურაზს აიძულებს ცოლად შეირთოს ლუარსაბის და ხორეშანი. მაგრამ ვერც ამ ღონისძიებით აღწევს შედეგს. მაშინ შაჰ-აბასი გადაწყვეტს მუხანათური გზით მოუღოს ბოლო რუსთმოყვარე მეფეებს. ამ მიზნით იგი წერილს სწერს ყაზახის ხანს, რომ მოკლას ქართლის მეფე ლუარსაბი, იმავდროულად, მსგავსი შინაარსის წერილს უგზავნის ლუარსაბსაც. მაგრამ ლუარსაბი დაასწრებს ყაზახის ხანს და მოჰკლავს მას.
რაკი ლუარსაბი გადარჩა, შაჰ-აბასი ახლა საიდუმლო წერილს უგზავნის თეიმურაზს და ატყობინებს, რომ ლუარსაბს გადაწყვეტილი აქვს შენი სიკვდილი და ამ გზით შენი სამეფოს დაჭერაო, – ამიტომო, სწერს იგი თეიმურაზს, დაასწარი და შენ მოჰკალი ლუარსაბი და მის სამეფოს შენ მოგცემო. ასეთივე შინაარსის წერილი მან ლუარსაბსაც გაუგზავნა. შაჰაბასი მასაც აფრთხილებს, რომ თეიმურაზს შენი სიკვდილი უნდა და ურჩევს, რომ შენ დაასწარი მას, მოკალ იგი და კახეთს შენ მოგცემო. მაგრამ ისინი არ წამოეგნენ შაჰ-აბასის დაგებულ ანკესს. კარისკაცთა რჩევით მათ წერილების შინაარსი ურთიერთს გააცნეს, რითაც გამომჟღავნდა შაჰაბასის მზაკვრობა.
შაჰ-აბასის ამ განზრახვის ჩაშლის შემდეგ ყველა გზა უკვე ამოწურული იყო რუსეთისაგან საქართველოს ჩამოცილებისა. პირიქით, რაც დრო გადის, ქართლ-კახეთის მეფეები (განსაკუთრებით თეიმურაზ I) კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან რუსეთს. „ამის უკან, რის მომლოდინე უნდა ყოფილიყო ყოველი გონივრული ხელმწიფე სპარსეთისა საქართველოსაგან?! რა ღონისძიებაღა დარჩენილიყო, რომ სპარსეთი ასცდენოდა იმ საშინელს მომავალს, რომელიც მოელოდა ამგვარი მძლავრი სახელმწიფოს დამეზობლებით? ერთადერთი ღონე იყო… ან მოსპობა ქართველთ სახელისა, ან გაწირვა სპარსთა საბოლოვოსი. რაღა თქმა უნდა, როდესაც სხვა მეცადინეობა არ გაუვიდა, აბასმა არჩია, თავის სახელმწიფოს დაღუპვას, ბოლოს მოღება საქართველოსი. ამას არა ჰხედავდნენ დღევანდლამდისაც ჩვენი მემატიანე და მწერალნი, რომელთაც ყველა უბედურებაში ხელი ჩამოაწმინდეს სააკაძეს“ (ს. ფურცელაძე, სააკაძე და მისი დრო, გვ. 56-57).
უნდა ითქვას, რომ „იმ გზას, რომელსაც დაადგნენ მეფენი კახთა მეფის ალექსანდრე მეორიდან დაწყობილი, ვიდრემ თეიმურაზისა და ლუარსაბამდის, სააკაძე არა ჰხედავდა საქართველოსათვის საკეთილოდ“ (იქვე, გვ. 92). ჩვენ აღარ შევუდგებით იმ უბედურებათა აღწერას, რაც კახეთს დააწია შაჰ-აბასმა რუსეთთან დაკავშირების გულისათვის. ეს თითქმის ყველასათვის ცნობილია.
რაც შეეხება რუსეთის „დახმარებას“ საქართველოს მიმართ, იმაში გამოიხატა, რომ მოციქულები გააგზავნეს ირანში შაჰ-აბასთან თხოვნით – ლუარსაბ მეფის, თეიმურაზის დედისა და შვილების ტყვეობიდან გასანთავისუფლებლად. შაჰ-აბასი ისედაც შეშფოთებული იყო საქართველოში რუსეთის დამკვიდრების საშიშროებით, და, ახლა რუსთა მოციქულების აშკარა გამოსვლამ ქართველთა „მფარველის“ როლში, მთლად გააცოფა იგი: „ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი შაჰ-აბასის მიერ ლუარსაბისა და ქეთევანის მოკვლისა“ (იქვე, გვ. 66).
განა ცხადი არ არის, რომ, თუ მაშინ საქართველო არ დაუკავშირდებოდა რუსეთს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებდა, აუცილებლად ასცდებოდა იგი შაჰ-აბასის გამანადგურებელ შემოსევებს? ამ პირობებში საჭირო იყო არა უაზრო ხელის პოტინი რუსეთისაკენ, არამედ როგორც თურქეთთან, ისე ირანთან ფრთხილი პოლიტიკის წარმოება, – თუნდაც დარჩენა გარკვეულ მომენტამდე იმ ვასალურ მდგომარეობაში, რომელშიც მაშინ საქართველო იმყოფებოდა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში უნდა აღინიშნოს ერთი მეტად საყურადღებო მომენტი. ქართველი მეფეები უმეტეს შემთხვევაში ისე სთხოვდნენ საჯაროდ დახმარებას რუსეთს და შედიოდნენ მის ეგრეთწოდებულ „მფარველობაში“, რითაც უაღერსად აღიზიანებდნენ ირან-ოსმალეთს და ამხედრებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, რომ სრულებითაც არ სწავლობდნენ თვით რუსეთის შესაძლებლობასა და მისწრაფებას ქართველთა დასახმარებლად. მაგალითად, თეიმურაზ I რუსეთს დაუკავშირდა ირანის წინააღმდეგ და დახმარებას სთხოვდა, როცა თვით რუსეთი წელში იყო გაწყვეტილი პოლონელი ინტერვენტებისა და მათ წარმომადგენელ ცრუ დიმიტრებთან ბრძოლაში. რა დახმარება შეეძლო ასეთ პირობებში რუსეთს, დიდი სურვილიც რომ ჰქონოდა ამისთვის? აი, რას სწერს ამის შესახებ ჩვენი სახელგანთქმული ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი: „როგორც გამოირკვა, საქართველოს რუსეთის სამეფოსა და რუსი ხელმწიფის შესახებ მაშინ ნამდვილი წარმოდგენა არ ჰქონია. ამ ქვეყნისა და მისი მბრძანებლის შესახებ საქართველოს მეფე-მთავრებისათვის ცნობის მიმწოდებლები თავიდან შემთხვევითი პირები იყვნენ, რომელთაც სხვათაგან გაგონილის მოთხრობა შეეძლოდ მხოლოდ. ამ ზეპირი, ზერელე ნაამბობით საქართველოს პოლიტიკის ხელმძღვანელებმა მაშინდელი რუსეთი საქართველოსთან ტერიტორიულად უკვე მოახლოვებულ ქვეყნად და მისი ხელმწიფე უძლეველ და უქრისტიანეს მეფედ წარმოიდგინეს, რომელსაც მარტო მაჰმადიანთა დამარცხება და აღმოსავლეთის დაჯაბნულ ქრისტიანების დახმარებით უღვივოდა გული“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტ. ტ. V, გვ. 55).
სხვათა შორის, იგივე მიზეზით უნდა აიხსნას ქართველი ერისათვის უაღრესად ჩირქის მომცხები ის ფაქტი, რომ საქართველოსა და მთელს მახლობელ აღმოსავლეთში ხატად ქცეულ ულამაზეს და უდარბაისლეს ქალს – მეფე თამარს ქმრად მოჰგვარეს ყივჩაღეთში შეხიზნული მაწანწალა, ყოვლად ზნედაცემული გიორგი რუსი.
რამდენადაც კავკასიაში რუსეთის დამკვიდრება საქართველოს თაოსნობით ხდებოდა, ამიტომ შაჰ-აბასმა თავდაპირველად გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის სავსებით აღმოფხვრა და იქ სპარსელთა დასახლება. მაგრამ ქართველთა გმირულმა წინააღმდეგობამ შაჰ-აბასს ხელი ააღებინა ამ გეგმაზე. ირანი ბოლოს იმით დაკმაყოფილდა, რომ საქართველოს მეფედ გამაჰმადიანებული როსტომი დანიშნა.
თუ რა დამღუპველი იყო საქართველოსათვის რუსული ორიენტაცია და იმ პირობებში შედარებით სასარგებლო სპარსეთისადმი მოჩვენებითი ერთგულება, კარგად ჩანს ერთის მხრივ იმ საშინელი შედეგებით, რაც საქართველოს რუსეთთან დაკავშირებამ მოუტანა, ხოლო მეორეს მხრივ იმ ხელსაყრელი პირობებით, რაც საქართველოს შეექმნა სპარსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებით, როსტომის მეფობის ხანაში და მას შემდეგაც, ვიდრე ვახტანგ VI-მ კვლავ არ გადაიკიდა სპარსეთი და ოსმალეთი ისევ რუსეთთან დაკავშირების მეოხებით. შემცდარია, ვინც როსტომს ანტიპატრიოტად თვლის და უარყოფით შეფასებას აძლევს მისი მეფობის ხანას. როსტომი იყო საქართველოს დიდი მოჭირნახულე, კარგი ორგანიზატორი და ნიჭიერი პოლიტიკოსი. თანაც, საუკეთესოდ შერჩეული კანდიდატი საქართველოსა და სპარსეთს შორის იმ დაძაბული ურთიერთობის ხანაში. მდგომარეობა თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ გაამწვავეს თავიანთი უგუნური პოლიტიკით, რაც საქართველოს ზღვა სისხლის ფასად დაუჯდა. ხოლო როსტომმა ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკის წყალობით დააშოშმინა გამძვინვარებული ირანი და გრანდიოზული მუშაობა ჩაატარა დანგრეული საქართველოს აღსადგენად. როსტომის დროს შეწყდა სპარს-ოსმალთა თარეში. მშვიდობიანობა და წესრიგი დამყარდა ქვეყანაში. დაიწყო დანგრეული ქალაქებისა და სოფლების ხელახლა გაშენება. ძველი ქალაქების აღდგენასთან ერთად როსტომის თაოსნობით აშენდა ახალი ქალაქიც (დღევანდელი წითელქალაქი). დიდი ყურადღება ექცეოდა სავაჭრო გზების დაცვასა და მოვლას, გაშენდა ქარვასლები, ხიდები, ციხე-გალავნები და სხვ. როსტომის დროს აშენდა მდ. ხრამზე „გატეხილი ხიდი“.
საქალაქო ცხოვრებასთან ერთად კვლავ აღორძინდა სოფლის მეურნეობაც. აღდგენილ იქნა არა მარტო ძველი სარწყავი სისტემა, არამედ ბევრი ახალი არხიც გაიყვანეს, მათ შორის ძევერისა, ტყიურეთისა, კარალეთისა, გარეჯვრისა და თორტიზისა.
ქვეყნის აღმშენებლობასთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა წარმოებდა კულტურის სფეროშიც. როსტომის სახელოვანი მეუღლის მარიამ დედოფლის ბრძანებით გადაიწერა „ქართლის ცხოვრება“. ფარსადან გორგიჯანიძემ შეადგინა „საქართველოს ისტორია“. მე-17 საუკუნეში შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებული ხელნაწერები. შემოქმედებითი მუშაობა ლიტერატურაში, ისტორიაში და სხვა დარგებში კიდევ უფრო გაიზარდა მომდევნო ხანაში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს. განათლებისა და კულტურის მთელ საქმიანობას უშუალოდ მეფე ვახტანგ VI ხელმძღვანელობდა. ვახტანგის ინიციატივით და ანთიმ ივერიელის დახმარებით საქართველოში 1709 წელს მოეწყო პირველი ქართული სტამბა. მანვე შეადგინა ქართული სამართლის კრებული. ვახტანგ VI-ის დროს შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა კულტურის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბაგრატიონი და სხვები.
ერთი სიტყვით, ქართველი ხალხის ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა. საქართველოს ოდინდელი ძლიერების აღსადგენად საჭირო იყო მხოლოდ გარეშე ხელშემწყობი პირობები და თანდათანობით საქართველოს გაერთიანება. ეს კი ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ საქართველოს მესვეურები რამდენად წინდახედულ პოლიტიკას აწარმოებდნენ მეზობელ ქვეყნებთან. სწორი საგარეო პოლიტიკა ხომ ყველაზე აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს არსებობა-განვითარებისათვის, ვინაიდან ერთ არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯს შეუძლია რამდენიმე საათში დაანგრიოს ათასწლობით ნაგები ქვეყანა.
საუბედუროდ, ვახტანგ VI რამდენადაც ძლიერი იყო კულტურული მოღვაწეობის სფეროში, იმდენადვე იგი სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. „ვახტანგ VI იყო კულტურის გატაცებული მოტრფიალე, მწიგნობარი, მაგრამ არ იყო არც ჯარის სარდალი და არც ისეთი მმართველი, როგორიც სჭირდებოდა მაშინ დანგრეულ საქართველოს. მას არ ჰქონდა ფოლადის სული, არც მას და არც თეიმურაზ II-ს და ერეკლე II-ს“ (არტურ ლაისტი, საქართველოს გული, წიგნი II, გვ. 74). ვახტანგ VI-მ თავისი პოლიტიკური წინდაუხედაობით საშინელ განსაცდელში ჩააგდო საქართველო, ამ შემთხვევაშიც საქართველოს დაღუპვის მიზეზი „ერთმორწმუნე“ რუსეთი შეიქნა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის სამეფო ტახტზე ავიდა პეტრე I, რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ კიდევ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო. პეტრე I-მა დაიწყო ბრძოლა ჯერ თურქეთთან, ყირიმის ხელში ჩასაგდებად, ხოლო შემდეგ შვედებთან – ბალტიისპირეთის დასაპყრობად. შვედებთან ბრძოლა მან წარმატებით დაამთავრა. რუსეთმა ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა.
დაპყრობითი ომების გარდა, პეტრე I-მა დიდი ყურადღება მიაქცია რუსეთში ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას. რუსეთის ვაჭრობის გაფართოების მიზნით მან გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ჯერ სპარსეთის ბაზარი, ხოლო იქიდან ინდოეთში შეჭრილიყო. იმისათვის, რომ ეკონომიურად ხელში ჩაეჭირა სპარსეთი და იქ თავისი გავლენა განემტკიცებინა, საჭირო იყო ჯერ კავკასიაში დამკვიდრებულიყო. პეტრე Iმა გადაწყვიტა კავკასიაში მცხოვრები ქრისტიანები გამოეყენებინა როგორც დამხმარე ძალა თავისი გეგმის განსახორციელებლად.
ამ მიზნით 1720 წელს მან ვახტანგ VI-ს თავისი წარმომადგენლის პირით ირანის წინააღმდეგ გამოსვლა მოსთხოვა. პეტრე I-ის ელჩმა ისე თვალთმაქცურად წარმოუდგინა საქმე ვახტანგ VI-ს, რომ ვითომც პეტრე Iს გაეგოს, რომ ერთმორწმუნე ქართველებს მაჰმადიანები ავიწროებდნენ და ამის გამო გაბრაზებულს გადაეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ გალაშქრება. ვახტანგ VI-მ ეს თაღლითური ტრიუკი სინამდვილედ მიიჩნია. პეტრე I-ის შემოთავაზებული წინადადება ქართველებისადმი „უანგარო დახმარებისა“, როგორც თვით ელჩიც უმტკიცებდა, ვახტანგ მეფემ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივ გრძნობებს მიაწერა. გულუბრყვილო ვახტანგ VI-მ, ალბათ, გონებით თვალით წარმოიდგინა კიდეც საქართველოს „დასახმარებლად“ ასტრახანის გზით მომავალი მართლმადიდებელი რუსეთის ჯარი: „ჯარს წინ მოუძღვის ღვთისმშობლის ხატით შუბლშეჭმუხვნილი პეტრე I. აღშფოთებულია!.. ალბათ, მაჰმადიანთა თავხედობით. თმა გასთეთრებია და შუბლი დაღარვია ერთმორწმუნე ქართველებზე ფიქრით. ჯარს აჩქარებს, სურს მალე მიეშველოს გაჭირვებულ ქართველებს…“
დარბზის წევრთა შორის ზოგიერთი უფრო წინდახედული აღმოჩნდა. ისინი ვახტანგ VI-ს უმტკიცებდნენ, რომ სახიფათოა საქართველოსათვის ამ ომში ჩარევაო, მაგრამ ვახტანგ VI ისე იყო დარწმუნებული რუსების კეთილშობილურ მისიაში, რომ მან ყურიც არ ათხოვა საღ რჩევას. პეტრე Iის მოწოდების თანახმად, ვახტანგ VI-მ საჩქაროდ მოაგროვა 40 ათასი ჯარისკაცი და განჯისაკენ გაილაშქრა. თანახმად პაემანისა, ვახტანგი და პეტრე ერთმანეთს შამქორში უნდა შეხვედროდნენ, ამიტომ ვახტანგმაც აქ დაიბანაკა თავისი ჯარით და დაუწყო ლოდინი რუსთა ლაშქარს. 1723 წლის 6 სექტემბერს ვახტანგ მეფის სამხედრო მოქმედების შესახებ უკვე აცნობეს პეტრეს დარუბანდში. პეტრე კი მეორე დღეს აიყარა თავისი ჯარით და ასტრახანში დაბრუნდა.
იმის გამო, რომ სპარსეთის ვაჭრობის ხელში ჩაგდება პრაქტიკულად უფრო რთულ აღმოჩნდა, ვიდრე თეორიულად ეხატებოდა პეტრე I-ს, მან ამ გეგმაზე ხელი აიღო. რაც შეეხება მის მიერ ომში ჩათრეულ და მტრის პირისპირ მიტოვებულ საქართველოს, მართალია, სამხედრო დახმარება ვერ გაუწია, მაგრამ, სამაგიეროდ, ვახტანგ მეფეს იმისთანა „ჭკუაზე დარიგება“ შემოუთვალა, რომ სამხედრო დახმარებას „ნამდვილად სჯობდა“. „ბრძოლა განაგრძეო“, – ურჩევდა იგი მეფეს თავისი ელჩის პირით, და „თუ გაიმარჯვებ, მაშინ დიდად მოიგებ იმიტომ, რომ ურწმუნოთა ბატონობისაგან განთავისუფლდებიო“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 64).
„ვაშა და დიდება მართლმადიდებელ რუსეთს! ამაზე უკეთესი რაღა გინდა? ქართველი ხალხი ორიათასი წელი ებრძოდა დამპყრობლებს, მაგრამ, თუ გამარჯვებით „დიდად მოიგებდა და მტრის ბატონობისაგან განთავისუფლდებოდა, ეს კი აღარ იცოდა“. და „პირველად ქართველებმა ეს უტყუარი ჭეშმარიტება ერთმორწმუნე რუსთა მეშვეობით გაიგეს“. „აი ამის შემდეგ ზოგი ვინმე კიდევ გამოვა და იტყვის – „რუსეთს საქართველოსათვის დახმარება არ გაუწევიაო“. „რა უმადურობაა! მოდი და კიდევ ჰქენი სიკეთე“.
საშინელ განსაცდელში ჩავარდა საქართველო – სპარსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა და რუსეთის მხარეზე დგომა – მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. რუსეთ-სპარსეთის ომამდე საქართველო მშვიდობიან ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სპარსეთთან, ისე ოსმალეთთან. „მას რომ სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობა არ მიეღო და რუსეთს ცხადად არ მიმხრობოდა, ოსმალეთისაგან მაინც საქართველოს განსაცდელი არ მოელოდა. პირიქით, სანამ პეტრე I ვახტანგ მეფეს საბედისწერო ნაბიჯს გადაადგმევინებდა, ოსმალეთი არზრუმის ფაშის პირით ვახტანგ VI-ს მფარველობას ჰპირდებოდა. მაგრამ რაკი ოსმალეთმა დაინახა, რომ რუსეთი სპარსეთის დაპყრობას ლამობდა და ქართველებიც მათი მოკავშირენი იყვნენ, რუსების შიშით დაიძრა და ჯერ ერევნიდან თავრიზამდის მთელი ქვეყანა დაიჭირა, ხოლო შემდეგ გამოილაშქრა თვით საქართველოს წინააღმდეგაც…
მაგრამ საქმე მარტო ამით არ დამთავრებულა. როდესაც პეტრე I-მა დაინახა, რომ ოსმალეთი რუსთა სამხედრო მოქმედებით სპარსეთში იმდენად განრისხებული იყო, რომ რუსეთისათვის ომის გამოცხადებას აპირებდა, 12-ივნისს 1724 წელს ოსმალეთთან სწრაფად შეჰკრა ზავი, რომლის პირველ მუხლში რუსთა ხელმწიფემ მთელი აღმოსავლეთი საქართველო ოსმალეთს დაუთმო, თუმცა იგი მას სრულებითაც არ ეკუთვნოდა“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 65-66).
სპარსეთი ხომ კიდევ უფრო უარესად იყო აღშფოთებული საქართველოს მოქმედებით. საქართველოს რუსეთთან მიმხრობამ და სპარსეთის წინააღმდეგ გამოსვლამ „შესამჩნევად გაამწვავა სპარსეთის მძულვარება, და მისი გაშმაგებული მტრობა საქართველოსადმი მთელ მე-18 საუკუნის განმავლობაში აიხსნება უმთავრესად რუსეთისა და საქართველოს დაახლოებით. ამ გარემოებამ აუცილებლივ დააჩქარა საქართველოს პოლიტიკური ნგრევა…“ (არტურ ლაისტი, საქართველოს გული, წიგნი II, გვ.78).
საქართველოში ოსმალებისა და სპარსელების (ხოლო ამ უკანასკნელთა წაქეზებითა და მხარდაჭერით, აგრეთვე ლეკების) თარეშის შედეგად იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რომ ვახტანგ VI-მ მიატოვა მისივე პოლიტიკით გაუბედურებული ქვეყანა და რუსეთში გადასახლდა. მან თან გაიყოლია საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მთელი ნაღები ერისა, სულ 1200 კაცი. ეს ციფრი ძალზე დიდია იმ დროის საქართველოსათვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მათგანი იყო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, გამოჩენილი მეცნიერი და კულტურის მუშაკი.
საქართველოს ისტორიაში ის აზრია დამკვიდრებული, რომ, თითქოს, ვახტანგ მეფე რუსეთში თავისი არაჩვეულებრივად მრავალრიცხოვანი დასით მყუდრო ცხოვრების მოსაპოვებლად კი არ წავიდა, არამედ იგი დახმარების მისაღებად გაემგზავრა და ამ დახმარების ლოდინში ჩარჩა იქაო. ჯერ ერთი, არავითარი გამართლება არა აქვს იმ მძიმე ჟამს მეფის მიერ ქვეყნის მიტოვებას და დახმარების მისაღებად პირადად მის წასვლას რუსეთში. ამისათვის მას შეეძლო თავისი წარმომადგენელი გაეგზავნა. თუ რუსეთის მთავრობას დახმარების გაწევა სურდა, იგი ამ შემთხვევაშიც დაეხმარებოდა. მეორეც, თუ ვახტანგ VI მხოლოდ დახმარების მისაღებად მიდიოდა და მალე უკან დაბრუნებას აპირებდა, რა საჭირო იყო თან რომ გაიყოლია 1200 კაცი?!.
მთავრობის მიერ ხალხის ასე ღვთის ანაბარად მიტოვების შემდეგ რუსეთში გახიზვნა, როგორც სენი, ისე მოედო ქვეყანას. მეფის მიბაძვით ყველა რუსეთში გარბოდა მშვიდი ცხოვრების საძიებლად. საქართველოს მიწა-წყალზე კი ბაში-ბუზუყები მკვიდრდებოდნენ. ვახტანგ VI-ის აღნიშნული მოქმედება ერის ღალატია. ისტორია ვალდებულია, სათანადო მსჯავრი დასდოს მის დანაშაულებრივ საქციელს.
მაგრამ, ეს მხოლოდ ვახტანგ VI-ზე ითქმის? აიღეთ, თუნდაც თეიმურაზ I. როგორც ვახტანგ VI, ისე თეიმურაზ I-ც, თავის ქვეყანაში მეფობდა მანამდე, სანამ სიმშვიდე იყო და ხელს არავინ უშლიდა ლექსების წერაში. მაგრამ, რაწამს ერს განსაცდელი დაადგებოდა, მისივე მცდარი პოლიტიკის წყალობით, იმ წუთშივე მიატოვებდა ხალხს უმწეოდ და იმერეთში გარბოდა მყუდრო თავშესაფრის საძებნელად. ქვეყანას მაშინ უნდა პატრონობა, როცა თავზე გასაჭირი ადგას, თორემ გაშლილ სუფრაზე ყველა მოახერხებს თამადობას. შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად კახეთი ცეცხლში იწვოდა. „თეიმურაზ I კი შტვირის გუდით იმერეთში კარი-კარზე დაწანწალებდა და „შაიფარვანიას“ ლათაიობდა“-ო – წერდა აკაკი წერეთელი (აკაკის კრებული, XI, 1897, გვ. 27). მართლაც და, ქვეყნისთვის ისეთ შავბნელსა და ქარტეხილებით აღსავსე ხანაში, როგორიც შაჰ-აბასის ეპოქაა, ნუთუ სახელმწიფოს მმართველს მეტი საქმე არა ჰქონდა, რომ ლექსების საწერად მხართეძოზე წამოწოლილს მუზებზე ეფიქრა?
საქართველოს ისტორიაში არცთუ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს თეიმურაზ I-ის პაპა, რუსეთის მოტრფიალე ალექსანდრე II. ამ კაცის სახით თუ როგორი პატრონი ჰყავდა ქვეყანას, ნათლად ჩანს მისივე „საპროგრამო“ სიტყვიდან: „რამე თუ ესრეთ შენ (გაშენებული) იყო კახეთი, ვითარ ძნიად (ძნელად) სადმე იპოვებოდა სანადირონი, და ალექსანდრე (კახთ მეფე) ფრიად მოყვარე იყო ნადირობისა, რამეთუ იტყოდაცა: „ახ ნეტარძი (ნეტავი) ოხერ მექმნეს (გამიოხრდეს) კახეთი, რათა მაქვნდეს სანადირონი მრავლად“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 110).
აი, ასეთ მეფეებს საპატიო ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში, მეტწილად რუსული ორიენტაციის გამო, და დიდი მოწიწებით იხსენიებენ, მიუხედავად მათი უნიათობისა, ქვეყნის წინაშე გულგრილობისა და დანაშაულებრივი მოქმედებისაც კი. სწორად შენიშნავდა კონსტანტინე გამსახურდია, რომ „ხელახლა შეფასებას მოითხოვენ საქართველოს ისტორიის გმირები“.
ირან-ოსმალთა ბატონობა 20 წელიწადს გაგრძელდა. ისინი რიგრიგობით ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ქვეყანას. ლეკთა ყაჩაღური ბანდების თარეშის შედეგად ხომ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თავის გამოყოფა არ შეიძლებოდა გარეთ. ქართველ ხალხს შაჰ-აბასის დროსაც კი არ უნახავს ასეთი საშინელი ხანა, ამიტომაც, საქართველოს ისტორიაში ეს პერიოდი ცნობილია როგორც ძნელბედობის ხანა.
აი, რა დღეში ჩავარდა „ერთმორწმუნე“ რუსეთის გადამკიდე ჩვენი ქვეყანა. თვითონ მათ, ვისი მიზეზითაც დაღუპვის პირამდე მივიდა საქართველო, თავს უშველეს. შემოსეულ მტერს კი შეძლებისდაგვარად ისევ ხალხი უმკლავდებოდა.
თითქოს კატასტროფა გარდაუვალი იყო. მაგრამ ქართველი ხალხის დაუცხრომელმა ენერგიამ აქაც გაუძლო თავს დატეხილ განსაცდელს. თავგანწირული ბრძოლით უკუგდებულ იქნა ჯერ ოსმალობა, ხოლო შემდეგ – ყიზილბაშობა. საქართველო აღდგა! ირანის შაჰმა გააუქმა ის ძველი წესი, რომლის მიხედვითაც ქართველი მეფეები მოვალენი იყვნენ მაჰმადიანობა მიეღოთ და 1744 წელს თეიმურაზ II – ქართლის მეფედ, ხოლო მისი შვილი ერეკლე II კახეთის მეფედ დანიშნა.
თეიმურაზმა და ერეკლემ პირველ ხანებში დიდი ენერგია გამოიჩინეს სახელმწიფოს აღდგენისა და მტრისაგან თავდაცვის საქმეში. ქართველმა ხალხმა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ფართო კულტურულაღმშენებლობითი მუშაობა გააჩაღა. 1749 წელს კვლავ ამუშავდა გაუმჯობესებული სახით თბილისის სტამბა. გაიხსნა ფილოსოფიის სემინარია თბილისში (1755 წ.). საფუძველი ჩაეყარა სამთამადნო წარმოებას. გაჩაღდა ვაჭრობა-მრეწველობა და სხვ. მხოლოდ საგარეო უშიშროების უზრუნველყოფაღა იყო საჭირო ქვეყნის კიდევ უფრო თვალსაჩინო აღორძინებისათვის. მტრისაგან თავდაცვის სრული უზრუნველყოფისა და წარსული ძლიერების აღსადგენად კი აუცილებელი იყო ქვეყნის გაერთიანება.
ამ მხრივაც თვალსაჩინო ნაბიჯი გადაიდგა ერეკლეს მოღვაწეობის პირველ პერიოდში. თეიმურაზმა და ერეკლემ ჯერ არაგვის, ხოლო შემდეგ ქსნის საერისთაოები გააუქმეს და უშუალოდ მეფის ძალაუფლებას დაუმორჩილეს. 1762 წელს კი, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების უმალ, ერეკლემ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა, რითაც ქართლ-კახეთი ერთ სამეფოდ გაერთიანდა. ერეკლეს ძალაუფლებას დაემორჩილნენ აგრეთვე განჯის, ყარაბაღის, ნახჭევანისა და ერევნის სახანოები.
ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესში დასავლეთ საქართველომაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ამ დროს იმერეთში სოლომონ I მეფობდა. სოლომონმა თავისი მოღვაწეობა დაიწყო მაჰმადიანობის გავრცელებისა და ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლით. ორივე ეს საკითხი მან დადებითად გადაჭრა. დიდი წარმატებები მოიპოვა მან აგრეთვე ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1757 წელს სოლომონ მეფემ ხრესილის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა თურქეთის ჯარი და თურქეთმაც ქვეყნის საბოლოო დაპყრობაზე ხელი აიღო. სოლომონის გამეფებამდე ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული იმერეთის მეფესთან ძალაუფლებისათვის არა მარტო დადიანსა და გურიელს, არამედ რაჭისა და არაგვის ერისთავებსაც. სოლომონმა დაამარცხა ერისთავები და საერისთაოები უშუალოდ მეფის ძალაუფლებას დაუმორჩილა. მან შემოირიგა აგრეთვე დადიანი და გურიელი. ასე რომ, 1759 წელს, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრებაზე, რომლის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა, სოლომონ I უკვე „მთელი დასავლეთ საქართველოს საერთო საქმეებში ხელმწიფედ გამოდიოდა, ხოლო მთავრები (დადიანი, გურიელი) და თავადები მისი „მორჩილი და ბრძანებისა აღმასრულებელნი“ იყვნენ. ეს მოვლენა სოლომონ მეფისა და იმდროინდელი ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილის დიდი გამარჯვება იყო“ (საქართველოს ისტორია, 1948, გვ. 392).
ერთი სიტყვით, ძირითადად უკვე გაერთიანდა, როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთ საქართველო. ამის შემდეგ საჭირო იყო საქართველოს ორივე ნაწილის ერთ სამეფოდ გაერთიანება, ეს კი ყველაზე უკეთესი გარანტია იქნებოდა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს წარმატებით მოეგერიებინა მტერი და შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. არა უშედეგო და დამღუპველი ხელის პოტინი ცბიერი რუსეთისაკენ, არამედ საქართველოს გაერთიანება და ირან-ოსმალეთთან მოქნილი დიპლომატიის წყალობით მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება – აი, სად იყო საქართველოს ხსნა. ირან-ოსმალეთისა და კავკასიის წინააღმდეგ რუსეთის მზარდი ზეწოლის პირობებში, ამ ქვეყნების საღი დიპლომატია მოითხოვდა არა ურთიერთდაპირისპირებას, არამედ მჭიდრო შეკავშირებას ჩრდილოეთის ურჩხულის შესაჩერებლად.
ირან-ოსმალეთი ამას დროზე მიხვდა და ხვეწნა-მუდარით იკლებდა ქართველ მეფეებს, ოღონდაც თავი დაენებებიათ რუსეთისათვის და ხელს არ ახლებდნენ საქართველოს. მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს მესვეურები იმდენ სიკეთესა და ბედნიერებას მოელოდნენ „ერთმორწმუნე რუსეთისაგან“, რომ ყურსაც არ ათხოვებდნენ ამ საღ რჩევასა და თხოვნას.
ამგვარად, ქართველი ერის შემაკავშირებელი პროცესი შესამჩნევი წარმატებებით ვითარდებოდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. უკვე შეიქმნა კიდეც ხელსაყრელი მომენტი საქართველოს გასაერთიანებლად. საქართველოს გაერთიანების საკითხი თვით ხალხშივე მომწიფდა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს პროგრესული საზოგადოების წარმომადგენლები, უდიდესი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ ისტორიულ საქმეს. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერეკლემ ვერ გამოიჩინა საჭირო სიმტკიცე და ეს დიდებული წამოწყება ჩაიშალა.
ჩვენ ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევჩერდებით. ამჯერად კი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ ერეკლეს საგარეო პოლიტიკას და ამ პოლიტიკით გამოწვეულ შედეგებს. ერეკლეც, თავის საგარეო პოლიტიკაში, ისევე როგორც მისი წინამორბედი მეფეები ალექსანდრე I-ის შემდეგ, ხელმძღვანელობდა რელიგიის ერთობის აბსურდული მოტივებით. იგი ერთმორწმუნეობის გაცვეთილ დოგმებს აჰყვა და ამის შედეგად აღმავალი გზით მიმავალი ქვეყანა უფსკრულისაკენ დააქანა, და ბოლოს, გადაჩეხა კიდეც. რუსული ორიენტაციით გამოწვეულმა წარსულის მწარე გამოცდილებამ საქართველოს მესვეურებს ჭკუა ვერ ასწავლა. „საქართველოს მეფენი, თითო-ოროლას გარდა, თითქო სხვა საქმე აღარა ჰქონდათ-რა, მარტო ამ პროტექტორატისათვისა ზრუნავდნენ“ (ალ. ფრონელი, მთიულეთი 1804 წ., გვ. 218).
ჯერ კიდევ თეიმურაზ II-მ 1752 წელს რუსეთის მეფე ელისაბედს ელჩები გაუგზავნა და მაჰმადიან მეზობლებისაგან მფარველობა სთხოვა. მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამ თხოვნაზე უარით უპასუხა. „რუსეთს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, რომ საქართველოს გულისათვის ოსმალეთს და სპარსეთს წასჩხუბებოდა. მშვიდობიანობა იყო და საქართველო მაშინ რუსეთს არ ესაჭიროებოდა.
მაგრამ თექვსმეტი წლის შემდგ, 1768 წელს, როდესაც ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა და რუსეთი უნებლიედ ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყო, მაშინ მისთვის საქართველო, რასაკვირველია, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა და ამიტომ საქართველოს არსებობაც გაახსენდა“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 68).
იმისათვის, რომ უფრო წარმატებით ეწარმოებინა ომი თურქეთთან, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, თურქეთის წინააღმდეგ თავის სასარგებლოდ ომში ჩაეთრია თურქეთის მეზობელი ქრისტიანი ერები (ბერძნები, სლავები, ქართველები). მაგრამ ქართველების გარდა, სხვამ ყველამ სათანადო წინდახედულება გამოიჩინა და რუსეთის მთავრობის მიერ დაგებულ მახეში არ გაებნენ.
სოლომონი და ერეკლე დაეთანხმნენ რუსეთის მთავრობის წინადადებას ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე იმ პირობით, რომ რუსეთს საკმაო რაოდენობის ჯარი გამოეგზავნა საქართველოში. სწორედ ამ დროს, როცა რუსეთის მთავრობის ელჩი ერეკლესთან თბილისში ჩამოვიდა იმ თვალსაზრისით, რომ იგი დაეყოლიებინა ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, თბილისშივე, მეფე ერეკლესთან მოვიდნენ თურქეთის წარმომადგენლები თხოვნით, რომ ოღონდაც საქართველო არ ჩარეულიყო რუსეთ-თურქეთის ომში და თურქეთი არ დაარღვევდა მშვიდობიან ურთიერთობას საქართველოსთან. მაგრამ ერეკლე დემონსტრაციულად მიემხრო „ერთმორწმუნე რუსეთს“.
რუსეთის მთავრობამ საიდუმლო დავალებითა და ჯარით საქართველოში გამოაგზავნა გენერალი ტოტლებენი. როგორც შემდეგში, რუსეთის მთავრობის მიერ, ტოტლებენის ხელით განხორციელებულმა ავანტიურამ დაადასტურა, რასაც ზედ ემატება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის გრაფ პანინის საიდუმლო წერილი ტოტლებენისადმი, ხოლო შემდეგ ეკატერინე II-ის საიდუმლო წერილი სუხოტინისადმი, რუსეთის მთავრობის გეგმა საქართველოს მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ ერთის მხრივ, საქართველო, როგორც ბრმა იარაღი, რუსეთს გამოეყენებინა თავისი ინტერესებისათვის თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ბრძოლაში მუხანათური გზით მოესპო ქართველთა ჯარი თავის მეფიანად და შემდეგ დაპატრონებოდა უმწეოდ დარჩენილ ქვეყანას. ერეკლესა და სოლომონს ოდნავადაც არ შეპარვიათ ეჭვი ქართველთა მიმართ რუსების უანგარობასა და კეთილგანწყობილებაში. მათ ეგონათ, რომ ახლა კი ვეღირსეთ რუსეთისაგან ნანატრ მფარველობასო.
„ქართველთა საშველად“ მოვლენილი ტოტლებენი „რუსი ჯვაროსნებით“ აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა 1769 წელს, ხოლო 1770 წელს ერეკლემ და ტოტლებენმა ახალციხის საფაშოზე გაილაშქრეს. ისინი აწყურის ციხეს მიადგნენ და იქ გამაგრებულ ოსმალებს შეუტიეს. მაგრამ, სწორედ იმ დროს, როცა ბრძოლა გაჩაღდა, ტოტლებენმა გამცემლურად მიატოვა ქართველი ჯარი მტრის პირისპირ და უკან გამობრუნდა.
თავზარდამცემი იყო ქართველი მეფისა და მხედრობისათვის ტოტლებენის მოღალატური საქციელი. „რუსეთისავე წყალობით და რუსთა გულისათვის ოსმალეთთან ომში ჩათრეული აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის ჯარის სარდლის მიერვე მრავალრიცხოვანი მტრის წინაშე მუხანათურად მარტოდ-მარტო იყო დატოვებული. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამ უაღრეს განსაცდელის დროსაც ერეკლე მეფის დიდებულმა სამხედრო ნიჭმა იხსნა ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებელ განადგურებისაგან“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 69).
როგორც ცნობილია, ერეკლემ, ბრწყინვალე სამხედრო გეგმისა და ხერხის წყალობით, სასტიკად დაამარცხა თურქთა მრავალრიცხოვანი ჯარი ჯერ ადგილობრივად და ბოლოს ასპინძასთან. რაც შეეხება გენერალ ტოტლებენს, როგორც ითქვა, რუსეთის მთავრობის გეგმისამებრ, „მეფის ტახტიდან ჩამოგდება და საქართველოს დაპყრობა დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა“ (საქართველოს ისტორია, 1948, გვ. 394). ამიტომ, უკუიქცა თუ არა აწყურიდან, იმ იმედით, რომ ერეკლე თავისი ჯარით აუცილებლად განადგურდებოდა თურქებთან ბრძოლაში, „მან ქართლის დაპყრობის საკითხი რუსთა კორპუსის სამხედრო საბჭოში დასვა და დასტურიც მიიღო. ამ საქმეში ტოტლებენის ერთგული მოკავშირეები იყვნენ ქართლის რეაქციონერი თავადებიც.
გენერალმა საქმე დაიწყო: ციხე-ქალაქების დაჭერასა და ხალხის რუსი ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. მაგრამ ერეკლეს ენერგიულმა მოქმედებამ ტოტლებენი შეაშინა და მას განზრახვაზე ხელი ააღებინა“ (იქვე, გვ. 394).
ზოგიერთი ჩვენი ისტორიკოსი, კერძოდ კი, 1957 წელს გამოცემული წიგნის – „ასპინძის ბრძოლის“ ავტორი კ. მაჭარაძე, იმისათვის, რომ ჩამორეცხოს ლაქა რუსეთის მთავრობას საქართველოს წინაშე ჩადენილი მუხანათობისათვის, ცდილობს ისე წარმოადგინოს საქმე, რომ, თითქოს, ტოტლებენს წინასწარი დავალება კი არ ჰქონოდეს იმ მოქმედებათა შესახებ, რომელიც მან საქართველოში ჩაიდინა, არამედ ყველაფერი გამოწვეული ყოფილიყოს ტოტლებენის ავანტიურისტული ბუნებით, მისი პირადი თვითნებობით.
სინამდვილეში ტოტლებენი რომ მთავრობის მიერ მიცემული ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდა და მის მოქმედებაში არავითარ თვითნებობას არ ჰქონია ადგილი, ამას ადასტურებს მთელი რიგი ფაქტები: 1. „1770 წლის 12 მაისს ტოტლებენი საქართველოდან პეტერბურგში წერილს აგზავნის, რომ ტომსკის პოლკის შეერთებისთანავე, განზრახული აქვს დაუყოვნებლივ თბილისზე დაიძრას – მთელი საქართველო რუსეთის ხელისუფლებას დაუმორჩილოს; ერეკლეს, ამას წინათ მიღებული ანდრიას ორდენი ჩამოართვას და გაგზავნოს პეტერბურგში ან შავი ზღვისაკენ განდევნოს“. ამას ადასტურებს პ. ბუტკოვი, ასევე, სოლოვიოვი (იხ. პ. გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს., ტ. I, 1949, გვ. 364). ეს წერილი ცხადად მეტყველებს, რომ ტოტლებენი არათუ თვითნებურად არ მოქმედებდა, პირიქით, თავისი მოქმედების ყოველ დეტალს ხელისუფლებას უთანხმებდა.
2. რუსეთის პირველი მინისტრი, გრაფი პანინი საქართველოში წარმოგზავნილ ტოტლებენს სწერდა: „უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ. თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს. ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური (ე. ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო“. „მაშასადამე, რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების მისაღწევად“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 90-91).
3. როგორც ცნობილია, რუსეთის მთავრობამ უკან გაიწვია ტოტლებენი, რადგან მან ვერ შეასრულა მიცემული დავალება და მის მაგივრად გენერალი სუხოტინი გამოგზავნა. ტოტლებენის მიერ ქართლის დაპყრობის ცდა რომ პირადი თვითნებობა კი არა, მთავრობის დავალება იყო, ეს ნათლად ჩანს ეკატერინე ³-ის სუხოტინისადმი მიწერილ წერილში. იგი სუხოტინს წერდა: `ტოტლებენის დაწყებული საქმე, ქართველების რუსეთის ერთგულებაზე ძალით დაფიცება – თუ ქართველების ომში მონაწილეობას ხელს შეუწყობს, შეგიძლიათ გააგრძელოთ“ (გ. მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, გვ. 115). როგორც იტყვიან, აქ უკვე ზედმეტია კომენტარები. რუსეთის მთავრობის მუხანათური საქციელი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო ცხადად დაამტკიცა შემდგომი დროის მოვლენებმა. წარმოუდგენელია, სადამდე მიდიოდა რუსეთის მთავრობის უსინდისობა, როცა ქართველი ჯარის მტრის პირისპირ ასე ვერაგულად მიტოვებისა და ქართლის დაპყრობის ცდის შემდეგ ისინი ერეკლე მეფეს კვლავ ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად აქეზებდნენ. მაგრამ გგონიათ, რომ ერეკლემ უარყო ამ გამცემთა წინადადება? რუსეთის თვალთმაქცი დიპლომატები ერეკლეს, სოლომონსა და მათ მსგავს ერთმორწმუნეობის დოგმებს აყოლილ ქართველ მეფე-მთავრებს მონუსხულებივით ამოქმედებდნენ თავიანთ ნება-სურვილზე. რუსეთის წარმომადგენლის ლვოვის რჩევით, 1771 წელს ერეკლე კვლავ ახალციხის საფაშოს შეესია და ხერთვისის ციხე აიღო, სადაც თავისი ჯარი ჩააყენა, მაგრამ ამავე ლვოვის წინადადებით, ერეკლემ უკანვე გამოიყვანა ჯარი. ხელმეორედ, 1772 წელს ლვოვმა კიდევ იმდენი მოახერხა, რომ ერეკლე კვლავ დაიყოლია ოსმალეთის წინააღმდეგ ლაშქრობაზე. ერეკლემ და სოლომონმა შეერთებული ჯარით დაარბიეს ახალციხის, ჯავახეთის და არტაანის მხარეები და შინ დაბრუნდნენ. „ორივე შემთხვევა სრულებით ცხადჰყოფს, რომ რუსეთის წარმომადგენელს თავისი მთავრობის გეგმისამებრ საქართველოს დანიშნულებად ამ ომში მიწა-წყლის დაჭერა კი არ მიაჩნდა, არამედ უმთავრესად შესევითა და თარეშის საშუალებით ოსმალეთის მუდმივი შეწუხება, რომ ოსმალეთის მთავრობა ამის გამო იძულებული ყოფილიყო აქ საკმაო ჯარი დაებანდებინა“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 70).
ვინაიდან ტოტლებენმა და სუხოტინმა ვერ შეასრულეს მთავრობის დავალება საქართველოს ანექსიის შესახებ, ხოლო თურქეთთან უკვე საზავო მოლაპარაკება დაიწყო, რუსეთის სახელმწიფოსათვის აღარა ჰქონდა აზრი, რომ საქართველოში ჯარი ჰყოლოდა. ამიტომ, ეკატერინე II-მ 41 აღნიშნული ჯარი უკან გაიწვია. „ერთმორწმუნე“ რუსეთის მთავრობა ოდნავადაც არ დაფიქრებია იმ ფაქტს, თუ რა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდებოდა რუსეთის მიერ თურქეთთან ომში ჩაბმული საქართველო, როცა მისმა ჯარმა საქართველო ასე ღვთისანაბარად მიატოვა. მკითხველი, ალბათ, თვითონვე მიხვდება, თუ როგორი ვითარება შეიქმნებოდა ოსმალეთსა და საქართველოს შორის იმ მოქმედებების შედეგად, რომელიც სოლომონმა და ერკლემ განახორციელეს თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის გულისთვის. შურისძიებით აბობოქრებული თურქები მოსვენებას არ აძლევდნენ ქვეყანას. მეტი ვნების მისაყენებლად მათ ლეკებიც აამხედრეს და საქართველოს შემოუსიეს.
ცხადია, სპარსეთიც ქართველების უკმაყოფილო იყო. სპარსეთი, როგორც ზემოთ ვთქვით, შიშით შესცქეროდა რუსეთის დამკვიდრებას კავკასიაში. ამიტომ, როგორც კი გაიგო ქერიმ-ხანმა, რომ რუსეთთურქეთის ომში საქართველო რუსეთს მიემხროო, თავისი ჯარებით დაუყოვნებლივ საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა. „აი რა მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის მთავრობამ საქართველო თავისი სამხედრო გამარჯვების გულისათვის“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 71).
უდიდეს განსაცდელში ჩავარდნილი ერეკლე წერილს სწერს გრაფ პანინს. წერილში აღნიშნავს, თუ როგორი კეთილსინდისიერად შეასრულა სიტყვა და დაეხმარა რუსეთს ჯარით ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მოქმედებით კი საუკუნოდ გადაიმტერა ოსმალეთი, სპარსეთი და დაღესტანი. ბოლოს, იგი შველას და დახმარებას სთხოვს რუსეთის იმპერატორს: „თურქები, როგორც შხამიანი გველები, გვეხვევიან ირგვლივ. სპარსელნი გვიცქერენ, როგორც ბრაზიანი ლომები, ლეკები კი ილესავენ კბილებს ჩვენს წინააღმდეგ, როგორც მშიერი მგლები. ყველანი ერთად ბორგვენ შურისძიებით, რადგან ჩვენ, ქართველებმა დავარღვიეთ ზავი მათ მიმართ, და, თუ ისინი მოგვსპობენ მე და მთელ საქართველოს, მაშინ ვინ აგებს პასუხს ღვთის წინაშე, ან რა სარგებლობა ექნება ამით რუსეთის იმპერიას? მოიღეთ მოწყალება ჩვენს მართლმადიდებელ ხალხზე, მე და სრულიად ჩემი ქვეყანა ვსასოებთ ღმერთზე და ყოვლად მოწყალე რუსეთის იმპერატორზე“, – ამ სიტყვებით ამთავრებს თავის წერილს მეფე ერეკლე“ (ს. ქვარიანი, ქართველი ერის ისტორია, გვ. 22).
მაგრამ ერეკლეს ამ თხოვნას არავითარი შედეგი არ გამოუღია. „რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, ოსმალეთის ომის საფრთხე ზავის გამო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ საქართველოსაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და დანაპირები მფარველობის გაწევა თითქოს დაავიწყდა კიდეც“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. V, გვ. 71).
ერეკლე და სოლომონი იძულებული გახდნენ თავიანთი წინდაუხედაობით გაფუჭებული საქმე თავისი ქვეყნის ძალებით გამოესწორებინათ. ერეკლემ, როგორც იყო, სპარსეთის მბრძანებელი ქათინაურებით დააშოშმინა. თურქეთის წინააღმდეგ კი, როგორც ერეკლე, ასევე სოლომონი, იძულებული იყვნენ სისხლისმღვრელი ბრძოლები ეწარმოებინათ და ამგვარად დაეცვათ თავი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ერეკლემ როგორც იყო აღადგინა მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ოსმალეთთანაც. საკუთარ ძალებზე დაყრდნობით მან განამტკიცა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა: ქართლ-კახეთის სამეფოს მორჩილებაში წინანდებურადვე შედიოდნენ: განჯის, ყარაბაღის, ნახჭევანისა და ერევნის სახანოები.

http://burusi.wordpress.com/2010/02/08/mchedlishvili/

Advertisements

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა

ბეჟან ხორავა

დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, როდესაც კავკასიელ მთიელთა ნაწილი ბრძოლაში გაწყდა, ხოლო ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. უკვე არ არსებობდა აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნების აუცილებლობა და თვითმპყრობელობა დაპყრობილი მხარის სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისათვის ზრუნვას შეუდგა. ჯერ კიდევ კავკასიის ომის დამთავრებამდე, როცა აფხაზეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა სამხედრო მინისტრის დ. მილიუტინისადმი 1864 წლის 27 მარტს გაგზავნილ წერილში სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მისი აზრით, ეს ღონისძიება საჭირო იყო იმისათვის, რომ შესრულებულიყო უმაღლესი მთავრობის მიერ მოწონებული პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ბზიფამდე კაზაკთა სტანიცების მოწყობის შესახებ.1 მეფისნაცვალმა ამის თაობაზე პრაქტიკული წინადადებები წამოაყენა:
1. «Владетеля и наследника его склонить отказаться от права владения.
2. Назначить владетелю и наследникам его содержание, их обеспечивающее.
3. Из Абхазии образовать военный округ, который вместе с Цебельдой подчинить особому военному начальнику на правах начальников отделов в областях, с подчинением Кутаисскому генерал – губернатору.
4. Если количество свободных земель дозволит, то водворить вдоль берега (Черного моря – ბ. ხ.) до устья Ингури казачьи поселения, которые вместе с поселениями по р. Бзыби, могли бы составить Абхазское казачье войско под управлением начальника Абхазского военного округа.
5. Границею между Кубанским и Абхазским войском назначить хребет, замыкающий Гагринскую теснину и отделяющий теперь Абхазию от земли Джигетов».2
ამრიგად, ხელისუფლებამ აფხაზეთის მიმართ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე კაზაკების დასახლებას. ისევე, როგორც თერგისა და ყუბანის ოლქებში, აქ დასახლებულ კაზაკებს უნდა შეექმნათ აფხაზეთის კაზაკთა ჯარი. ამ მიზნის მიღწევისათვის აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებისა და მემამულური მიწისმფლობელობის არსებობა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა, რადგან ასეთ პირობებში აფხაზეთის კოლონიზაციის გეგმას ცარიზმი ვერ განახორციელებდა. მხარის კოლონიზაციისათვის თავისუფალი მიწები არ არსებობდა, ამიტომ ჯერ საჭირო იყო მკვიდრი მოსახლეობისაგან ამ მიწა-წყლის «გაწმენდა».
1864 წლის აპრილში ალექსანდრე II-მ მოიწონა კავკასიის მეფისნაცვლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები. მაისში მიხეილ ნიკოლოზის ძეს გაეგზავნა შესაბამისი მითითებები, რომელთა რეალიზაცია მან ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დ. სვიატოპოლკ-მირსკის და აფხაზეთის ჯარების სარდალს, გენერალ პ. შატილოვს დაავალა. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ.3
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე მზად ჰქონდათ წინადადებები აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ მისი მიწა-წყლის მკვიდრი მოსახლეობისაგან გათავისუფლების შესახებ. დ. სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს 1864 წლის 27 ივნისს წერდა: «თუ აფხაზების ნაწილი სამთავროს გაუქმების შემდეგ თურქეთში გადასახლებას მოისურვებს, ვფიქრობ, ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ».4
ხელისუფლებას სურდა, რაც შეიძლება ჩქარა შედგომოდა აფხაზეთის კოლონიზაციას. «თუ შევიძენდით მთავრის მამულებს, რომლებიც მეტად ვრცელია და მნიშვნელოვანი, ჩვენ ახლავე შეგვეძლო შევდგომოდით აფხაზეთის კოლონიზაციას კაზაკ-რუსების მეშვეობით»,5 _ აღნიშნავდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი. მისი წინადადებით ყუბანის ოლქსა და ქუთაისის გუბერნიას შორის საზღვრად უნდა დადგენილიყო გაგრის ქედი და ესეც მხოლოდ ერთი მიზნით: «თუ ჩვენ ხელთ იქნება ცარიელი ადგილები ბზიფის ორსავე მხარეს, _ წერდა დ. სვიატოპოლკ-მირსკი 1864 წლის 6 ივნისის წერილში გენერალ ა. კარცოვს, _ შევძლებთ საფუძველი ჩავუყაროთ რუსულ მოსახლეობას აფხაზეთში».6
1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. იგი შედგებოდა ბზიფის, სოხუმის, აბჟუის ოლქებისაგან (округ). მასში შევიდა წებელდის საბოქაულოც. სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) უფროსად დაინიშნა აფხაზეთის ჯარების უფროსი, გენერალი პ. შატილოვი.7 ამრიგად, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღებით ამ მხარეში კოლონიური პოლი-ტიკური რეჟიმი მკვიდრდება.8
1865 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა ოლქების მიხედვით ასეთი იყო:
округ Сухумский 2 826 дворов 16 475 душ
«—–» Бзыбский 3 726 20 090
«—–» Абживский 5 049 32 182
пристав. Цебельдинское 1 436 10 443
всего 13037 79 190*
1866 წელს ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიუღებელმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ და თავისი ხასიათით ბატონყმური რეფორმისათვის ნიადაგის მომზადებამ აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. ცარიზმმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები და აგვისტოში აჯანყება ჩაახშეს.9
აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას. 1866 წლის 11 აგვისტოს დებულების თანახმად სოხუმის სამხედრო განყოფილება (აფხაზეთი) ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოლქებად (округ) დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა10.
იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკ-რუსებით, სამურზაყანო (ოქუმის ოლქი) აფხაზეთს შეუერთეს.
1866 წლის აჯანყების შემდეგ გაჩნდა აფხაზთა თურქეთში გადასახლების გეგმის პირველი დასაბუთება, რომელიც მოცემულია ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1866 წლის 27 ოქტომბრის მიმართვაში კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსის დ. სტაროსელსკისადმი. მასში ნათქვამია: «არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის განყოფილების მხრიდან ყოველგვარი საშიშროების აღმოსაფხვრელად, ესაა აფხაზეთის მოსახლეობის თურქეთში გადასახლება».11 დ. სვიატოპოლკ-მირსკის აზრით, თუ ამ ნაბიჯზე წავიდოდნენ, ყველა სხვა საშუალება ზედმეტი იქნებოდა და საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. ამასთან, იგი ამ ღონისძიებას იმ სისტემის დაგვირგვინებად მიიჩნევდა, რაც მიღებულ იქნა დას. კავკასიის მთიელ ტომთა მიმართ.12 კავკასიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფხაზთა გადასახლებას მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევდნენ, რამდენადაც აფხაზეთი და წებელდა გეოგრაფიული მდებარეობის გამო დიდ როლს ასრულებდნენ კავკასიის ომის დროს და, მათი აზრით, კვლავაც ექნებოდათ დიდი მნიშვნელობა კავკასიაში ყოველგვარი საომარი მოქმედების დროს. ამიტომ ამ მხარის მუსლიმანი მოსახლეობის შემცირება მათი თურქეთში გადასახლების გზით, ხელს შეუწყობდა პოლიტიკური სიმშვიდის უზრუნველყოფას და, შესაბამისად, მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ამ მხარეში.13 მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ «აფხაზთა გადასახლების მთავარ ამოცანად მიაჩნია რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან მოსახლეობის იმ ნაწილის მოშორება, რომელიც ხელისუფლებისადმი ყველაზე უფრო მტრულად არის განწყობილი».14
1866 წლის ნოემბერში ალექსანდრე II დათანხმდა პირველივე შესაძლებლობისთანავე გაესახლებინათ აფხაზეთისა და წებელდის მუსლიმანი მოსახლეობა თურქეთში. იმპერატორისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა კავკასიის ჯარების შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს უბრძანა, დაუყოვნებლივ შედგომოდა ამ გადაწყვეტილების შესრულებას.15 თავის მხრივ, მუსლიმანი აფხაზებიც დაჟინებით მოითხოვდნენ თურქეთში გადასახლებას, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის ელჩს თურქეთში, გრაფ ნ. იგნატიევს დაავალა ამის თაობაზე მოლაპარაკება გაემართა პორტასთან. მალე, რუსეთის ელჩი შეუთანხმდა თურქეთის საგარეო-საქმეთა მინისტრს ალი ფაშას აფხაზთა გადასახლების შესახებ. შეთანხმება მოხდა იმაზეც, რომ თურქეთის ხელისუფლებას მუჰაჯირები რუსეთის საზღვრისპირა ადგილებში არ დაესახლებინა.16
კავკასიის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ იმჟამად ხელისუფლებისათვის უმთავრესი აფხაზთა გადასახლების საკითხი იყო. ამასთან, ხელისუფლება აღიარებდა, რომ თუ აფხაზეთის მთელი მუსლიმანი მოსახლეობა მოისურვებდა გადასახლებას, გარკვეულ სირთულესა და უხერხულობას შექმნიდა. ამიტომ, მათი აზრით, ეს პროცესი უნდა დაერეგულირებინათ. რეკომენდირებული იყო ასევე, რომ გადასახლებულთათვის უკან დაბრუნების ნება არ დაერთოთ.17
რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა ემიგრანტთა რიცხვი. ნავარაუდევი იყო აფხაზთა 4500 ოჯახის გასახლება. თავის მხრივ, პორტა მზადყოფნას გამოთქვამდა აფხაზეთიდან 4000 ოჯახი მიეღო.18
1867 წლის 13 თებერვალს მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი ალექსანდრე II-ს წერდა, რომ კავკასიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ძალით არ განდევნოს აფხაზები თურქეთში, მაგრამ ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ გადასახლებას. ამასთან, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა პირველ რიგში გაესახლებინა წებელდა-დალის მუსლიმანი მოსახლეობა ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ხელისუფლება ითვალისწინებდა, რომ ამ თემების მოსახლეობა ცხოვრობდა მთის ძნელად მისადგომ ადგილებში და კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან. ამასთან, ხელისუფლება მათ რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლაშიც სდებდა ბრალს და მისი სურვილი იყო პირველ რიგში იმ ხალხის გადასახლება, რომელიც მეტნაკლებად დაკავშირებული იყო აჯანყებასთან.19
თურქეთისაგან თანხმობის მიღების შემდეგ მეფისნაცვალმა განკარგულება გასცა აპრილის ბოლოდან დაწყებულიყო აფხაზთა გადასახლების პროცესი. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ადგილებში კვლავ გადაისროლეს ჯარები.20 ჯერ კიდევ გადასახლების დაწყებამდე, 1867 წლის 6 აპრილს, სოფ. ფსირცხადან მუჰაჯირთა პირველი ნაკადი სამი ხომალდით წავიდა ბათუმში, რომელიც მაშინ თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ესენი იყვნენ ჯიქები და ფსხუელები (49 ოჯახი, 218 სული), რომლებიც სოფ. ფსირცხაში 1864 წლიდან ცხოვრობდნენ.21
1867 წლის აპრილის ბოლოს მუჰაჯირობის ორგანიზებული პროცესი დაიწყო. აფხაზთა გადასახლება ძირითადად ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რაც აშკარად ჩანს იმდროინდელი დოკუმენტებიდან. 1867 წ. 31 მარტს მეფისნაცვალი იმპერატორს წერდა, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებთ არ სურდათ თურქეთში წასვლა. აფხაზები ნებაყოფლობით ქრისტიანობასაც იღებდნენ, რომ დარჩენა მოეხერხებინათ.22 1867 წ. ივნისში გაზ. «დროება» იუწყებოდა: «აფხაზები ძლიერ დაჯავრიანებულნი არიან… სამურზაყანოში კანკალებენ შიშით, ვაითუ ჩვენც გადაგვასახლონო… აქაურებს და აფხაზებს დიდი ნათესაობა აქვთ. წებელდელები, დალელები და გუფუელები წავიდნენ. აბჟუის მაზრიდანაც მრავალი წავიდა. ჭილო-უელები და ჯგერდელები გამორეკეს თავიანთი ბინიდან. მათ საშინელი გულით არ უნდათ წასვლა. აფხაზები დიდად აქებენ ბზუფუს მაზრის უფროსს დიმიტრი ჭავჭავაძეს. მან მამობრივი მზრუნველობით აუხსნა მათ, რომ რუსის მმართველობის ქვეშ ყოფნა სჯობს ოსმალეთში გადასახლებას».23
მიუხედავად იმ შიშისა, რომელიც სამურზაყანოელებს ჰქონდათ, მუჰაჯირობა მათ არ შეხებია, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო, ხოლო აფხაზები, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ქრისტიანები იყვნენ.
ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ამბროსი ხელაიას* ცნობით, მუჰაჯირობის დროს აფხაზეთის ეპისკოპოსთან, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ოქროპირიძესთან (1862-1869), რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა აფხაზებში, მოსულა მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, 12 წლის შვილთან ერთად. მან მღვდელმთავარს აუხსნა მოსვლის მიზეზი _ შენთან მოვედი კეთილო მწყემსო, მე ოსმალეთში მივდივარ, სამშობლოს სამუდამოდ ვეთხოვები და ჩემი ვაჟი მინდა დავტოვო შენთან. ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება ჩემს ერთადერთ შვილს გავუზიარო და შენთან მოვიყვანე. ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და ბედნიერი იქნებაო. თვალცრემლიანი მამა დაემშვიდობა შვილს, რომელიც ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აღზარდა, მღვდელი გახდა და დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.
კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ა. კარცოვი აღნიშნავდა, რომ აფხაზთა გადასახლების ხელშემწყობი გარემოება იყო «აფხაზური საგვარეულოების ნათესაური თუ მეგობრული კავშირები თურქეთში წასულ აფხაზურ თუ დასავლეთ კავკასიის მთიელებთან».24 აღსანიშნავია, რომ დას. კავკასიის მთიელთა გადასახლებამ დიდი გავლენა იქონია ამ მოძრაობის დაწყებაზე აფხაზეთში. იგივე გენერალი ა. კარცოვი ხაზს უსვამდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით საზოგადოების ზედაფენებს არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, მიებაძათ ერთმორწმუნე დას. კავკასიის მთიელებისათვის და წასულიყვნენ თურქეთში.25 ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზი მემამულეები დაშინებული იყვნენ საგლეხო რეფორმით. ისინი ხედავდნენ, რომ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და 1866 წლის აჯანყების შემდეგ, ხელისუფლების დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვალა. ცარიზმს ადგილობრივი თავადაზნაურობა უკვე არ მიაჩნდა თავის დასაყრდენად, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ ცნო მათი უფლებები გლეხთა მიწებზე. ამაში მჟღავნდებოდა ცარიზმის სურვილი, თავის განკარგულებაში მიეღო მიწების მნიშვნელოვანი ფონდი შემდგომი კოლონიზაციისათვის.26 ამის გამო აფხაზმა თავადაზნაურობამ გადაწყვიტა თურქეთში წაეყვანა დამოკიდებული გლეხობაც და მათ ხარჯზე აეგო თავისი ბედნიერება უცხოეთში.27 სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი, გენერალი მ. ტოლსტოი 1867 წ. 16 მარტს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს წერდა, რომ დაახლ. 40 წებელდელ თავადს 1 მაისიდან განზრახული ჰქონდა თურქეთში გადასახლება გლეხთა 2170 ოჯახთან ერთად.28 გლეხები უნდა წაყოლოდნენ თავიანთ მემამულეებს, თუნდაც ამისი სურვილი არ ჰქონოდათ. ამას განაპირობებდა გლეხების ტრადიციული ურთიერთობა და, მათ შორის, ნათესაური დამოკიდებულება თავად-აზნაურებთან.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აფხაზი ფეოდალი ცარიზმის მოსყიდული იყო. ასე, მაგალითად, დალელმა თავადმა მიხეილ (ნათლობამდე ალმახსიტ) მარშანმა დიდი დახმარება გაუწია ხელისუფლებას მტრულად განწყობილი წებელდელებისა და დალელების, მათ შორის, მასზე დამოკიდებული გლეხების გადასახლებაში.29 მიხეილ მარშანისა და მისი ძმის ხრიფსის გლეხებს მათ გარეშე არ სურდათ გადასახლება. წებელდა-დალიდან გადასახლების პროცესი რომ არ შეფერხებულიყო, დალელების დაყოლიების მიზნით გადაწყდა ხრიფს მარშანიც წასულიყო თურქეთში გლეხებთან ერთად, თუმცა მას გამოეყო 400 მან. და საიდუმლოდ მიეცა უცხოეთის პასპორტი, რომ დაბრუნება შეძლებოდა.30 რადგან მიხეილ და ხრიფს მარშანები, როგორც აფხაზები, ვალდებულნი იყვნენ გადასახლებულიყვნენ დალიდან, სანაცვლოდ მათ გამოუყვეს მიწები სოფ. ჯგერდაში და დაუნიშნეს პენსია. მიხეილს პორუჩიკის ჩინიც ებოძა.31 მიხეილ მარშანი ადრიდანვე გამოირჩეოდა რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგულებით. მისი გავლენით დალელებმა 1866 წ. აჯანყებაში არ მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, ის და მისი ძმა, თავიანთ მომხრეებთან ერთად, 1866 წ. აჯანყების დროს წებელდის გარნიზონს დაეხმარნენ სიმაგრის დაცვაში.32
აღსანიშნავია, რომ წებელდა-დალიდან გადასახლებულთა შორის იყვნენ 1866 წლის აჯანყების აქტიური მონაწილეები: კვაჯ ზურაბ-იფა მარშანი, თათლასთან თენგიზ-იფა მარშანი, ფსხუბეი სასტანღაზ-იფა მარშანი, ყიზილბეკ მარშანი, შირინბეი მარშანი და სხვები.33
როცა გადასახლების პროცესმა მნიშვნელოვანი გაქანება მიიღო, ხელისუფლება შეეცადა შეეზღუდა იგი, რასაც მიაღწია კიდეც. 1867 წ. ივნისის დასაწყისში გადასახლების პროცესი დასრულდა. თურქეთის ხელისუფლებამ, შეთანხმებისამებრ, მუჰაჯირები რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან შორს დაასახლა _ ნაწილი ანატოლიაში, ხოლო ნაწილი ბალკანეთში, ძირითადად ბულგარეთში.34
გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახების რაოდენობის, ოჯახის თავკაცების სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა (ქალები, კაცები) რაოდენობის ჩვენებით. ამ სიების მიხედვით, სოფ. ფსირცხადან გადასახლდა 51 ოჯახი (210 სული), სოფ. ფოქვეშიდან _ 10 (69 სული. აქედან 9 ოჯახი ფაჩულია _ 65 სული, 1 ოჯახი ჯინჯია _ 4 სული), სოფ. ჭლოუდან _ 125 (539 სული), სოფ. ათარიდან _ 7 (43 სული) და ა.შ. ბიჭვინთის ოლქიდან გადასახლდა 226 ოჯახი (1357 სული), დრანდის ოლქიდან _ 629 ოჯახი (3245 სული), წებელდის ოლქიდან _ 2503 ოჯახი (14740 სული). ამრიგად, აფხაზეთიდან, წებელდა_დალთან ერთად, გადასახლდა არა დაგეგმილი 4500, არამედ 3358 ოჯახი, 19342 სული.35
1867 წ. აგვისტო-სექტემბერში სოხუმის ოლქის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ. გეიმანმა შემოიარა მისდამი რწმუნებული მხარე. 26-28 სექტემბერს ის იყო წებელდასა და დალში. მხარე თითქმის მთლიანად იყო «გაწმენდილი» ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ვ. გეიმანმა ნება დართო მიხეილ მარშანს 17 ოჯახთან ერთად, რომლებმაც კოდორის ადიდების გამო ვერ მოახერხეს თურქეთში წასვლა, გაზაფხულამდე დარჩენილიყვნენ აქ.36
კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით,37 1867 წ. ნოემბრისათვის სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) მოსახლეობა ოლქების (округ) მიხედვით ასეთი იყო:

თითქმის მთლიანად «გაიწმინდა» წებელდა და დალი, რაც გამოწვეული იყო ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობით. ამ თემების თითქმის 15 ათასიანი მოსახლეობა თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და უცხოეთში გადაასახლეს. 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში _ არცერთი.38 აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ სულ მალე, 1874 წელს კავკასიაში ჩამოვიდა ინგლისელი მოგზაური გროვე. იგი ყარაჩაიდან გადმოვიდა კოდორის ხეობაში. ინგლისელი მოგზაური მოიხიბლა კოდორის ხეობით: «ძნელია ნახო უფრო დიდებული და მშვენიერი ადგილი, ვიდრე მდელოთი დაფარული სივრცე და ტყეები, რომელზეც კოდორი მიედინება», _ აღფრთოვანებით წერს იგი. მაგრამ მოგზაურს სევდა და ნაღველი იპყრობს როცა ხედავს, რომ აქ ადამიანის ყოფნის არავითარი კვალი არ ჩანს _ «ხეობის ზემო წელი სრულიად უკაცრიელი იყო», _ აღნიშნავს იგი.39
1867 წელს აფხაზთა მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული მიწა-წყლის დასახლებისა და სოხუმის სამხედრო განყოფილების მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება, რომელიც 1868 წლის მაისში განხორციელდა. გამსხვილდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. შეიქმნა ორი ოლქი (округ) _ ბიჭვინთის ოლქი, რომელიც შედგებოდა გუდაუთისა და გუმისთის უბნებისაგან, და ოჩამჩირის ოლქი, რომელიც შედგებოდა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებისაგან. წებელდაში, რომელიც განსაზღვრული იყო მთლიანად კოლონიზაციისათვის, დასახლებათა მზრუნველობა (попечительство) შეიქმნა.40 ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლამდე იარსება.
სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. ბეგერეფსთაზე (ხოლოდნაია რეჩკა) გადიოდა, სადაც მას ყუბანის ოლქის შავი ზღვის ოკრუგი ესაზღვრებოდა;41 სამხრეთ-აღმოსავლეთით _ მდ. ენგურზე, ხოლო ჩრდილოეთით _ კავკასიონის ქედზე.

ლიტერატურა:

1 სცსსა, ფ. 5, აღწ. 1, ს. 7506, ფურც. 41.
2 იქვე, ფურც. 47-48.
3 სცსსა, ფ. 416, აღწ. 3, ს. 177, ფურც. 48; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 250-252.
4 ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, გვ. 7.
5 იქვე.
6 იქვე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურდა კაზაკებით არამარტო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და აფხაზეთის, არამედ სამეგრელო-გურია-იმერეთის დასახლებაც. სათანადო პროექტი 1865 წ. შედგა კავკასიის არმიის შტაბში, საიდანაც შესაბამისი მოხსენება გაეგზავნა ხელისუფლებას. მასში ნათქვამია: «… прилегающие (к) Черному морю области Мингрелия, Имеретия, Гурия, в которых русские никогда не вели войны с народом, но явились освободителями сначала от иго турок, потом от самовластия владетелей и, наконец, от крепостной зависимости, _ исповедуют одну и ту же веру и имеют искренные симпатии к России. Поэтому, правительство встретит здесь полную готовность слиться с Россией, и, несмотря на различие языка подобно Бретани, Провансу и др. провинциям Франции, составит русские области, которые будут гордиться именем русского. Обращение Гурии, Мингрелии, Имеретии в русские области стоит того, чтобы о нем позаботиться, тем более, что с ожидаемим разрешением крестьянского вопроса наступает самое благоприятное для него время. Но для этого, _ имея пример Грузии (აღმ. საქართველო, – ბ. ხ.), Абхазии и др. областей Кавказа, которые были некогда в таких благоприятных условиях, не должны искусственно возвыщать туземный элемент в ущерб русскому, но, напротив, должны быть приняты самые решительные меры к обрусению этих областей» (ტრ. ხუნდაძე, ცარიზმის საკოლონიზაციო…, გვ. 160).
შავი ზღვის აღმ. სანაპიროს _ აფხაზეთს, სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის,б_ კაზაკებით დასახლების განზრახვა მაშინ ვერ შესრულდა. რუსული კოლონიზაცია კავკასიაში მხოლოდ იქ გახდა შესაძლებელი, სადაც ხანგრძლივი ომის შედეგად მოსახლეობა გაჟლიტეს, ან თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და გადაასახლეს (შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, ადიღე, ბარის ჩეჩნეთი). საქართველოს კოლონიზაცია რუსეთმა ვერ შეძლო, რადგან აქ ომით დაპყრობას ადგილი არ ჰქონია და ვერც მოსახლეობის აყრა და გადასახლება მოახერხა.
7 სცსსა, ფ. 416, აღწ. 3, ს. 177, ფურც. 78; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, გვ. 199-201; Г. А. Дзидзария, Присоединение Абхазии к России, გვ. 67. აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, 1864 წ. ნოემბერში ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს («Кавказ», 1866, № 68).
8 История Абхазии, გვ. 87.
* Ив. Аверкиев, С северо-восточного прибрежья Черного моря, V, «Кавказ», 1866, № 76
9 Г. А. Дзидзария, Восстание 1866 года в Абхазии, Сухуми, 1955.
10 «Кавказ», 1866, № 76; В. Маевский, Кутаисская губерния…, გვ. 66; С. Эсадзе, Историческая записка…, გვ. 275; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, გვ. 199-201; История Абхазии, გვ. 89; Г. А. Дзидзария, Присоединение…, გვ. 63-70.
11 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 21; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 283.
12 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 21.
13 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
14 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 74; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
15 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 19; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284.
16 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 285.
17 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 284-285.
18 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 4-6; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 283.
19 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 285-286.
20 იქვე, გვ. 286.
21 სცსსა, ფ. 545, აღწ. I, ს. 91, ფურც. 115; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 286.
22 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 288.
23 გაზ. «დროება», 1867, №23. აღსანიშნავია, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებლებმა 1868 წ. თხოვნით მიმართეს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს გენერალ ვ. გეიმანს, ოლქის უფროსად მაიორ დ. ჭავჭავაძის დატოვების შესახებ, რომელსაც ძალიან ემადლიერებოდნენ, განსაკუთრებით, 1867 წლის მუჰაჯირობის დროს დაკავებული პოზიციის გამო (სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 324, ფურც. 5-11).
* ამბროსი ხელაია (1866-1927), საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. XIX ს. მიწურულს მღვდლად იყო სოხუმში; შემდეგ სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. 1919-1921 წწ. იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 1921-1927 წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.
24 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 27; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 282.

25 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 28.
26 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 279-280.
27 იქვე, გვ. 280.
28 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 91, ფურც. 1; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 281.
29 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 301, ფურც. 1-6.
30 იქვე, ფურც. 63.
31 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 301, ფურც. 58.
32 იქვე, ფურც. 5; Ш. Чхетия, Документы…, т. 1, ч.1, გვ. 75.
33 იხ. Ш. Чхетия, Документы…, იქვე, გვ. 118-119. აღსანიშნავია, რომ ყიზილბეკ ხრიფს-იფა მარშანი იყო აფხაზური მილიციის ოფიცერი. მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის 1863 წ. თებერვალში მას პოდპორუჩიკის ჩინი ებოძა («Кавказ», 1863, № 20).
34 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 287-289. თურქეთში გადასახლებული აფხაზები თავდაპირველად კომპაქტურად დასახლდნენ და თავიანთ დასახლებებს ის სახელები შეარქვეს, საიდანაც იყვნენ გადმოსახლებულები. ასე გაჩნდა თურქეთში სოფლები: ააცი, ანხუა, გუფ, ჯგერდა, ჭლოუ, დალ, აჭანდარა, უარჩა, ეშერა, აბჟაყვა, გუმა, წაბალ, აკაფა და სხვ.. სოფლების მთელი რიგი სახელები დაკავშირებული იყო აფხაზურ საგვარეულო სახელებთან: ცგუაა (ცგუას გვარის სოფელი), ტვანიქითა (ტვანბების სოფელი), აუბლაარქითა (აუბლას გვარის სოფელი), აშვიქითა (აშუბას გვარის სოფელი) და სხვ. სოფლების სახელები დაკავშირებული იყო აგრეთვე საკუთარ სახელებთან: თაფშიქითა (თაფშის სოფელი), კადირიქითა (კადირის სოფელი) და სხვა (С. Басариа, Абхазия…, gv. 107; Ш. Д. Инал-Ипа, Зарубежные абхазы, გვ. 40-44). აფხაზთა კომპაქტური დასახლება თურქეთის ხელისუფლებას მრავალ პრობლემას უქმნიდა და ხელს უშლიდა მუჰაჯირთა გათურქების პროცესს, ამიტომ თურქეთის ხელისუფლებამ შემდეგ უკვე მუჰაჯირები გაფანტულად დაასახლა. მართალია, თურქეთში ამჟამად ოფიციალურად არ არის აფხაზური ტოპონიმები, მაგრამ მუჰაჯირთა შთამომავლები თავიანთი განსახლების ადგილებს კვლავაც აფხაზურ სახელებს უწოდებენ (Ш. Д. Инал-Ипа, Зарубежные абхазы, გვ. 43-44).
35 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 191, ფურც. 191, 195, 197, 199, 203, 205, 250.
36 სცსსა, ფ. 545, აღწ. 1, ს. 252, ფურც. 2.
37 Сборник статистических сведений о Кавказе, т. 1, отд. II, გვ. 39.
38 იქვე.
39 Грове, Холодный Кавказ, გვ. 212.
40 С. Эсадзе, Историческая записка…, გვ. 279; История Абхазии, გვ. 89-90; С. Лакоба, Очерки…, გვ. 32.
41 А. Н. Дьячков _ Тарасов, Гагры…, გვ. 83.

წიგნიდან “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”, გამომცემლობა არტანუჯი. თბილისი, 2004

http://burusi.wordpress.com/2010/03/21/bejan-khorava-4/

ცოტა რამ ყველაფერზე – მიხაკო წერეთელი

ქართველი, რომელიც ყოვლის მხრით შებოჭვილია, რომელიც ეროვნული სიცოცხლით არა სცოცხლობს, რასაკვირველია სხვაგან ეძებს თავის რწმენის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელ საშუალებასა. მისი აღზრდა რუსულია, ე.ი. უცხოა, რომელიც არა თუ აკავშირებს მას ეროვნულ წარსულთან და კულტურასთან, არამედ სრულიად უწყვეტს მასთან შემაერთებელ ძაფებსა და აზიარებს სხვა, უცხო, რუსლ ან ევროპიულ სფეროსთან, – მაგრამ მხოლოდ მახინჯად. მისი ზიარება მხოლოდ ცალ-მხრივი და უსრულია. ასეთი ზიარება კი ქართველს ვერც ევროპიელად ხდის და ვერც რუსად, თანაც ქართველობას აცლის. და ამგვარად იგი რაღაც უცნაურ ტიპად ხდება, სულიერ არარაობად, რომელიც არც ერთს სოციალურ წრეს აღარ ეკუთვნის და ორგანიულად არ იღებს მონაწილეობას მის ცხოვრებაში. აიღეთ მაგალითად ერთი მხარე ადამიანთა სოციალური ცხოვრებისა, – ენა. ქართველი ინტელიგენტი ქართულ წრეში, სადაც მარტო ქართულად ლაპარაკობენ, საცოდავია, რადგანაც ქართული ნაკლებად იცის, არ იცის რიგიანად აგრეთვე თავისი ლიტერატურა, ქართული ხალხური შემოქმედება და სხვა, – მაგრამ იგი აგრეთვე უცხოა ამავე მიზეზით რუსთა და ევროპიელთა შორისაც. იგი მართლაც ორთა შუა რამ გამომწყვდეულია.
მთელის საუკუნის განმავლობაში სცდილობდნენ შეეწყვიტათ ძაფი მეხსიერებისა ჩვენს აწმყოსა და წარსულს შორის, ამით სულიერი ცხოვრება ჩვენი ისეთ პირობებში ჩააყენეს, რომ შეგნება ჩვენი ეროვნული ორგანიული ცხოვრებისა, მისი ზრდისა, მისი აწმყო მდგომარეობისა და მომავლის სასურველი მსიწრაფებისა – შეუძლებელ ჰყვეს, – და მრავალ ქართველსაც მარტო გავრიღა შერჩა ქართული, ხშირად ისიც ბოლოში შეკვეცილი და ”ოვად” გარდაქმნილი; – იგი ცუდ ქართულად მოლაპარაკე და რუსულის არ მცოდნე რაღაც უცნაური, ”არც რუსი და არც ქართველი” შიქმნა და სიე დამახინჯდა სულიერად, რომ ასეთი თავისი მდგომარეობა ნორმალურად ჩასთვალა; – მან ყველა თავის მსგავსად წარმოიდგინა, და ბევრი ვერც კი იგებდა, თუ რა განსხვავება იყო მასა და მაგალითად ფრანგს ან რუსს შორის, რომელთაც ეროვნულ-სოციალურ სფეროში მიუღიათ აღზრდა და ამით არიან მთლიანნი ბუნებანი; მათ იდეალსა და მოქმედებას ღრმადა აქვს ძირი გადგმული საკუთარ ეროვნულ სოციალურ ნიადაგზედ და ამიტომაც მათი სულის-კვეთება ნაყოფიერი და გულ-წრფელია.

1910 წელი

 

პატრიარქ ამბროსის მიმართვიდან გენუის კონფერენციისადმი (1922 წ)

“… 1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.

მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა…”

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1924 წლის მარტში გამართული 

სასამართლო სხდომის ოქმიდან:

“მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც

პროკურორი მაჭავარიანი – რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?

კათალიკოსი ამბროსი – რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.

პროკურორი მაჭავარიანი – ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?

კათალიკოსი ამბროსი – პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.”

Anatoliy Golitsyn – New Lies for Old: The Communist Strategy of Deception and Disinformation

Anatoliy Golitsyn – New Lies for Old: The Communist Strategy of Deception and Disinformation.

History and Geopolitics: 1920-1921 Help Explain Russia’s 2008 War on Georgia

By David J. Smith*

Eighty-nine years ago—January 29, 1920—the British cabinet rejected a plan to support the independence of Georgia and Azerbaijan and to secure the Black Sea to Caspian Sea corridor. The geopolitical effect was to cede control of the Eurasian heartland to the Soviet Union for seven decades. Reflection upon this anniversary provides historical perspective to analysis of Russia’s August 2008 war on Georgia.

In late 1919, Sir Halford Mackinder was appointed British Commissioner to South Russia. He arrived in civil war torn Russia on January 1, 1920. He met with British representatives at the Black Sea port of Novorossiysk and then traveled to Tikhoretsk to meet White Russian commander Anton Denikin.

He quickly assessed that Denikin’s forces were losing and that Denikin was an unsavory sort on whom Britain should not depend. Still, he feared “Bolshevism sweeping forward like a prairie fire.” So he returned to London to present his own plan to the British Government.

The Bolsheviks, Mackinder said, would not be defeated by Denikin or by any piecemeal policy that seeded a few guns here and a bit of money there—a whole policy was needed.

He recommended an anti-Bolshevik alliance to block the Bolshevik drive to the Black Sea and a British force to control the South Caucasian East-West Corridor. Once it had checked the Bolshevik advance, Britain could negotiate with Soviet Russia.

Mackinder advocated a string of middle tier states in addition to those created by the Versailles Treaty that ended World War I: White Russia, Ukraine, South Russia, Dagestan, Azerbaijan and Georgia. Britain would assume control of Denikin’s fleet on the Caspian Sea and secure the Batumi-Baku railroad.

The geopolitical importance of the South Caucasus was not new. The Transcaucasian Railroad was completed in 1872, hauling oil from 1883. The first Baku-Batumi oil pipeline began operation in 1907.

The British Army arrived in Batumi in December 1918 in the aftermath of World War I, amid allied efforts to dismember the Ottoman Empire. Throughout 1919, Sir Winston Churchill, then British Secretary of State for War, railed against the Bolsheviks and unsuccessfully urged support for the White Russians.

World War I had sapped British manpower, treasure and will, and there were too many other pressing problems. By the time Mackinder briefed the British cabinet, Churchill had reluctantly ordered the British commander in Batumi to prepare for withdrawal.

The British Army quit Batumi in July 1920. Soon after, Churchill wrote to British Prime Minister David Lloyd George: “We are deliberately throwing away piecemeal the friends who could have helped us. Halfhearted war is being followed by halfhearted peace. We are going, I fear, to lose both, and be left alone…We are just crumbling our power away.”

In April 1920, the Soviets seized power in Azerbaijan; in November, in Armenia. In February 1921, the Bolsheviks instigated civil unrest in Borchalo, in the Georgian-controlled neutral region bordering Armenia. Under that pretext, the Revolutionary XI Red Army entered Georgia on February 15. By February 25, Tbilisi fell, locking the only gateway to the Eurasian heartland for seventy years.

Forced migration, prison labor, railroads, pipelines, hydroelectric projects and strategic relocation of industry during World War II built a Soviet heartland. In 1943, Mackinder wrote, “The Heartland is the greatest natural fortress on earth. For the first time in history it is manned by a garrison sufficient both in number and quality.”

Less than five decades later, the Soviet Union imploded. The Central Asian countries, though susceptible to Moscow’s influence, became independent. Azerbaijan and Georgia were free. In 1999, Azerbaijan, Georgia and Turkey signed the agreement for the Baku-Tbilisi-Ceyhan oil pipeline. “Russia cannot dictate this question,” said Heidar Aliyev, late President of Azerbaijan.

Georgia set out to join the European Union and NATO. It invited American military trainers and worked apace on an Individual Partnership Action Plan with the Atlantic alliance. By 2008, Georgia was a candidate for a NATO Membership Action Plan.

So what? Surely very rich Russia is eager to leave geopolitics behind in favor of economic competition in a globalized world. But geography and culture are more enduring than many, particularly westerners, thought and hoped.

Speaking of Russian Prime Minister Vladimir Putin, Boris Nemtsov said in the January 28 New York Times, “It is the typical behavior of the monopolist. The monopolist fears competition.” Now in political opposition, Nemtsov led the highly competitive Nizhny Novgorod Region during the 1990s.

This was the context of Putin’s April 25, 2005 declaration to the Federal Assembly that “the collapse of the Soviet Union was the greatest geopolitical disaster of the last century.”

This was the context of Putin’s well-considered and long-prepared assault on the East-West corridor in Georgia. Perhaps this historical perspective will help part the waters of triviality and moral relativism that have inundated intelligent discussion of Russia’s war on Georgia.

—-
*David J. Smith is Director, Georgian Security Analysis Center, Tbilisi, and Senior Fellow, Potomac Institute for Policy Studies, Washington.

24 Saati

უღმერთოები – მიხეილ ბასილაძე

რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.

დაპირისპირება არამარტო იდეოლოგიურ, არამედ აშკარა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. კომუნისტების მთავარი მიზანი, საზოგადოებაში ეკლესიის ავტორიტეტის მოსპობა და მის ნაცვლად ათეისტური იდეოლოგიის დამკვიდრება იყო.

ფართო მასების მისამხრობად, ბოლშევიკებმა ღვთისმსახურები მჩაგვრელთა კასტას მიაკუთვნეს. კომუნისტები ყველა გზით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ეკლესია მუდამ ექსპლუატატორების მხარეს იყო და ბურჟუაზიას მშრომელთა დამონებაში ეხმარებოდა.

ბოლშევიკების მიერ რევოლუციის შემდეგ გამოცემულ ერთ-ერთ პირველივე დეკრეტში, ნათელი გახდა, რომ ახალი ხელისუფლება ეკლესიას უუფლებო მდგომარეობაში აყენებდა. 1917 წლის 26 ოქტომბრის მიწის დეკრეტით მთელი სამონასტრო და საეკლესიო მიწა (800 ათასი ჰა-ზე მეტი) ნაციონალიზებულ იქნა. ეკლესია-მონასტრებს ჩამოერთვათ მათი კუთვნილი ქარხნები, საავადმყოფოები, სარძეო და საფუტკრე მეურნეობები, 7 მილიონზე მეტი ფულადი კაპიტალი. უკვე ორი თვის შემდეგ, 1917 წლის 11 დეკემბერს კომუნისტებმა ახალი დეკრეტი გამოსცეს, რომლის ძალითაც ეკლესიას ახალგაზრდობის აღზრდისა და განთლების საქმეში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. 1918 წლის 1 იანვრიდან სკოლებში გაუქმდა ყველა რწმენის საღვთო რჯულის მასწავლებლის თანამდებობა. ანუ მმართველობის პირველივე თვეებში ბოლშევიკებმა ეკლესიას ფინანსური ბაზა გამოაცალეს, ხოლო სკოლებში საღვთო სჯულის გაუქმებით, მომავალი თაობის ათეისტურ პრინციპებზე აღზრდას ჩაუყარეს საფუძველი.

საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, აქაც იგივე პროცესები განვითარდა. გასაბჭოებიდან ორი თვის შემდეგ 1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევკომის მიერ გამოცემული სპეციალური დეკრეტით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ფაქტობრივად კანონგარეშედ გამოცხადდა. დეკრეტის მიხედვით: “არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. მათ არა აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებათ.”

ზოგადი დეკრეტების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება სულ მალე კონკრეტულ საქმეზეც გადავიდა. 1922 წლის 23 თებერვალს რუსეთის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი საეკლესიო განძეულობის ამოღების შესახებ. საქართველოში მსგავსი დეკრეტი 10 აპრილს გამოვიდა. დეკრეტის გამოცემის ოფიციალურ მიზეზად დამშეული ვოლგისპირეთის დახმარება იყო. ამ დეკრეტის ძალით, საქართველოში განძეულობა ამოიღეს 600-მდე ეკლესიიდან, ანუ საქართველოში არსებული ეკლესიის თითქმის მესამედიდან. 1923 წლის 23 ნოემბერს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ ამოღებული საეკლესიო განძეულობის გამოყენების წესის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების თანახმად, დახურული ეკლესიების ქონებიდან ის საეკლესიო განძეულობა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა გადაეცა სამუზეუმო დაწესებულებებს, დანარჩენი საეკლესიო განძეულობა კი (ოქრო ვერცხლი, ძვირფასი თვლები) გადაეცა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დასახმარებლად და აგრეთვე კულტურულ-საგანმანათლებლო საქმისათვის გამოსაყენებლად.

ტაძრების ძარცვა პირდაპირ ლენინის დირექტივის საფუძველზე ხორციელდებოდა: “დავიწყოთ საეკლესიო განძეულობის ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად, განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი.”

მოგვიანებით, 30-იან წლებში, პირწმინდად გაძარცვული ეკლესიებიდან ჯართისთვის ზარების ჩამოხსნა დაიწყეს. თითოეულ რაიონს საქართველოში ზარების ჩაბარების სპეციალური გეგმა დაუწესეს: 1936 წლის საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს N985-ე დადგენილება კლესიებიდან ზარების ჩამოხსნის კამპანიის შესახებ:

საქართველოს სახალხო კომისართა საბჭო ადგენს:

1 საეკლესიო ზარებისგან ჯართის დამზადების გეგმა დაწესდეს 15 ტონის ოდენობით:

2 “ფერადლითონჯართს” მიეცეს ზარების ჩამოხსნის ნება შემდეგი რაიონების უმოქმედო ეკლესიებიდან:

1. მახარაძე – 2 ტონა; 2. ზესტაფონი – 1 ტონა; 3. ლანჩხუთი – 1 ტონა; 4. ქუთაისი – 4 ტონა; 5. აბაშა – 2 ტონა; 6. კასპი – 2 ტონა; 7. წულუკიძე – 3 ტონა.

სულ – 15 ტონა.

ეკლესიის წინააღმდეგ შეტევამ საქართველოში საშინელი ხასიათი მიიღო. არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში ამ ბრძოლას არ ჰქონია ისეთი დამანგრეველი შედეგი როგორც ამას საქართველოში ჰქონდა. ქართველი კომუნისტები ანტირელიგიურ ფრონტზე რადიკალიზმს იჩენდნენ და სამღვდელოებას დაუნდობლად უსწორდებოდნენ.

მორწმუნეების თვალწინ იარაღს ესროდნენ ეკლესიის გუმბათზე აღმართულ ჯვრებს, მირონით იწმენდნენ ჩექმებს, ამტვრევდნენ ხატებს. ლეჩხუმში, აღდგომის ღამეს მორწმუნეთათვის ხელის შეშლის მიზნით კომუნისტმა აქტივისტებმა ლაილაშის ეკლესია დაწვეს. ჭიათურის რაიონის სოფელ ჩხიროულში, პარტკომის ინსტრუქტორმა შუკაკიძემ რელიგიის უძლურების დასამტკიცებლად, ხალხის თვალწინ ეკლესიის ეზოში მაუზერით დახვრიტა ხატები.

მასობრივი ხასიათი მიიღო სასულიერო პირების დევნამ. მღვდლებს აშინებდნენ, სცემდნენ, ძალით კრეჭდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გასაბჭოებამდე საქართველოში 1600-მდე სასულიერო პირი მოღვაწეობდა. 1923 წლის აპრილში მათი რიცხვი 500-მდე შემცირდა.

ზესტაფონში წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზს გიორგი ფერაძეს კომკავშირელი აქტივისტები სახლში შეუვარდნენ და მრევლის წინაშე ღვთის მგმობელი სიტყვით გამოსვლა მოსთხოვეს. დეკანოზი დათანხმდა. როდესაც აქტივისტებმა მრევლი მოიყვანეს, გიორგი ფერაძემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო. ამის საპასუხოდ კომუნისტებმა დეკანოზი ხიშტების კვრით მდინარე ყვირილაში ჩააგდეს და თოფებით ჩაცხრილეს.

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურს, ერმალო ჩიმაკაძეს კომუნისტებმა ძალით გაპარსვა დაუპირეს. როდესაც მაკრატელი მიადეს, სასულიერო პირს გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

ხობში კომუნისტებმა მამათა მონასტერში შეკრებილ ხალხს მოსთხოვეს დაეჩოქათ და პარტიის ერთგულებაზე დაეფიცათ. მონასტრის წინამძღოლმა არქიმანდრიტმა შიომ მრევლს მიმართა არ შეესრულებინათ ათეისტების მოთხოვნა. ამის გამო, კომკავშირლებმა იგი ხალხის თვალწინ ძალდატანებით გაკრიჭეს

მასობრივი ხასიათი მიიღო მართლმადიდებლური ტაძრების დაკეტვამ. ეკლესიების დახურვაში, მაზრებს შორის, სოციალისტური შეჯიბრებები ეწყობოდა. გასაბჭოებამდე საქართველოში 1450 ეკლესია და მონასტერი არსებობდა. ანტირელიგიური კამპანიის დაწყებისთანავე, 1923 წლის გაზაფხულზე კომუნისტებმა სულ რამდენიმე თვეში 1212 ეკლესია დახურეს. გურიაში და სამეგრელოში არც ერთი ტაძარი აღარ მოქმედებდა. ეკლესიების დახურვის მხრივ ყველა რეკორდი მოხსნეს ქუთაისის მაზრაში, სადაც ორი თვის განმავლობაში 160 ეკლესია გაუქმდა. 148 ტაძარი დაიკეტა შორაპნის და სენაკის მაზრაში, 130 – ოზურგეთის მაზრაში, 117 -რაჭაში, 78 -გორის მაზრაში, 75 – ზუგდიდის მაზრაში, 50 – თელავის მაზრაში, 48 – თბილისში. დაიკეტა გელათი. დაანგრიეს ქუთაისის საკათედრო ტაძარი. საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილება: “დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო), მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი.”

ეკლესიის დასახურად სოფელში საერთო კრება ტარდებოდა, სადაც გლეხები პარტაქტივის მიერ გამოთქმულ წინადადებას ეკლესიის დახურვისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების მოსპობის შესახებ უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ. კრების მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების შემდეგ, სოფელში ეკლესიას ან ანგრევდნენ, ან კეტავდნენ. ტაძრის გაუქმების რეზოლუცია სტანდარტული იყო. მაგალითად ამბროლაურის მაზრის სოფელ სადმელში ასეთი რეზოლუცია 1923 წლის 19 იანვარს მიიღეს:

“სოფელ სადმელის მცხოვრებთა კრება აღიარებს, რომ ეკლესია და სარწმუნეოება დღემდე ემსახურებოდა კაპიტალისტებისა და მემამულეების ბატონობის განმტკიცების საქმეს, ახშობდა მშრომელთა მასების გონებას, რათა უკეთ დაემონავებინათ იგინი ძალა მქონეთათვის ამა ქვეყნისა.

ეკლესია და სარწმუნებობა ეს კერა იყო სიბნელისა და გაუნათლებლობისა. სიამოვნებით ვეგებებით მომხსენებლის მოწოდებას, ვებრძოლოდ სარწმუნეობრივ გაიძვერობას, მოვსპოთ საყდარი და ავაგოთ ტაძარი სინათლისა და ცოდნისა. მზად ვართ პირველ მოთხოვნილებისამებრ გამოვიყენოთ ტაძრის შენობა სკოლისთვის, კლუბისთვის, სამკითხველოსთვის და სხვ. ძირს სარწმუნოებრივი გაიძვერობა, გაუმარჯოს განვითარებისაკენ წინსვლას, გაუმარჯოს კომუნიზმს.”

ეკლესიების დახურვასთან ერთად, კომუნისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით რელიგიის საჯარო გასამართლების პროცესებს აწყობდნენ. პროცესზე განსასჯელის სკამი ცარიელი იყო. ასამართლებდნენ არა რომელიმე კონკრეტულ სასულიერო პირს, ან ღვთიმსახურთა ჯგუფს, არამედ რელიგიას და კერძოდ მართლმადიდებლობას მთლიანად. ღია სასამართლო პროცესები, საერთო პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენდა, სადაც მოსახლეობის ფართო მასებისთვის რელიგიის “თვალთმაქცი” სახე უნდა ეჩვენებინათ. მაგალითად, ონში მსგავსი სასამართლო პროცესი 1923 წლის 9 თებერვალს გაიმართა:

“საზოგადოებრივმა სასამართომ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარეები: კ. გობეჯიშვილი, ს. შერაზადაშვილი, გ. კვიტაშვილი წევრები: მ. ჭიჭინაძე, გ. მეტრეველი. თავის ღია სხდომაზედ განიხილა რა მოქალაქეთა ჯგუფის მიერ აღძრული ქვემდებარე საქმე დაადგინა:

1. სარწმუნეობა და ეკლესია, როგორც იარაღი გაბატონებული კლასების ხელში მშრომელთა ხალხის თვალყურის დასაბრმავებლად და გონების დასაჩლუნგებლად დაგმობილ და უარყოფილ იქნეს საბოლოვოდ.

2. სამღვდელოებას, როგორც ცრუ მორწმუნეობის გამავრცელებელს – მიესაჯოს გაკრეჭა, ხოლო ისეთებს, რომელნიც არ მოისურვებენ გაკრეჭას, ჩათვლილ იქნენ მუშურ-გლეხური სახელმწიფოს უღირს წევრად.

3. სარწმუნოების ნაშთები, როგორიც არის ხატები, ჯვრები და სხვა, რომელთაც არა აქვთ რაიმე ღირებულება ხელოვნების ან მატერიალური მხრივ მოსპობილ იქმნეს, ხოლო ისეთები, რომლებსაც აქვს რაიმე ღირებულება გამოყენებულ იქნეს ხალხის სასარგებლოდ. საყდრები და სხვა სამლოცველო ადგილები მოხმარებულ იქნეს კულტურულ-განმანათლებელ საქმისათვის.”

განსაკუთრებულ აგრესიას კომუნისტები წმინდანთა ნეშტების მიმართ იჩენდნენ. ბოლშევიკები ლენინის მითითებას ასრულებდნენ, რომელიც საძვალეების გახსნას და მათ საჯარო გამოფენას მოითხოვდა: “ვაჩვენოთ თუ რით იყო გატენილი მღვდლების მიერ ეს ფიტულები, ვაჩვენოთ თუ რა განისვენებდა, რანაირი წმინდანები იყო ამ მდიდარ სანაწილეებში, რასაც ასე მრავალი საუკუნე მოწიწებით ეთაყვანებოდა ხალხი და რისთვისაც ატყავებდნენ უბრალო ხალხს ეკლესიის მსახურნი. მარტო ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ რელიგიას ჩამოვაშოროთ მრავალი ათასი ადამიანი. (ვ. ლენინი)”

1923 წლის 23 იანვარს ქუთაისში რელიგიის მორიგი გასამართლება შედგა, სადაც დაადგინეს, რომ გაეხსნათ მოწამეთას მონასტერში დაცული წმინდანების: კონსტანტინესა და დავითის წმინდა ნაწილები. ეს გადაწყვეტილება ბოლშევიკებმა 18 თებერვალს აასრულეს. წმინდა კონსტანტინესა და დავითის ნეშტები კომკავშირლებმა მონასტრიდან გამოიტანეს და ეზოში შეკრებილი ხალხის თვალწინ მათ დემონსტრირებას შეუდგნენ. ამ მოვლენას გაზეთმა “კომუნისტმა” 1923 წლის 23 და 27 თებერვალს ორი წერილი მიუძღვნა, სადაც დეტალურად გააცნო მკითხველს მოწამეთას საძვალეს გახსნა: “…ყველას შეუძლია დაინახოს ის “უხრწნელი” გვამები, რომლითაც გარყვნილი სამღვდელოება საუკუნოების განმავლობაში ჩვენს მამა-პაპათ შეუბრალებლად ატყუებდა და სცარცვავდა ხალხს. რას ვხედავთ “უხრწნელი” ნეშთის მაგივრად. ცარიელი ძვლები, რომელსაც ხორცის ნატამალიც არა აქვს.”

წმინდანთა ნეშთი კომუნისტებმა მოწამეთას მონასტრიდან ქუთაისში ჩამოიტანეს და ქალაქის ქუჩებში ორი კვირის განმავლობაში ურმით დაატარებდნენ. იგივე მოხდა ნიკორწმინდაში, სადაც ნიკორწმინდის თემის კრებაზე ტაძრიდან წმინდა ნიკოლოზის მკლავი გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს.

ამონაწერი ნიკორწმინდას თემის საერთო კრების რეზოლუციიდან: “ნიკორწმინდაში შედგა ნიკორწმინდის თემის მცხოვრებთა კრება. კრებამ აირჩია თავმჯდომარედ გაბო კაციტაძე, მდივნად შალიკო გურგენიძე. დღიურ წესრიგში იყო საკითხად ანტირელიგიური მოხსენება. მოხსენება წაიკითხა ამხ. ალექსანდრე ჭელიძემ. მან თქვა, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებას არავითარი კეთილი არ შეუძლია რომ მოუტანოს ხალხს, დაასურათა მღვდლებისა და ბერების სპეკულაცია ხალხის წინაშე. ამავე დროს გამოიტანა ნიკორწმინდის ეკლესიიდან წმინდა ნიკოლოზის მკლავი და ექიმების შემოწმებით ნათლად დაანახა ხალხს, რომ ის იყო არამცთუ წმინდა ნიკოლოზის მკლავი, ჩასვენებული, არამედ უბრალო ძვალი გარშემო სანთლით შემოზღუდული ღრუბლით და ბინძური ბაწრით და მეტი არაფერი. ამის შემდეგ კრებამ დაადგინა: ძირს ქრისტეს სახელით მოვაჭრენი მცარცველ-მგლეჯელი მუქთახორა მღვდლები და მათი მოგონილი აბდა-უბდა ნაშთები. გაუმარჯოს კულტურულ და შემეცნებით კაცობრიობას.”

წმინდა ნაწილები გაიხსნა სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევში, ხარაგაულის მაზრის სოფელ მელისკარში და კახორაში, ზუგდიდის მაზრის სოფელ ყულისკარში.

1923 წელს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ დაკეტილი ეკლესიების საყოფაცხოვებო ობიექტებად გადაკეთებისათვის 5 მილიარდი მანეთი გამოყო. ყველაზე ხშირად ტაძარს კლუბად, საწყობად და თეატრად იყენებდნენ. თბილისში ნაძალადევის რაიონის ეკლესია აბანოდ მოაწყეს, დაბა წყნეთში პურის საცხობი გახსნეს. აფხაზეთში ახალი ათონის მონასტერი არასრულწლოვანთა კოლონიად გადააკეთეს. დიღმის ეკლესიაში კი სასაკლაო გახსნეს, სადაც პირუტყვს პირდაპირ საკურთხეველთან ატყავებდნენ.

20-იანი წლების დასაწყისში რელიგიას და კერძოდ კი მართლმადიდებლობას, როგორც ქვეყნის ძირითად რელიგიურ კონფესიას, ბოლშევიკები ქაოსურად ებრძოდნენ. თუმცა ლენინის პარტია მალე მიხვდა, რომ თუ საზოგადოების ცნობიერებიდან რელიგიის ამოძირკვა სურდათ, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა განეხორციელებინა, რომელიც ქვეყნის ყველა ფენას მოიცავდა. კომუნისტებისთვის ნათელი გახდა, რომ მხოლოდ უხეში ძალის გამოყენებით ეკლესიასთან ბრძოლა შედეგს არ გამოიღებდა. საბჭოთა კავშირში მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მორწმუნე იყო და ხელისუფლების ანტირელიგიურ პოლიტიკას მხარს არ უჭერდა. საჭირო იყო ახალი ტაქტიკის შემუშავება, რომელიც ძალისმიერ მეთოდებთან ერთად, პროპაგანდის გააქტიურებას გულისხმობდა. აგიტაციის მეშვეობით, კომუნისტები ხალხის ცნობიერებაში ეკლესიური ფასეულობების სრულ ლიკვიდაციას და ქვეყანაში ათეისტური აზროვნების დანერგვას ცდილობდნენ. ამ მიზნის მისაღწევად, 1925 წელს მოსკოვში მებრძოლ უღმერთოთა კავშირი შეიქმნა, რომელსაც ძველი ბოლშევიკი მინეი ისრაელის-ძე გუბელმანი (იაროსლავსკი) ხელმძღვანელობდა.

უღმერთოების წესდებაში ორგანიზაციის მიზნები ნათლად და გასაგებად იყო ჩამოყალიბებული: უღმერთოები თავის მიზნად ისახავენ რელიგიის სრულ მოსპობას, მშრომელების განთავისუფლებას რელიგიური ბორკილებისაგან. იბრძვიან რა რელიგიური ცრუმორწმუნეობის მოსპობისათვის, სოფლისა და ქალაქის სოციალისტური გარდაქმნისათვის, უღმერთოები გზას კაფავენ ახალი უღმერთო საზოგადოების აშენებისათვის.”

საქართველო რუსეთს სულ ორი წლით ჩამორჩა. 1927 წლის 5 იანვარს საქართველოს კომპარტიის ცეკას სპეციალური დადგენილებით, თბილისში მებრძოლი უღმერთოების ორგანიზაცია დაარსდა. 1929 წლისთვის ქვეყანაში უკვე 19 ათასი უღმერთო იყო. მარტო თბილისში უღმერთოთა 106 ჯგუფი მოქმედებდა. 1929 წლის 1 ივნისს საქართველოში უღმერთოთა I ყრილობა გაიხსნა, სადაც ქართველი უღმერთოები ოფიციალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.

მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წევრობა 15 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეძლო. უღმერთოთა წევრობა სპეციალური მოწმობით დასტურდებოდა, რომლის მფლობელიც, საწევროს სახით, ყოველკვარტალურად 15 კაპიკს იხდიდა. 1930 წელს მუკმა საქართველოში თავისი პერიოდული ორგანოს გამოცემა დაიწყო. ჟურნალს “მებრძოლი უღმერთო” ერქვა და იგი ყოველ კვირას გამოდიოდა. ჟურნალის რედაქცია ჯერ პეროვსკაიას ქუჩაზე მდებარეობდა, შემდეგ კი იგი განათლების სახალხო კომისარიატის შენობაში რუსთაველის გამზირის N 31 გადავიდა. ჟურნალის პასუხისმგებელი რედაქტორი სილიბისტრო თოდრია იყო.

მთელი თავისი ცხოვრება სილიბისტრო ბოლშევიკურ მოძრაობაში იყო. აქტიურად იბრძოდა საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ხელმძღავნელობდა ბოლშევიკების ბეჭვდითი ორგანოს გამოცემას და არალეგალური სტამბის მუშაობას. ამის გამო, იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს. რუსეთ-საქართველოს შორის 1920 წ. 6 მაისს ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულების შემდეგ, იგი ციხიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანში გაასახლეს. სხვა ქართველ კომუნისტებთან ერთად სილიბისტრო საქართველოში XI არმიასთან ერთად დაბრუნდა.

სანამ მებრძოლ უღმერთოთა ჟურნალს ჩაუდგებოდა სათავეში, სილიბისტრო სხვადასხვა თანამდებობეზე მუშაობდა: იყო სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი, მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, იგი აირჩიეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად. თუმცა სილიბისტრო თვლიდა, რომ მისი მოწოდება მწერლობა და პუბლიცისტიკა იყო. წლების განმავლობაში იგი საბჭოთა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო და სატირულ ჟურნალ “ნიანგს” რედაქტორობდა.

როდესაც საქართველოში მებრძოლ უღმერთოთა კავშირი (მუკი) შეიქმნა ძველმა ბოლშევიკმა მისი ბეჭვდითი ორგანოს ხელმძღვანელობა ითავა. იგი არამხოლოდ ჟურნალს ხელმძღვანელობდა – მას საქართველოში ათეისტური ხასიათის ლიტერატურის შექმნა, პოპულარიზაცია და გავრცელება ევალებოდა. ჟურნალში ანტირელიგიურ თემაზე პასკვილების წერის გარდა, სილიბისტრო ანტირელიგიურ თემაზე პოემებსაც თხზავდა. ერთ-ერთ მის “შედევრს” “დაბადება ანუ ბიბლია” ერქვა. წიგნის წინასიტყვეობაში სილიბისტრო თოდრია მკითხველს ბიბლიის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ღიად უზიარებდა: “…ამ ძველ აღთქმაში კი რა გინდა სულო და გულო, რომ არ შეხვდები, – დაწყებული პორნოგრაფიიდან და გათავებული ყოველგვარი სისაძაგლით!… ღმერთი რომელიც გამოყვანილია ყოვლის გამჩენად, ყოვლის შემძლეთ, იმავე დროს, შიგა და შიგ, პირდაპირ პამპულას როლს თამაშობს: ლაყბობს, სცრუობს, იჩენს სულმდაბლობას, სიმკაცრეს, მედიდურობას, უვიცობას და სხვა ისეთ ღირსებებს, რომელიც არ შეფერის უბრალო ფარისეველ მოხუცსაც კი.”

სილიბისტრო თოდრიას დაწერილი 78 გვერდიანი წიგნი, საქართველოში 1931 წელს 5000 ტირაჟით გამოვიდა და 50 კაპიკად იყიდებოდა.

ქვეყანაში უღმერთოთა იდეების აქტიური დანერგა დაიწყო. საქართველოს ცეკასთან არსებულმა აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებამ მოსახლეობის ფართო მასებში ანტირელიგიური კამპანიის წარმოების გეგმა შეიმუშავა. 1923 წლის 23 თებერვალს საქართველოში გამომავალმა ყველა გაზეთის რედაქტორმა საქართველოს კომპარტიის მდივნის მიხეილ კახიანის ხელმოწერით მიიღო საიდუმლო ცირკულარი, სადაც ეწერა, რომ პარტია ავალებს გაზეთებს გამოყონ სპეციალური რუბრიკა, სადაც სისტემატიურად დაიბეჭდება ანტრირელიგიური მასალები და კარიკატურები.

მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ანტირელიგიურ ლექციებს, რომელსაც წინასწარ მომზადებული ლექტორები კითხულობდნენ. მსგავსი ლექციები ტარდებოდა ყველა დაწესებულებაში: ქარხნებში, ფაბრიკებში, კოლმეურნეობებში, ფერმებში. შესვენების დროს, მუშა-მოსამსახურეები და გლეხები აგიტატორების ათეისტურ პროპაგანდას ისმენდნენ. ლექციის თემა ყველგან სტანდარტული იყო და იგი მხოლოდ ლექტორის იმპროვიზაციით იცვლებოდა. მთავარი აპელირება იმაზე მიდიოდა, რომ ღმერთი არ არსებობს: “…ადამიანს როგორც ეგოისტს ვერ წარმოუდგენია, რომ ის მოკვდება და დაიკარგება, როგორც უბრალო, უტყვი ცხოველი. ამიტომ მან გამოიგონა, რომ სიკვდილის შემდეგ, მისი სული კი არ იკარგება, არამედ წავა და გადასახლდება სადღაც სხვაგან, თავის პირველ წარმომშობთან – ღმერთთან. თავისი ფანტაზიით ადამიანმა ღმერთი ზეკაციური თვისებებით აღჭურვა და დაასახლა სადღაც ზეცას, რომელსაც აქვს კარგი და ცუდი სამყოფები ანუ ჯოჯოხეთი და სამოთხე. და აი ამ წარმოდგენის მიხედვით, იგი ამ თავისივე გამოგონილ არსებას სწირავს სხვადასხვა მსხვერპლს და უშენებს სახლებს…”

ლექციების ჩასატარებლად, უღმერთოთა კავშირი თავდაპირველად წითელ პროფესურას იყენებდა. დროთა განმავლობაში ათეისტ ლექტორთა რიცხვი გაიზარდა – 1930 წელს თბილისში ანტირელიგიური უნივერსიტეტი დაარსდა, რომელიც მარქსისტული მსოფლმხედველობის ათეისტ მუშაკებს ამზადებდა. უნივერსიტეტი 3 წლიანი იყო და მასში სასწავლებლად 18-30 წლის ახალგაზრდებს იღებდნენ.

ანტირელიგიურმა პროპაგანდამ ქვეყანაში ტოტალური ხასიათი მიიღო. ხალხის დამუშავება მატარებელშიც კი ხდებოდა. ამისთვის უღმერთოთა კავშირში აგიტატორის ცალკე შტატი არსებობდა, რომლის მოვალეობასაც ვაგონებში მგზავრებს შორის ანტირელიგიური საუბრების გამართვა და ათეისტური ლიტერატურის გავრცელება შეადგენდა.

აგიტატორებისთვის და უღმერთო ორგანიზაციების წევრებისთვის სახელმწიფო სპეციალურ ბროშურებს ბეჭდავდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო უღმერთოების რიგებში მოქალაქის გაწევრიანება. ყველაზე წარმატებულ მეთოდად, ოჯახურ გარემოში, ინდივიდუალური საუბრები იყო მიჩნეული. უღმერთოებს პირდაპირ ავალებდნენ თანამშრომლებისა და ნაცნობის ოჯახებში სიარულს და მასპინძელთან ათეიზმზე საუბარს.

ქალაქებში გახსნილი იყო ანტირელიგიური მუზეუმები, ხოლო დაწესებულებებში მოქმედებდა უღმერთოთა უჯრედი, რომელიც მშრომელებს შორის ანტირელიგიურ აგიტაციას უზრუნველყოფდა. უჯრედთან იხსნებოდა ანტირელიგიური სწავლების კურსები, სადაც დამწყებ უღმერთოებს რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს აცნობდნენ. თვალსაჩინო ადგილას ეწყობოდა უღმერთოთა კუთხე. ამ კუთხის მეშვეობით, უღმერთო პროპაგანდისტი, მუშა-მოსამსახურეებს შორის ახსნა-განმარტებით მუშაობას ეწეოდა და უღმერთოების რიგებში შესვლას სთავაზობდა.

მოქმედებდა ათეისტური თეატრი, რომელიც სპექტაკლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებდა. პირველი ასეთი წარმოდგენა ხაშურის რაიონის სოფელ მოხისში მოეწყო, სადაც მაყურებელს სპექტაკლი “ჯორდანო ბრუნო” უჩვენეს. თეატრთან ერთად, აგიტაციისთვის კინოსაც იყენებდნენ. 1931-1932 წელს ანტისაშობაო კამპანიის დღეებში სოფლად 153 მოძრავი კინოდანადგარი გაიგზავნა ათეისტური კინოსურათებით. ხალხი რომ მოეზიდათ, თბილისის კინოთეატრებში უფასოდ უჩვენებდნენ ანტირელიგიურ ფილმებს. საქკინმრეწვს პირდაპირი დირექტივა ჰქონდა, რომ ხალხში სახელის გასატეხად, მხატვრულ ფილმებში დამახინჯებულად წარმოედგინათ სამღვდელოება და სხვადასხვა რელიგიური რიტუალი.

ყველაზე დიდ ყურადღებას ბოლშევიკები მომავალი თაობის ანტირელიგიურ აღზრდას უთმობდნენ. კომუნისტების გეგმით, მომავალი თაობა ისე უნდა აღზრდილიყო, რომ მათ აზროვნებაში ეკლესიის ადგილი არ დარჩენილიყო. სკოლებში ნორჩ უღმერთოთა უჯრედების ჩამოყალიბება დაიწყო, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა შორის ათეისტური პროპაგანდა და ნორჩი აგიტატორების მომზადება. იგულისხმებოდა, რომ ნორჩი უღმერთო ოჯახშიც გასწევდა ანტირელიგიურ მუშაობას, რითაც ხელს შეუწყობდა მშობლების უღმერთოთა რიგებში გაწევრიანებას.

სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებოდათ სკოლის მასწავლებლებსაც. საქართველოს პედაგოგთა დასახმარებლად რუსეთიდან სპეციალური ჯგუფები ჩამოდიოდნენ, რომლებიც ადგილზე უხსნიდნენ მოძმე უღმერთოებს ბავშვთა დამუშავების მეთოდებს. ჟურნალ “მებრძოლ უღმერთოს” 1932 წლის N5 ნომერში, მთელი სტატია იყო მიძღვნილი ლენინგრადიდან ჩამოსულ უღმერთო პედაგოგებზე: “ქალაქ ლენინგრადიდან ჩამოსულმა უღმერთო პედაგოგთა ბრიგადამ თავისი მუშაობა დაასრულა. ბრიგადის წევრებმა (ამხ. სალდატოვი, ჟიბარევი, კუზნეცოვი, მაკალათია) საქართველოს უღმერთო პედაგოგთა აქტივს, როგორც ტფილისში, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებში დიდი მეთოდური დახმარება გაუწია… ჩატარებული მუშაობის და საქართველოში ანტირელიგიური ფრონტის მდგომარეობის შესახებ ბრიგადა მოხსენებას გააკეთებს მოსკოვში – მუკ-ის საკავშირო ცენტრალურ საბჭოში…”

ქართველ უღმერთოთა ცენტრალური ორგანო მოზარდებში ანტირელიგიური მუშაობის ანგარიშს რაიონული ფილიალებიდან სისტემატიურად იღებდა. ეს არ იყო უბრალოდ მშრალი პატაკი, მოხსენებებში რეალური ვითარება იხატებოდა. ამის მაგალითად 1931 წლის ქუთაისის ორგანიზაციის მოხსენებითი ბარათი შეიძლება გამოდგეს: “ქუთაისის მუკის რაისაბჭომ ა.წ. 20 ივნისს მოაწყო ნორჩ მებრძოლ უღმერთოთა კონფერენცია. კონფერენციაზე საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა მუკის რაისაბჭოს პასუხისმგებელი მდივანი ამხანაგი ანთაძე. მოხსენებიდან გაირკვა, რომ ქუთაისის რაიონში ქალაქად და სოფლად ნორჩ უღმერთოთა შორის მუშაობა გასული 1931 წლის სექტემბრიდან წარმოებულა და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა 70 ნორჩ უღმერთოთა ჯგუფი 4 802 წევრით.”

30-იანი წლების დასაწყისში, ბოლშევიკებმა ანტირელიგიური ხუთწლედი გამოაცხადეს. ამ გეგმის მიხედვით, 1937 წლისთვის საბჭოთა კავშირი მთლიანად უღმერთო ქვეყნად უნდა გადაქცეულიყო. 1933 წელს იკეტებოდა ყველა ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებდა; 1934 წელს უნდა აღმოფხვრილიყო ყველა რელიგიური ტრადიციები; 1935 წელს ანტირელიგიურ პროპაგანდას უნდა მოეცვა ყველა და ყველაფერი; 1936 წელს ქვეყანაში არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი სასულიერო პირი; 1937 წელს კი საბჭოთა კავშირს რელიგიაზე გამარჯვება უნდა ეზეიმა.

რელიგიასთან ბრძოლა ხანდახან აბსურდამდეც კი მიდიოდა. ზღაპრებიდან იღებდნენ იმ დასაწყისებს, რომელიც ასე იწყებოდა: “იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”, რადგან საბჭოთა ზღაპარში ღმერთს ადგილი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. უღმერთოები იქამდე მივიდნენ, რომ სერიოზულად განიხილავდნენ საბჭოთა კავშირში ახალი წელთაღრიცხვის დაწესებას. მათი ლოგიკა მარტივი იყო: მსოფლიოში წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან იწყებოდა, რაც უღმერთოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. უღმერთოთა ხელმძღვანელის ისააკ გუბელმანის აზრით, წელთაღრიცხვა 1917 წლიდან, ანუ რევოლუციიდან უნდა მომხდარიყო. “ჩვენ უკვე დღეიდან უნდა დავიწყოთ საკუთარი წელთაღრიცხვის გამოყენება. ასე რომ ამჟამად 1929 წელი კი არ არის როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ახალი ერის 12 წელია. მე ვხმარობ ტერმინს “ახალი ერა” იმისთვის, რომ არ ვახსენო ქრისტიანთა ერა”.

1929 წლიდან სამუშაო კალენდარიდან ამოიღეს კვირადღე. საბჭოთა კავშირში სამუშაო კვირა 5 დღიანი იყო, მეექვსე დღეს მშრომელები ისვენებდნენ, შემდეგ კი ისევ 5 დღიანი კვირა იწყებოდა. ასეთი მეთოდით კომუნისტებმა კვირა მოსპეს, რომელიც მორწმუნეებისთვის დასვენების დღედ ითვლებოდა. ასეთი სისტემა 1940 წლის ივნისამდე მოქმედებდა.

იდევნებოდა ეკლესიაში ჯვრის წერა, დაბადების რეგისტრაცია და მიცვალებულის წესის აგება. სენაკის რაიონის სოფელ სალხინოში ერთ-ერთმა ბოლშევიკმა ქრისტიანული წესით დაკრძალული საკუთარი მამა ამოასვენა და წითელი დროშებითა და სასულე ორკესტრის თანხლებით, კომუნისტურად დამარხა. ქრისტიანული ნათლობის ნაცვლად, ბოლშევიკებმა კომუნისტური ნათლობა შემოიღეს: “კვირას 25 მაისს კარლ-მარქსის სახელობის კლუბში შესდგა ნათლობა მუშკოპის პურის საცხობის მუშების შვილების. მოინათლა შვიდი ბავშვი ქალ-ვაჟები, რომლებსაც ხმის გადაწყვეტილებით შემდეგი სახელები დაარქვეს: როზა ლუქსემბურგი, ლენინგრადი, კამო. ერთმა ბავშვმა დიდი შთაბეჭდილება დასტოვა იქ დამსწრეებზე. მან თავის სახელად თვითონ ამოირჩია “ლენინი”. ნათლიებად ამხანაგი მუშები იყვნენ. მონათლულები დაასაჩუქრეს ფართლეულობით.” გაზეთი “კომუნისტი” 1924 წელი 28 მაისი

შობის ბრწყინვალე დღეებს კომუნისტები “კომკავშირულ შობას” უპირისპირებდნენ. თბილისში პირველი ასეთი “კომკავშირული შობა” 1923 წლის იანვარში გაიმართა. იმავე წლის გაზაფხულზე, მსგავსი ღონისძიება აღდგომის დღეებშიც ჩატარდა.

შობის და აღდგომის დღეებში, სამოქმედო გეგმა დღეების მიხედვით იყო გაწერილი. ანტირელიგიური პროგრამა დიდ ხუთშაბათს იწყებოდა. იმართებოდა, მიტინგები, სხდომები, თეატრალიზებული წარმოდგენები. აღდგომის დღეს კი კომკავშირული და პარტიული აქტივი ქუჩაში ანტირელიგიურ მსვლელობა-კარნავალებს აწყობდა.

როგორც რელიგიური მავნე ჩვევების გადმონაშთი აიკრძალა საშობაო ნაძვის ხე. ხალხის მტრად გამოცხადდა თოვლის ბაბუა. დღესასწაულის დღეებში, რადიო და გაზეთები, რელიგიური ბაცილისგან მოსახლეობის ტვინის აქტიურ რეცხვას აწარმოებდნენ. შობა და აღდგომა სამუშაო დღეებად გამოცხადდა. შემოიღეს განუწყვეტელი საწარმოო კვირა, რომლის დროსაც სამსახურის გაცდენა მკაცრად ისჯებოდა. ამ დღეებში გამომუშავებული ხელფასი ინდუსტრიალიზაციის ფონდში ირიცხებოდა. “სახარების ცრუ ზღაპრებს არარსებული ისეო ქრისტეს დაბადების შესახებ ფართოდ იყენებენ კლასობრივი მშვიდობიანობის ქადაგებისათვის. ეს ზღაპარი ხელს უწყობს კაპიტალისტებს მოატყუონ და დასჩაგრონ მუშები. წინააღმდეგ შობისა, წინააღმდეგ რელიგიისა და ხუცების ბოდვისა, გავშალოთ სოციალისტური მშენებლობა… ლითონზე დარტყმულ ჩაქუჩებისა და დაზგების ხმაურმა უნდა ჩაახშოს ხუცების ზარების გუგუნი და რელიგიური გალობანი. ამით ჩვენ გამანადგურებელ ლახვარს ვცემთ რელიგიურ ჩვეულებებს, ძველ ყოფა-ცხოვრებას. ეკლესიის მსახურების იერიშს, ერთსულოვანი პასუხი უნდა გასცენ უღმერთოებმა, თითოეულმა შეგნებულმა მუშამ.” გაზეთი “კომუნისტი”: 1929 წელი 23 დეკემბერი

ასეთმა აქტიურმა პროპაგანდამ თავისი შედეგები გამოიღო. 1931 წელს საქართველოს მასშტაბით უღმერთოების რიცხვმა 75 ათასს გადააჭარბა.

1937 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები ბოლშევიკებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გამოკითხვის ანკეტაში სტალინის უშუალო მითითებით ჩასვეს გრაფა, სადაც რესპოდენტს უნდა ეპასუხა სწამს თუ არა მას ღმერთის. წერა-კითხვის უცოდინართა შორის გამოკითხული 30 მილიონი მოქალაქიდან 84 პროცენტი მორწმუნე აღმოჩნდა, ხოლო 68,5 მილიონ განათლებულ მოქალაქეში ღმერთის არსებობის 45 პროცენტს სჯეროდა.

ამის შემდეგ, რელიგიის წინააღმდეგ კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა. სწორედ 1937 წლის შემდეგ დაიწყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ზრდა. ტოტალური რეპრესიების პერიოდში, მორწმუნეთა და სასულიერო პირთა დაპატიმრებებმა საყოველთაო ხასიათი მიიღო. ხალხი ისე იყო დაშინებული, რომ 1938 წლის აღდგომის ღამეს სიონის ტაძარში მლოცველთა რაოდენობა 100 კაცს არ აღემატებოდა.

ასეთ დროს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მანდატი მოსახლეობის ნაწილისთვის თავის გადარჩენის საშუალებათ იქცა. 1938 წელს საქართველოში უღმერთოთა რიცხვი 150 ათასამდე გაიზარდა. ყველაზე დიდი რაოდენობა კი 1940 წელს დაფიქსირდა. ამ წელს საქართველოში თითქმის ყოველი მე-20 ადამიანი უღმერთო იყო. უღმერთოების მანდატს 202 ათას 011 ადამიანი ატარებდა.

ხელისუფლების ძალდატანებას მოსახლეობა პროტესტით ხვდებოდა. საჩხერის რაიონში დააპატიმრეს 15-16 წლის 6 ქალიშვილი იმის გამო, რომ მათ ეკლესიაზე გამოკიდებული წითელი ალამი ჩამოგლიჯეს. სოფელ აღაიანში კომკავშირელმა გიორგი თინიკაშვილმა სკოლის შენობას ჩამოხსნა ზარი და ეკლესიის სამრეკლოზე დაჰკიდა. ონის რაიონში ეკლესიის დაკეტვამ მოსახლეობის ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ხელისუფლებას მათი წყლის ჭავლით დაშლა მოუხდა. აკრძალვის მიუხედავად მღვდლები ბავშვების მონათვლას ჩუმად მაინც ახერხებდნენ. 1936 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს მღვდელი პავლე დაშნიანი, რომელმაც ლეჩხუმში ერთი თვის განმავლობაში 112 ბავშვი მონათლა.

ბოლშევიკებმა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხი განიცადეს. სახელმწიფოს უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უღმერთოთა კავშირი მაინც ხელოვნურად შექმნილ ორგანიზაცია იყო. ფართო მასებში კომუნისტების ათეისტურმა იდეებმა ფეხი ვერ მოიკიდა. უღმერთოთა კავშირში გაწევრიანებული მოქალაქეებიდან ნახევარზე მეტი მხოლოდ ქაღალდზე ირიცხებოდა. უღმერთოთა საქმიანობას საბოლოო წერტილი მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა. როდესაც საბჭოთა კავშირი ომში ჩაერთო ანტირელიგიური კამპანია შეჩერდა. მებრძოლ უღმერთოთა კავშირი ოფიციალურად არ გაუქმებულა, მაგრამ მისი არსებობა უკვე ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შეწყდა უღმერთოების ბეჭვდითი ორგანოების გამოცემა, დაიშალა რაიონული ორგანიზაციების ფუნქციონირება.

ომის დროს, ბოლშევიკებს ღმერთი დასჭირდათ. კომუნისტები მიხვდნენ, რომ მოსახლეობის დასარაზმად რელიგია ყველა კომუნისტურ ლოზუნგებზე ქმედითი იქნებოდა. სტალინის ბრძანებით, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ შეწყდა. უფრო მეტიც, მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ხელმძღვანელმა გუბელმანმა, ბელადის მითითებით ომის პირველ თვეებში სტატიების ციკლიც კი დაწერა სათაურით: “რატომ არიან რელიგიური ადამიანები ჰიტლერის წინააღმდეგ”.

1943 წლის 5 სექტემბერს გაზეთ “პრავდაში” პირველად მრავალი წლის განმავლობაში გამოქვეყნდა მოკლე ცნობა იმის თაობაზე, რომ სტალინთან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის არჩევისათვის ეპისკოპოსთა საბჭოს სხდომის მოწვევაზე იმსჯელეს და ამ იდეას მხარი ბელადმა დაუჭირა. ამ ცნობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მებრძოლ უღმერთოთა ორგანიზაცია აღარ იარსებებდა.

1943 წელს მოკვდა უღმერთოთა ლიდერი გუბელმანი. გაზეთში გამოქვეყნებულ ნეკროლოგში გუბელმანის ყველა თანამდებობა და საქმიანობა იყო ჩამოთვლილი ანტირელიგიურის გარდა. გუბელმანი მოსკოვის კრემლის კედელთან დამარხეს. რაც შეეხება საქართველოს უღმერთოთა იდეურ წინამძღოლს სილიბისტრო თოდრიას, იგი გაცილებით ადრე – 1936 წელს მოკვდა. ადამიანი რომელიც რელიგიის თემაზე პასკვილებს წერდა და ეკლესიების დანგრევას ამართლებდა, კომუნისტებმა მთაწმინდის პანთეონში, მამა-დავითის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.

თავად მებრძოლ უღმერთოთა კავშირმა კი არსებობა ოფიციალურად 1947 წელს შეწყვიტა. ლიკვიდაციის დროს ქართველ უღმერთოებში 75 ათას 401 წევრი ირიცხებოდა. ორგანიზაციის გაუქმება საკავშირო მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 29 აპრილის დადგენილების საფუძველზე მოხდა, მას შემდეგ რაც დაარსდა პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელსაც გადაეცა მუკის ფუნქცია მატერიალური და მეცნიერული პროპაგანდის საქმეში.

http://24saati.ge/index.php/category/news/2010-04-02/5044.html

აკაკი ბაქრაძე – დემეტრე მეორე

«მომისმინეთ, ჩემი სამეფოს ყოველნო კათალიკოსნო, ეპისკოპოსნო და წარჩინებულნო! როცა მამაჩემი გარდაიცვალა, დავრჩი მცირეწლოვანი ყრმა თათართა მძლავრებაში. მაგრამ ყოვლის მპყრობელმა ღმერთმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ყოვლად წმიდა ღვთისმშობელმა, რომლის ნაწილიც ვართ, და პატიოსანმა ჯვარმა, რომელიც მოგვენიჭა ჩვენ, მეფეებს, დამიცვა და მიმაწევია სრულწლოვანებამდე. მომმადლა მეფობა, მეფობის სკიპტრა და პორფირი. თქვენი თანადგომით წარვმართე მეფობა და აქამდე მშვიდობით ჰგიეს ჩემი სამეფო. ახლა განრისხებული არის ყაენი. მისი ყოველი მთავარი ამოუწყვეტია და მეც მომიწოდებს, მივიდე მასთან. თუ წავალ მთიულეთს, სიმაგრეებში და დავიცავ თავს, მთელი ჩემი სამეფო მის წინაშე დევს და ნახავთ, რამდენი სული ქრისტიანი მოკვდება, ტყვე შეიქმნება, ეკლესიები შეირყვნება, აოხრდება, ხატები და ჯვრები შეიმუსრება. თუ წავალ ყაენთან დანამდვილებით ვიცი, მომკლავს. აწი თქვენ ბრძნულად განსაჯეთ ეს საქმე. მე კი მგონია, მრავალმღელვარე არის ეს საწუთრო, დაუდგრომელი და წარმავალი. ჩვენი დღეები სიზმარივით და აჩრდილივით წავა. ამ სოფლისგან წასვლა ჩვენი ნება არ არის. რა სარგებელს მოიტანს ჩემი ცხოვრება, თუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდება და მე ცოდვით ტვირთმძიმე დავტოვებ ამ სოფელს. ახლა ასე მნებავს _ წავალ ყაენთან და იყოს ღვთის ნება: თუ მომკლავს, ვფიქრობ, რომ ქვეყანა უვნებელი დარჩება».
ვინ იყო ეს კაცი, ვინც ეს სიტყვა წარმოთქვა, როდის, სად და რატომ?
იგი იყო მეფე დემეტრე მეორე.
დემეტრე მეორის მშობლები იყვნენ მეფე დავით ულუ, ძე ლაშა-გიორგისა და დედოფალი გუანცა, ასული რაჭის ერისთავის კახაბერ ბაღუაშისა.
სიტყვა ითქვა 1288 წელს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით რომელ თვეს და რომელ რიცხვში.
მოისმინა იგი სამეფო დარბაზის სხდომამ თბილისში. არ ვიცით ისიც, გარდა აბრაამ კათალიკოსისა, პიროვნულად ვინ ესწრებოდა ამ კრებას. თუმცა ცნობილია, რომ სხდომაში მონაწილეობდნენ გარეჯის სამონასტრო უდაბნოს მღვდელ-მონაზვნები და სამეფოს ყველა მთავარი.
რატომ გახდა ამიერ საქართველოს მეფე იძულებული ეთქვა ეს სიტყვა?
უბედურ დროს არგუნა განგებამ მეფობა დემეტრე მეორეს. საქართველო მონღოლებს ეპყრათ. უკვე დაქცეული იყო ქვეყნის ძლიერება, მიწასთან გასწორებული. მამამისი დავით ულუ მოუსვენარი კაცი იყო. ჟამიდან ჟამზე მონღოლებს აუჯანყდებოდა, ქვეყნის დასახსნელად ბრძოლას გააჩაღებდა. მაგრამ ღონე არ ყოფნიდა საქმე ბოლომდე მიეყვანა. მოდიოდა მონღოლთა დამსჯელი არმია. უმოწყალოდ იძიებდნენ შურს. წვავდნენ და აჩანაგებდნენ ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდებოდა. მიჰყავდათ ტყვეები და მძევლები. დავით ულუ იძულებული ხდებოდა თავზე ნაცარი დაეყარა და პატიება ეთხოვა. შეუნდობდნენ დანაშაულს. დიდი ხანი არ გაივლიდა, სულს მოითქვამდა ქვეყანა და ისევ დაავლებდა ულუ დავითი ხმალს ხელს. ისევ დაჰქროდა მთებსა და ველებში, მუსრავდა მონღოლებს. ისევ დაიძვრებოდა ყარაყუმიდან მონღოლთა უზარმაზარი ლაშქარი და კიდევ ერთხელ გადათქერავდა საქართველოს.
დავით ულუში დუღდა და ვერ ისვენებდა გლეხისა და არისტოკრატის სისხლი. დედამისი ველისციხელი გლეხის ქალი იყო, ხოლო მამამისი _ დიდი თამარის ძე ლაშა-გიორგი. ძვირად უჯდებოდა ულუ დავითის შეუპოვრობა მასაც პირადად და მთელ ქვეყანასაც.
სრულიად უსუარი იყო დემეტრე, როცა მძევლად წაიყვანეს მონღოლებმა დედოფალი გუანცა და იგი. უფლისწულის მოკვლა ეწადათ მონღოლებს, მაგრამ შემთხვევას გადაურჩენია დემეტრე. ერთერთი ნოინის ცოლს მოსწონებია ბალღი. უშვილო ყოფილა ის ქალი. უნდოდა შვილად აეყვანა დემეტრე. ამ ქალს შეუფარებია ქართველი დედოფალიცა და უფლისწულიც. მერე ნოინის ცოლს ღვიძლი შვილიც შესძენია, მაგრამ ზრუნვა არ მოუკლია გუანცასა და დემეტრესათვის.
შეირიგეს მონღოლებმა დავით ულუ. დაბრუნდნენ საქართველოში გუანცა და დემეტრე.
გამოხდა ხანი. გაუგონარი ამბავი მოხდა. მეორედ მონღოლეთში ყოფნისას მოჰკლეს დედოფალი გუანცა. ზუსტად არავინ უწყის _ რატომ. ხმები ყოფილა გავრცელებული: ღვიძლმა ქალიშვილმა ხუნშაგმა მოაკვლევინაო. ხუნშაგი მონღოლეთს იყო გათხოვილი. მისი ქმარი საჰიბდივანი ანუ ვაზირი იყო.
დარჩე დემეტრე დედით ობოლი.
დაავადდა მიწყივ ლაშქრად მყოფი დავით ულუც. მუცლის სნეულება შეეყარა. დაუოკებელი ბუნების კაცი იწვა სარეცელზე უსიტყვოდ, ვით მკვდარიო, გვაუწყებს ჟამთააღმწერელი. დასნეულებულ მეფეს უფროსი შვილი გიორგი მოუკვდა. ვეღარ გაუძლო სენსა და მწუხარებას ულუ დავითმა და მიიცვალა.
მაშინ დემეტრე 11-12 წლის ბიჭი იყო.
დასვეს ნინველი დემეტრე ტახტზე და მეურვედ, მზრუნველად სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს მონღოლებმა.
არავინ უწყის სადაური იყო სადუნი _ ქართველი, სომეხი, სპარსი თუ მონღოლი. ეს კია, ჩინებულად მეტყველებდა ოთხივე ენაზე. ყველგან შინაური და საჭირო კაცი იყო. ჭკვიანი და გაქნილი ყველასთან სწრაფად პოულობდა საერთო ენას. უბირი წარმომავლობის კაცი სამეფოს უმდიდრესი მოქალაქე შეიქმნა. უფლებაც განუსაზღვრელი ჰქონდა. ბოლოს მეფის მზრუნველი გახდა.
სადუნი ფრთხილი კაცი იყო. დემეტრე _ მცირეწლოვანი. ორივე ერიდებოდა მონღოლებთან ურთიერთობის გამწვავებას. ქვეყანა მშვიდდებოდა და ღონიერდებოდა. ყმაწვილი მეფეც ვაჟკაცდებოდა. მემატიანე კეთილი და ტკბილი სიტყვით გვიხატავს მას.
«იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ, თულთა გრემან (_ზღვისფერი), ბეჭებრტყელ და შეწყობილ სამხედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშუილდოსანი რჩეული, უხუი, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე…»
ჩვეულება ჰქონდა მეფეს. ადგებოდა ღამე, აიღებდა საფასეს (_ფულს), მოივლიდა ქალაქს. საკუთარი ხელით ურიგებდა ფულს ობლებს, გლახაკებს, დავრდომილთ. იცოდნენ თურმე ტფილისელებმა მეფის ეს ჩვეულება. განგებ დახეტიალობდნენ ღამღამობით ქუჩებში: მეფე შეგვეყრება და საუნჯეს გვიბოძებსო.
მორწმუნე და მლოცველი იყო, მაგრამ ნიკოლოზ კათალიკოსთან გამუდმებული დავა და ჭიდილი ჰქონდა. არ მოწონდა კათალიკოსს მეფის ერთი ავი ზნე. ქალები უყვარდა დემეტრეს და სამი ცოლი ესვა _ ერთი ბერძენი იყო, მეორე _ მონღოლი, მესამე _ ქართველი. შვილებიც მრავლად ჰყავდა _ დავით, ვახტანგ, ლაშა, მანოველ, რუსუდან, ბადურ, იადგარ, გიორგი.
როცა ნიკოლოზ კათალიკოსმა ვერაფერი შეასმინა მეფეს, გაბრაზებულმა ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტი დატოვა და ახალ კათალიკოსად აბრაამი აკურთხა. აბრაამი მეფის ჯვარისმტვირთელი იყო და სამეფო კარსა და კათალიკოსატს შორის მშვიდობა დამყარდა.
ეკლესიის საქმე მოაგვარა, მაგრამ ახლა დედის ნათესავები განუდგნენ დემეტრეს. შეიპყრო მეფემ რაჭის ერისთავი კახაბერ. თვალები ამოსწვეს. ერთი ფეხი და ერთი ხელი მოკვეთეს. კახაბერის ორი შვილი კონსტანტინეპოლში გააძევეს. ნაწამები კახაბერი მალე მოკვდა. აღარავინ დარჩა მას და ასე აღიხოცა და მოისპოო, გვიამბობს ჟამთააღმწერელი ნათესავი დასახსენებელი ბაღუაშთა კახაბერის ძეთა. იმასაც დასძენს მემატიანე _ ორგულობა მათი გვარის თვისება იყოო.
თანდათან დამყარდა მშვიდობა სამეფოში.
მონღოლებიც აღარ აწუხებდნენ ქვეყანას ძველებურად. დემეტრე ასრულებდა მათ განკარგულებებს. ახლდა ლაშქრობაში, იხდიდა ხარკს. მეგობრობდა დიდ ბუღა ნოინს. ბუღა ნოინს ჩინგიყაენის პატივი ჰქონდა და ურდოში უპირველეს კაცად ითვლებოდა.
საფრთხე თითქოს არსაიდან იყო მოსალოდნელი. ანაზდად დატრიალდა უკუღმა ბედის ბორბალი. 1288 წლის 15 მარტს ანუ მონღოლურად ურდსინგს, როგორც შეთქმული, შეიპყრეს ბუღა ნოინი. მიჰგვარეს ყაენს. განუკითხავად ბრძანა ყაენმა ბუღა ნოინის მოკვდინება. მოჰკლეს იგი და ამოწყვიტეს მისი ნათესავებიც. დააპატიმრეს ყველა, ვისაც ბუღა ნოინთან ურთიერთობა ჰქონდა. ყაენთან მიიხმეს დემეტრე მეორეც.
მაშინ შეკრიბა მეფემ დარბაზი და მიმართა იმ სიტყვით, რომელიც დასაწყისში გაგაცანით.
ერთხმად უარყო დარბაზმა მეფის ურდოში წასვლის აზრი. ურჩევდნენ, ან მთიულეთის სიმაგრეებს შეეხიზნე ან იმიერ საქართველოში გადადი და ასე ვებრძოლოთო მონღოლებს. «ჩუენ ყოველი მტკიცედ ვჰგიეთ ერთგულებასა».
შორს დაიჭირა მეფემ ეს რჩევა. «ვიცი ჩემი სიყვარულითა და ერთგულებით ამბობთ ამას. მაგრამ ცოდოა უბრალო ერი, როგორც ცხვარი უღონოა და არსაიდან მოელის ნუგეშს. მე დავდებ ჩემს სულს ჩემი ხალხისათვის».
«მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა» _ ბრძანა ხელმწიფემ.
მეფის გადაწყვეტილება ურყევი იყო. იგი ურდოში გაემგზავრა.
თავდაპირველად არ აპირებდა ყაენი დემეტრე მეორის სიკვდილით დასჯას. მაგრამ საქმეში ორგულობა ჩაერია. ყაენის კარზე მსახურობდა სადუნ მანკაბერდელის შვილი ხუტლუბუღა. იგი ნაწყენი იყო მეფეზე. როცა სადუნი გარდაიცვალა, დემეტრემ ხუტლუბუღა არ დანიშნა მამის ადგილას ათაბაგად. ათაბაგობა მეფემ ტარსაიჭ ორბელს მისცა. ეს ხუტლუბუღა მისულა ყაენთან და შთაუგონებია _ ნუ შეიბრალებთ დემეტრეს. დასაჯეთ იგი და ამიერ საქართველოს ტახტზე იმიერ საქართველოს მეფის დავით ნარინის ძე ვახტანგი დავსვათო. მოსწონებია ყაენს ეს რჩება და დემეტრეს ბედიც გადაწყვეტილა.
ებგურები მოისყიდეს და საკანში ეახლნენ მეფეს თავზეხელაღებული ვაჟკაცები. შეფიცეს, აქედანაც გაგიყვანთ, საქართველოშიც მშვიდობით ჩაგიყვანთ და ვეომოთო მონღოლებს. მაინც არ ქნა მეფემ ეს. ისევ ძველებურად გაიმეორა: არ მსურს ჩემი გულისათვის ხალხი გაწყდესო. არ მნებავს ამ სოფლის შესაძენად სულის წარწყმედაო.
1289 წლის 12 მარტს დემეტრე მეორეს თავი მოჰკვეთეს.
ქართველმა ხალხმა მას თავდადებული უწოდა.
1989 წელს 700 წელი შესრულდება ამ დღიდან. შვიდი საუკუნეა მოწვეთავს თავმოკვეთილი მეფის სისხლი და გვასწავლის, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მოღვაწე, და რა უბედურებაა ორგულობა. ორგულობით და ღალატით დაიღუპა დემეტრეც და ორგულობით და ღალატით დაიღუპა დედამისი გუანცაც.
«წიგნს დავხურავდი, მაგრამ ამ წიგნში
რაჭით მოსული მხიბლავს ასული,
მის თვალებში და წამწამთა ჩრდილში
გედის ფრთასავით ფეთქავს წარსული.
ფურცლებზე ბრწყინავს ქალი ალმასი,
კერას მოწყდა და სამცხეში ვნახე,
ტანი კენარი, მხრები ლამაზი
და მონგოლებით შემკრთალი სახე.
ეგებ რაჭაში აღზრდილი სარო,
ჩემი წინაპრის იყავ დობილი,
ფაზისს ამკობდა თვალების წყარო
და ნაწნავები ლექსად წყობილი.
ამ სტრიქონების გალიით მჭვრეტი,
მშვენების შუქით ჟამთა მკვეთელი,
მძევლად წასხმული მშვენება მშვიდი
გვანცა გიხმო თუ ქალი ეთერი?
მცირედი ჭვრეტით, გრემანი თვალით
ეგებ გეტრფოდა თვითონ ჩაღატარ!
ჟამთაღმწერელმა ჯევარდნულ ხმალით
შენი თვალები წიგნში ჩახატა.
სამცხე გეძახდა, გვანცა, სადა ხარ!
ვინ დაგიბნელა ნისლით თვალები!
ვაჟი გულადი დარდმა დადაღა,
მიწას ტორავდნენ მერნის ნალები.
თუ იგონებდი რაჭულ ალილოს,
მთიდან გატყორცნილ მჩქეფარე ფაზისს.
ალბათ ლოყებზე სწვავდი ალიონს,
როცა სიკვდილი გეწვია ნაზი.
ვინ გაგიმეტა ქალი მწყაზარი,
ვინ მოგაშორა მშობლიურ ფუძეს.
სამშობლოს ცეცხლით გული დამწვარი
როგორ გარდიქმნა სიკვდილის ბუდედ.
ცრემლების სითბო სტრიქონებს ორთქლავს,
ნარნარი ტანის სანთელი იწვის.
საფლავში ჩაგყვა რაჭული მოთქმა
და მშფოთვარება მშობლიურ მიწის.
ვინ დაგაშორებს წარსულს ბინდიანს,
წიგნში მწუხრივით ჩაგრჩა სახელი.
და წელმოხრილნი ურდოს მიდიან
დავით ულუ და სარგის ჯაყელი».
მიმართავს გვანცა დედოფალს სიმონ ჩიქოვანი ლექსით «წიგნი ჟამთააღმწერლისა: გვანცა».
დემეტრე მეორის თავგადასავალი დაუდო საფუძვლად ილია ჭავჭავაძემ პოემას «მეფე დიმიტრი თავდადებული».
ქვეყნისათვის, მამულისათვის, სამშობლოსათვის თავდადებაა ამ პოემის ძირითადი აზრი. ეს არა მარტო პოემის შინაარსით ჩანს, არამედ მისი ფორმითაც.
პოემას პატარა პროლოგი უძღვის. საყდრის ეზოში ხალხია თავშეყრილი. მოშორებით ცაცხვის ქვეშ ბრმა მეფანდურე ზის, მოწყენილი და გაჩუმებული. ხალხს მობეზრდა მუქთი, უაზრო ყაყანი. ერთმა ყმაწვილმა დაიძახა, ნუ ყაყანებთ. ფრთა გავაშლევინოთო გულის წადილს, გვიამბოს მეფანდურემ რაიმე გაგონილი ან ნახული, რომ გულის ჟანგი მოვიცილოთო.
მეფანდურე მაშინვე მიხვდება, ამ ყმაწვილების გულის წადილს რა გააშლევინებს ფრთას, რა მოაცილებს მათ გულს ჟანგს. იგი საკრავს ააჟღერებს და უამბობს საყდრის ეზოში თავშეყრილ ყმაშვილებს ქვეყნისათვის უმაგალითო თავდადების ამბავს.
ილიას პოემაში პიროვნება და ხალხი თანაბარ გმირობას ავლენს.
«უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა ან თავისთავს
შეაკლავდა როგორც ლომი.
მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად _ ხმალი ხელში».
ეს საერთო განწყობილება პოემაში კონკრეტულად დასტურდება. მონღოლეთში მიმავალ მეფეს დაჩაჩანაკებული ბერიკაცი ეახლება ორი ვაჟკაცის თანხლებით. იგი ევედრება მეფეს, ქუდზე კაცს მოუხმე, სპა შეაგროვე და ვეკვეთოთო მონღოლებს. ჩემი ორი შვილიც მომიყვანია და შეიწირეო. ეს მარტო ამ ერთი მოხუცის სურვილი არ არის. იგი მთელი ერის წადილია. მაგრამ მეფემაც იცის მისი ხალხის ფასი და უარს ამბობს მისთვის გაღებულ მსხვერპლზე. ურჩევნია თავად იყოს ზვარაკი.
«მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი, რაში არი…
თუ, იმ მწყემსსა, თავს უშველის,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი…
თუ სკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის _ ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს _ მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდებს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა».
მღვდელმთავარიც დაუდასტურებს მეფეს გაზრახვის სისწორეს და სიმართლეს.
«ვსტირ და გირჩევ, ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთისოფლის გულისათვის».
ასეთია ქრისტიანული ზნეობა. ამით ვლინდება სიქველე და სათნოება. დემეტრე მეორის თავგადასავლის მოყოლით ილია ხუთ დასკვნას აკეთებს.
პირველი:
«ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათებდეს».
მეორე:
«მართლის თქმაა ერთგულება».
მესამე:
«ვით დიდს ბოროტს, ისეთ დიდ მადლს
თავისი ზარი ჰქონია».
მეოთხე:
«განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დანთხეულსა».
მეხუთე:
«არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია».
პ. კაკაბაძის პიესაშიც დარჩენილია ფაქტის საერთო სურათი: დემეტრეს ბრალი დასდეს ბუღა ნოინთან მეგობრობაში, ურდოს გაიწვიეს, ჯერ აპატის და მერე დამსმენთა წყალობით დასაჯეს. ოღონდ აქ დამატებულია დავით ნარინისა და მისი ძის ვახტანგის მონაწილეობაც, რაც ისტორიაში არ არის. შექმნილია ხაზი _ ხუტლუ _ დავით _ ვახტანგი. არის გაქცევის თხოვნის მოტივიც. რაზეც მეფემ უარი თქვა.
მაგრამ არც ილიას პოემაში და არც პ.კაკაბაძის პიესაში არ არის თავდაცვითი პატრიოტიზმის არსი გახსნილი. რომ მეფის საქციელი მის პირად კეთილშობილებასთან ერთად გაპირობებულია თავდაცვითი პატრიოტიზმით ანუ ერის უძლურებით. უძლურ ერს გადაარჩენს თავდადებული? თავდადებული მას კეთილშობილებას ასწავლის, მაგრამ ვერ გადაარჩენს. თავდადებულის წიაღში თუ არ ამოიზარდა გიორგი ბრწყინვალე, ერს არ ეშველება.
პ. კაკაბაძის პიესაში ხაზგასმულია დემეტრეს წმინდანობა
ელიზენდა: «შენ ცად მიხვალ ერის წმინდანად».
ელიბონდა: «იმ სიცოცხლის კარს აღებ მსხვერპლით და ციურ ჟღერით, სიკვდილის მეხს და ზარს ადუნებ».
ფილიპე: «მე საქართველო მიყვარს მისთვის, რაც აწ იქნება,
არა მისთვის, რაც ის დღეს არის».
დემეტრე საყვედურობს გაქცევას იმისათვის მირჩევთ, რომ «ნამდვილი სიყვარული არა გაქვთ ერის». მეორეგან: «თქვენ ცდილობთ ერის სიყვარული გადამავიწყოთ».
ერმანოზი: «დღეს მთელმა ერმა დაივიწყა სიმართლე, რადგან
გაჩნდნენ სიცრუის ნაყოფებად მოლექსენი და
გვიჭირს სიმართლე სიცრუიდან გამოვარჩიოთ».
ფილიპე ეუბნება დემეტრეს, რომ იერუსალიმი აიღე ქრისტიანებისათვის და გმირობა გამოიჩინეო, რაზეც მეფე უპასუხებს:
«ბოლოს დავმარცხდი, დავღუპე სპა და ამიტირდა
ათი ათასის ქვრივ-ობოლი,. თუმცა მე უვნებლად
შინდაბრუნებულს ყაენისგან ქება მომყვა და
განძი ნახვეჭი ერის სისხლით… ეს სიკეთეა?»
ფილიპე: «ყოველ მონაზე საზიზღარი ის მონა არის,
ვისაც დასვამენ მტრები ერზე და შეარქმევენ
მეფეს ცარიელ სიტყვით, ყალბათ, იგი თავის ერს
დაადებს ბორკილს უფრო მძიმეს, ვიდრე მტერს ძალუძს
და სრულად გახრწნილ ერს თვით მტრები მოხსნიან ბორკილს».
ვახტანგი: «ვცან, რომ ბრბოები ყველა ერის ერთმანეთსა გავს,
მხოლოდ ბატონნი ერთურთისგან განსხვავდებიან»
გუჟბანი: «ქვეყნის მპყრობელმა არვის არ უნდა აპატიოს ეგზომ გმირობა,
თორემ მტრებს მსგავსი მაგალითით გაათავხედებს».
ქვრივი მიდის დემეტრესთან, რომელიც ეუბნება _ მე ვარ, მეუფევ, ქვრივი შენი მცველის, რომელმაც გულში მიიღო ცხრა ისარი შენკენ ნასროლი და ჩემი ქმრის დაცულს, გხვდა გამარჯვება… დემეტრე უპასუხებს, რომ ჩემი მცველების წყალობით ცოცხალი ვარ. ისინი კვდებოდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მე მეტად ვჭირდები საქართველოს. «ახლა ჟამი მოითხოვს, შენი ქმრის გმირობა მე ვიკისრო და თქვენ გემსხვერპლოთ». ქვრივი ეუბნება, რომ ხალხი თანაგიგრძნობს და მთებში უვნებელი იქნებიო. ქვრივი: «თუ სულით მოკვდა ერი, სხვა ერის შთანთქავს, ხორცში სხვის სული ჩაუდგება». დემეტრე უპასუხებს _ «ჯობს მოისპოს ერი სიცოცხლის შესარჩენად მონად ქცეული, მე ვამბობ, ჩემი თავდადებით თუ ხორციელად ვიხსნი ერს, მმართებს ვიხსნა ერთად სულის ხრწნისაგან. სასიკვდილოდ იმიტომ მივდივაროთ, რომ «ამ საქმით ჩავაგონო ერს მოყვასისათვის თავდადება და ავაშორო სულით მონობა».
ერის ხორცით გადარჩენა თუ ერის სულის.
აქ არის რთული საკითხი: თუ ცალკეული პიროვნებისათვის სულის გადარჩენისათვის ბრძოლა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია, ერისათვის ორივეს ხორცისაც და სულისათვის ბრძოლაა მთავარი. ერი პირებისაგან შედგება და როგორც პიესაში ბასილი ამბობს _ «მე ვერ მოვთხოვ ხორციელ კაცს ციურის ძალას» _ ყველა პიროვნებას ვერ მოთხოვ შეიგნოს დემეტრეს თავგანწირვის არსი. იგი მაინც გაიხრწნება, თუ ერი ხორცითაც არ გადარჩა და არ განთავისუფლდა.
პრობლემა: სიცოცხლის და ამქვეყნიურობის მოტრფიალე, როგორ მოტრიალდა წმინდანობისაკენ. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და იმიტომ?
1988 წ.

http://burusi.wordpress.com/2009/07/06/bakradze-demetre/

აკაკი ბაქრაძე – დაბრუნება (მიხეილ წერეთელი)

მარტო ის, რომ 1878 წელს, იმერეთში, ცხრუკვეთში, დაბადებული კაცი 1965 წელს გერმანიაში, მიუნხენში, გარდაიცვალა, ნათლად მეტყველებს რა ბედი ერგო მიხეილ წერეთელს. ნახევარი ცხოვრება სამშობლოში გაატარა, მეორე ნახევარი – უცხოეთში. აქაც და იქაც მეცნიერებას ემსახურებოდა. დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენ მიხეილ წერეთლის მეცნიერულ შემოქმედებაზე დღეისდღეობით ზერელე წარმოდგენა გვაქვს. აქომამდე ყველა კარი დაკეტილი იყო, არ ვიცით, რას აკეთებდნენ ქართველი სწავლულები ემიგრაციაში. ახლა ვითარება შეიცვალა. დაფანტულ სულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. ყველაფერი შესწავლილი იქნება. ყოველი მოღვაწე საქართველოს ისტორიაში იმ ადგილს დაიჭერს, რაც მათ სამართლიანად დაიმსახურეს. ამის ერთი მოწმობა ისიც არის, რომ ამჟამად მიხ.წერეთლის «ერი და კაცობრიობა» ისევ იბეჭდება და მკითხველთა ახალი თაობა გაეცნობა მას.
«ერი და კაცობრიობა» პირველად 1910 წელს გამოიცა თბილისში, ფსევდონიმით «Bãton». Bãton ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ჯოხს, კვერთხს. ალბათ, ავტორი გულისხმობდა, რომ მოპაექრეებს ჯოხით უმასპინძლდებოდა.
ახალგაზრდობაში მიხ. წერეთელი, მეცნიერებასთან ერთად, პოლიტიკითაც იყო გატაცებული. განსაკუთრებით ანარქიზმით. ამიტომაც მიუძღვნა «ერი და კაცობრიობა» ვარლამ ჩერქეზიშვილს (1846-1925 წ.წ.), საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. მაგრამ, როცა ამ წიგნს წერდა, იგი არსებითად უკვე აღარ იზიარებდა ორთოდოქსალური ანარქიზმის ძირითად პრინციპებს. თუმცა ვ. ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნით ვალს უხდიდა ყმაწვილკაცობის დროინდელ გატაცებას.
სამწუხაროდ, ქართულ მეცნიერებაში, როგორც პოლიტიკური მოძღვრება, არც ანარქიზმია შესწავლილი. ჩვენს ცნობიერებაში ანარქიზმი იმ კარიკატურული სურათებით არსებობს, საბჭოური კინემატოგრაფია ნესტორ მახნოსა (1889-1934 წ.წ.) და მის ჯარისკაცებს რომ ხატავდა. არადა, ანარქიზმი სოციალიზმის ერთ-ერთი სახეობაა. მიუხედავად ამისა, ანარქიზმს საბჭოურ სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ლანძღვა-გინება არ დაჰკლებია. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ბოლშევიზმი და ანარქიზმი იმთავითვე დაუძინებელი მტრები იყვნენ.
წიგნის წინასიტყვაობაში ვრცელი საუბრისათვის დრო და საშუალება არ არის, მაგრამ რამდენიმე სიტყვა მაინც უნდა ითქვას ანარქიზმზე. თუნდაც იმიტომ, რომ მკითხველს მეტნაკლებად წარმოდგენა ჰქონდეს, რა იდეებით იყო სიჭაბუკეში გატაცებული «ერისა და კაცობრიობის» ავტორი, ანდა რას შესწირა მთელი ცხოვრება ვარლამ ჩერქეზიშვილმა, რომლის მოღვაწეობა-საქმიანობა ჯერჯერობით სრულიად უცნობია ქართველი საზოგადოებისათვის.
ანარქიზმს, კერძოდ, ადამიანის და, საერთოდ, მთელი ხალხის, სულიერი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური გათავისუფლება უნდოდა.
სულიერი თავისუფლებისათვის, ანარქიზმის აზრით, რელიგიის უარყოფა იყო აუცილებელი, ხოლო სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისათვის – სახელმწიფოს დანგრევა.
რელიგიის უარყოფა აუცილებელი იყო იმდენად, რამდენადაც ღმერთის რწმენა, ანარქისტების სიტყვით, ადამიანს ინდივიდუალურ ენერგიას ართმევდა. უზენაესის ძალის იმედად იმყოფებოდა. იმ აქტიურობას უკარგავდა, რაც ბრძოლისათვის სჭირდებოდა. მათ ღრმად სწამდათ, რომ რევოლუციური ბრძოლის თვინიერ არსებული სინამდვილე არ შეიცვლებოდა. თუ ღმერთი გწამს და მისი შიში გბოჭავს, აღარ თავისუფალი ხარო, ფიქრობდნენ ანარქისტები. თავისუფალი რომ გახდე, ყოველგვარ შიშს, მათ შორის, ღმრთისასაც, უნდა დააღწიო თავი. ამიტომ ანარქისტები თეისტობას ათეისტობას ამჯობინებდნენ.
სახელმწიოს დანგრევა აუცილებელი იყო იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო ადამიანისა და ხალხის დამორჩილების აპარატია. თუ სახელმწიფო იარსებებდა, მათ თავისუფლების მოპოვება ზღაპრად მიაჩნდათ. დაპყრობა, კერძო საკუთრება, მემკვიდრეობის უფლება, მამისა და ქმრის ბატონობა ოჯახში, ძალადობის საშუალებათა (არმია, პოლიცია, ჟანდარმერია) ერთობლიობა წარმოადგენდა სახელმწიფოს არსს. სახელმწიფოსთან ერთად, ისინიც უნდა გამქრალიყვნენ. მაშინ გახდებოდა შესაძლებელი ადამიანის გათავისუფლება.
სახელმწიფო წარმოუდგენელია პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, იურიდიული პრივილეგიების თვინიერ. თუ ეს პრივილეგიები იარსებებს, მაშინ როგორღა შეიძლება თავისუფლებაზე ლაპარაკი? _ უკვირდათ ანარქისტებს. ამდენად სახელმწიფოს დანგრევა მათი უმთავრესი მოთხოვნა იყო.
ისეთი საზოგადოების შექმნა უნდოდათ, სადაც ადამიანი ადამიანს კი არ შეებრძოლებოდა, არამედ ბუნებას. ანდა ერთმანეთს რატომ უნდა დაპირისპირებოდნენ, როცა ყოველგვარი ქონება _ მიწა, ფაბრიკა-ქარხნები, შრომის იარაღები _ ყველას თანაბრად გაუნაწილდებოდა. ყოფილი მემამულე მიწას ისევე დაამუშავებდა, როგორც გლეხი. ყოფილი ფაბრიკანტი და მექარხნე ჩვეულებრივ მუშასავით იშრომებდა. ყოველი ადამიანი პირადი შრომის შედეგად მოპოვებულიც იცხოვრებდა. სამტრო და გასაყოფიც არაფერი იქნებოდა.
დედაკაცსაც და მამაკაცსაც თანაბარუფლებიანობას ჰპირდებოდნენ, ოღონდ ქორწინებისა და ოჯახის გაუქმებით. თავისუფალი თანასოფის შედეგად გაჩენილი ბავშვები მთელ საზოგადოებას უნდა აღეზარდა სრულწლოვანებამდე. თავისუფალ საზოგადოებას უნდა შეეცვალა მათთვის ოჯახი და მშობლები. მერე დავაჟკაცებულნი და დაქალებულნი თავად ჩაებმებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მართალია, ანაქისტთა შეხედულებანი აქ მეტად სქემატიურად არის გადმოცემული, მაგრამ მაქს შტირნერის (1806-1856 წ.წ.), პიერ ჟოზეფ პრუდონის (1809-1865 წ.წ.), მიხეილ ბაკუნინის (1814-1876 წ.წ.), პეტრე კროპოტკინის (1842-1921 წ.წ.), ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925 წ.წ.) და სხვათა ნააზრევი გამოწვლილვით შესწავლას და ვრცელ მონოგრაფიებს მოითხოვს, რაც, ცხადია, იოლი საქმე არ არის. ეს მომავალში გაკეთდება. ახლა ეს სქემა მხოლოდ იმიტომ წარმოვადგინე, რომ მკითხველს მიახლოებით მაინც დაენახა – რა უკიდურესი აზრის მოტრფიალე იყო ახალგაზრდა მიხაკო წერეთელი (თავადაც და სხვებიც მას უფრო ხშირად მიხაკოდ იხსენიებენ, ვიდრე მიხეილად).
როცა ანარქიზმით გატაცების წლებმა გაიარა, მიხ. წერეთელი მთლიანად სამეცნიერო საქმიანობას მიეცა. გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ასირიოლოგიის სპეციალისტი გახდა. გამოაქვეყნა შრომა «სუმერული და ქართული». დიდხანს მუშაობდა ხეთური და ურარტული ენების და კულტურის საკითხებზე. აკადური ეპოსის «გილგამეშიანის» ქართული თარგმანი გამოაქვეყნა სტამბოლში, 1923 წელს. მერე გერმანელ მკითხველს ს.-ს. ორბელიანის «სიბრძნე სიცრუისა» გააცნო. «ვეფხისტყაოსნის» ტექსტი დაადგინა და გერმანულადაც თარგმნა. დავითისა და თამარის ისტორიკოსთა თხზულებანი შეისწავლა და გამოსცა. ერთი სიტყვით, როცა მიხ. წერეთლის შრომები ერთად თავმოყრილი მთლიანად გამოიცემა, დღევანდელი ქართველი მკითხველი თვალნათლივ დაინახავს «ერისა და კაცობრიობის» ავტორის როგორც ნიჭიერებას, ისე შრომისმოყვარეობას. განსაკუთრებით შრომისმოყვარეობას მინდა ყურადღება მიექცეს. ხშირად გაიგონებთ ბუზღუნს _ ქართველებს შრომა არ უყვართ, საქმეს ფუქსავატურად ექცევიანო. მიხეილ წერეთლის პიროვნება (ბევრ სხვა ქართველ მოღვაწესთან ერთად) ამ ცრუ აზრის სრული უარყოფაა.
ქართველი კაცი კი არ არის ზარმაცი, არამედ მისი მონური მდგომარეობა იწვევს მცონარეობას. ზარმაცობა მონის თვისებაა. როცა საქართველო თავისუფალი იქნება, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორია ქართველის შრომისმოყვარეობა. თავისუფლება და შრომისმოყვარეობა უერთმანეთოდ არ არსებობენ. ამიტომ, როცა ადამიანის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, შრომის გათავისუფლებაც იგულისხმება და პირიქით, შრომის გათავისუფლება ადამიანის თავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ადამიანისა და შრომის თავისუფლების იდეა მიხ. წერეთლის პუბლიცისტურ მოღვაწეობას წითელ ზოლად გასდევს. 900-იან წლებში ეს პრობლემები ცხარე სჯა-ბაასის საგანი იყო. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იცოდა თუ არ იცოდა, შეეძლო თუ არ შეეძლო, მართლა აინტერესებდა თუ არა, ან ტრიბუნაზე იდგა და ცივი ხმით გაჰკიოდა, ან ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში აცოდვილებდა კალამს. გონიერ, ჭკუადამჯდარ კაცს ყურს ნაკლებად უგდებდნენ. სამაგიეროდ დარაფეთები სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით. კაცობრიობის გათავისუფლებლებაზე ოცნებობდნენ და ქართველი ხალხის ბედ-იღბალის მოსაგვარებლად ვერ იცლიდნენ. გურია-იმერეთისა თუ ქართლ-კახეთის დაბა-სოფლებში დაბადებულ-გაზრდილი გოგო-ბიჭები რუსეთის, ინგლისისა თუ საფრანგეთის პროლეტარიატის ხსნაზე ოცნებობდნენ. ჩირად არ უღირდათ კარის მეზობლების ტკივილ-გასაჭირი. ასე ეოცნებებოდათ: თუ კაცობრიობას გაათავისუფლებდნენ, ქართველ ხალხსაც მექანიკურად ეშველებოდა.
ეროვნულ გასაჭირზე ფიქრი და განსჯა ერცხვინებოდათ. საკაცობრიო იდეალებს ებღაუჭებოდნენ.
ამ ვითარებაში ეროვნული პრობლემის მთავარ საკითხად დასმა და კაცობრიობის უარყოფა, როგორც საზოგადოებისა და სოციალური ორგანიზმისა, ცოდნასა და ნიჭიერებასთან ერთად, მოქალაქეობრივ გამბედაობასაც მოითხოვდა.
«იგი (კაცობრიობა _ ა.ბ.) არ ატარებს არავითარ სოციალურ შინაარსს, რადგანაც ამ ერთ მთლიანად ნახევარ ადამიანს არა აქვს გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება. იგი არ წარმოადგენს ერთ სოციალურ სუპერორგანიზმს თავის ორგანოებითა და ფუნქციებით მთელ კაცობრიობის ყველა მოთხოვნილებათა მიზანშეწონილ დასაკმაყოფილებლად. უამისოდ კი სოციალური ორგანიზმი არ არსებობს. დიახ, კაცობრიობა არ არის საზოგადოება…»
«კაცობრიობა, როგორც სოციალური არსი, არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ მისი ნაწილები, რომელთაც აქვთ სოციალური ცხოვრება, რომელნიც წარმოადგენენ სოციალურ სუპერ-ორგანიზმებს».
ამგვარი დასკვნა არა მარტო ანარქიზმის უარყოფა იყო, არამედ სოციალიზმის ყოველგვარი სახეობისა.
სოციალური ორგანიზმი, რომელსაც ერთი მთლიანი საზოგადოებრივი სახე და შინაარსი აქვს, მიხ.წერეთლისათვის ერი იყო.
«ყველაზე უფრო დიდმნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და მედგარი საზოგადოებრივი ორგანიზმი იყო და განსაკუთრებით ეხლა არის ერი».
პრობლემის ასეთი დასმა, ბუნებრივია, ითხოვდა ბევრი საჭირბოროტო კითხვის პასუხს. მიხ.წერეთელმაც მკაფიოდ განსაზღვრა მისი წიგნის მიზანდასახულება.
«არის თუ არა საზოგადოებრივი შინაარსი ერთში (კაცობრიობაში _ ა.ბ.) და მეორეში (ერში _ ა.ბ.)? როგორი ტენდენცია აქვთ ამ მხრით ერსა და კაცობრიობას? როგორი უნდა იყოს სოციოლოგიური დაფასება ჩვენ მიერ კაცობრიობისა და ერისა? რას წარმოადგენს ამ მხრით საქართველოს ერი? როგორი უნდა იყოს ამ ანალიზის შემდეგ იდეალური და პრაქტიკული დასკვნა? _ აი ჩვენი საგანი…»
ყველა ამ საკითხზე პასუხს «ერსა და კაცობრიობაში» იპოვით. ამიტომ არც მე შეგაწყენთ თავს კომენტარებით. მართალი რომ გითხრათ, არც მეშვეობითი აზროვნების ხელშემწყობის როლში მინდა გამოვიდე.
რას ვუწოდებ მეშვეობით აზროვნებას?
სსრკ-ში ერთი წესი არსებობდა (დღესაც არსებობს, ოღონდ თანდათანობით ქრება): წიგნები ორ ნაწილად იყოფოდა _ სასურველად და არასასურველად. სასურველად ის წიგნები იყო მიჩნეული, რომელიც სოციალიზმს უკმევდა გუნდრუკს, ხოლო არასასურველის სიაში ისინი იყვნენ მოხვედრილი, რომელნიც სოციალიზმს აკრიტიკებდნენ ან ავის მოსურნედ ეჩვენებოდათ. ზოგჯერ აუცილებელი ხდებოდა არასასურველი წიგნების გამო საზოგადოებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. რა თქმა უნდა, არასასურველი წიგნის წაკითხვა საბჭოელ მკითხველს ეკრძალებოდა. აი, ამ დროს ასპარეზზე გამოდიოდა სანდო საბჭოელი სწავლული. იგი მკითხველ საზოგადოებას მოუყვებოდა, რა წერია არასასურველ წიგნში. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი. ცხადია, სანდო სწავლული არასასურველ წიგნს კი არ აცნობდა მკითხველს, არამედ აძაგებდა მას და ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. მკითხველმა წიგნის არსებობა იცოდა, მაგრამ შიგ რა ეწერა, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. სანდო სწავლულის ინსინუაცებით ჰქონდა თავი გამოტენილი. ასე ჩამოყალიბდა ფორმულა: არასასურველი წიგნი → სანდო სწავლული → მკითხველთა საზოგადოება. ამას ვეძახი მეშვეობით აზროვნებას. არა უშუალო კონტაქტი წიგნთან, არამედ სანდო სწავლულის მეოხებით აზროვნებით იწერებოდა დისერტაციები, მონოგრაფიები, ნარკვევები. ამგვარი დისერტაციების, მონოგრაფიების, ნარკვევების ავტორებმა არაფერი იცოდნენ რა ეწერა არასასურველ წიგნში (თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი), მაგრმა რიხიანად იმეორებდნენ სანდო სწავლულის «აზრებს». თავი ისე ეჭირათ, თითქოს ზედმიწევნით ჰქონდათ შესწავლილი ის წიგნები, რომლებზეც ურცხვად მსჯელობდნენ. ასე იჩეკებოდნენ სუტ-მეცნიერები, ვრცელდებოდა ცრუ ცოდნა და კნინდებოდა აზროვნების უნარი.
თუ გვინდა ნამდვილი ცოდნა შევიძინოგთ, საღი აზროვნების უნარი შევინარჩუნოთ, დაუძინებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ მეშვეობით აზროვნებას. კონტაქტი უნდა იყოს უშუალო: წიგნი და მკითხველი.
მიხ. წერეთლის «ერი და კაცობრიობაც» არასასურველი წიგნების რიგს ეკუთვნოდა. თუ მასზე რაიმეს გაიგონებდი, ისევ მეშვეობით აზროვნების გზით. ახლა დადგა დრო და მკითხველს შეუძლია უშუალოდ გაეცნოს მას. სხვათა დაუხმარებლად შეაფასოს და განსაჯოს.
ამ წიგნის ბედიც ისეთივე იქნება, როგორიც ყველა სხვა წიგნის: ზოგს მოეწონება და ზოგს _ არა. ღმერთმა ნუ ჰქნას კაცობრიობას ერთი თავი ებას და ერთი აზრი ჰქონდეს. ეს უთვალავფერიანი ქვეყანა იმით არის მიმზიდველი, რომ ნაირნაირი თავია, ნაირნაირი აზრია და მათ ჭიდილში ილევა და ქრება ადამიანის ხანმოკლე მიწიერი ცხოვრება.

1990 წ.

http://burusi.wordpress.com/2009/07/05/bakradze/

აკაკი ბაქრაძე – მთავარია დავიბრუნოთ ღირსება

ერთხელ რევაზ გაბაშვილის მოგონებებში _ «რაც მახსოვს» _ დაუჯერებელი რამ წავიკითხე. ეს მაშინ მომხდარა, როცა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს ტერიტორია, ქართველთა უკითხავად, თურქეთს დაუთმო. ვითარების მოსაწესრიგებლად ტრაპიზონის კონფერენციაც გაიმართა. მაგრამ იგი ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებითა და ტრაპიზონის კონფერენციის მარცხით გათამამებული თურქეთის არმია ბათუმსაც დაპყრობით დაემუქრა. ქართველ პოლიტიკოსებს თავგზა აერიათ. თავწაჭრილი ქათამივით ფართხალებდნენ. აქეთ-იქით აწყდებოდნენ საშველის ძებნაში. მაშინ გენერალი ვასილ გაბაშვილი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გამოცდილი და გამობრძმედილი მეომარი, მისულა ქართველ პოლიტიკოსებთან და უთქვამს _ ბათუმის ციხესიმაგრეს ისე ვიცნობ, როგორც ჩემს ხუთ თითს. მომეცით სამი ათასი ჯარისკაცი და სიტყვას გაძლევთ, თურექთის ჯარი კი არა, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო საზღვარზე.
ევგენი გეგეჭკორი, დემოკრატიული საქართველოს მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, საშინლად აღშფოთებულა, ეს სიტყვები რომ გაუგონია.
«_ რას ბრძანებთ, ბატონო გენერალო, თქვენი თავი საშუალო საუკუნეებში ხომ არა გგონიათ, _ ზარბაზნებსა და ციხეებზე გველაპარაკებით? ან სადა გვყავს ჯარი?! ბათუმში ჯარი კი არ უნდა წავიყვანოთ, არამედ ხალხი. იქ საპროტესტო მიტინგები გავმართოთ და, როცა ოსმალები დაინახავენ, რომ მთელი ქართველი დემოკრატია წინააღმდეგია მათი, _ დღეს დემოკრატიის ხანაა და ოსმალეთის დემოკრატიაც ჩვენი ძმები არიან, _ ისინი ვერასოდეს ვერ გაბედავენ ბათუმში შესვლას» («დაბრუნება», ტ.3, 1992 წ., გვ.199).
ჯარის მაგიერ მიტინგები. თავდაპირველად გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამგვარი სიბრიყვე შეიძლებოდა ეთქვა პოლიტიკოსს. ვიფიქრე: რევაზ გაბაშვილს, პარტიულობით ეროვნულ-დემოკრატს, სძულდა სოციალ-დემოკრატები და ამას მათი სახელის გასატეხად ამბობს-მეთქი. მაგრამ მერე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ რევაზ გაბაშვილი იოტის ოდენადაც არ აჭარბებდა. ჯარის მაგიერ მიტინგები _ ქართული პოლიტიკის «აღმოჩენა» და «თავისებურება» ყოფილა.
მიუნხენში «ბაიერიშეს ჰაუპშტაატსარხივში» (ბავარიის სახელმწიფო მთავარი არქივი) ინახება არტილერიის გენერლის ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის მოგონებანი _ «ჩემი მისია კავკასიაში». იგი 1918 წელს საქართველოში, კერძოდ, და, საერთოდ, კავკასიაში გერმანიის სამხედრო მისიას ხელმძღვანელობდა. გერმანელი გენერალი ადასტურებს: მართლაც არ სურდათ, თურმე 1918-21 წლებში საქართველოს სოციალ-დემოკრატ ხელმძღვანელებს არმიის შექმნა. მტრებს მიტინგებითაც იოლად გავუსწორდებითო, _ ამტკიცებდნენ. ქართველი პოლიტიკოსების «სიბრძნით» გაოგნებულა გერმანელი და უფიქრია: ეს უბედური ქვეყანა შეშლილებს ჩავარდნიაო ხელში.
მათი მმართველობის შედეგიც ბუნებრივია: საქართველომ, რომელსაც ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავდა, ერც შეძლო თავდაცვა. ბოლშევიკ-კომუნისტურმა რუსეთმა ადვილად მოახერხა მისი ისევ დაპყრობა. მას მერე 80 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ არმიის შექმნისადმი დამოკიდებულება საქართველოში არსებითად არ შეცვლილა. ისეთ სასხვათაშორისოდ კეთდება ეს საქმე. ისევ მიტინგებით ფიქრობენ ომის მოგებას. ისეთ «ხალხთა ძმობის» ზღაპრების მოყოლა გრძელდება. ამგვარ საქმიანობას, როგორც წესი, ყოველთვის საქართველოს საბედისწერო დამარცხება მოაქვს.
დღესაც დამარცხებულია საქართველო. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი მტერს აქვს დაპყრობილი. ამ ტერიტორიის დაბრუნების იმედის ნაპერწკალიც კი არსად ჩანს. დაბრუნება კი არადა, თუ ჩვენ ისეთი არმია ვერ შევქმენით როგორიც ისრაელს ჰყავს შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რაშიც მე-18 საუკუნის ბოლოს იყო, როცა ქართულმა სახელმწიფომ რუსეთის კალთაში დალია სული. გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? «მე გშობე, მევე უნდა მოგკლა». რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა (სამწუხაროდ, უმეცრების გამო ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც იმეორებს ამას თუთიყუშივით). იმას კი რუსებიც მალავენ და ქართველებიც, რომ რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, არამედ იმპერიის საზღვრებს აფართოებდა. ამას უტყუარად ადასტურებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე-19 საუკუნეში რუსეთი ატარებდა საქართველოში. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხის სულიერი, ეთნიკური და რელიგიური დაშლა ერქვა სახელად. იგი მეტად ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამის დასაბუთებით თავს არ შეგაწყენთ. ვისაც მართლა აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი, იმან ეს კარგად იცის. მარტო იმას გაგახსენებთ, როგორ ხდებოდა მე-19 საუკუნეში საქართველოში და თბილისის მოსახლეობის აღწერა. აღწერილია ასე _ ქართველები, იმერლები, ხევსურები, ფშავლები, გურულები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ. ამის ნიმუშებს ნებისმიერ სტატისტიკურ ცნობარში იპოვნით. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაშიც კი. როგორ ფიქრობთ, _ რუსმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ, რომ აქ ჩამოთვლილი ტომები ერთიან ქართველ ხალხს შეადგენდნენ? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჭირდებოდა ქართული ეროვნული სხეულის დაშლა და შლიდნენ. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროსაც. ამის შედეგია ერთი ციცქნა საქართველოში ავტონომიები. ქართული მიწა-წყლის გადაცემა სხვისათვის.
ასე, რომ «მეგობარი» რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს. ხომ ხედავთ: სულს ღაფავს და იმაზე ოცნებობს რუსეთ-ბელორუსიის კავშირს იუგოსლავიაც შეუერთოს.
ამ ვითარებაში გამოუსწორებელი შეცდომაა ქართული არმიის შექმნის მცდელობა რუსული ან საბჭოთა არმიის მოდელის მიხედვით. გასაგებია: საბჭოთა არმიის ქართველი გენერლები და ოფიცრები სხვანაირ ჯარს ვერ ჩამოაყალიბებენ. მათ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ის, რასაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდნენ. სხვანაირი გახდი და სხვანაირად იაზროვნეო. მათ ვერც მოსთხოვ. ამგვარი სახეცვლილება ადამიანს არ ძალუძს (ყველა ხომ არ არის ისეთი ნიჭიერი, რომ მთელი სიცოცხლე მამალი ათეისტი იყოს და ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად, ღრმად მორწმუნე თეისტი გახდეს!). სრულებითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ყოფილი საბჭოთა არმიის ქართველ ოფიცრებსა და გენერლებს საქართველოსათვის სიკეთე უნდათ. მაგრამ მათ ეს სიკეთე ისე ესმით, როგორც შთააგონეს და ასწავლეს. ეს ცოდნა და შთაგონება კი დღევანდელ საქართველოს არ გამოადგება. საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას. ეს მიზანი და ამოცანა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მიზანი და ამოცანაა, რომელსაც არ სურს სხვისი დამონება და არც ის უნდა, რომ თავად იყოს სხვისი ყურმოჭრილი ყმა. არმიაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეით უნდა აღიზარდოს. ამას პროპაგანდისტთა კარგად მომზადებული რაზმი სჭირდება. იგი კი არსად ჩანს.
კარგად მოგეხსენებათ: როცა ბოლშევიკ-კომუნისტები წითელ არმიას აყალიბებდნენ, როგორც სპეციალისტებს, მეფის არმიის ოფიცრებს იყენებდნენ, მაგრამ მათ გვერდით აუცილებლად იდგა ბოლშევიკი კომისარი. ეს არ იყო შემთხვევითი. პროფესიული ცოდნა შეიძლებოდა მიეცა მეფის არმიის ოფიცერს, მაგრამ იდეა _ რას ემსახურებოდა წითელი არმია, რისთვის უნდა ებრძოლა _ ამას კი მხოლოდ ბოლშევიკი კომისრები ასწავლიდნენ. ჯარისკაცმა არა მარტო იარაღის კარგად ხმარება უნდა იცოდეს, არამედ ისიც (შეიძლება უფრო მეტადაც) _ რას ემსახურება და რისთვის იბრძვის. რისთვის უნდა დაღვაროს როგორც საკუთარი, ისე სხვისი სისხლი.
ამ იდეას დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მომავალ არმიას ის ადამიანები ვერ შთააგონებენ, რომელთაც ძლევამოსილი საბჭოთა არმიის ნოსტალგია აწამებთ. ამას სრულიად სხვანაირი და სხვაგვარი ცნობიერების ადამიანები სჭირდება. ისეთი, ვისაც შეუძლია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა დანერგოს არმიაში. საქართველოს ღირსების იდეა დაამკვიდროს. საუბედუროდ და სავალალოდ, დღეს საქართველო უღირსებო ქვეყანაა, შერცხვენილი და თავლაფდასხმული. ქვეყანა ომს რომ წააგებს, ღირსებასაც კარგავს, ამას ყველაზე მეტად არმია უნდა განიცდიდეს, რადგან იგია ქვეყნის ღირსების დარაჯი, დამცველი და ქომაგი. მაგრამ არმიამ რომ ქვეყნის ღირსების დამცველის როლი შეასრულოს, აუცილებელია ერი და ბერი მას პატივს სცემდეს, უყვარდეს, აფასებდეს, უფრთხილდებოდეს და ზრუნავდეს. რად უნდა იმას მტკიცება და საბუთი, რასაც ბრმაც კი ხედავს: დღეს ქართველი ხალხი ასე არ იქცევა. პირიქით: ყოველგვარად ცდილობს გაექცეს სამხედრო სამსახურს. თავი აარიდოს მას. სხვაგვარად ის ერი ვერ მოიქცევა, რომელიც ფიქრობს _ ჯარი არ გვჭირდება. მტერს მიტინგებით დავამარცხებთო. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის მთელი ისტორია ბრძოლა და ომია საკუთარი ღირსების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ამგვარი ვითარების შექმნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არა მარტო ტერიტორიულად დაიშალა, არამედ ცნობიერადაც? ვაი, რომ ნიშნავს. ამიტომ ქართული არმიის შესაქმნელად ბრძოლა-საქმიანობა არა მარტო ჯარის შექმნისათვის ბრძოლა-საქმიანობაა, არამედ ერთიანი ეროვნული ცნობიერების აღდგენისათვის ბრძოლა-საქმიანობაც. ეს უმთავრესი და უპირველესი პრობლემაა. პრობლემაა მთელი ხალხის, მთელი ერის და არა ამა თუ იმ პიროვნების ცალცალკე. თუ ამას ქართველი ხალხი ვერ გაიცნობიერებს, მაშინ იგი ვერც იმ ღირსებას დაიბრუნებს, რომელიც სამარცხვინოდ დაკარგა და ვერც ღირსეულ ბრძოლისუნარიან არმიას შექმნის.

1998 წ., 22. IV.

http://burusi.wordpress.com/2009/07/06/akaki-girsea/