კორნელი კეკელიძე: ღვთისმსახურება და სამღვდელოება

მოხსნება, წაკითხული 1917 წლის საეკლესიო კრებაზე

საქართველოს ეკლესიას, როგორც წევრს აღმოსავლეთის მართლმადიდებლობითი ეკლესიისას, აქვს მეტად რთული და ვრცელი რიტუალი, ე.ი. ღვთისმსახურების წესრიგი. ჩვენი ღვთისმსახურება იმდენად ვრცელია, რომ ძნელად თუ ვინმე მოიპოვება ისეთი, რომელმაც შესძლოს ტიბიკოსებური ლოცვა ბოლომდის მოისმინოს.

დღევანდელი ტიბიკონი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ღვთისმსახურებას არის სამონასტრო. ის დანიშნულია ბერ-მონაზონთათვის, რომელნიც სულ სხვა პირობებში იმყოფებიან, ვიდრე ყოველდღიურ ჭირ-ვარამში გართული და ათასგვარ ზრუნვით შეპყრობილი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ტიბიკონისებური ღვთისმსახურება მონასტრებშიაც კი არ სრულდება დღეს, მხოლოდ ძველს ათონზე სცდილობენ ბერები იმის სისრულით დაცვას და აღსრულებას, და იქ ღამისთევითი ლოცვა, მაგალითად, ღამისთევაა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. თუ მონასტრებშიაც კი ვერ ახერხებენ ტიბიკონის შესრულებას, განა შესაძლოა ის ასრულდეს სოფლად? ცხადია რომ არა და ეს გარემოება მორწმუნე ადამიანს უკარგავს სულის სიმშვიდეს, ვინაიდგან იმას ჰგონია, რომ რაღაცა დანაშაულობას სჩადის, როდესაც ბოლომდის ვერ ისმენს ღვთისმსახურებას, ან ისე ვერ ისმენს, როგორც ჯერ არს. ამისათვის საჭიროა ღვთისმსახურება შემოკლდეს და განმარტივდეს ისე, როგორც ეს შეეფერება დღევანდელ პირობებში მყოფ მორწმუნე ადამიანის ცხოვრებას.

საკითხავია, რამდენად გვაქვს ჩვენ ასეთი განმარტივებისა და შემოკლების უფლება. ვინც ჩვენი ეკლესიის რიტუალის ისტორიას გასცნობია, მან იცის, რომ თვთისმსახურება მეტად ცვალებადია. მოციქულებიდან მოყოლებული, ის დროთა განმავლობაში თანდათან იცვლებოდა, ვიდრე დღევანდელი სახე არ მიიღო. ჩვენ რომ შევადაროთ, მაგალითად, უძველესი დროის და ახლანდელი კურთხევანი, დავინახავთ, რომ ის წესები, რომელთა შესრულებას ეხლა საათობით სჭირია დრო, ძველს რედაქიცებში განისაზღვრება მხოლოდ რამოდენიმე ლოცვით. ავიღოთ თვით წირვის წესი: იმისი მოციქულთა დროინდელი უცვლელი დედაფუძე არის ეგრედწოდებული „საევქარისტიო კანონი“, დანარჩენი ნაწილი კი ცვალებადია. ჩვენ ვიცით, რომ იაკობ მოციქულის ჟამისწირვა, მეტად გრძელი და ვრცელი, შეამოკლა ბასილი დიდმა, ხოლო ამ უკანასკნელის – იოანე ოქროპირმა. აქედან ნათლად სჩანს, რომ პრინციპი ცვალებადობისა ჩვენი ეკლესიისთვის უცხო არ არის. ეს რომ ასე არ იყოს, ისტორიაში ხომ ადგილი არ ექნებოდათ წმ. საფლავისა, სპონდიელთა მონასტრისა, სოფია წმინდისა, სტოდიელთა მონასტრის, მთაწმიდელთა და საბაწმიდის ტიბიკონებს, რომელნიც თავიანთ ელფერს აძლევდნენ ღვთისმსახურებას, შესაფერ წესებს თხზავდნენ და თავისბურად აყალიბებდნენ საეკლესიო წიგნებს.

როდესაც ლაპარაკია ღვთისმსახურების და საზოგადოთ ტიბიკონის განმარტივებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღვანდელი ტიბიკონი სრულიად მოსპობილ იქმნეს. ის შიძლება დარჩეს იმათთვის, ვისაც შეძლება აქვს უფრო სისრულით შეინახოს ის, სახელდობრ მონასტრებში. შეიძლება შენახულ იქმნეს ის აგრეთვე საკათედრო ტაძრებში, სადაც სამღვდელმთავრო ღვთიმსახურება სრულდება ხოლმე. რაც შეეხება სამრევლო ტაძრებს, აქ იგი შემოკლებულ უნდა იქმნეს. კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიას, ეგრედწოდებულ აია-სოფიას, სადაც პატრიარქი საზეიმო ღვთისმახურებას ასრულებდა ხოლმე, თავისი ტიბიკონი ჰქონდა, უფრო ვრცელი და რთული, ვიდრე სამრევლო ეკლესიებს. ეს უკანასკნელნი ზოგად მიღებულ ტიბიკონს სოფლის ცხოვრებას და მოთხოვნილებას უფარდებდნენ.

რასაკვირველია, რიტუალის განმარტივების საქმე მთავარმა საეკლესიო ორგანომ უნდა იკისროს; შეუძლებელია ის კერძო პირთა საწვალებლად გადაიქცეს. ამისთვის უთუოდ საჭიროა აღმოსავლურ ეკლესიათა თანამედროვე ლიტურღიული პრაქტიკის ცოდნა, ღვთისმსახურების ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით გაშუქება, იმისი არსებითი ნაწილების უმიშვნელოთგან გარჩევა. ერთი სიტყვით, აქ საჭიროა წმინდა სამეცნიერო ძიება. ერთადერთი კომპონენტი ორგანო, რომელმაც უნდა უხელმღვანელოს ამ საქმეს მეცნიერ-სპეცილიასტთა საგანგებო კომისიის საშუალებით, არის საკათალიკოზო საბჭო.

ერთი მთავარი საკითხთაგანია აგრეთვე, თუ რა ანბანით უნდა იბეჭდებოდეს საღვთისმსახურო წიგნები. ჩვენს ეკლესიაში თავიდანვე მიღებულია საღვთისმსახურო წიგნების საბეჭდად ეგრედწოდებული ხუცური ანბანი. ამას, რასაკივირველია, ისტორიული მიზეზი აქვს. პირვანდელი უძველესი ანბანი ქართული მწერლობისა, როგორც ეხლა დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს ქართულ პალეოგრაფიაში არის ხუცური, რომლიდანაც თაბდათანობით მხედრული განვითარდა. პირველად ხუცური ანბანით იწერებოდა არა თუ საღმრთო და საეკლესიო წიგნები, არამედ საერო ხასიათის ნაწარმოებნიც. მხედრულის გაბატონების შემდეგ ხუცური საეკლესიო ანბანად დარჩა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში უკვე საეკლესიო წიგნების წერაც იწყეს მხედრული ანბანით.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ხუცური დღეს ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა და მხედრულთან შედარებით უფრო ძნელი საკითხავია, უნდა ვაღიაროთ, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს საღვთისმახურო წიგნების ხუცურად ბეჭდვა და დროა ეკლესიაშიც მხედრული ანბანი შემოვიღოთ ხმარებაში. ბევრი მორწმუნე ქართველი იქნება ისეთი, რომელსაც საეკლესიო წიგნების წაკითხვა სწყურია, მაგრამ ხუცურის უცოდინრობა უშლის ხელს. რით უნდა დაუხშოთ მას კარი მაღალ პოეზიით და გრძნობით აღსავსე სალაროისა? უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარ მოვლენას ადგილი აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში და აგრეთვე რუსეთისაში, სადაც საეკლესიო წიგნები სლავური ანბანით იბეჭდება. სხვა ეკლესიებში კი, მაგალითად, საბერძნეთისაში, სომხებისაში, ყველგან ერთიდაიგივე ანბანი არის ხმარებაში.

საღვთისმსახურო წიგნების გამოცემის დროს უნდა მიექცეს აგრეთვე ყურადღება ზოგიერთ მეტად დაძველებულ ფრაზებისა და წინადადებათ განმარტივებას და თანამედროულად და უფრო გასაგებად გადმოკეთებას. თვით ლიტურღიის წესში ჩვენ ვხვდებით ისეთ ადგილებს, რომელთა გაგება მეტად ძნელია არამც თუ უბრალო მსმენელისათვის, არმედ ცოტად თუ ბევრად ძველს მწერლობაში დახელოვნებულისათვისაც. ავიღოთ, მაგალითად, „რომელი ქერუბინთას“ მეორე ნაწილი: „და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა ანგელოზთაებრ უხილავად. ძღვნის შემწირველთა. წესთათა, ალილუია“. ეს საქმეც, რასაკვირველია, იმავე საკათალიკოზო საბჭოს კომპეტენციას უნდა მიენდოს.

* * *

ერთ-ერთი მთავარი მორიგ საკითხთაგანია აგრეთვე ჩვენი სამღვდელოების ჩაცმულობა. სამღვდელოება თავისი განსაკუთრებული ტანისამოსით განსხვავებული და გამოთიშულია დღეს თავსი სამწყსოისგან. სამღვდელოების ეს ჩაცმულობა ანაფორა/კაბები, გამომუშავდა განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიაში, უფრო კი რუსეთში, სადაც თითქმის ყველა წოდებას და ყოველგვარ პროფესიას თავისი ფორმა ჰქონდა მიჩემებული. დასაველთ ევროპაში ეს ასე არ არის. იქ არამცთუ ადგილობრივი მღვდელსახურნი, არამედ მართლმადიდებლი სამღდელოებაც ჩვეულებრივს საერო ტანისამოსს ატარებს ხოლმე.

აქ საჭირო არაა შეჩერება იმაზე, თუ რა უხერხულობას შეიცავს სამღვდელოების გამოთიშვა მორწმუნეთა კრებულისაგან ამ განსკაუთრებული ტანისამოსით. ეს ყვალასათვის ცხადი უნდა იყვეს. აქ შევჩერდებით მხოლოდ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა სამღვდელო პირებმა გარეშე საღთიმსახურო ადგილისა ჩაიცვან ჩვეულებრივი საერო ტანისიმოსი, ყოველი მოქალაქე რომ ატარებს. თუ იტორიულად შევეხებით ჩენ ამ საკითხს, დავინახავთ, რომ განსაკუთრებული ტანისამოსი სამღვდელო პირთათვის შემდეგი დროის ნაყოფია, თავდაპირველად მღვდლები ტანისამოსით და გარეგნობით სრულიადაც არ განირჩეოდნენ თავიანთი სამწყსოსაგან, ისინი ისეთსავე ტანისამოსს ატარებდნენ, რასაც სხვები. საისტორიო და საარქეოლოგიო კვლევა-ძიება ამ საკითხზე შემდეგ პასუხს იძლევა. თავდაპირველად სამღვდელოება ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს, და ეკლესიის გარეშე, სახლში ერთსა და იმავე ტანისამოსს ატარებდა. ეს ტანისამოსი კი არაფრით არ განირჩეოდა იმ ტანისამოსისგან, რომელიც ეცვათ საერო პირთ ძველს რომსა და საბერძნეთში. ძველი რომაელები ატარებდნენ გრძელსა და სრულ ტანისამოსს, რომელსაც ერქვა ტუნიკა ანუ ხიტონი, ბერძნულად სტიქარონი, პალიუმი, ანუ იმატიონი, გინა თუ პენულა, ბერძნული გამოთქმით, ფელონიონ. პირველი ამათგანი არის პროტოტიპი ჩვენი დროის სტიქარისა, მეორე კი ფილონისა. ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით გინგილას (მღვდლის გინგილას ოლარი ჰქვია), რომში ცნობილი იყო ორარის სახელით და წარმოადგენდა გრძელსა და ფართო ხელის ლენტს, რომელსაც ბეჭზე ატარებდნენ პირისა და სახის მოსაწმედად. პირველი ექვსი საუკუნის განმავლობაში სამღვდელოებაც იმავე ტანისამოსს ჰხმარობდა ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეშეც. ასე რომ, ტანისამოსით ის არ განირჩეოდა საეროთაგან.

მეშვიდე საუკუნიდან კი საქმე შეიცვალა.

მეექვსე საუკუნეში რომში ფეხი მოიკიდა გერმანულმა კულტურამ, რომელმაც თან მოიტანა მოკლე გერმანული სამხედრო ტანისამოსი. ვინაიდან ეს ტანისამოსი უფრო ადვილი სახმარებელი იყო და თან ხელმისაწვდენიც, მასამ ადვილად და ძალიან მალე გადაიღო ის, სამღვდელოებამ კი, როგორც უფრო კონსერვატიულმა ელემენტმა, ამ ახალს, ბარბაროსულ ტანისამოსს ზურგი აქცია და ისევ ძველებური გრძელი და სრული ტანისამოსი შეინარჩუნა. ამნაირად, მეშვიდე საუკუნიდან თავი იჩინა განსხვავებამ სამღვდელო და საერო ტანისამოსს შორის.

მეცხრე საუკუნემდე სამღვდელოება ღვთისმსახურების დროს და შინაურ ცხოვრებაში ერთსა და იმავე ტანისამოსს ატარებდა. მეცხრე საუკუნიდან საეკლესიო ცხოვრებამ აღმოსავლეთში, საბრძნეთში, სპეციფიური ორთოდოქსალური ელფერი მიიღო და ამ მოვლენამ თავისი ბეჭედი სამღვდელო ტანისამოსსაც დაასვა. საბერძნეთში ამ დროიდან ხმარებაში შემოდის გრძელი, ჩვენებური ახალუხის მსგავსი, ტანისამოსი, რომელსაც კაბადიონს უწოდებდნენ. ამ კაბადიონს იცვამდენ როგორც საერონი, ისე სამღვდელონი ეკლესიის გარე, ოჯახურს ცხოვრებაში, ეკლესიაში კი, ღვთისმსახურების დროს, ძველებურ რომაულ გრძელსა და სრულს ზემოთნახსენებს ტანისამოსს ჰხმარობდნენ.

ამნაირად მეცხრე საუკუნიდან თავი იჩინა განსხვავებამ სამღვდელოთა საღვთისმსახურო და საოჯახო ტანისამოსში. კაბადიონი, რომელსაც სამღვდელოება იცვამდა, გადმოღებულ იქნა ჩვენშიაც და შეიქნა ჩვენებურ სამღვდელო პირთა აბის პროტოტიპად. რაც შეეხება ანაფორას, ეს გარეგანი ფორმით იგივე კაბაა, მხოლოდ მის ზევით ჩასაცმელი; ეს თვითონ სახელწოდებიდანაც სჩანს: ანაფორა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ზემოდან სატარებელს.

ჩვენში რომ სამღვდელოება ტანისამოსით საეროთაგან არ განირჩეოდა, ეს იქიდანაც სჩანს, რომ ჩვენებური ჩოხა-ახალუხი წარმოადგენს განვითარებას ბერძნული კაბადიონისას, რომელიც, როგორც აღნიშნული იყო, სამღვდელო პირთა ტანისამოსად იქცა. ჩვენში მართლაც ხშირად სამღვდელო ტანისამოსს ჩოხას ეძახდნენ. ეს იქიდანაც სჩანს, რომ ბერების ტანისამოსს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სამღვდელო პირთა ტანისამოსისაგან, არამცთუ ძველად, ეხლაც ხშირად ეძახიან ჩოხას.

ამნიარად, როგორც რომსა და საბერძნეთში, ისე საქართველოშიც სამღვდელო ტანისამოსი არაფრით არ განსხვავდებოდა საერო ტანისამოსისაგან. თუ ეს ასე იყო ყოველგან ძველად, არც ახლა იქნება რაიმე განსაკუთრებული, სამღვდელოებამ რომ იგივე ტანისამოსი ატაროს, რაც საზოგადო ხმარებაშია.

გარდა ტანისამოსისა, სამღვდელოება განირჩევა საეროთაგან გრძელი თმებით. ვერც ისტორიაში, ვერც საეკლესიო კანონებში ჩვენ ვერ ვოპივნით გრძელი თმების ტარების გასამართლებელ საბუთებს, პირიქით, აქ ყველგან აკრძალულია გრძელი თმების ტარება. ქრისტეანობის პირველ ხანაში, მოციქულობის დროს, გრძელი თმების ქონა დიდ სირცხვილად იყო მიჩნეული. მოციქული პავლე ამბობს: „მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმა გრძელად, უშუება არს მისა“ (1 კორ. 11,14). იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი ნეტარი იერონიმე, თეოდორე სტუდიელი და სხვები ერთხმად აღუკრძალავენ სამღვდელო პირთ, თითონ ბერებსაც კი, გრეძლი თმების ტარებას, ვინაიდან გრძელი თმების ტარება წარმართებს სჩევიათო. მოციქულთა დადგენილებანი აგრეთვე აღუკრძალავენ გრძელ თმების დაყენებას, რასაც ისინი მეძავთა და მემრუშეთა თვისებად სთვლიან. მეშვიდე საუკუნეში არამც თუ გრძელს თმებს არ იყენებდნენ, პირიქით, ჩვეულებაში შემოვიდა თავის კეფაზე მრგვლივ თმების გამოპარსვა. ასეთი პრაქტიკის მომაგონებელია ეხლა მღვდელმთავრების მიერ წიგნის მკითხველად კურთხევადის აღკვეცა. მეექვსე მსოფლიო კრების 21-ე და 42-ე კანონი მოითხოვს მღვდლებისა და ბერებისაგან, რომ იმათ თმები აღიკვეცონ, თუ მღვდლად და ბერად დარჩენა უნდათ. ამასვე მოწმობენ პატრიარქი გერმანე (მე-8 საუკუნე), პატრიარქი პეტრე ანტიოქიელი (მე-11 ს.), ვალსამონი (მე-12 ს.). სვიმეონ სოლუნელი ((მე-15 ს.) და ეგრედწოდებული პიდალიონი (კანონთა განმარტებანი), რომელიც 1800 წელს გამოიცა საბერძნეთში.

ამდენად, გრძელი თმების ტარება ძველად არამცთუ სავალდებულო არაა, პირიქით, როგორც დავინახეთ. აკრძალულიც კი არის. მაშასადამე, ეხლაც სავალდებულო არ უნდა იყოს სამღვდელო პირთათვის გრძელი თმების დაყენება. თვით მათ სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორ თმებს ატარებენ ისინი: გრძელსა თუ მოკლეს, შეკრეჭილს.

დებულებანი:

1. საჭიროა ჩვენი ღვთისმსახურება განმარტივდეს, ცხოვრებას დაუახლოვდეს და. შეძლებისდაგვარად, შინაარსით და ფრაზეოლოგიით საშუალო მლოცველ-მორწმუნეთათვის გასაგები იყოს. ამის მოსაგვარებლად საკათალიკოზო საბჭოსთან უნდა დაარსდეს განსაკუთრებული საღვთისმსახურო კომისია.

2. საღვთო და საეკლესიო წიგნების საბეჭდავად უნდა შემოღებულ იქმნეს მხედრული ანბანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს წიგნები ფართო მასისათვის უფრო ხელმისაწვდენი იქნება.

3. კრებულის წევრთათვის სავალდებულო არ უნდა იყოს ეკლესიის გარეშე ანაფორის ტარება: სურვილისამებრ მათ შეუძლიათ საერო ტანისამოსი ატარონ.

4. მათთვის არც გრძელი თმებისა და წვერის ტარება უნდა იყოს სავალდებულო, ესეც კერძო სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული.

 

Joseph Ratzinger: What Will the Church Look Like in 2000?

Professor Ratzinger’s radio addresses from 1969

The theologian is no soothsayer; nor is he a futurologist, who makes a calculation of the future based on the measurable factors of the present. His profession very largely withdraws from calculation. Only very slightly, therefore, might it become concerned with futurology, which itself is no soothsaying; rather, it ascertains what is calculable and has to leave the incalculable an open question. Because faith and the Church reach down into those depths from which creative newness, the unexpected and the unplanned, are constantly coming forth, their future remains hidden to us, even in an age futurology. When Pius XII died, who could have foreseen the Second Vatican Council or the postconciliar development? Or who would have dared to foretell the First Vatican Council when Pius VI, abducted by the troops of the young French Republic, died a prisoner in Valence in 1799? Three years earlier one of the directors of the Republic had written: “This old idol will be destroyed. This is what freedom and philosophy desire. . . . It is to be hoped that Pius VI will live two years longer to give philosophy time to complete its work and leave this lama of Europe without a successor.”1 Things were in such a bad way that funeral orations were delivered on the papacy, which people were forced to regard as extinguished forever.

Joseph Ratzinger,  professor at the University of Regensburg, September 14, 1965

Joseph Ratzinger, professor at the University of Regensburg, September 14, 1965

Let us, therefore, be cautious in our prognostications. What Saint Augustine said is still true: Man is an abyss; what will rise out of these depths, no one can see in advance. And whoever believes that the Church is not only determined by the abyss that is man, but reaches down into the greater, infinite abyss that is God will be the first to hesitate with his predictions, for this naive desire to know for sure could only be the announcement of his own historical ineptitude. Does the title of this chapter have any meaning in that case? It has, provided we bear our limitations well in mind. It is precisely in times of vehement historical upheaval, when all the past seems to dissolve and completely new things seem to emerge, that men need to reflect upon history, which enables them to see the unreal exaggeration the moment in the right perspective and integrates them again into a happening that never repeats itself but, on the other hand, never loses its unity and its context. You might say: “Have we heard correctly; reflection upon history? That means looking back into the past, and we were expecting a glimpse into the future.” You have heard correctly; but I maintain that reflection upon history, properly understood, embraces both looking back into the past and, with that as the starting point, reflecting on the possibilities and tasks of the future, which can only become clear if we survey a fairly long stretch of the road and do not naively shut ourselves up in the present. Looking back into the past does not yield a prediction of the future, but it limits our illusion complete uniqueness and shows us that while exactly the same did not happen before, something very similar did. The dissimilarity between then and now is the reason for the uncertainty of our statements and for the newness of our tasks; the similarity is the basis for orientation and correction.

The period in the past that bears the greatest resemblance to the present situation in the Church is, first, that of so-called Modernism about the turn of the century and, then, the end of the rococo period, which marked the decisive emergence of the modern period, with the Enlightenment and the French Revolution. The crisis of Modernism never really came to a head, but it was interrupted by the measure taken by Pius X and by the change in the intellectual situation after the First World War. The crisis of the present is but the long-deferred resumption of what began in those days. The analogy of the history of the Church and of theology in the period of the Enlightenment remains with us, therefore. Whoever looks more closely will be amazed at the extent of the similarity between then and now. Today the Enlightenment as a historical epoch does not enjoy a very high reputation; even those who resolutely follow the trail of the things of that period do not want to be known as the “Enlightened” but keep their distance from that category and gravitate to the simple rationalism of the period, insofar as they take the trouble to mention historical events at all. And here we find our first analogy in the resolute rejection of history, which is counted as no more than the storeroom of yesterday—of no use at all to the utterly new today. We find a triumphant certainty that it is no longer tradition but rationality that governs action; the key words are “rational”, “intelligible”, and so on. In all of these things, the Enlightenment is astonishingly like the present day. But perhaps even before mentioning these facts, which seem to me to be negative, one ought to take a look at the characteristic mixture of one-sidedness and positive beginnings that link the Enlightened of then and now and that cause the present to appear not so utterly new after all and not so exempt from all historical comparison.

The Enlightenment had its liturgical movement, the aim of which was to simplify the liturgy and restore it to its original basic structure. Excesses in the cult of relics and of saints were to be removed, and, above all, the vernacular, with congregational singing and participation, was to be introduced. The Enlightenment witnessed also an episcopal movement that wanted to stress the importance of the bishops over against the one-sided centralization of Rome. This movement had democratic elements, as when Wessenberg, the vicar general of Constance, demanded the setting up of provincial synods. Reading his works, one imagines one is reading a progressive of the year 1969. The abolition of celibacy was demanded; the sacraments were to be administered only in the vernacular; and no promises were to be required concerning the religious education the children a mixed marriage, and so on. That Wessenberg wanted to see regular preaching, a raising the standard of religious education, and encouragement of biblical studies proves once again that these men were by no means moved merely by a reckless rationalism. Nonetheless, we are left with the impression of an ambivalent figure, because in the last analysis, only the garden shears of constructive reason are at work, capable of producing many good things, but insufficient if they are the only tool at our disposal.2 We receive the same impression of ambivalence when we read the proceedings of the synod of Pistoia, a council attended during the Enlightenment by 234 bishops in 1786 in northern Italy. This synod tried to translate the reforming ideas of that period into realities in the Church, but it came to grief on the mixture of genuine reform with naive rationalism. Once again one thinks that one is reading a postconciliar book when one comes across the assertion that a spiritual ministry is not directly ordained by Christ but merely comes forth out of the life of the Church, which itself is uniformly priestly, or when one reads that a celebration of the Mass without Holy Communion makes no sense, or when the primacy of the papacy is described as purely functional, or, conversely, the divine right of the episcopal office is stressed.3 It is true that a great many of the propositions of Pistoia were condemned by Pius VI in 1794. The one-sidedness of this synod had discredited even its good ideas.

The most successful way to discover the embryo of the future in any particular epoch is to examine personalities and the signs of the times that they represent. Obviously, we can pick out only one or two characteristic personalities who embody the whole scope of the potential of that period and also manifest its astonishing analogy with the present. There were the extreme progressives, represented by, say, the melancholy figure of Gobel, the archbishop of Paris, who bravely went along with every step of progress in his own time. First he supported the idea of a constitutional national Church; then, when this was no longer enough, he abandoned his priesthood, declaring that since the happy outcome of the Revolution, no national religion was needed other than that of liberty and equality. He took part in the worship of the Goddess Reason in Notre Dame; but in the end, progress ran on ahead even of him. Under Robespierre, atheism was once again accounted a crime, and so the one-time bishop was led as an atheist to the guillotine and executed.4

In Germany the scene was quieter. We might mention Matthias Fingerlos, then the director of the Georgianum in Munich. In his book What Are Priests For? he explained that the priest ought primarily to be a teacher of the people, teaching them agriculture, animal husbandry, horticulture, the use lightning conductors, and also music and art. Today we express this by saying that the priest ought to be a social worker, helping to build up an intelligent society, purified of all irrationalism.5 Taking his place in the center—a moderate progressive, as it were—we would find Wessenberg, the vicar general of Constance, whom we have mentioned already and who certainly would not have agreed to the equation of faith with socialwork, but who, on the other hand, showed all too little liking for the organic, for the living thing, that fell outside the sheer constructions of reason. A totally different scale of values becomes evident when we encounter the somewhat later bishop of Ratisbon, Johann Michael Sailer. It is difficult to place him. The current categories of progressive and conservative do not fit him, as the external course of his life proves. In 1794, he lost his professorship at Dillingen on a charge of supporting the Enlightenment; as late as 1819, his nomination to the bishopric of Augsburg was turned down as a result, among other things, the opposition of Clemens Maria Hofbauer—later canonized—who saw Sailer still as a rationalist. On the other hand, in 1806, his pupil Zimmer was sent down from the university of Laudshut on a charge of being a reactionary. In Laudshut, Sailer and his circle were hated as opponents of the Enlightenment. The man whom Hofbauer regarded as a product of the Enlightenment was recognized by the true disciples of that movement as their most dangerous antagonist.6

They were right. This man and the wide circle of his friends and disciples started a movement that embodied far more the future than did the triumphantly overbearing arrogance the sheer rationalists. Sailer was a man whose mind was open to all the problems of his time. The musty Jesuit scholasticism of Dillingen, into whose system reality could no longer be fitted, was bound to seem to him quite inadequate. Kant, Jacobi, Schelling, and Pestalozzi were his partners in dialogue. For him, faith was not tied to a system of propositions and could not be maintained by a flight into the irrational. It could survive only by entering into open discussion with the present. But this same Sailer had a profound grasp of the great theological and mystical tradition of the Middle Ages, uncommon in his time, because he did not confine man within the present moment but knew that if he is to become fully aware of himself, he must open his eyes reverently to the whole riches his history. Above all, he was a man who not only thought but lived. If he was on the trail of a theology of the heart, that was not on account of cheap sentimentality but because he knew about the wholeness man, who fulfills the unity of his being as the interpenetration of spirit and body, of the hidden springs of the mind and the clear vision of the intellect. Antoine de Saint-Exupéry once said: “One can see properly only with the heart.” If we compare the lifeless progressivism of Matthias Fingerlos with the richness and depth of Sailer, the truth of this saying becomes strikingly obvious. Only with the heart can one see properly. Sailer was a visionary because he had a heart. He was able to give birth to something new, something that was big with the future, because he lived by what was enduring and because he placed himself, his whole life, at its disposal. This brings us to the real point at last: only he who gives himself creates the future. The man who simply tries to instruct, who wants to change others, remains unfruitful.

And now we come to the other man, who was an antagonist of both Sailer and of Wessenberg. This was Clemens Maria Hofbauer, the Bohemian baker’s apprentice who became a saint.7 It is true that in many respects this man was narrow-minded, even a bit of a reactionary; but he was a man who loved, who placed himself at the disposal of mankind with an unstinting and unflagging passion. On the one hand, his circle included men like Schlegel, Brentano, and Eichendorff; on the other hand, he unreservedly took up the cause of the poorest and most abandoned, seeking nothing for himself, ready to suffer any ignominy if thereby he could help someone. Thus men were able to rediscover God through him, just as he had discovered men through God and knew that they required more than instruction in agriculture and animal husbandry. In the end, the faith of this poor baker’s apprentice proved to be more humane and more reasonable than the academic rationality of the mere Rationalists. And so the thing that outlived the ruins the declining eighteenth century and was reborn as the future was something very different from that which Gobel or Fingerlos had suspected. It was a Church, reduced in size, diminished in social prestige, but a Church that had become fruitful from a new interior power, which released new formative and social forces, manifested both in great lay movements and in the founding of numerous religious congregations, all of which are very much part and parcel of the Church’s most recent history.

We have arrived, then, at the present day and find ourselves looking toward tomorrow. Today, likewise, the future of the Church can and will issue from those whose roots are deep and who live from the pure fullness of their faith. It will not issue from those who accommodate themselves merely to the passing moment or from those who merely criticize others and assume that they themselves are infallible measuring rods; nor will it issue from those who take the easier road, who sidestep the passion of faith, declaring false and obsolete, tyrannous and legalistic, all that makes demands upon men, that hurts them and compels them to sacrifice themselves. To put this more positively: the future of the Church, once again as always, will be reshaped by saints, by men, that is, whose minds probe deeper than the slogans of the day, who see more than others see, because their lives embrace a wider reality. Unselfishness, which makes men free, is attained only through the patience of small daily acts of self-denial. By this daily passion, which alone reveals to a man in how many ways he is enslaved by his own ego, by this daily passion and by it alone, a man’s eyes are slowly opened. He sees only to the extent that he has lived and suffered. If today we are scarcely able any longer to become aware of God, that is because we find it so easy to evade ourselves, to flee from the depths of our being by means of the narcotic of some pleasure or other. Thus our own interior depths remain closed to us. If it is true that a man can see only with his heart, then how blind we all are!8

How does all of this affect the problem we are examining? It means that the big talk of those who prophesy a Church without God and without faith is all empty chatter. We have no need of a Church that celebrates the cult of action in political prayers. It is utterly superfluous. Therefore, it will destroy itself. What will remain is the Church of Jesus Christ, the Church that believes in the God who has become man and promises us life beyond death. The kind of priest who is no more than a social worker can be replaced by the psychotherapist and other specialists; but the priest who is no specialist, who does not stand on the sidelines, watching the game, giving official advice, but in the name of God places himself at the disposal men, who is beside them in their sorrows, in their joys, in their hope and in their fear, such a priest will certainly be needed in the future.

Let us go a step farther. From the crisis of today the Church of tomorrow will emerge—a Church that has lost much. She will become small and will have to start afresh more or less from the beginning. She will no longer be able to inhabit many of the edifices she built in prosperity. As the number of her adherents diminishes, so will she lose many of her social privileges. In contrast to an earlier age, she will be seen much more as a voluntary society, entered only by free decision. As a small society, she will make much bigger demands on the initiative of her individual members. Undoubtedly she will discover new forms of ministry and will ordain to the priesthood approved Christians who pursue some profession. In many smaller congregations or in self-contained social groups, pastoral care will normally be provided in this fashion. Alongside this, the full-time ministry of the priesthood will be indispensable as formerly. But in all of the changes at which one might guess, the Church will find her essence afresh and with full conviction in that which was always at her center: faith in the triune God, in Jesus Christ, the Son of God made man, in the presence of the Spirit until the end of the world. In faith and prayer she will again recognize her true center and experience the sacraments again as the worship of God and not as a subject for liturgical scholarship.

The Church will be a more spiritual Church, not presuming upon a political mandate, flirting as little with the Left as with the Right. It will be hard going for the Church, for the process of crystalization and clarification will cost her much valuable energy. It will make her poor and cause her to become the Church of the meek. The process will be all the more arduous, for sectarian narrow-mindedness as well as pompous self-will will have to be shed. One may predict that all of this will take time. The process will be long and wearisome as was the road from the false progressivism of the eveof the French Revolution—when a bishop might be thought smart if he made fun of dogmas and even insinuated that the existence of God was by no means certain9—to the renewal of the nineteenth century. But when the trial this sifting is past, a great power will flow from a more spiritualized and simplified Church. Men in a totally planned world will find themselves unspeakably lonely. If they have completely lost sight of God, they will feel the whole horror of their poverty. Then they will discover the little flock of believers as something wholly new. They will discover it as a hope that is meant for them, an answer for which they have always been searching in secret.

And so it seems certain to me that the Church is facing very hard times. The real crisis has scarcely begun. We will have to count on terrific upheavals. But I am equally certain about what will remain at the end: not the Church of the political cult, which is dead already with Gobel, but the Church of faith. She may well no longer be the dominant social power to the extent that she was until recently; but she will enjoy a fresh blossoming and be seen as man’s home, where he will find life and hope beyond death.

1 Quoted by F. X. Seppelt and G. Schwaiger, Geschichte der Papste (Munich, 1964), pp. 367f. Cf. also the exposition in L. J. Rogier and G. de Bertier de Sauvigny, Geschichte der Kirche, vol. 4 (Einsiedeln, 1966), pp. 1771F. Summing up, G. de Bertier de Sauvigny says of the situation at the end of the Enlightenment: “In short, if Christianity still had any chance of survival at the beginning of the nineteenth century, this lay more on the side of the Churches of the Reformed tradition than on the side of the Catholic Church, which had been stricken in head and members” (p. 181).

2 Cf. the instructive article on Wessenberg by Archbishop C. Gröber in the first edition of LThK 10:835-39;LThK, 2nd ed., 10:1064ff (W. Müller). The publication of the works of Wessenberg has been taken in hand by K. Aland.

3 See the documentation in Denzinger-Schönmetzer, 2600-2700 esp. 2602, 2603, 2606, 2628. Cf. L. Willaert, “Synode von Pistoia”, in LThK, 2nd ed., 8:524f.

4 Cf. Rogier, Geschichte der Kirche, 4:133ff.

5 A. Schmid, Geschichte des Georgianums in München (Regensburg, 1894), pp. 228ff. Back to text.

6 On Sailer, cf. esp. I. Weilner, Gottselige Innigkeit: Die Grundhaltung der religiösen Seele nach J. M. Sailer (Regensburg, 1949); Weilner, “J. M. Sailer, Christliche Innerlichkeit”, in Grosse Gestalten christlicher Spiritualitat, ed. J. Sudbrack and J.Walsh, pp. 322-42.(Würzburg, 1969). On Zimmer, see the Tübingen dissertation by P. Schäfer, Philosophie und Theologie im Ühergang von der Aufklärung zur Romantik, dargestellt an P. B. Zimmer (Philosophy and Theology in the Transition Period between the Enlightenment and the Romantic Age in P. B. Zimmer) [published in 1971 as vol. 3 of the Studien zur Theologie und Geistesgeschichte des neunzehnten Jahrhunderts, by Vandenhoeck and Ruprecht, Göttingen].

7 Cf. H. Gollowitzer, “Drei Bäckerjungen”, Catholica 23 (1969): 147-53.

8 On this topic, cf. the magnificent exposition by H. de Lubac, “Holiness in Future” in The Church: Paradox and Mystery, trans. James R. Dunne (Alba House, 1969), pp. 122-27.Cf. De Lubac, “L‘Église dans la crise actuelle”, Nouvelle Revue théol. 91 (1969): 580-96, esp. pp. 592ff.

9 Cf. Rogier, Geschichte der Kirche, 4:121.

მერაბ მამარდაშვილი ერთმორწმუნე მტრის შესახებ

მერაბ მამარდაშვილი, 1990

მერაბ მამარდაშვილი, 1990

ქართულმა ხასითმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე.

უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა– ჩვენ დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან. ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: “უმცროსმა დამ (რუსეთის ეკლესია) თავისი უფროსი და (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავის ხელებში. იმიტომ რომ უფროსმა დამ აღარ იცოდა ვინ არის მტერი და ვინ არის ნათესავი.

ილია ჭავჭავაძე – მაჰმადიანთ გაქრისტიანება

შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო; მხოლოთ როცა მოინათლებიან, მაშინ შეიქნებიან ისინი ნამდვილ ჩვენ მოძმეებად, მხოლოთ მაშინ ქრისტიანობას შეუძლიან ამათი დამშვიდება და ჩვენთან მოთავსებაო.
ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ ახლად ქართულს ენაზე გამოცემული წიგნი მღვდლის სიმეონ ბეგიევისა, სახელად “პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილოთ ეფენდისთან”. მთელი ამ წიგნის აზრი არის, დაამტკიცოს, რომ ქრისტიანობას უპირატესობა აქვს მაჰმადიანობაზედაო, ჩვენი სახარება სჯობიან თქვენს ყორანსაო, ერთის სიტყვით, ვისაც სააქაოს კეთილი ცხოვრება ჰსურს და საიქაოს ცხონება, უნდა ქრისტიანი იყოსო და ამიტომ ჩვენებურ მაჰმადიანებს ურჩევს გაქრისტიანდითო. ავტორი პირდაპირ ასახელებს ინგილოებსა და ბათომის მხარის მაჰმადიან ქართველებს, – ამათთვის დავწერე ეს წიგნიო.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი უმაღლესი მთავრობა ამ აზრის არ არის. იმას კარგათ ესმის, ქადაგება, ლაპარაკი და ცდა, რომ მაჰმადიანი ქართველები გააქრისტიანონ, ვნების მეტს, არაფერ სიკეთეს არ მოიტანს.

ახლადდაპყრობილ საქართველოს ნაწილში უიმისოთაც გავრცელებულია ცრუ ხმა, რომ რუსები ძალათ გაქრისტიანებას გვიპირებენო, და ახლა რომ მართლა ჩვენ იქ ქრისტიანობის ქადაგება დავიწყოთ, ხელში სახარება მივაჩეჩოთ და ამ “პოლემიკურ საუბრის” მსგავსი წიგნები, ისინი, უეჭველია, დარწმუნდებიან, რომ რასაც ამბობდნენ, მართალი ყოფილაო, მართლა გაქრისტიანება ნდომებიათ ჩვენიო. და რა მოქმედება ექმნება ამგვარ ხმის გავარდნას მაჰმადიან ქართველებში, ამის გამოცნობას ბევრი ჭკუა და მახვილგონიერება არ ეჭირება; ჩვენ დარწმუნებული ვართ, პირველი შედეგი ამისი ის იქნება, რომ ვინც დარჩენილან ჯერ კიდევ თავის ქვეყანაში, ისინიც ოსმალეთისაკენ გარდაიხვეწებიან.

ვერ გაგვიგია, რად ზრუნავენ ეს ზოგიერთი პირები ასე ერთგულად, ასე წინდაუხედავათ, რომ ყველაზე პირველად სარწმუნოებას შეეხონ, რჯული გამოუცვალონ მაჰმადიანებს? იქნება ქრისტიანობა უფრო წინწამწევია კაცობრიობის ცხოვრებისა, უფრო ეთვისება ეხლანდელ განათლებულ დროის მოთხოვნილებასა და სწავლას. მაგრამ განა მარტო სარწმუნოებაზედ, რჯულზედ არის ახლანდელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული? განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერპთთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზედ დამდგარი და ცხოვრებაში ყოველმხრივ წარმატებული?

ჩვენი აზრი ეს არის, რომ ქადაგებას და ცდას ამგვარ შემთხვევაში არავითარი სიკეთის მოტანა არ შეუძლიან. გაქრისტიანებას კი არ უნდა ვცდილობდეთ ჩვენ ახლა ბათომის და სხვა მაზრების ქართველ მაჰმადიანებისა, არამედ, თუ გვინდა, რომ იმათი გული მოვიგოთ, თუ გვინდა, რომ იმათის მხრით თანაგრძნობა და სიყვარული დავიმსახუროთ, რომ კარგ, სასარგებლო რუსეთის ქვეშევრდომებად გავხადოთ, ყველაზე პირველად იმათ გაჭირვებული ეკონომიური მდგომარეობა უნდა გავაუმჯობესოთ, სიღარიბე შევამციროთ, უმერცება მოვსპოთ, სკოლები გავმართოთ, ძმური სიყვარული და შემწეობა აღმოვუჩინოთ ყოველ საქმეში, სწორ, ნამდვილ გზაზე დავაყენოთ ცხოვრებაში, კარგი მოსამართლე და ადმინისტრატორები დავუყენოთ და სხვ. და სხვ.

სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვისაც სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო.

ურიგო არ იქნება, რომ ამ ქრისტეს სიტყვებითა და ზემოხსენებულ მოსაზრებით იხელმძღვანელონ ყველა იმათ, ვისაც ბათომის მაზრის ქართველ მაჰმადიანებთან ექნებათ საქმე.

1880

ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი, ტომი XV: “ილიას ფონდი”: თბილისი, 2007, გვ. 167-169.

საბჭოთა ანტირელიგიური კანონები

დეკრეტი 21

სახელმწიფოდან ეკლესიის და ეკლესიიდან სკოლის გამოყოფის შესახებ:

1) სარწმუნოება კერძო საქმეა ყოველივე მოქალაქისა. ყოველ მოქალაქეს შეუძლიან აღიაროს ესა თუ ის სარწმუნოება, ან არ აღიაროს სრულებით არავითარი სარწმუნოება.

2) მიკუთვნება ამა თუ იმ სარწმუნოებისადმი არ ქმნის მოქალაქესათვის რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას.

3) ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან.

4) აკრძალულია გამოცემა ყოველგვარ ისეთ ადგილობრივ კანონებისა და დადგენილებათა, რომელთაც შეუძლიათ სინდისის თავისუფლების შევიწროება ან და შეზღუდვა. ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვა, დაკავშირებული ამა თუ იმ სარწმუნოების აღიარებასთან ან და საზოგადო სარწმუნოების უარყოფასთან. გაუქმებულია.

შენიშვნა. ყველა ოფიციალური აქტების შესრულების დროს ამა თუ იმ სარწმუნოებისადმი მიკუთვნების დასახელება უარყოფილია.

5) სახელმწიფოებრივ და სხვა საზოგადოებრივ უფლებრივ დაწესებულებათა მოქმედებას არავითარი რელიგიური წესების და ცერემონიების შესრულება თან არ ახლავს.

6) თავისუფალი შესრულება რელიგიური წესებისა უზრუნველყოფილია იმდენად, რამდენად ისინი არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ წარმოადგენენ მოქალაქეთა უფლებების შელახვის ცდას. ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს მიიღოს ასეთ შემთხვევაში სათანადო ზომები საზოგადოებრივ წესრიგის და მშვიდობიანობის უზრუნველსაყოფად.

7) არავის არ შეუძლიან თავისი რელიგიურ შეხედულებებზე დაყრდნობით მხარი აუხვიოს თავის მოქალაქობრივ მოვალეობათა შესრულებას. გამონაკლისი ერთი მოქალაქობრივი მოვალეობის მეორეთი შეცვლის პირობით დაშვება ყოველ კერძო შემთხვევაში სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

8) სარწმუნოებრივი ფიცი ისპობა, აუცილებელ შემთხვევაში უნდა დადებულ იქნას მხოლოდ საზეიმო აღთქმა.

9) მოქალაქობრივი ვითარების აქტები წარმოებულ უნდა იქნას მხოლოდ სამოქალაქო ხელისუფლების მიერ, სახელდობრ, მოქალაქეობრივ ვითარების აღნუსხვის განყოფილების საშუალებით.

10) სკოლა გამოყოფილია ეკლესიისაგან.

11) სარწმუნოებრივი საგნების სწავლება ყველა სახელმწიფო, საზოგადო და აგრეთვე კერძო სასწავლებლებში, სადაც გადიან საზოგადო განათლების საგნებს, დაშვებული არ არის. მოქალაქეთ შეუძლიანთ ასწავლონ და ისწავლონ სარწმუნოებრივი საგნები კერძოთ.

12) ყველა საეკლესიო და რელიგიური საზოგადოებები ემორ- ჩილებიან საერთო წესებს შესახებ კერძო საზოგადოებებისა და კავშირებისა და არ სარგებლობენ არავითარ უპირატესობით და სუბსიდიით არც სახელმწიფოსა და არც მისი ადგილობრივ ან სხვაგვარ ავტონომიურ და თვითმართველ დაწესებულებიდან.

13) არც იძულებითი გადასახადები საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებათა სასარგებლოდ, აგრეთვე არც ძალდატანებით ან დამსჯელი ზომები ამ საზოგადოებების მხრივ მათივე თანაწევრთა მიმართ არ შეიძლება დაშვებულ იქნას.

14) საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებებს არ აქვთ ნება კერძო საკუთრების ფლობისა, აგრეთვე იურიდიული პიროვნების უფლებასაც მოკლებული არიან.

15) საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებათა მთელი ქონება ცხადდება სახალხო საკუთრებათ.

შენობები და საგნები, რომელნიც დანიშნულნი არიან სპეციალურად საღვთისამსახურო მიზნებისათვის, უფასოდ ეძლევათ სახმარებლად სათანადო სარწმუნოებრივ საზოგადოებებს ცენტრალურ ან და ადგილობრივ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების განსაკუთრებული დადგენილებით.

ეკლესიის სახელმწიფოდან და სკოლის ეკლესიიდან გამოყოფის დეკრეტის შესახებ ინსტრუქცია სახალხო კომისარიატის მიერ გამოქვეყნებული იქნება ცალკე.

ს. ს. ს. რ. რევკომის თავმჯდომარის მოადგილემ ორახელაშვილი.

რევკომის მდივანი შ. გაბრიჩიძე.

1921 წ. აპრილის 15 დღესა.

ტფილისი-სასახლე.

სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილი

თავი III. სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორების წესის დარღვევა.

123. მოსატყუებელი მოქმედების ჩადენა ხალხში ცრუმორწმუნოების აღსაძრავად, აგრეთვე ამით რაიმე სარგებლობის მოსაპოვებლად გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ან ამავე ვადით იძულებით მუშაობას.

124. სწავლება მცირეწლოვანთა და არა სრულწლოვანთათვის რელიგიური მოძღვრებისა სახელმწიფო ან კერძო სასწავლებელსა და სკოლაში გამოიწვევს იძულებით მუშაობას ერთ წლამდე.

125. ყოველივე ძალდატანება საეკლესიო და რელიგიური ორგანიზაციისა და ჯგუფის სასარგებლოდ გადასახადის აკრეფის დროს გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე, ადგილობრივ საბჭოსთან ხელშეკრულების დადების უფლების ჩამორთმევით ორ წლამდე ღვთისმსახურებისათვის საჭირო ქონებისა და შენობის მოხმარების შესახებ და ორგანიზაციის ქონების კონფისკაციით.

126. მითვისება რელიგიური ან საეკლესიო ორგანიზაციის მიერ საადმინისტრაციო, სამოსამართლო ან საქვეყნო სამართლის ხასიათის სხვა ფუნქციისა ან და იურიდიული პიროვნების უფლებისა გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე აღნიშნული ორგანიზაციის ლიკვიდაციით და მისი ქონების კონფისკაციით.

127. შესრულება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებასა და საწარმოში რელიგიური წესისა, აგრეთვე მოთავსება ამ შენობაში რაიმე რელიგიური გამოხატულებისა გამოიწვევს იძულებით მუშაობას სამ თვემდე ან ჯარიმის 300 მანეთამდე (ც. ა. ლ-ის 1925 წ. ოქტომბრის 6 დადგ. № 45 (კან. კრ. 1925 წ. № 3, მუხ. 68)).

128. ხელის შეშლა რელიგიური წესის ასრულებისათვის, უკეთუ ეს წესი არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესიერებას, და მის შესრულებას თან არა სდევს მოქალაქეთა უფლების შელახვა, გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე.

მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების შესახებ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განმარტება ცირკულიარი 66

მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დამოუკიდებლად სამღვდელო პირთა მიერ სარწმუნოებრივი წესების შესრულების უფლების შესახებ

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ადგილობრივი ორგანოების შეკითხვების გამო, აკრძალული აქვთ თუ არა სამღვდელო პირთ სარწმუნოებრივი წესების (მონათვლა, დასაფლავება, ჯვრის წერა და სხვა) შესრულება ამა თუ იმ მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტის “მმაჩ”-ის ორგანოში რეგისტრაციაში გატარებამდე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სახალხო კომისარიატები განმარტავენ:

“ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის” დეკრეტის თანახმად სამღვდელო პირთა მიერ სარწმუნოებრივი წესების შესრულება არის კერძო საქმე და რამდენად ამ წესების შესრულება არ ეწინააღმდეგება მომქმედ კანონმდებლობას და არ არღვევს არსებულ წესრიგს, სამღვდელო პირთ უფლება აქვთ შეასრულონ იგი თავისუფლად, ყოველგვარ შევიწროების გარეშე.

აღნიშნულის გამო სამღვდელო პირთ შეუძლიათ შეასრულონ მონათვლა, ჯვრის წერა, დასაფლავება და სხვა სარწმუნოებრივი წესები დაბადების ქორწინებისა და გარდაცვალების აქტების რეგისტრაციაში გატარებამდე, ამავე დროს, რადგანაც საქართველოს ს. ს. რ. კანონმდებლობით მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების ამონაწერის გაცემა მიკუთვნებული აქვთ “მმაჩ”-ის ორგანოებს.

დადგენილება 42 სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. სახალხო კომისართა საბჭოსი 

მიწის კოდექსის მე-9 მუხლის შეცვლის შესახებ

სრულიად საქართველოს საბჭოთა მე-2 მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-2 სესიის 1924 წლ. მარტის 10 თარიღისა და 77 №2 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი და საქართველოს ს. ს. რ. სახალხო კომისართა საბჭო ადგენენ:

მიწის კოდექსის მე-9 მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად:

“მიწის სარგებლობის უფლება სოფლის მეურნეობის საწარმოებლად აქვს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს (განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა), ვინც მოისურვებს მიწის საკუთარის შრომით დამუშავებას.

მოქალაქე, რომელიც მოისურვებს მიწის მიღებას თავისი შრომით დასამუშავებლად, მიიღებს მიწას მიწადმოქმედების სახალხო კომისარიატის სათანადო ორგანოსაგან, უკეთუ ამ ორგანოს მოეპოვება სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი სათადარიგო მიწის ფონდი.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე – შ. ელიავა.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი – ს. თოდრია.

1925 წ. სექტემბრის 21

ტფილისი – სასახლე.

“კომუნისტი”, 1925 წ. № 222 სექტემბრის 27.

განმარტება სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა,

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მიწის კოდექსის მე-9 და 82 მუხ. შეფარდების შესახებ.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მიწის კოდექსის მე-9 მუხ. შეცვლის გამო. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აუქმებს მიწის კოდექსის მე-9 და 82 მუხლის შესახებ 1924 წ. ივნისის 4-ს თარიღით გამოცემულ თავის განმარტებას და ხელახლად განმარტავს.

1. კულტის მსახურს და მის ოჯახის წევრს მიწა მიეცემა საერთო წესით (მიწ. კოდ. მე-9 და შემდეგი მუხლები), ამასთანავე საკითხს მიწის მიცემის შესახებ გადასწყვეტს სამაზრო საადგილმამულო ორგანო.

უკეთუ თხოვნა თავისუფალი ან სათადარიგო მიწებიდან ხელახლა მიწის გაცემის შესახებ, შემოვა ერთსა და იმავე დროს კულტის მსახურისა და ისეთი მოქალაქისაგან, რომელიც მშრომელ მიწათმომქმედ მოსახლეობას ეკუთვნის და რომელიც კულტის მსახური არ არის, პირველ რიგში მიწით დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ზემოხსენებული მოქალაქე.

ის კულტის მსახური და მისი ოჯახის წევრი, რომელსაც მიწის ნაკვეთი უკვე აქვს ფაქტიურ შრომის სარგებლობაში, შეინარჩუნებს მიწად სარგებლობის უფლებას სხვა მშრომელ მიწადმოსარგებლეებთან თანაბრად, შემდეგშიაც მას მიწა შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ იმ წესით და იმ შემთხვევაში, რაც კანონშია აღნიშნული. ამასთანავე მღვდელმსახურებისათვის გასამრჯელოს მიღება მიწით სარგებლობის უფლებას კულტის მსახურს არ უსპობს.

2. იმავე კოდექსის 82 მუხლი, რომლითაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ვისაც კი სოფლად მუდმივი ცალკე მოსახლეობა აქვს, უნდა დაუტოვოს სამოსახლო ადგილი, იმისდა მიუხედავად, აქვს მას თუ არა მიწით შრომის უფლება, – ჰგულისხმობს აგრეთვე რელიგიური კულტის მსახურთაც საერთოდ.

სრულიად საქ. საბჭ. ცენტრ. აღმასრ. კომიტ. თავმჯდ. ფ. მახარაძე.

სრულიად საქ. საბჭ. ცენტრ. აღმასრ. კომიტ. მდივანი ს. თოდრია.

დადგენილება № 124 სრულიად საქართველოს ცენტრალური აღნასრულებელი კომიტეტისა

ეკლესიების გახსნა და რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის წესის შესახებ

რათა მტკიცედ განხორციელებულ იქნეს ძირითადი კანონი სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორების შესახებ (1921 წ. აპრილის 15-სა და 21 №-რის დეკრეტი), რომლითაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილია სარწმუნოებისა და რელიგიური კულტის თავისუფლად ასრულება, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ადგენს:

1) გაუქმებულ იქნეს ყველა მომქმედი დადგენილება, ინსტრუქცია და ადმინისტრატიული განკარგულება, რაც შეეხება რელიგიურ საზოგადოებათ და ზღუდავს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთა მიერ რელიგიური კულტის თავისუფლად ასრულებას.

2) შემოღებულ იქნეს ქვემოდ აღნიშნული წესი ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების გახსნისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთა ხელში სარგებლობისათვის გადაცემისა, რომელთა გადაცემის შესახებ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმება ჯერ არ მომხდარა; ესევე წესი შემოღებულ იქნეს აგრეთვე წინად დახურული ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების გახსნისა და გადაცემისათვის, ხოლო იგი არ ვრცელდება იმ სამხედრო ტაძრებზე, რაც სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გადაეცა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წ. იანვარს 8 თარიღით და 68 ნომრით გამოცემული დადგენილების ძალით:

ა) საქართველოს სოც: საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთ შეუძლიანთ მიიღონ სარგებლობისათვის თავისი სარწმუნოების ტაძრები და სამლოცველო სახლები, აგრეთვე ღვთისმსახურებისა და რელიგიური წესებისათვის მიკუთვნებული ქონება, რისთვისაც უნდა დაარსონ რელიგიური საზოგადოება, რომლის დამფუძნებელ წევრთა რიცხვი შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ბ) რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელნი ტაძრებს, სამლოცველო სახლებს და ქონებას მიიღებენ სარგებლობისათვის ადგილობრივ აღმასრულებელ კომიტეტისაგან ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ და უვადოდ თანახმად საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის რევოლიუციონური კომიტეტის მიერ 1921 წ. აპრილის 15 თარიღით და 21 ნომრით გამოცემული დეკრეტის მე-15 მუხლისა.

გ) ხელშეკრულების დადებისას, რელიგიურ საზოგადოებას რეგისტრაცია უნდა ექნეს სათანადო მაზრისა ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში.

ვ) ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის უარი ხელშეკრულების დადებაზე ან რელიგიურ საზოგადოების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ერთი თვის ვადაზე იმ დრიდან, როდესაც ჩაბარებულ იქნება წერილობით დასაბუთებული დადგენილება უარის შესახებ.

4) ამა დადგენილების გამოცემამდე დაარსებული და რეგისტრაცია-ქმნილი რელიგიური საზოგადოება განაგრძობს თავის არსებობას ახალი რეგისტრაციის მოუხდენლად. დადგენილება ესე გავრცელება ამ საზოგადოებაზედაც.

5) რელიგიური საზოგადოება შეიძლება დახურულ იქნეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომიასრიატის განკარგულებით იმ შემთხვევაში, უკეთუ იგი საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების საწინააღმდეგო მეთოდით იმოქმედებს.

6) დაწესებულება და თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიის და სამლოცველო სახლის გახსნას და სხვ., ან დევნას აღძრავს იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ეკლესიის გახსნას ითხოვს, აგრეთვე ღვთის მსახურს, კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს, პასუხს აგებს, როგორც ხელისუფლების გადამეტებისათვის.

7) მეთვალყურეობა ამა დადგენილების მტკიცედ აღსრულებისათვის დაეკისრებათ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებს და მათვე დაევალებათ ამა დადგენილების განსავითარებლად გამოსცენ სათანადო ინსტრუქციები.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარე მ. ცხაკაია.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანს ს. თოდრია.

1924 წ. ნოემბრის 21.

ტფილისი – სასახლე.

გამოქვეყნებულია გაზ. “კომუნისტის” მე-268 №-ში 1924 წ. ნოემბრის 23.

ეკლესიების გახსნისა და რელიგიურ საზოგ. რეგისტრაციის წესის შესახებ 

ინსტრუქცია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებისა

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1924 წ. ნოემბრის 21 თარითით და 124 №-ით გამოცემული დადგენილების – “ეკლესიების გახსნისა და რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის წესის შესახებ” – ასრულებისათვის.

1. შემოღებულ იქნეს ქვემო აღნიშნული წესი საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთათვის, როგორც იმ ეკლესიების გადაცემისათვის, რომელნიც წინად დახურულ იქნენ ადგილობრივი ადმინისტრატიული ხელისუფლების განკარგულებით, ისე იმ ეკლესიების გადასაცემად, რომელთა მორწმუნეთათვის გადაცემის შესახებ შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, (გარდა იმ სამხედრო ტაძრებისა, რაც სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წლ. იანვარს 8 თარიღის და 68 №-ის დადგენილებით გადაეცათ სახელმწიფო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს).

2. უკეთუ მოქალაქენი, რიცხვით არა ნაკლებ 7 კაცისა, მოისურვებენ რელიგიური საზოგადოების შედგენის და ეკლესიის ან სამლოცველო სახლის და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთების უსასყიდლოდ სარგებლობისათვის მიღებას, – იმათ საამისო განცხადება უნდა შეიტანონ ადგილობრივ – მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში.

3. განცხადებაში აღნიშნულ უნდა იყო: ა) რელიგიური საზოგადოების დამფუძნებელთა (უკეთუ საზოგადოება ჯერ შედგენილი არ არის), ან წარმომადგენელთა სახელი, მამის სახელი და გვარი, ბ) რელიგიური საზოგადოების სახელწოდება, გ) დამფუძნებელთა საცხოვრებელი ადგილი და დ) სახელწოდება ეკლესიისა (სამლოცველო სახლისა), რომლის ღვთისმსახურებისათვის მიღება სურთ მათ.

4. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტი ქონებას და მის აღწერილობას გადასცემს იმ მოქალაქეთ, რომელთაც განაცხადეს სურვილი ამ ქონების სარგებლობისათვის მიღებისა, ხოლო აღწერილობის მეორე ცალს მიმღებთა ხელისნაწერით დაიტოვებს თავისათვის.

5. წინა მუხლში ნახსენებ ეკლესიისა და ქონების მისაღებად საზოგადოების დამფუძნებელნი ან განკარგულებელი ორგანო დასდებენ ხელშეკრულებას სათანადო მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტთან.

შენიშვნა: სანიმუშო ხელშეკრულება ამასთანავე დართულია.

6. ხელშეკრულების დადების შემდეგ რელიგიური საზოგადოება წინასწარ გატარებულ უნდა იქნეს რეგისტრაციაში ადგილობრივ მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში, რის შემდეგაც მას შეუძლიან დაიწყოს მოქმედება.

7. უკეთუ ეკლესია და ქონება დამფუძნებლებმა მიიღეს, იგინი რელიგიური საზოგადოების შედგენის შემდეგ ეკლესიასა (სამლოცველო სახლს) და ქონებას გადასცემენ რელიგიური საზოგადოების განმკარგულებელ ორგანოს, და ქონების გადაცემის აქვს, აგრეთვე ცნობას რელიგიური საზოგადოების განმკარგულებელი ორგანოს შემადგენლობის შესახებ, სადაც აღნიშნულ უნდა იქნეს განმკარგულებელი ორგანოს თვითეული წევრის სახელი, მამის სახელი და გვარი, – წარუდგენენ სათანადო აღმასრულებელ კომიტეტს.

8. ხელშეკრულებით, რომელიც დაიდება საკულტო შენობის და ქონების უფასო სარგებლობის შესახებ, რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელნი (განმკარგულებელი ორგანო) პასუხს აგებენ, თუ მინდობილი სახალხო ქონება უკლებლად და წესიერად არ იქნება შენახული, აგრეთვე თუ ტაძარში წესიერება დარღვეული იქნება.

9. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის უარი ხელშეკრულების დადებაზე და რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციაზე შეიძლება განსაჩივრებულ იქნეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ერთი თვის ვადაზე იმ დღიდან, როდესაც ჩაბარებული იქნება წერილობითი დასაბუთებული დადგენილება უარის შესახებ.

10. თავის საზოგადო კრებების დადგენილებათა აღსრულებისათვის, აგრეთვე საგარეო წარმომადგენლობისათვის რელიგიური საზოგადოება თავის წრიდან აირჩევს წარმომადგენლებს (განმკარგულებელ ორგანოს), რომელნიც უძღვებიან მიმდინარე მუშაობას, იწვევენ საზოგადოების მიერ დანიშნულ ვადაზე საზოგადო კრებებს და სხვ.

რელიგიური საზოგადოების ან მორწმუნეთა ჯგუფის სარგებლობაში მყოფ სადგომში მორწმუნეთა კრება ხდება თავისუფლად და ისე, რომ ყოველ ცალკე შემთხვევაში წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხალხი მონაწილეობს ამ კრებებზე; ამრიგადვე მოხდება კრება, მოწვეული იმ საკითხების გამო, რაც შეეხება ტაძრის დაცვა-შენახვის და საკულტო ქონებების გამგებლობას.

12. ქადაგება შეიძლება თავისუფლად იმ პირობით – კი რომ თავისი შინაარსით ქადაგება იყოს მარტოოდენ რელიგიური და რელიგიურ-დამრიგებელი ხასიათისა.

13. რელიგიური საზოგადოების ან მორწმუნეთა ჯგუფის წევრებს შეუძლიათ შეაგროვონ ნებაყოფლობითი შემოწირულებანი იმ ხარჯების დასაფარავად, რაც დაკავშირებულია საკულტო ქონების სარგებლობასთან, ეკლესიის მსახურთა და მგალობელთა დაქირავებასთან და სხვ.

14. გაუქმებულ იქნეს ყველა წინად გამოცემული ინსტრუქცია რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის, აგრეთვე ეკლესიების და ღვთისმსახურებისათვის მიკუთვნებული ქონების სარგებლობის წესის შესახებ.

იუსტიციის სახალხო კომისარი ი. ვარძიელი.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი შ. მათიკაშვილი.

1924 წ. დეკემბრის 2.

ქ. ტფილისი.

“კომუნისტი” №280 1924 წ. დეკემბრის 7.

ხელშეკრულება (დანართი)

ჩვენ, ქვემორე ამისა ხელის მომწერთ, წარმომადგენელთ (ამა და ამ) რელიგიური საზოგადოებისა, (ამა და ამ ადგილას ან ამა და ამ ქალაქში მცხოვრებთ), დავდეთ ეს ხელშეკრულება (ამა და ამ) აღმასრულებელ კომიტეტთან, (მისი რწმუნებულის თანამდებობა, სახელი და გვარი) ამ სახით მას შინა, რომ 192.. წელს… თვე… დღეს… აღმასრულებელი კომიტეტისაგან უვადო და უფასო სარგებლობისათვის მივიღეთ (აქა და აქ) მდებარე (ესე და ეს ღვთისმსახურების შენობა) და ღვთისმსახურების საგნები ჩვენი ხელმოწერით შემოწმებული განსაკუთრებული აღწერილობით, შემდეგი პირობით:

1. მთელი ჩვენი (ესა და ეს) რელიგიური საზოგადოება მოვალედ რაცხს თავს გაუფრთხილდეს მასზე გადაცემულ სახალხო ქონებას და ისარგებლოს ამ ქონებით ამრტოოდენ მისი დანიშნულების შესაფერისად, ამასთან საზოგადოება კისრულობს მთელ პასუხისმგებლობას ჩაბარებული ქონების სიმრთელისა და შენახვისათვის, აგრეთვე ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა სხვა მოვალეობის შესრულებისათვის.

2. საზოგადოება მოვალეთ რაცხს თავს ტაძრებითა და იქ შენახულ ღვთისმსახურების საგნებით ისარგებლოს და ასარგებლოს ყველა ერთმორწმუნე მარტოოდენ რელიგიური მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

3. საზოგადოება მოვალეთ რაცხს თავს მიიღოს ყოველი ღონისძიება იმისთვის, რომ მისთვის ჩაბარებული ქონება არ მოხმარდეს ისეთ მიზანს, რომლიც არ შეეფერება ამა ხელშეკრულების 1-ლ და 2 მუხლს.

კერძოდ საზოგადოება მოვალეა აკრძალოს მის გამგებლობაში გადასულ ღვთისმსახურების სადგომში:

ა) საბჭოთა ხელისუფლების სამტროდ მიმართული პოლიტიკური კრებების გამართვა;

ბ) საბჭოთა ხელისუფლების ან მისი ცალკე წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული წიგნების, ბროშურების, ფურცლების და ეპისტოლების დარიგება და გაყიდვა;

გ) საბჭოთა ხელისუფლების ან მისი ცალკე წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული ქადაგების და სიტყვების წარმოთქმა;

დ) მცხოვრებთა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრების მიზნით ზარის რეკვით განგაშის ატეხა და ხალხის მოგროვება.

4. საზოგადოება მოვალეა თავისი საღსრით გასწიოს… ტაძრის (ან სხვა ღვთისმსახურების შენობის) და ამ ტაძარში დაცული საგნების შენახვისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯები, სახელდობრ: რემონტი, გათბობა, დაზღვევა, დაცვა, გასტუმრება ვალებისა, გადასახადებისა, ადგილობრივი შენაწერისა და სხვ.

5. საზოგადოება მოვალეა იქონიოს ღვთისმსახურების ქონებისა საინვენტარო აღწერილობა, სადაც შეტანილი უნდა იქნას რელიგიური კულტის ყოველი ახლად შესული (შეწირულებით, სხვა ტაძრებიდან გადაცემით ან სხვა გზით) საგანი, რომელიც ცალკე მოქალაქეების კერძო საკუთრებას არ შეადგენს.

6. საზოგადოება მოვალეა, როცა ღვთისმსახურება არ სწარმოებს, შეუშვას ტაძარში აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელნი ქონების დროგამოშვებით შესამოწმებლად და დასათვალიერებლად.

7. მიღებული ქონების დაკარგვის ან გაფუჭებისათვის საზოგადოება პასუხს აგებს იმ ზარალის ფარგლებში, რომელიც ქონებას მოუვა.

8. საზოგადოება მოვალეა, უკეთუ საჭირო იქნება მიღებული ქონების უკანვე ჩაბარება, ჩააბაროს იგი იმ სახით. რა სახითაც მან მიიღო სასარგებლოდ და შესანახად.

9. უკეთუ საზოგადოება მოისურვებს ხელშეკრულების მოსპობას, იგი მოვალეა ამის შესახებ წერილობით აცნობოს აღმასრულებელ კომიტეტს, ამასთან ამ განცხადების შეტანიდან ერთი კვირის განმავლობაში ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება და საზოგადოება პასუხს აგებს აღსრულებისათვის; საზოგადოება მოვალეა აგრეთვე ამ ხნის განმავლობაში ჩააბაროს მის მიერ მიღებული ქონება.

10. საზოგადოების ყოველ წევრს, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელი უწერია, შეუძლია გავიდეს ხელშეკრულების მონაწილეთა რიცხვიდამ; ამისთვის მან წერილობითი განცხადება უნდა შეიტანოს აღმასრულებელ კომიტეტში, ამგრამ ეს ვერ იხსნის გასულ პირს პასუხისმგებლობისაგან მთელი იმ ზარალისათვის, რომელიც სახალხო ქონებას მოუვიდა იმ ხნის განმავლობაში, როდესაც გასული წევრი მონაწილეობას იღებდა იმ ქონების სარგებლობაში და გამგებლობაში, იმ დრომდე, ვიდრე იგი სათანადო განცხადებას შეიტანდა.

ამ ხელშეკრულების დედანი ინახება… აღმასრულებელი კომიტეტის საქმეებში, ხოლო სათანადოთ შემოწმებული ასლი გვეძლევა ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენელთ, რომელთაც ამ ხელშეკრულებაზე ხელი გვიწერია და რომელთაც 1924 წ…. აღწერილობით რელიგიურის მიზნით სასარგებლოდ მივიღეთ ღვთისმსახურების შენობანი და მათდამი დაცული საგნები.

11. უკეთუ საზოგადოება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობათა შესასრულებლად არ მიიღებს ყველა შესაძლებელ ღონისძიებას, ხელშეკრულება ესე სათანადო აღმასრულებელ კომიტეტის მიერ შეიძლება მოსპობილ იქნას ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება აშკარად იქნება დარღვეული, დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.

საქართველოს . . რესპუბლიკის კანონმდებლობა ეკლესიის შესახებ

საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოს, სკოლა ეკლესიას, თუმცა სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებლის პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალისტურ მიზანთა გარეშე.

ს. ს. ს. რესპუბლიკის კონსტიტუცია. მუხ. 11.

ოფიციალური განყოფილება 

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ახსნაგანმარტება საქართველოს სოც. რესპ. ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) 11 მუხლისა

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მე-11 მუხლ. ანიჭებს ყველა მოქალაქეს რელიგიური პროპაგანდის თავისუფლებას. 11-მუხლი მოქალაქედ გულისხმობს მხოლოდ საბჭოთა მოქალაქეს და არა უცხოელს, რაც სჩანს ძირითადი კანონის მერვე მუხლიდან. აქ, სხვათა შორის აღნიშნულია, რომ ყველა ის მოქალაქობრივი უფლება-მოვალეობა, რაც კი საქართველოს ს. ს. რ. კონსტიტუციით დაწესებულია საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. მოქალაქეთათვის, ვრცელდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ყველა მოქალაქეზე.

ამის გამო სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური “პროპაგანდის თავისუფლება ეკუთვნის მარტოოდენ საბჭოთა მოქალაქეთ, და არა უცხოელთ.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი ს. თოდრია.

1927 წ. თებერვლის 18.

ტფილისი – სასახლე.

სასამართლო პროცესზე ამბროსი ხელაიას სიტყვა

მე შევასრულე ჩემი მოვალეობა

სანამ რამეს ვიტყოდე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც მე მედება, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ჩვენ ღვთისმსახურნი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების მიხედვით ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ “ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა” (რომ. 13,1), რადგანაც ხელმწიფებასა შინა მყოფნი “მსახურნი ღმრთისანი არიან” (რომ, 13,6), მათთვის უნდა ვილოცოთ (1, ტიმ. 2,2) და მათზე არა ვსთქვათ ბოროტი (საქ. მოციქ. 23,5), მაგრამ ბოროტის არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ. ამისთვის ჩემს სიტყვაში მთავრობის შეცდომების აღნიშვნის დროს თუ რამე არამართებული წამომცდეს, გთხოვთ, ეს ჩარიცხოთ უნებლიე შეცდომათ, ანუ მიიღოთ უბრალო Lapsus Linguea-დ და ბოროტ განზრახულების ხასიათი არ მისცეთ. მე სახეში მყავს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

ჩვენ – საკათალიკოსო საბჭოს მთელ შემადგენლობას – ბრალად გვედება ის, რომ არ შევასრულეთ მთავრობის წინადადება, გაგვეგზავნა წარმომადგენელი ყოფილი სამხედრო ტაძრის ჩამორთმევის დროს დასასწრებლად და რომ არ მოვისურვეთ ჩვენის ხელით ჩაგვებარებინა იგი არა სარწმუნოებრივი მიზნებისათვის მოსახმარად. საკათალიკოსო საბჭომ ეს თავისთვის ჩასთვალა მიუღებლად, რაც მას ჩამოერთვა წინააღმდეგობის გაწევად, მოღალატეობად, აჯანყებისაკენ ხალხის მოწვევად და სხვ. ამნაირი ბრალდების არსებობა მე გავიგე მხოლოდ უკანასკნელი დაკითხვის დროს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერ გამიგია, საიდან შეიძლება ამნაირი დასკვნის გამოყვანა.

რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა.” სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე, თავისი წმიდათა წმიდა, რომელშიაც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურთაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა. ამის გამო ამნაირ შემთხვევებში, როგორც გეუბნება ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვემორჩილოთ უფრო ღმერთსა, ვიდრე კაცთა (საქ. მოც. 5,29). ეს ნორმები ეკლესიური ცხოვრებისა, ამნაირიურთიერთობა სახელმწიფოს და ეკლესიას შორის მიღებულია ყველა საქრისტიანო ქვეყნებში და არ გვეგონა, თუ ჩვენი მთავრობა ამას არ გაუწევდა ანგარიშს. ამ თვალსაზრისით ვსთქვით, რომ წინადადება ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან იმის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილების და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს. ჩვენ აზრათაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენს ამნაირ კანონიერ განცხადებას მთავრობა მიიღებდა საწინააღმდეგოდ. მით უმეტეს, რომ ტაძარს ჰყავდა თავისი წინამძღვარი, რომლის განკარგულებაში იყო ეკლესიის ქონება და რომელიც თავისთავად იყო სასულიერო მთავრობის წარმომადგენელი. საქართველოში დაიკეტა 1200-ზე მეტი ეკლესია, ზოგი მთლად დანგრეულ იქმნა, მაგრამ არც ერთის შესახებ სასულიერო მთავრობისათვის არც კი შეუტყობინებიათ და რაღა სამხედრო ტაძრის ჩაბარება არ შეიძლებოდა უკათალიკოსო საბჭოთ?! გვცოდნოდა, რომ ჩვენს, ჩვენის თვალსაზრისით კანონიერ განცხადებას, საერო მთავრობა მიიღებდა საწყენათ, ჩვენ სხვანაირათ გამოვსთქვამდით ჩვენს აზრს და წინააღმდეგობას არ გავუწევდით. ამას წინათ რამდენიმე ჯარისკაცმა-ბაპტისტმა, განაცხადა, რომ მათ სარწმუნოება უკრძალავს ჯარში სამსახურს და ეს განცხადება სამხედრო სასამართლომ სცნო პატივსადებად და გაათავისუფლა ისინი სამხედრო ბეგარის მოხდისაგან. დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოც ასე შეხედავს ჩვენს განცხადებასაც და ამისთვის ამის შესახებ მეტის თქმა მიმაჩნია საჭიროთ. 1) დანაშაულად მითვლიან იმასაც, რომ მცხეთის და სიონის ტაძრების განძეულობის დამალვა ვიცოდი. ამნაირი ბრალდება მიმაჩნია გაუგებრობად, ვინაითგან ნივთების ქუთაისში წაღების დროს მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ, 2) არც ჩემი და არც სხვების ჩვენებიდან არ სჩანს, რომ ეს მე ვიცოდი ნივთების აღმოჩენამდე. საიდან და როგორ არის ეს ბრალდება შეთხზული, არვიცი. და 3) მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდგან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარ დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს განძეულობის დაცვისათვის მიმართავდნენ ამ საშუალებას. ამან შეგვინახა იგი, როდესაც მისი გადატანა მოხდა ქუთაისში, ეს განძეულობა არ შეადგენდა მთავრობის კუთვნილებას. ეს მოხდა ძველი მთავრობის დროს, როდესაც ეკლესიას არ ჰქონდა ჩამორთმეული საკუთრების უფლება. თუნდაც ჩამორთმეული ჰქონოდა, მაშინაც სამღვდელოების მოვალეობა იქნებოდა, რადგან მის ხელში იქნებოდა მისი მოვლა-დაცვის საქმე. ამის შემდეგ განსაცვიფრებლად მიმაჩნია საბრალდებო, ოქმში ხმარება სიტყვის “გატაცება”, მეტის თქმას ამის შესახებ არ ვსთვლი საჭიროდ.

უმთავრესი ბრალდება ჩემს საწინააღმდეგოდ წამოყენებული, როგორც საბრალდებულო ოქმიდან სჩანს და როგორც პროკურორის სიტყვიდანაც მესმა, არის კონტრევოლუცია. ჩემი კონტრევოლუციონერობა გამოიხატა გენუის კონფერენციაზე ჩემ მიერ წერილის გაგზავნაში, მაგრამ არ მესმის რა იყო კონტრევოლუციონერული ჩემს წერილში. ნუთუ ის ერთადერთი ძირითადი დებულება, რომ თითოეულმა ერმა თავისი საქმეები მოაწყოს ისე, როგორც ეს მას უნდა, მაგრამ ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? უკანასკნელმა საერთაშორისო ომმა ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ მანვე ამართა დროშია, რომელზედაც მსხვილის ასოებით წააწერა: “მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება.” ეს ლოზუნგი იმდენად აღმაფრთოვანებელი, სანეტარო და სასიხარულო იყო, რომ მისთვის ანგარიში უნდა გაეწიათ. ასეც მოხდა. თვით ნიკოლოზ მეორის მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ერებისადმი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ის იბრძვის ამ ლოზუნგის განხორციელებისათვის. მეტყვით, ეს განცხადება არ იყო გულწრფელიო და მეც სავსებით გეთანხმებით, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს არა იმას, გულწრფელი იყო ეს განცხადება თუ არა, არამედ იმას, რომ მთავარსარდალი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ცხოვრების სინამდვილისათვის, ეღიარებია ის, რასაც თვითონაც არ თანაუგრძნობდა, დიახ, ის წამოაყენა ცხოვრებამ და მას ყველაზე უწინ ანგარიში გაუწია სოციალისტურმა მიმართულებამ, მაგრამ სტალინის სიტყვით, მეორე ინტერნაციონალმა და მისმა ლიდერმა კაუცკიმ ეს ლოზუნგი ჩამოაქვეითეს ავტონომიამდე, ხოლო პოლიტიკური და ეკონომიური მხარე დაუტოვეს ისევ გაბატონებულ ერებს. საბჭოთა ხელისუფლებამ კი გააფართოვა ის მცირე ერებისათვის პოლიტიკურად გამოყოფის უფლების მინიჭებამდე.

აი, ეს თვითგამორკვევის უფლება თხოულობს, რომ თითოეულმა ერმა თავისი ცხოვრება და მართვა-გამგეობა მოაწყოს ისე, როგორც თვითონ მოისურვებს და თუ სტალინის სიტყვა შეიცავს ჭეშმარიტებას, თუ საბჭოთა ხელისუფლებამ გააფართოვა თვითგამორკვევის ლოზუნგი და მცირე ერებს უბოძა უფლება პოლიტიკური გამოყოფისა, თავისუფლება-სუვერენობისა, მაშინ ცხადია თვით გამორკვეული და სუვერენული ერისათვის თავისუფლების წართმევა ამ ლოზუნგის დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მეტი არც მე მითქვამს რა.

მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას, ჩემთვის სულერთია რომელი პარტიის ხელში იქნება მართვა-გამგეობა, რომელს ექნება ძალაუფლება და რომლის დიქტატურა იქნება დამყარებული. ამის განხილვაში შესვლა ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ მრწამს და სასურველად მიმაჩნია მართვა-გამგეობა დამყარებული იყოს ხალხის ნებისყოფაზე და თვითგამორკვევაზე, ხალხის სურვილი ჩემთვის კანონია. ამ სურვილზე დამყარებული წეს-წყობილება მარგებელია ხალხის ეროვნული მთლიანობისათვის და მისი კულტურულად წინმსვლელობისათვის. მე არ გამეგონა, რომ მომხდარიყოს ხალხის დაკითხვა ამის შესახებ და ამის გამო, როდესაც პირველი დაკითხვის დროს დამისვეს კითხვა, არჩეულია თუ არა ხალხისაგან ახლანდელი ჩვენი მთავრობაო, მეტი რომ არ მეთქვა, ვუპასუხე: არ ვიცი მეთქი. როდესაც დამკითხველმა საყვედურით მითხრა, როგორ, ინტელიგენტმა კაცმა არ უნდა იცოდე, რომ წარსულ თებერვალს (ეს იყო 1922 წელს) იყო ყრილობა და მან აირჩიაო, მე ბოდიში მოვიხადე და მხოლოდ შევნიშნე, რომ მაშასადამე 1921 წ. თებერვლიდან 1922 წ. თებერვლამდის – ერთი წლის განმავლობაში – აურჩევლად უმსახურნია მეთქი. და ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდგან ერთი წელიწადი საჭიროც იქნებოდა ხალხის დაწყნარებისა და თვითგამორკვევისათვის. ჩვენ, ეკლესიის მსახურნი კი იმ აურჩეველ მთავრობასაც ვცნობდით, ვინაითგან ანგარიშს ვუწევდით ფაქტს – ეროვნული მთავრობის არსებობას და არ შევდიოდით კანონიერება-უკანონობის განხილვაში…

…მახსოვს პუციკოვიჩის გეოგრაფია, რომელშიც თითოეული კუთხის აღწერა დასურათებული იყო ადგილობრივ მკვიდრთა ტიპებით. ველიკორუსი გამოყვანილია: დიდი, ახოვანი, კმაყოფილი სახით და ამაყი გამომეტყველებით და ქვეშ მიწერილი ჰქონდა: “Хозяин земли русской”. სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი იყო მონის და დაჩაგრულის გამომეტყველებით. თვით სკოლა აწვდიდა ხალხს ამ დიდმპყრობელობით იდეას და რა გასაკვირია, რომ მისი მისწრაფებათ იქცა ყველასათვის ეცქირათ, როგორც მონებისათვის, მათ ქვეშევრდომთათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: “Эти горы наши… Все народы там живушне наши подданные и все здесь гуляющие нам подчинены”.

და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლების მოყვანა აქ არ შეიძლება. 1905 წ. მე ვიყავი დონის ოლქში და, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ კავკასიაში, საქართველოში გამოცხადდა თავისუფლება რუსეთის ბატონობიდან, ხშირი იყო შემთხვევა, რომ მეკითხებოდნენ როგორც ქართველს, ნუთუ მართლა საქართველო გამოეყოფა რუსეთსო. ეს შეუძლებლად მიაჩნდათ. მით უფრო, რომ ადგილობრივი რუსობაც ასე ფიქრობდა. როდესაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მართლა დაარსდა საქართველოს რესპუბლიკა, სოხუმის რუსობა ვერ ურიგდებოდა საქართველოს თავისუფლებას. დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ უსწავლელი, ყველა გაიძახოდა: “როგორ შეიძლება საქართველო იყოს თავისუფალი, ეს დროებითია, მოვა ჩვენი ჯარი და ისევ დავიმორჩილებთო. საქართველოს თავისუფლება სასაცილოდ მიაცნდათ, მას ასახელებდნენ: “Кукурузная республика ” ანუ “Республика на 1 1/2 часа”. ბატონობის იდეაზე აღზრდილი ბუნებრივათ გულკეთილი ადგილობრივი რუსი მოსურნე იყო ბატონობისა და თანასწორობას ვერ გუობდა.

…მაგრამ ძნელი სათქმელია ქართველი კომუნისტები, ვისი სურვილის აღმასრულებელნი იყვნენ ერთი კი ცხადია, მათ სურდათ საქართველო შესულიყო დიდი რუსეთის ფარგლებში…

…მათ არ სწამდათ საქართველოს თავისუფლება. გაზეთ “კომუნისტის” ერთ-ერთ შარშანდელ თუ შარშანწინდელ ნომერში ნათქვამია, რომ რევოლუციონერული თვალსაზრისი მოითხოვდა თავის დროზე ტფილისზე დაკვრას და პოლონეთზე გალაშქრებასო. გამოდის, რომ რევოლუცია თხოულობს ერისათვის თავისუფლების წართმევას. იმავე გაზეთის შარშანდელ ნოემბრის ერთ ნომერში (№263) ესევე აზრი უფრო ცხადად არის გამოთქმული. იქ ნათქვამია, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტური თვალსაზრისით არ იყო მისაღები, საქართველოში თავისუფლად დათარეშობდნენ იმპერიალისტური ჯარები, რაც დიდ საფრთხეს უმზადებდა რუსეთს და სხვა მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებს, ამისათვის რუსეთის წითელი არმიის 11 თებერვლის ისტორიული ნაბიჯი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორიის მიხედვით გამართლებული ხდებაო.”

მე არ ვიცი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორია და ამის შესახებ ვერას ვიტყვი, მხოლოდ შევნიშნავ, რომ სახიფათოდ და მოლიპულ გზაზე დადგომად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ საქართველოს მდგომარეობა საშიში იყო რუსეთისათვის… ეს ერთი. მეორეთ უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფლება თავისთავად არასდროს არ უნდა იყოს დასაგმობი. ის ყოველთვის სასურველია. არ ყოფილა ხალხი, რომელიც მას შეხაროდა, არ ეძებდა, რომლის მიღწევა არ მიაჩნდა ბედნიერებად. შესაძლებელია, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ ვერ მოიხმარა იგი, როგორც ამას რიგი მოითხოვდა, მაგრამ აქ თავისუფლება რა შუაშია. თუ ძველი მთავრობის დროს საქართველოში იმპერალისტური ჯარები თავისუფლად დათარეშობდნენ, დე, ახლა მთავრობამ აიღოს ეს თავისუფლება და განახორციელოს ის, როგორც საჭიროა, დე, ახალი სუვერენული რესპუბლიკის მთავრობის ხელში ნუ ითარეშებენ იმპერიალისტური ჯარები და საქართველოს თავისუფლება ნუ იქნება საშიშარი სხვა ერებისათვის. ეს იყო ჩემი აზრი და არა ახალი ხელისუფლების უარისყოფა, მაგრამ… აქ დავუსვამ მრავალწერტილს და გავჩუმდები. მხოლოდ არ შემიძლია, არ ავღნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტების ერთ ნაწილს მიაჩნდა სასაცილოდ და მასხრად აგდებდა, ერთი რუსული ასოებით დაბეჭდილი გაზეთი “Правда Грузии”… ამნაირად იხსენიებდა მას: “თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ნეიტრალური ზურნა.” აქ საჭირო არ არის კომენტარები. ყველა ეს სრულიად არაფერში არ ეთანხმება ხალხის თვითგამორკვევის და პოლიტიკურად გამოყოფის უფლებას, პირიქით. პირდაპირი მისი უარყოფაა. შეიძლება ვცდებოდე, რადგან მარქსისტული თეორია ჩემს სპეციალობას არ შეადგენს, მაგრამ არცოდნა არცოდვაა, ნათქვამია და ამისთვის მომეტევება.

მიუხედავად ზემონათქვამისა, მე მეუბნებიან, რომ ჩემი გამოსვლით ვითომ ვუღალატე ჩვენს მთავრობას, სახელი გავუტეხე მას, გავაბიაბრუე, არ უნდა მიმემართა გენუის კონფერენციისათვის, რომ ჩემის მიმართვით მე მინდოდა გამომეწვია ინტერვენცია, ევროპის შეიარაღებული ჯარებით ჩარევა საქართველოს საქმეებში, თითქოს ამით მე ხელი შევუშალე ჩვენს იქ წარმომადგენელს მის საქართველოს საკეთილდღეოდ ზრუნვაში. ამნაირი ბრალდება მე მიმაჩნია გაუგებრობის ნაყოფად და ამის გამო უსამართლობად. მე ჩვენი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა…

ჩემი წერილი მიმართული იყო დიდმპყრობელობის წინააღმდეგ და ეს ცხადად არის მასში გამოთქმული. ერთი სიტყვითაც არ დამიგმია ახალი ხელისუფლება საქართველოში, პირიქით, იქ გამოთქმულია, რომ მე არ შევდივარ იმის განხილვაში, როგორი უნდა იყოს მართვა-გამგეობა, რადგან ეს ჩემი საქმე არ იყო. წერილი დაწერილია ახალი ხელისუფლების არსებობის წლისთავზე, ხოლო ჩვენი ქრისტიანული მოძღვრებით ყოველი დამკვიდრებული მთავრობა განუკითხავად უნდა ვიცნათ და ვემორჩილოთ ყოველი სამოქალაქო ხასიათის საქმეებში. ამის გამო, ცხადია, მე მინდოდა დამოუკიდებლობა უკვე დამყარებული მთავრობისათვის. გენუის კონფერენცია მე წარმოდგენილი მქონდა, როგორც სახელმწიფოების წარმომადგენლების კრება, მოწვეული მშვიდობიანი მოლაპარაკებისათვის -კრება, რომელსაც საგნად ჰქონდა მცირე ერების პრეტენზიების განხილვა და ამისთვის ვფიქრობდი, რომ ყველას ჰქონდა უფლება მიემართა მისთვის თავისი აზრის გამოთქმით. მე ვიცი, რომ იქ იყო ჩვენი წარმომადგენელიც, რომელიც, დარწმუნებული ვიყავი, დაიცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენობა-თავისუფლებას და რომელსაც ამაში ეჭირვებოდა დახმარება. ამ შემთხვევაში კი ჩემს წერილს შეეძლო რამდენადმე მაინც გაეადვილებია ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. თუ ის იყო საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ სიტყვით, საქმით კი გამოდიოდა დამატებათ რუსეთის წარმომადგენლისა და დამცველად დიდმპყრობელობისა, მაშინ, რასაკვირველია, წერილი მას სამსახურს ვერ გაუწევდა, მაგრამ ეს უკანასკნელი არც იყო მიზანი წერილისა და, მაშასადამე ამაში არ შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი. ყველა ამის შემდეგ მე კიდევაც მიკვირს, რისთვის მასამართლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო და არა რუსე- თისა, მაგრამ ვინც უნდა გამასამართლოს – საქართველოამ იმისთვის, რომ მე ვიცავ ეროვნული ეკლესიის და ერის თავისუფლებას, თუ რუსეთმა იმისათვის, რომ ხმა ამოვიღე დიდმპყრობელობის წინააღმდეგ, სულ ერთია, ორივე შემთხვევაში ცხადად მტკიცდება, რომ საქართველო არ არის თავისუფალი რესპუბლიკა და მოქმედებს გარეშე დირექტივებით…

…სანამ კაცი კაცისთვის, როგორც ამბობენ რომაელები, მგელია, ჯარების ყოლა, რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ ეროვნული თვალსაზრისით მოითხოვს, რომ ჯარი იყოს უსათუოდ ეროვნული.

მქონდა თუ არა უფლება მე, როგორც სასულიერო პირს, შევხებოდი კითხვებს, რომელნიც წამოყენებულნი არიან ჩემს წერილში? მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა. არ ვიცი მაქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით რაიმე მოქალაქეობრივი უფლება, მაგრამ ის ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავიყვანოთ პრინციპები: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა” – ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მთავრობის უარყოფასა და წინააღმდეგობაში და სხვ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს და საზოგადოთ არ ვიტვირთოთ ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების საგანი არ ვამცნოთ ქვეყანას. ყველა ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: “მეწყალის ერი ესეო” (მარკ. 8,2). “ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო,” გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება. გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ იქ დაინახავთ ამის აუარებელ მაგალითებს. მოიგონეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და მათი გამოსარჩლება ხალხის კეთილდღეობისათვის, მათი ბრძოლა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, მის უსამართლობასთან, მოიგონეთ ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც მრისხანე იმპერატორი თეოდოსი არ შეუშვა ეკლესიაში მისგან თესალიაში მოხდენილი სისხლისღვრის გამო და მრავალი სხვა. გადახედეთ საქართველოს ისტორიას და აქაც დაინახავთ უამრავ მაგალითს, სამღვდელოების ბრძოლას არსებული წყობის და ერის ინტერესების დასაცავად ამქვეყნიურ ხელისუფალთა მძლავრებისაგან. სამღვდელოება ყოველთვის იყო დამცველი საქართველოს თავისუფლების იდეისა. რამდენად მოურიდებელნი იყვნენ მღვდელმთავარნი ამ შემთხვევაში, გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი. იმერეთის მეფე სოლომონ დიდის მემკვიდრე, ალექსანდრე, ურწმუნოებისა და სხვა დანა- შაულობებისათვის სამღვდელო კრებამ განკვეთა ეკლესიიდან და, როდესაც ის მიიცვალა, აუკრძალა მისი ქრისტიანული დამარხვა. ის დაასაფლავეს წესის აუგებლად ეკლესიის და სასაფლაოს გარეშე. თვალცრემლიანი მეფე სოლომონ დიდის მუდარებამ და თხოვნამ ვერ გაჭრა, ვერ შეაშინა მღვდელმთავართა კრებული. მოიგონეთ ანტონ ჭყონდიდელი და მისი გამოსვლა ტყვეთა ყიდვის წინააღმდეგ, რაც იმერეთის მეფეს და გურია-სამეგრელოს მთავრებს გადაქცეული ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის სისტემად, როგორც სავალდებულო ბეგარა. აუარებელი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იგზავნებოდა სტამბულში სულტანისათვისაც ყოველწლობით. კრებამ ძალა დაატანა მეფეს და მთავრებს და ხელწერილი დაადებინა ამ სენის მოსპობისათვის. განსაკუთრებითი აღსანიშნავია რუსების დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების ხანა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ეკლესიის და ერის თავისუფლების დამცველებათ გამოდიან ქუთათელი და გაენათელი და ხალხის აჯანყებას სათავეში უდგებიან. ორივე გაამგზავრეს რუსეთისაკენ, მაგრამ მხოლოდ გენათელმა ექვთიმემ ჩააღწია ნოვღოროდში, სადაც ის უნდა დაებინავებინათ. იმპ. ალექსანდრე პირველმა მოისურვა მისი ნახვა, ჩაიყვანეს პეტერბურღში, იმპერატორმა დიდი ზეიმით და პატივით მიიღო, მაგრამ ამისთვის არ მოერიდა ემხილებია საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისათვის და სამშობლოს დამცველების წამებისათვის, მას უწოდა ახალი ნერონი. ეს იყო მიზეზი, რომ ის გააგზავნეს სვირის მონასტერში ოლონეცკის გუბერნიაში, სადაც განისვენა და დასაფლავებულია. (2005 წელს წმინდანად შერაცხილი ექვთიმეს ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს გელათში ს.ვ.).

ამნაირად როგორც სარწმუნეობრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისას. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა, და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა – პასუხისმგებლად ღვთის ეკლესიისა და ერის წინაშე.

მიუხედავად ყველა ამისა, ჩემი წერილი იყო ნამდვილი ეკლესიური აქტი და თუ მან მიიღო გარეგნულად პოლიტიკური ხასიათი, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაითგან ასეთი თუ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა, მისგან აღებული გეზის ცვალებადება გვაძლევს შეძლებას, წარმოვიდგინოთ პერსპექტივები ეკლესიის მდგომარეობისა მომავალში. ახალ ხელისუფლებას პირველ ხანებში უნდოდ უყურებდა და მეც მაფიქრებდა ეკლესიის მომავალი ბედი, ვინაითგან მთავრობის გეზი ეკლესიურ საკითხში სავსებით უარყოფითი იყო. თუ ხალხს არ მოსწონდა თავისუფლების დაკარგვა, მეც ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას მოყვებოდა ეკლესიის დევნა. და მისი თავისუფლებისმოსპობა, რაც სავსებით გამართლდა. ფაქტიურად ეკლესიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელილია და იურიდიულადაც ცდილობენ მის მოსპობას. შარშანწინ რუსეთში იყო გამართული დიდი კამპანია, ბევრს წერდნენ ეკლესიური ავტოკეფალიების მოსპობის საჭიროებაზე, რადგან რუსეთის მთავრობას სურდა ეკლესიურ ცხოვრებაშიაც შემოეღო ისეთივე ცენტრალიზაცია, როგორიც იყო დამყარებული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამნაირი იყო მისწრაფება მთავრობისა საქართველოშიაც. ამ მიზნით უნდოდა მას საქართველოში დამყარებულიყო “ცხოველი ეკლესია” და ამის პროპაგანდას ეწეოდა სამღვდელოებაში. ზოგიერთნი წევრნი სამღვდელოებისა გაებნენ დაგებულ მახეში და ერთი მათგანი კიდეც ჩაეწერა მთავარ კომიტეტში. ამ მიზნით მეც მომეცა წინადადება, დამეწყო მიწერ-მოწერა “ცხოველ ეკლესიასთან.” დავმორჩილებოდი მას, ხოლო ერთ საბჭოს წევრთაგანს შეაძლიეს საპატიო თანამდებობა, ჩადგომოდა “ცხოველ ეკლესიას” სათავეში, მაგრამ ეს, რასაკვირველია, უარყოფილ იქნა, როგორც ცდა ეკლესიური თავისუფლების მოსპობისა და ეკლესიური ცენტრალიზაციისა. ეს იყო მიზეზი, რომ საქართველოს ეკლესიის მმართველი აპარატის წევრები ჩათვლილი იქნენ კონტრევოლუციონერებად, რეფორმების შემოღების მოწინააღმდეგედ, თუმცა საკათ. საბჭოს უკვე დაწყებული ჰქონდა საქმე ფართე რეფორმების შემოღებისა ეკლესიურ ცხოვრებაში. მაგრამ საქმე შეაფერხა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების დაპატიმრებამ, ხოლო იმ პირებმა, რომლებიც მოწინავედ და პროგრესულად სთვლიდნენ თავიანთ თავს და დარჩნენ თავისუფლად სამოქმედო ასპარიზზე, რომელთა ლიდერის თავმჯდომარეობით სარეფორმო კომისიაც კი იყო არჩეული, ვერაფრის გაკეთება, როგორც მოსალოდნელიც იყო, ვერ შეძლეს (იგულისხმება ეპისკოპოსი დავითი ს.ვ.). საქმე იმაშია, რომ საკათ. საბჭოს უნდოდა რეფორმების შემოღება ეროვნულ ნიადაგზე, ადგილობრივი პირობების მიხედვით, ხოლო “მოწინავე” სამღვდელოების წრე, რომელსაც შეერჩია მოქმედების ასპარეზი, ფიქრობდნენ რეფორმების მოხდენას რუსეთის ეკლესიის ტრაფარეტით იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკლესია გაებათ მონობის უღელში, დაემორჩილებიათ ისევ რუსეთის ეკლესიისათვის.

რადგანაც ამნაირი უარყოფითი იყო მთავრობის გეზი სარწმუნოებრივ საკითხებში და მოველოდი ამნაირ შედეგებს, მე, როგორც ეკლესიის თავი, ვეძებდი საშუალებას ეკლესიის ინტერესების დაცვისათვის და ამ მიზნით მივმართე გენუის კონფერენციას.

აქ თავისთავად ისმება კითხვა, აქვს თუ არა ეკლესიის თავს უფლება ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად თქვას რამე ეროვნული თავისუფლების შესახებაც და, თუ არ აქვს, იქნება თუ არა ეს პოლიტიკურ სფეროში შეჭრა? ჩემის რწმენით, ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება. ის გვეუბნება, რომ კაცი ღვთისაგან თავის სახედ და მსგავსად შექმნილია. ღვთის სახეობა და მსგავსება აღბეჭდილია მის სულიერ თვისებებში, რომელთა შორის უმთავრესი თვისებაა თავისუფლება. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ წოდებულ ვართ თავისუფლებისათვის. ქრისტემ მოგვანიჭა ეს თავისუფლება და მტკიცედ უნდა შევინახოთ იგი. ერთხელ განთავისუფლებულმა არ უნდა დავიდგათ ისევ მონობის უღელი (გალ. 5,1); გვეტყვიან რომ მოციქული ამბობს ინდივიდუალურ და სარწმუნოებრივ თავისუფლებაზე და ხალხის თავისუფლებას არ ეხებაო, მაგრამ ვინც ჩაუკვირდება მოციქულის სიტყვებს, დარწმუნდება, რომ ის გულისხმობს კოლექტიურ ინდივიდუმებს – ერებს და მათს ამქვეყნიურ ურთიერთობას. ამას მოციქული ცხადად გვიმარტავს, როდესაც გვეუბნება, რომ თავისუფლება უნდა გვქონდეს არა “საფარველად უკეთურებისა” (1 პეტ. 2,16), არა `მიზეზად ხორცთა,” არამედ ძმათა სიყვარულისათვის, ხოლო უკეთუ “ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ ნუუკუე ურთიერთას განილინეთ”, ამბობს იგი (გალ. 5, 13-15). ე.ი. თუ ერთმანეთში უთანხმოება და ბრძოლა გექნებათ, ვაითუ ამოწყდეთო. ცხადია, აქ ნათქვამია ადამიანების კრებულთა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ამის გამო თუ მე ჩემს წერილში შევეხე ერის თავისუფლების საკითხს, ამის უფლებას მაძლევდა საღი წერილი და ჩვენ, სასულიერნო პირნი ამ მოვალეობის ასრულებას გვერდს ვერ ავუხვევთ. ეს ერთი.

მეორეს მხრით, როგორ გინდა არ შეეხო ხალხის ცხოვრების საკითხებს, და ამან არ მიიღოს პოლიტიკური სახე, როდესაც ეკლესიის და პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობა ერთი და იგივეა – ეკლესიის წევრნი იმავე დროს არიან სახელმწიფოს წევრნი. ამის გამო ყოველ ჩვენს მოქმედებას, ყოველ სიტყვას შეიძლება მიეცეს პოლიტიკური ხასიათი, თუ ამის სურვილი გვექნება. ეკლესიის და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამოყოფა მე ისე მესმოდა, რომ გამოყოფილ ეკლესიის შინაურ საქმეებში სახელმწიფო არ ჩაერეოდა, მაგრამ სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ვსცდებოდი. 1922 წელს ერთი პროვინციელი ქალაქის ეკლესიაში ხალხს მივმართე სიტყვით, რომელშიდაც ვეუბნებოდი მას, რომ ის იყოს ერთგული ეკლესიისა, რომ ასრულოს ქრისტიანული მოთხოვნილება, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოდან, რომ მთავრობა ამის გამო არ ერევა მის შინაურ საქმეებში, მორწმუნეებს არ უკრძალავს იქონიოს თავისი სარწმუნოება, სინდისის თავისუფლება და სხვა თურმე ეს სიტყვაც ადგილობრივ ხელისუფალთ მოეჩვენათ საწინააღმდეგოდ და უთქვამთ, როგორ გაბედა ამის თქმაო. იყო შემთხვევა, მქადაგებელმა თავის სიტყვაში მოიყვანა ქრისტეს სიტყვები: “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან” ეკლესიასო. აჰა, ჯოჯოხეთი გვიწოდაო. დასაბამიდან ქრისტიანობისა ეკლესიაში მიღებულია ლიტანიობა, მაგრამ ამასაც თვლიან კონტრევოლუციონერულ დემონსტრაციად და სხვა.

საქართველოს ეკლესია და სამღვდელოება არას დროს არ ყოფილან კონტრევოლუციონერული მიმართულების. თუ მათზე მსჯელობენ რუსეთის ეკლესიის ანალოგიით, ეს დიდი უსამართლობა იქნება. ჩვენმა ეკლესიამ და ერმა 120 წელიწადი გაატარა მონობაში. დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა თავისუფლება და სურს შეინარჩუნოს ის. სამღვდელოების ზრახვები ამის იქით არ მიდის. სულ სხვაა რუსეთის ეკლესია. პირველსავე საეკლესიო კრებაზე (1917-18 წლები) იყო გამოთქმული, რომ რუსეთის ხსნა მხოლოდ თვითმპყრობელ მეფეშია, მასზე მსჯელობდნენ და ოცნებობდნენ, ხოლო ამ კრების გაგრძელებამ (ვარლოვიცში) კიდევაც დაადგინა, მოწვეულ იქნას რუსეთის ტახტზე მეფე. დელეგატთაგან ხელს აწერდა 86 (როძიანკომ შეიკავა თავი), ერთმა მღვდელმთავარმა (მიტრ. პლატონი), როგორც გამოქვეყნებული იყო, შეადგინა საღმრთო რაზმი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, – აბა, გვიჩვენეთ ამნაირი რამ საქართველოს ეკლესიის კრებების ან კერძო სამღვდელო პირის ისტორიაში? მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესია გაცილებით უფრო კარგ პირობებშია, ვიდრე საქართველოსი. რაშია საქმე? თუ აქ ჩემი წერილია მიზეზი, ხალხი და სამღვდელოება რა შუაშია? ის ჩემი დაწერილია ეკლესიური და ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და მევე მეთხოვება პასუხი.

როგორ არის დაყენებული ეროვნული საკითხი? პირველად საბჭოთა ხელისუფლებას არც კი ჰქონდა თავის პროგრამაში ეროვნული საკითხი, ის უარყოფილი და დაჩრდილული იყო ინტერნაციონალურ მიმართულების უკიდურესობით (ის ემსახურებოდა მხოლოდ დიდმპყრობელობის იდეას). შემდეგ ამ საკითხს მიექცა ყურადღება. სტალინი ამბობს, რომ ნიკოლოზ მეორის დროს მხოლოდ და მხოლოდ ერების გარუსებაზე ფიქრობდნენო. ამაში მეც სავსებით ვეთანხმები, რადგანაც ჩემი 37 წლის მსახურების განმავლობაში ამ ბოროტებას ვებრძოდი ბეჭდვითის სიტყვით (ადგილობრივ და სატახტო პეტროგრადის ჟურნალ-გაზეთებში) და საქმით, რის გამო დევნა, ტანჯვა და მწუხარების მეტი არა დამიმსახურებია რა. მაგრამ განაგრძოს სტალინმა, როგორია ახლა ამ საკითხის მდგომარეობა. ახლა სულ სხვაო, ამბობს იგი, საბჭო- თა ხელისუფლება არ ცდილობს ყველა ერები ალაპარაკოს ერთ ენაზე. რაც უნდა პატარა იყოს ერი, ის სცდილობს შეუქმნას მას წერა-კითხვა და მწერლობა. მე-X ყრილობამ დაადგინა: 1. საბჭოთა ხელისუფლება ყველა ერებში მოეწყოს ადგილობრივი პირობების, ზნე-ჩვეულების და მიდრეკილების მიხედვით და შეფარდებით. 2. საქმის წარმოება და მიწერ-მოწერა უსათუოდ უნდა იქნეს ადგილობრივ ენაზე და 3. სკოლებში სწავლების ენად უნდა იქნას უსათუოდ ადგილობრივი ენა. მე-XII ყრილობამ კიდევ უფრო გააფართოვა ეროვნული საკითხი. ამნაირად საბჭოთა ხელისუფლება ეროვნული საკითხის უარყოფიდან გადაიხარა მის ცნობამდი, მისი სამსახურისაკენ (თუმცა ეს ჯერ, სავსებით არ არის განხორციელებული). ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ამას თხოულობდა ცხოვრება და ამისთვის ძალაუნებურად ანგარიში უნდა გაეწიათ.

მიუხედავად ამისა, ყველა რუსი კომუნისტი ამას არ თანაუგრძნობს. ლენინმა სთქვა: “გაფხიკეთ ზოგიერთი კომუნისტი რუსი და თქვენ დაინახავთ წითელ პატრიოტსა და შოვინისტსაო.” მათში ბევრია დიდმპყრობელობის იდეის მიმდევარნი – იმ დიდმპყრობელობის, რომელსაც ლენინმა უწოდა русопятство. X ყრილობაზე აღნიშნული იყო, რომ რუსი კომუნისტები განაპირა ქვეყნებში ამაყობენ თავის რუსობით, მათ სწამთ არა ფედერაცია, არამედ განუყოფელი რუსეთი. უკრაინის წარმომადგენელმა კომუნისტმა ზატონსკიმ აღნიშნა X კრებაზე, რომ პოლონეთის და გალიციის წინააღმდეგ მიმავალ ჯარს ამხნევებდნენ რუსული პატრიოტიზმით, რუსეთის განუყოფელობით. თვით სახელწოდება “საბჭოთა რუსეთში”` ზატონსკი ხედავს იმავე დიდმპყრობელობით იდეას და ამბობს: გერმანიაც რომ შემოგვიერთდეს, ნუთუ მაშინაც დარჩება სახელი “საბჭოთა რუსეთიო.”

როგორც რუსეთის დიდმპყრობელობას, русопятство -ს, წითელ პატრიოტიზმს, და რუსეთის განუყოფლობას, ისე ზატონსკის პროტესტს აქვს თავისი საფუძველი. აქ ნათლად მოსჩანს ბუნება ადამიანისა, სიყვარული თავისი ერისა და სამშობლოსადმი, პატრიოტიზმი, მართალია, პირველ შემთხვევაში ზოოლოგიურია, მაგრამ მაინც პატრიოტიზმია. ამნაირ მიმართულებას, რასაკვირველია, ლენინი და საუკეთესო კომუნისტები გმობენ, მაგრამ მისი არსებობა მაინც ფაქტია. ერთმა ჩვენმა უმაღლესმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში გამოსთქვა, რომ რუსეთის დიდმპყრობელობას უნდა ვებრძოლოთო. მაშ რაშია საქმე? მარტო ჩემთვის ხომ არ უნდა იყოს დანაშაული დიდმპყრობელობის წინააღმდეგ ხმის ამოღება. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ის დებულებანი, რომელნიც დაედვა ჩემს წერილს, არ ყოფილან უმნიშვნელო. იმნაირ ვითარებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება და მიაქციეს კიდეც.

ეროვნულ ცხოვრების მიმდინარეობაში დეფექტების მაჩვენებელი ფაქტებიო, მკითხავენ. არ ვიცი საჭიროა ფაქტების მოყვანა თუ არა. ამბობენ, რომ მდგომარეობა ახლა უარესია, ვინემ იყო. იმ დროს, როცა ჩემი წერილი იგზავნებოდა გენუის კონფერენციაზე. უარესობისას მე ვერას ვიტყვი, რადგან უკანასკნელი წელიწადი პატიმრობაში მყოფობისა გამო მოწყვეტილი ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მაგრამ თუ ეროვნული ცხოვრების მდგომარეობის უარესობა სინამდვილეა, მაშინ საჭიროა გამოირკვეს, სად არის ამის მიზეზი. ჩვენი კომუნისტების ენერგია, რომის მოყვარეობა და ქართველი ერის საკეთილდღეოთ ზრუნვა მრწამს და ამისთვის, ვფიქრობ, ამის მიზეზები უნდა ვეძიოთ გარეშე პირობებში – ჩვენში მოქმედ გარეშე ძალების სიძლიერეში. იმედია ჩვენი მუშაკების ენერგია შეებრძოლება ამ ხელის შემშლელ პირობებს და დაძლევს მათ ერის საკეთილდღეოდ. ამჯერად კი მაინც მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

ა. დაწესებულებაში ყველაზე უკეთ მე ვიცნობ საგანგებო კომისიას, რადგან ორ წელიწადზე მეტი ჩემი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული. ჩემი პირველი ამ დაწესებულებაში შესვლის დროს თავმჯდომარის კაბინეტის კარებთან მჯდომ დარაჯს ვკითხე ქართულად რაღაც, ხოლო მან მიპასუხა: ” Я по грузински, не знаю “. მე, რადგან ვიცოდი რუსული, მივიღე დაკმაყოფილება, მაგრამ რა ქნას რუსულის უცოდინარმა? მას მეკარესთანაც მოენე სჭირდება.

აფხაზეთიდან ჩამოვიდა გლეხი, შვილი ჰყავდა დაპატიმრებული ჩეკაში და მისი ნახვა უნდოდა, იარა მთელი ორი თვე და ვერავის გააგებია თავისი სურვილი, რადგან ჩეკაში წამყოლი მოენის შოვნა ძნელია. მერე ურჩიეს და თხოვნით მიმართა ჩეკის თავმჯდომარეს, რამაც გასჭრა, მიიღო დაკმაყოფილება. მაგრამ რამდენი დაუჯდა საწყალ გლეხს შვილის ნახვა? წამოსვლის დროს გაყიდა ხარ-კამეჩები სახარჯოდ და დაჰკარგა ორი საუკეთესო თვეების (მაისი და ივნისი), როდესაც აფხაზეთში წარმოებს ხვნა-თესვა სიმინდისა (სოფლის მუშაობა).

დააპატიმრეს ჩემთან მყოფი მღვდელმონაზონი ეფრემი, გავუგზავნეთ სადილი ქართულად დაწერილი ბარათით, დამიბრუნეს უკან, არ მიიღეს, ბარათი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო.

იქვე მოპასუხე ემუდარება გამომძიებელს, მომიყვანეთ მოენე და მალაპარაკეთ ქართულადო, გამომძიებელმა არ დაუკმაყოფილა თხოვნა და დაასაბუთა ამნაირად: “Все равно и по грузински также будет врать, как и по русски”…

ბ. ფოსტა. იმ ხანებში, როდესაც გავგზავნე წერილი გენუაში, ჩემმა კანცელარიამ გაგზავნა საქმის წერილი დუშეთის მაზრაში, დააბრუნეს ამანათზე რუსული წარწერით, რომ მისამართი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო. ერთმა დიდმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში გამოაქვეყნა შემდეგი: “ერთის ფოსტის უფროსისაგან მოვიდა მოთხოვნილება: რადგან საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენა სავალდებულოა, მოგვაშორეთ რუსი მოახელე ქართულის უცოდინარი, რომელიც ვერ ასრულებს მოვალეობას. ეს საკითხი მშვენიერათ გადავწყვიტეთ. რუსულ ენაზე მოსული ტელეგრამა რუსმა მიიღოს, ხოლო ქართულ ენაზე ქართველმა. მხოლოდ არ იყო მოხსენებული, იმ ფოსტის განყოფილებაში არსებობს თუ არა მოხელეთა მორიგეობა და თუ არსებობს, რას იზამს რუსი ქართულის უცოდინარი, როდესაც მისი მორიგეობის დროს მოვა დეპეშა ქართულ ენაზე. არის თუ არა ამნაირი პრივილეგია ქართველისათვის რუსეთში. მაგალითად მოსკოვში, პეტროგრადში, ვლადიკავკაზში და სხვაგან, სადაც ქართველობა ბლომადაა.

გ. რკინის გზა. უკანასკნელ დრომდე იქ ქართული ენა განდევნილი იყო. ერთმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მთავრობას უსაყვედურებენ, რომ რკინის გზაზე საქმის წარმოება არ არის ქართულად. ახლა მუშავდება კანონ-პროექტი, ორის კვირის შემდეგ გამოვა, რომლის შემდეგ ქართველ გლეხს შეეძლება მოგზაურობა ქართული ენის საშუალებითო. ამ განცხადებამ სიხარული და ტაში გამოიწვია. გამოქვეყნდა ეს სასურველი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ რკინის გზის სამმართველოში საქმე უნდა წარმოებდეს რუსულ და ქართულ ენაზე, რუსი – თუნდაც ქართული ენის უცოდინარი მოსამსახურენი საჭირონი არიან, რადგან საქართველოს რკინის გზა შესულია რუსეთის რკინის გზათა ცხრილშიო. და სხვ. იმის გამო, რკინის გზა შეუერთდა რუსეთის რკინის გზებს. ქართველს, რუსულის მცოდნეს, არ შეუძლია არაქართულ რესპუბლიკის ტერიტორიაში საპასუხისმგებლო ადგილები დაიკავოს რკინის გზის სამმართველოში, ალბად იმისთვის, რომ ქართველს ნდობა დაკარგული აქვს. ამას წინათ გაზეთში გამოცხადებული იყო, რომ რკინის გზაზე მომხდარ რაიმე გაუგებრობის შესახებ პრეტენზიები უნდა გაასაჩივრონ სარკინიგზო ცენტრალურ დაწესებულებაში, რომელიც იმყოფება მოსკოვში. ნუთუ არ შეიძლებოდა აქ, თბილისში დაარსებულიყო ამნაირი დაწესებულება ანუ განყოფილება მაინც, სადაც ყველა ქართველს თავის ენაზე შეეძლებოდა მიემართა საჩივრით.

დ. ამბობენ, რომ უმთავრეს საფინანსო დაწესებულებაში – სახელმწიფო ბანკში – ქართველის სამსახური იშვიათია და თუ ვინმე მსახურობს, უკავია სულ დაბალ მოსამსახურის ადგილი.

ე. განათლების კომისარიატში მხოლოდ შარშან გადავიდნენ საქმის ქართულ წარმოებაზე. 1923 წლის მაისის თვეში გამოვიდა კომისარიატის ბრძანება ამის შესახებ.

ვ. რაღაც სამედიცინო დაწესებულებაში უნდოდათ აერჩიათ პასუხისმგებელი მდივანი ქართული ენის უცოდინარი. კრების დამსწრეთაგანმა განაცხადა, რომ საქართველოს ფარგლებში მოსამსახურისათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, და ამისათვის მას “Раб Правда”-მ უწოდა შოვინისტი და პურიშკევიჩი.

სხვა მაგალითების მოყვანას მე არ შევუდგები, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუხვიო იმ შეკითხვას, რომლებსაც აძლევდნენ ყოფილი მენშევიკები ხელისუფალთ 1923 წლის აგვისტოს ყრილობის დროს, რადგან ეს შეკითხვები ხალხის სურვილების მაჩვენებელნი არიან:

ზ. თქვენ ამბობთ, ეუბნებიან ყოფილი მენშევიკები კომუნისტებს, რომ რუსეთის პროლეტარიატი არავის მისცემს ნებას, რომ ქართული ენა იქნეს დაჩაგრულიო. თუ ჩვენი რესპუბლიკა დამოუკიდებელია, რისთვის ჩვენმა პროლეტარებმა, კომუნისტებმა და ხელისუფლებამ არ უნდა იზრუნოს და მიიღოს ზომები ამის შესახებო.

თ. როდესაც ქართველი მსახურობს ქარხანაში, ვალდებულია ის უყვარდეს თავისი სამშობლო თუ არაო.

თ. რა საჭიროა იყო საქართველოს დაყოფა ავტონომიებად, განსაკუთრებით რა საჭირო იყო ოსეთის და აჭარის რესპუბლიკების დაარსება. საჭიროა თუ არა ყველა მაზრას, თემს და სოფელს ჰქონდეს ავტონომიური უფლებებიო.

ი. როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან.

კ. როდესაც ქართველი გლეხი – რუსულის უცოდინარი – მიდის რომელიმე დაწესებულებაში, ვალდებულია თუ არა ის თავისთვის მოენე თვითონ იშოვოსო.

ლ. მიაქციეს ყურადღება ტფილისში ხალხის გამრავლებას და ცრემლში ამოვლებულ ირონიით ამბობენ: “მარქსმა სთქვა, ყველა ქვეყნის პროლეტარებო შეერთდით და არას დროს, არსად არ უთქვამს, ყველა ქვეყნის ლტოლვილებო ტფილისში შეგროვდითო” და სხვ.

ჩაუკვირდით ამ შეკითხვებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ ხალხი რაღაცით არ არის კმაყოფილი, რაღაც აწუხებს მას და ვერ გრძნობს თავს ბედნიერად. ჩაუკვირდით და თქვენ იმასაც დაინახავთ, რომ მე იმისთანა არაფერი მითქვამს, რაც სინამდვილეს ეწინააღმდეგებოდეს და მომაკვდინებელ ცოდვად შეიძლებოდეს ჩამეთვალოს.

შეიძლება ვინმემ მომცეს შენიშვნა, რომ ამდენს ვლაპარაკობ ეროვნული კითხვების შესახებ და თითქმის არაფერი მითქვამს ეკლესიის მდგომარეობაზე, მაგრამ განა საჭიროა რაიმეს თქმა ეკლესიის მდგომარეობაზე? თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკვირდება, ნათლად ხედავს ეკლესიური ცხოვრების სინამდვილეს, ხოლო ვისაც ისტორია უსწავლია ან გასცნობია ოდნავ მაინც. იმან იცის, რომ ამნაირი დევნულობა, როგორც ჩვენში მოხდა, ისტორიამ არ იცის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს, როდესაც მორწმუნენი იძულებულნი იყვნენ თავიანთი სარწმუნოებრივი მოვალეობების აღსასრულებლად ჩამძვრალიყვნენ კატაკომბებში, იმნაირი სისასტიკე, როგორიც ჩვენში გამოიჩინა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, არ ყოფილა არც რუსეთში და არც სხვა საბჭოთა ფედერაციის რესპუბლიკებში. რუსეთიდან ჩამოსულები განცვიფრებაში მოდიან, როდესაც გაიგებენ ეკლესიის მდგომარეობას საქართველოში. ამას წინათ გაზეთ “კომუნისტში” (30 ნოემბერი, 1923 წელი № 276) მოყვანილი იყო ცნობა, რომ განჯის მუსულმანურ სასულიერო წოდების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთში ძალადობაზე მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიაც კიცხავენ ინგლისის იმ აგენტებს, რომელნიც არამუსულმან ქვეყნებში ავრცელებენ უმეცრებას და ცრუმორწმუნებას, სდევნიან სამღვდელოებას, საღმრთო უფლებებს და შეურაცხყოფენ მუსულმანთა წმინდა ადგილებს. ყველა ამისთვის კიცხავენ ბრიტანეთს და მადლობას უცხადებენ საბჭოთა ხელისუფლებას სამართლიანი მოპყრობისა და მისგან დამყარებული რწმენის თავისუფლებისათვის. ბედნიერი მუსულმანი მორწმუნენი! მათში არ ყოფილა დევნა სარწმუნეობისა! ბედნიერი მუსულმანური სამღვდელოება, რამდენად წინ წასულა იგი სამი წლის განმავლობაში, რამდენად გაუსწრია ჩვენი ქართული სამღვდელოებისათვის!!! ვაი, ჩვენი სირცხვილი! არც სომხების რესპუბლიკაში დაკეტილა არამც თუ იმდენი ეკლესიები, რამდენიც საქართველოში, მაგრამ იმედია, მომავალში ჩვენც მოგვეცემა რწმენის თავისუფლება.

სად იყო ამ სისასტიკის მიზეზი? ამბობენ, რომ ამის მიზეზი იყო თვით ხალხი. მას არ უნდოდა ეკლესიები, სამღვდელოება და სარწმუნოება, მაგრამ მართალია ეს? სასულიერო მთავრობის წარმომადგენლის თანდასწრებით ეკითხათ ხალხისთვის ფარული ხმის მიცემის საშუალებით, თორემ პირდაპირ გამოთქმას ხალხი ვერ ბედავს, რომ ამან არ გამოიწვიოს რეპრესიები ან რაიმე ბუგეულში მომხდარი უბედურების მსგავსი. თუ ფარული დაკითხვის შემდეგ მორწმუნეთა რიცხვი მცირე აღმოჩნდებოდა, მაშინ ჩვენ თვითონ დავკეტავდით ეკლესიას და მორწმუნეთ მივაწერდით სხვა სამრევლოს.

გადმოგვცემენ, რომ ერთ სოფელში (სამეგრელო) ეკლესიის დაკეტვის და მღვდლისათვის მღვდელმოქმედების აკრძალვის შემდეგ ერთ ღამეს მოჰგვარეს მღვდელს სამოცი მოსანათლი ბავშვი, რამდენი ყოფილა ამ სოფელში მორწმუნე? თითო ოჯახში ხუთი სული რომ ვიანგარიშოთ, გამოვა სამასი სული მორწმუნე. ახლა რამდენი მორწმუნე ოჯახი იქნებოდა, რომელსაც მოსანათლავი არ ეყოლებოდა. აი ეს და ამნაირი სოფლები ურწმუნოებად არიან გამოცხადებულები. მე ხელში მქონდა და შეიძლება ახლაც მქონდეს, აღწერილობა აბაშის ეკლესიის დანგრევის ისტორიისა. ბუგეულის ეკლესიის დაკეტვის ისტორია სასამართლოს კარგად მოეხსენება და სხ. სამეგრელოდან, ამბობენ, მოსანათლავი ბავშვები მიჰყავდათ და ჯვრისწერაში მიდიოდნენ იმერეთში, აფხაზეთში და სხვაგანაც. ყოფილა მაგალითი თბილისშიაც ჩამოყვანისა. მიცვალებულებს წესის აუგებლად მარხავდნენ, ხოლო წესის ასაგებად და წირვის გადასახდელად საწყლები მიდიან შორეულ ადგილებში. ამდენად დიდია შეწუხებაო, ამბობენ, მაგრამ შეიძლება ეს ხალხისათვის სასარგებლო იყოს სარწმუნოებრივად და ეკონომიურადაც? რას გვეუბნება ამნაირი მაგალითები?

როდესაც ხალხის ურწმუნოების მტკიცება არ გამოდგა საკმარისად, დევნულობის მიზეზად გამოაცხადეს ჩემი გენუის კონფერენციისადმი მიმართვა და დაიწყეს მტკიცება, რომ მანამდის არ ყოფილა სარწმუნოების დევნაო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ხალხის სურვილი აქ არა შუაშია და თუ ხალხის სურვილი იყო ეკლესიების დაკეტვა, უჩემწერილოდაც მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მეორეს მხრით, საკადრისი იქნებოდა მთავრობისათვის ჩემი დანაშაულისათვის ხალხის დასჯა სარწმუნოებრივად? მაგრამ ვიკითხოთ, მართალია ის მტკიცება, რომ ჩემი წერილის გაგზავნამდის არ ყოფილიყოს ვითომ დევნა სარწმუნოებისა? როდესაც ახალი ხელისუფლება მყარდებოდა საქართველოში, მე განვაგებდი სოხუმის ეპარქიას. რა ვნახე? სოხუმში ახალი მთავრობის თითქმის პირველი აქტი იყო ქართველებისა და აფხაზებისათვის საკათედრო ტაძრის ჩამორთმევა და გადაცემა რუსებისათვის, რომელბიც რაოდენობით სოხუმის მკვიდრთა ერთ მეოთხედსაც არ შეადგენდნენ და რომელნიც არ ემორჩილებოდნენ საქართველოს ეკლესიას. მეორე, ეკლესიისათვის არა საკეთილო ზომა იყო სამღვდელმთავრო სახლის ჩამორთმევა, ჩემი იქიდან ძალით გამოგდება, ბარგების ქუჩაში გამოყრა, ჩემი კომისარიატიდან კომისარიატში შეიარაღებული მილიციონერების საშუალებით ტარება და ჩემი ხუთი თვის განმავლობაში ხან ვისთან და ხან ვისთან თავის შეფარება. მე-3. კარის ეკლესიის დანგრევა. 4. კანცელარიისა და ისტორიისათვის ძვირფასი არქივის სანახევრო განადგურება და ნაშთის სამზარეულოსთან ნესტიან ოთახში შეყრა, სადაც სისტემატურად ნადგურდებოდა. 5. საეკლესიო სახლების ჩამორთმევა და მღვდელ-მსახურთა შევიწროება, რის გამო ზოგიერთი მღვდელთაგანი იძულებული გახდა, სოფელში შეეფარებია თავი და თავის რიგის შესასრულებლად იქიდან ეარა ქალაქში და სხვ. ყველა ეს მოხდა ახალი მთავრობის დამყარების პირველ თვესავე. იგივე მოხდა ფოთში, რის გამოც მღვდელმთავარი, რომელსაც ბინა წაართვეს, იძულებული გახდა სამსახურისათვის თავი დაენებებინა. საკათ. საბჭოს შუამდგომლობით შინაგან საქმეთა კომისარიატმა გასცა განკარგულება ფოთის სამღვდელმთავრო სახლის დაბრუნების შესახებ. მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ უყურადღებოდ დასტოვა ცენტრალური მთავრობის განკარგულება. რუსეთის ცენტრალიზაციის სისტემას მტკიცედ ვიცავთ და ვემორჩილებით და შინ კი ვერ განგვიხორციელებია ეს სისტემა. შინაგან საქმეთა კომისარიატმა შეიმუშავა პროექტი, რომ ის შენობები მაინც დარჩნენ ხელუხლებელი, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიის ეზოებში. პროექტი დამტკიცებულ იქმნა ცენტ. აღმასრულებელი კომიტეტისაგან, მაგრამ სისრულეში მოყვანას ვერ ეღირსა. საკათ. საბჭოს საქმეებში ბევრია მაგალითები პროვინციის დაბა-სოფლებში სახლების ჩამორთმევისა და სამღვდელოების შევიწროებისა. ცხადია, ახალ ხელისუფლებას თავიდანვე ეტყობოდა, თუ რანაირი იქნებოდა მისი გეზი საეკლესიო საქმეებში და ტყუილია იმის მტკიცება, რომ ყველაფერი წერილის ბრალი იყოს, მე ამას ვერ დავუშვებ, იმდენად ვერ დავამცირებ მთავრობას, რომელსაც პატივს ვცემ.

გარეშე ამისა უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ისტორია გვიმტკიცებს, რომ დევნულობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება. პირიქით, შენიშნულია რომ დევნულობა აძლიერებს მას, მეცნიერთა აზრით, პირველ საუკუნეებში რომ არ ყოფილიყო სასტიკი დევნულობა, შეიძლება ქრისტიანობას არც კი გაემარჯვა, ჩამქრალიყო, მაგრამ ბრძოლამ მისცა მას ძალი არსებობის განმტკიცებისა. სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისად საზოგადო კანონებიდან. მაშინ ხალხს დასჭირდება ეკლესიები, სამკაულები და შესამოსლები. ვინ აღუდგენს მას დანგრეულ ეკლესიებს. დაუბრუნებს შესამოსლებს და ეკლესიურ აუცილებლად საჭირო სამკაულებს? მიზანშეწონილად და მოფიქრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეკლესიის შესახებ? მე მესმის მხოლოდ იდეური ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება თავისი რწმენის დაცვისა. მაგრამ კმარა ამის შესახებ, ვინაითგან ახლა თვით მთავრობა მიმხვდარია, რომ მისი მოქმედება გადაჭარბებული იყო. შეცდომა მოუვიდა. ეს ბეჭდვითაც კი გამოაქვეყნა მან, რაც მომასწავებელია გეზის შეცვლისა.

ჩვენ მოვიხსენიეთ, რომ ხელისუფლებამ აღიარა თავისი შეცდომებიო. აგრეთვე ყოფილი მენშევიკების ყრილობის დროს და სხვა შემთხვევებშიაც კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ მას ბევრი შეცდომები მოუვიდა, მაგრამ ამის აღიარების მას არ რცხვენია. დიდად სასახელო თვისებაა. ყოველი ადამიანი შეცდომის შვილია, შეცდომები მას თან სდევენ. მისი თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ, როდესაც ადამიანი არ ჯიუტობს, როდესაც გულახდილად მისი აღიარებისა არ რცხვენია, ეს მომასწავებელია გასწორებისა და წინმსვლელობისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კომუნისტების დაყოფა ორ ბანაკად – ცენტრალისტებისა და უკლონისტებისა – შედეგია უკანასკნელთაგან ეროვნულ საკითხში თავის შეცდომების შეგნებისა და ეროვნული პრინციპების მიღებისა. პირველმა პარტიამ გარეშე ხელშემწყობლებისა გამო გაიმარჯვა, ხოლო უკლონისტები გარიყულ იქნენ იმის გამო, რომ დიდმპყრობელი ერისთვის საჭირო და მარგებელი იყო ცენტრალიზმი. ზინოვიევი თავის იმ წერილში, რომელმაც გამოიწვია დისკუსიები, ამბობს: “ისეთი ქვეყნის მმართველს, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, რუსეთის (ხაზი ჩემია) კომპარტიას არ შეუძლია არ იყოს ცენტრალისტურ ორგანიზაციად” – (“კომუნისტი” 9 დეკემბერი, 1923 წელი, №284). როგორც ამ სიტყვებიდანაც სჩანს, კომუნისტურ ხანასი სუყველა ერებისათვის არ არის საჭირო და სავალდებულო ცენტრალისტური წეს-წყობილება, ხოლო არ არის გამორკვეული საკითხი, არის თუ არა მარგებელი საქართველოსთვისაც ცენტრალიზმი და, ჩემის აზრით, ქართულ დისკუსანტებისათვის საჭირო იყო მიექციათ უმთავრესი ყურადღება ამ საკითხის გამორკვევისათვის.

საკავშირო ცაკის მესამე ყრილობაზე მოსკოვში ჩვენი მთავრობის წარმომადგენელმა წარადგინა დებულების პროექტი სადირექტივო კომისარიატის დაარსების შესახებ და ამის საჭიროების დასასაბუთებლად თქვა შემდეგი: “კლასობრივი მხრით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ცენტრალისტები”. მაგრამ იმავე დროს ანგარიში უნდა გავუწიოთ სსრ კავშირის ხალხთა ნაციონალურ თავისებურებებს და შევიტანოთ ეს ჩვენს კონსტიტუციაში. ცენტრალიზაცია, საერთო საკავშირო კომისარიატები, შეეფერებიან საბჭოთა ხელისუფლების კლასობრივ საფუძველს. მეორე მხრით, ჩვენ გვაქვს კომისარიატები, რომლებიც გამოხატავენ ნაციათა მისწრაფებებს და შეეფერებიან ცალკე რესპუბლიკების კულტურულ-ისტორიულ და ყოფა-ცხოვრების თავისებურებებს, ეს კომისარიატები აბსოლუტურათ ავტონომიური არიან (“კომუნისტი”. 10 ნოემბ. 23 წ. №259), აქედან ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ კულტურული ავტონომია, მაგრამ ისიც არ ვიცით დანამდვილებით, ამ სფეროშიც ვართ თუ არა სრულიად თავისუფალი და ის სადირექტივო კომისარიატი, რომელიც უნდა დაარსდეს, ალბათ საჭიროა ამ ავტონომიურ ფარგლების ვითარებისათვის. ბეჭდვით სიტყვას არც კი დაუსვამს საკითხი, გამოერკვია, აქვს თუ არა ქართველ ერს რაიმე საქმეებში დამოუკიდებლობა, არსებობს თუ არა რაიმე თავისუფლება. ეს კითხვა შეიძლება დაისვას ფორმალური მოსაზრებით, ხოლო ნამდვილად კი ზემოთ ნათქვამის შემდეგ ცხადია, რომ საქართველოში არ არსებობს ეროვნული თავისუფლება. კომუნისტური მოძღვრება წინააღმდეგია სახელმწიფოებრივობის არსებობისა და ხელს უწყობს მის სრულიად
მოსპობას. სტალინი ამბობს ამის შესახებ შემდეგს: “1917 წელს, როცა ჩვენ წინ, ოქტომბრისაკენ მივდიოდით, ჩვენ საქმე ისე წარმოგვედგინა, რომ გვექნება კომუნა, რომ ეს იქნება მშრომელთა ასოციაცია, რომ ბიუროკრატიზმს დაწესებულებებში მოეღებათ ბოლო და რომ სახელმწიფოს, თუ უახლოეს პერიოდში არა, ორი-სამი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც, გადავაქცევთ მშრომელთა ასოციაციად. პრაქტიკამ კი დაგვანახა, რომ ეს არის იდეალი, რომლიდანაც ჩვენ კიდევ შორს ვართ, რომ იმისათვის, რათა სახელმწიფო განთავისუფლდეს ბიუროკრატიზმის ელემენტებისაგან, იმისათვის, რომ საბჭოთა საზოგადოება მშრომელთა ასოციაციად გადაიქცეს, საჭიროა მოსახლეობის მაღალი კულტურული დონე, საჭიროა გარშემო სრულიად უზრუნველყოფილი მშვიდობიანი პირობები. იმისათვის რომ საჭირო არ იყოს ჯარების დიდი კადრები, რომლებიც მოითხოვენ აუარებელ ხარჯებს და მძიმე უწყებებს, რომლებიც თავის დაღს ასვამენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებსაც (“კომუნისტი”. 14 დეკ. 23 წ. №288). დიახ, თვით კომუნისტები დარწმუნდნენ, რომ კომუნიზმის განხორციელებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. განხორციელება კომუნიზმისა მოხდება მაშინ, როდესაც დადგება ის დრო, როდესაც გახდება შესაძლებელი დავინახოთ “თხა და მგელი ერთად ძოვდეს”, როდესაც, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, საომარი იარაღები სახნისებად იქნებიან გადაკეთებული, როდესაც კაცი კაცისთვის არ იქნება მგელი, ერთი სიტყვით, როდესაც ადამიანის ბუნება გარდაიქმნება. მართალია ეს დრო სანატრელია, მაგრამ ეს არის ოცნება, მართალია ძალიან ტკბილი, მაგრამ მაინც მხოლოდ ოცნება. დავუშვათ, რომ ეს ოცნება შეიძლება იქცეს სინამდვილედ და მისთვის საჭიროა მზადება, თანდათანობით განხორციელება ამ იდეალისა, მაგრამ ვერ გაგვიგია, რისთვის უნდა დაწყებულ იქნას უსათუოდ საქართველოდან, მისი დამოუკიდებლობის გაუქმებიდან. დაიწყოს თვით დიდმპყრობელობა და საქართველო – ცნობილი თავისი წამბაძველობით თვისებით – უსათუოდ მიყვება მის მაგალითს. უამისოდ ცენტრალიზაცია – წვრილ ერებისაგან თავისუფლების დაკარგვის საშუალებით მომხდარი, – მარგებელი იქნება მხოლოდ დიდმპყრობელი ერის ძლიერება-ბატონობის განმტკიცებისათვის. იტყვიან, ეს საჭიროა იმ კავშირისათვის, რომელიც არსებობს და მარგებულია პატარა ერების ფიზიკურად შენახვისათვისო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ ერებს შორის უფრო სამართლიანობა იქნება, ვიდრე ბატონსა და მონათა შორის.

ერთმა ჩვენმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში სთქვა: “1921 წლის განმავლობაში მე კიდევ მესმოდა საშიშროება ქართველი ერის ეროვნულად განადგურებისაო.” შესანიშნავი ეროვნული თვალსაზრისის გამომხატველი სიტყვებია. ბევრი რამეს გამოყვანა შეიძლება ამ სიტყვებიდან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებისა გამო ამ ხელად ამის ტვირთვა არ შემიძლია. შევნიშნავ მხოლოდ, რომ თუ მას მოუვიდა ამნაირი საშიშროება, სხვებსაც და მათ შორის მეც მქონდა უფლება, დამბადებოდა იგივე საშიშროება და თუ დამებადა იგი, გეკითხებით თქვენ, ვიყავი მოვალე ამომეღო ხმა თუ არა? როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ ვხედავდი ხალხის ეროვნულად მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი, ხმა ამომეღო, ხოლო ახლა ამ მოვალეობის ასრულებისათვის ვსდგავარ საქართველოს უზენაეს ეროვნულ სასამართლოს წინაშე, რომელიც მასამართლებს, როგორც დამნაშავეს.

ერთმა არა ქართველმა პასუხისმგებმა კომუნისტმა (და გაზ., “მუშა”-მაც №20, 1924 წ.) მითხრა, რომ მე ჩემის გამოსვლით გადავიკიდე ერის მშრომელი ნაწილი, მაგრამ რომელ ერს გულისხმობს?! ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვისაც მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები კიდევაც შევსწირე. არა, არ დავიჯერებ. გლეხობა, რომელიც შეადგენს ქართველი ერის 90% მეტს, რომელიც მუდამ დაჰყურებს დედამიწას და რწყავს მას თავისი ოფლით, რომელიც მისგან მოელიდ თავის საზრდოს, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავის სამშობლოს მოსიყვარულე და მის თავისუფლების იდეის დამცველს არასდროს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება.

დარწმუნებული ვარ, იმ ქართველ მშრომელთ, რომელნიც ქალაქებში მუშაობენ, დროგამოშვებით მაინც აუძგერდება გული სამშობლოს ბედ-იღბლის და მდგომარეობის მოგონებით. ქართველი მუშის დამახასიათებელია ის თვისება, რომ ის იშვიათ შემთხვევაში წყვეტს კავშირს სოფელთან. შრომობს და ნაშრომის გადანარჩენი უმეტეს შემთხვევაში მიაქვს თავისი მამაპაპეული ოჯახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენში ძალიან ცოტაა ეგრეთ წოდებული ბოგანო მუშა. ის დარწმუნებულია, რომ მისი ინტერნაციონალური და კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა არ არის თავის სამშობლოს სიყვარულის წინააღმდეგი, ამა თუ იმ ერისთვის ზრუნვა არ უშლის და არ ეწინააღმდეგება მის კოსმოპოლიტურ შეხედულებას. პირიქით, მან იცის, რომ ქართველი ერისთვის ზრუნვა იმავე დროს არის კაცობრიობის სამსახური, ვინაითგან ქართველობაც არი ამ კაცობრიობის ნაწილი. მართალია, ინტერნაციონალური მიმართულების განვითარების განვითარების პროცესში არი ერთი პერიოდი, რომელსაც უძახიან სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას, რომლის შინაარსს შეადგენს ოცნებობა მთელი ქვეყნიერების ბედნიერებაზე და იმავე დროს მისი მიმდევარნი არ აქცევენ ყურადღებას თავის ოჯახს, თავის ხალხს, თავის სახელმწიფოს, თავისას ყველაფერს უცხოელზე დაბლა აყენებენ და აღფრთოვანებულია ყველა იმით, რაც სხვისია. მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვისია. არ ვიცი, გავლილია თუ არა ეს ხანა ჩვენი ერის ცხოვრებაში. მხოლოდ ვიცი, რომ ამნაირი მიმართულება იყო ჩვენში და ახლაც არიან ზოგიერთები, რომელნიც მზად არიან დიდმპყრობელ ერთან დაკავშირებას შესწირონ ქართველი ერის თავისუფლება და ეროვნული ინდივიდუალობა. ამისთვის გასაგებია ზემოთ მოხსენებული შეკითხვა: “ქართველი, როდესაც ის მუშაობს ქარხანაში, არის თუ არა მოვალე უყვარდეს თავისი სამშობლო.” 1904 თუ 1905 წელს ჩვენი სამშობლოს რომელიღაც კუთხეში იყო შიმშილობა და გაზეთებმა გამართეს ფულის შეგროვება დამშეული ქართველებისათვის დასახმარებლად. ერთმა ქუთაისურმა სოც. დემოკრატიულმა გაზეთმა გამოსთქვა, რომ ის თანახმაა ააგროვოს შეწირულობა მხოლოდ იმ პირობით, თუ შეგროვილი ფული გაეგზავნება გერმანიის მუშებს. ამ განცხადებამ გააოცა საზოგადოება. შეეკითხენ ამის შესახებ ბებელს, რომელმაც განუმარტა შემკითხველს, რომ გერმანიის მუშებს იმ დროს არ ეჭირებოდა ქართველობის შემწეობა და ურჩია, რომ იზრუნონ თავის ერისთვის, მისი კულტურულად ამაღლებისათვის, რომ ის გახდეს ღირსეული წევრი ინტერნაციონალურ ოჯახისა და ეს უკანასკნელი იქნება სამსახური კაცობრიობისა. იმედია, ახლა ამნაირ სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას ჩვენს მუშაობაში არა აქვს ადგილი, რომ მათ შეგნებულად უყვართ თავისი სამშობლო და მაშასადამე არც იქნებიან წინააღმდეგი ჩემი გამოსვლისა, რომელსაც საგნად ჰქონდა თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა, მით უმეტეს, რომ მე არასდროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციური მიმართულების და არსად არ მითქვამს მუშათა დიქტატურის წინააღმდეგ. ამის გამო მე გავსცემ პასუხს მუშებს და იმედი მაქვს ქართველი ერის მშრომელი ნაწილი არ შეასრულებს ამ გაზეთს “მუშის”. რჩევას და არ “დამასამარებს”. არ მწამს, რომ მას ჰქონდეს ამნაირი გადაწყვეტილება, რადგან მე არას დროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციონერული მიმართულებისა.

ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები. ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905-1907 წ.). განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩემთვის მეორე გადასახლება, რომელიც მოხდა 1907 წლის იანვარში: წართმეული მქონდა ზოგიერთი უფლებები – არ მქონდა ნება წირვალოცვისა და მღვდელ მსახურებისა ისევე, როგორც ახლა – ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ეს უფლება წამართვა სათანადო მთავრობამ, ხოლო ახლა საერო მთავრობამ, რომელსაც ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში მე აღვნიშნავ სამ მომენტს, რომელიც დამახასიათებელია ახლანდელი ჩემი მდგომარეობისა. მეორე ექსორიობის დროს, მთელი 1909 წლის განმავლობაში, ჩემი საქმე ჰქონდა ხელში გენერალ-პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ცნობილ შეგლოვიტოვს, მაგრამ მანაც ვერ სცნო შესაძლებლად ის გადაეცა სასამართლოსათვის. შესაძლებელია, ამ არარუსების მოძულესაც ეკლესიური თავისუფლების საკითხი მიაჩნდა იმდენად ნაზ და პატივსაცემ საკითხად, რომ მისი სასამართლოსათვის გადაცემა შეუფერებლად მიაჩნდა. ამის გამო საქმე მოსპო და მე დამიბრუნეს უფლებები, გარდა სამშობლოში დაბრუნებისა.

2. 1917 წლის რევოლუციამ მომისწრო ქ. სტარაია რუსაში, ნოვღოროდის გუბერნიაში, სადაც მე ვიყავი დანიშნული მონასტრის წინამძღვრად. რევოლუციის პირველ ხანებში სტ. რუსაში იყო არეულობა, სახლების რბევა, ძარცვა, და ჩემი მონასტერიც განსაცდელში იყო ჩავარდნილი, მას მოელოდა დიდი საშიშროება და არ ვიცოდი, რა საშუალებებისათვის მიემართა. ახალმა რევოლუციონურმა მთავრობამ სრულიად მოულოდნელად დამიბარა თავის ერთ კრებაზე და შემეკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ მთავრობამ იკისროს მონასტრის დაცვაო. მე, რასაკვირველია, თანხმობა განვუცხადე და მადლობაც გადავუხადე მზრუნველობისათვის. და მართლაც ამის შემდეგ მონასტერს არ ჰქონია არავითარი საშიშროება. ამის გამო, როდესაც პეტროგრადში გამიწვიეს მონაწილეობის მისაღებად იმ დელეგაციაში, რომელიც საქართველოდან იყო გაგზავნილი ეკლესიის თავისუფლების რუს. მთავრობისაგან დადასტურებისათვის, სამი თვის განმავლობაში იქ ყოფნის დროს სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რადგან მონასტრის დაცვის საქმე უზრუნველყოფილად მიმაჩნდა, რასაც დაადასტურებს აქ მყოფი დელეგაციის ერთი წევრთაგანი, რა იყო მიზეზი მონასტრისთვის რევოლუციონერული მთავრობის ამნაირი ყურადღებისა? რასაკვირველია არა ჩემი თვალების სიმშვენიერე, ჩემდამი სიყვარული, არა მათ ღრმა სარწმუნოება და სიყვარული მონასტერ-ეკლესიებისადმი, რადგან სტარაია, რუსას რევოლუციონერები თითქმის ყველა არა ქრისტიანები იყვნენ, არამედ ის გარემოება, რომ მე ვიყავი დასჯილი და ექსორიაყოფილი საქართველოდან თავისუფლების ძებნისათვის.

მესამე შემთხვევა, რომლის აღნიშვნა მინდა, ეხება საბჭოთა ხელისუფლების ხანას. პირველი დაკითხვის დროს, 1922 წლის ივნისში, დამკითხველი მაძლევს კითხვას: ნიკოლოზ მეორის დროს ვიყავი მე დასჯილი თუ არა. ვუპასუხე, რომ მთელი ჩემი სამსახური გავატარე დევნულობაში და ორჯერ რუსეთშიაც ვიყავი გადასახლებული, მაგრამ ნუთუ ესეც მინუსია ჩემს ცხოვრებაშიმეთქი. მიპასუხა: “არა, ეს უცილობელი პლიუსი არისო.”

როდესაც ამ სამ მომენტს ვითვალისწინებ ახლა, ვერ მომიხერხებია ისინი შევუთანხმო ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ მიზეზი დევნულობისა ერთ და იგივე იყო როგორც ნიკოლოზ მეორის დროს, ისე შემდეგაც და ვერ გამიგია, როდის ვიყავი დამნაშავე, მაშინ, როდესაც შეგლოვიტოვმაც კი ვერ მომცა თავისუფლების ძებნისათვის სამართალში, თუ ახლა, იმავე დანაშაულისათვის, თუ ეს დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს. თუ 1917 წ. როგორც თავისუფლების მძებნელს, პატივით მეპყრობოდნენ რევოლუციონერები, ახლა უაღრესი სოციალისტური მიმართულების დროს, როდესაც გამოცხადებულია მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება და, მაშასადამე, თავისუფლებისაც, ვერ გამიგია, რისთვის უნდა ვიდევნებოდე და ვიდგე ეროვნულ სასამართლოს წინაშე, როგორც დიდი დამნაშავე.

თუ მე ვიცავდი ჩვენი ერი თავისუფლებას, თუ ამის უფლებას მაძლევს ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება, თუ საბჭოთა ადგილობრივი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა და მხოლოდ ვიცავდი მის დამოუკიდებლობას, თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის საწინაარმდეგოდ, იმ დიდმპყრობელობისა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი, თუ საბჭოთა ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ მე ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვა და დიდმპყრობელობის დასაგმობად ხმის ამოღება.

ვათავებ და ვიტყვი, რომ მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეხედავს ეროვნული უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნება. ასევე განაჩენი დაგვანახებს იმასაც, საბჭოთა ხელისუფლება მართლა იზიარებს მისგან აღიარებულ ლოზუნგს ერთა თვითგამორკვევისას, თუ ეს მხოლოდ იდეალია, რომლის განხორციელებას უნდა ველოდოთ შორეულ მომავალში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიურ ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვარისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: “ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა” (ლუკა 23,28).

ამბროსი ხელაიას წერილი ჩეკას

საქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკას) თავმჯდომარეს

ამა თვის 13-ში მე ვიყავ მოწვეული თქვენ მიერ საგანგებო კომისიაში. ჩვენების ჩამოსართმევად ჩემს მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის გამო.

მე ვფიქრობდი, რომ ჩემი განმარტება დამაკმაყოფილებელი იქნებოდა საქმის სათანადო მსვლელობისათვის, მაგრამ თქვენ მიერ დანიშნულმა გამომძიებელმა ქავჟარაძემ მომიწვია საგანგებო კომისიაში და მომთხოვა დავასაბუთო მემორანდუმში აღნიშნული დებულებანი. ამის გამო საჭიროდ ვრაცხ განვაცხადო შემდეგი. საქართველო დამოუკიდებელი იყო 1918-1921 წლებში. იგი იცნო რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. მიუხედავად ამისა 1921 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა გადმოლახა საქართველოს საზღვრები და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, მოსპო ქართველი ერის სუვერენობა. ამ გარემოებას მოჰყვა საქართველოს დაქუცმაცება მისი ერთი ნაწილი გადაეცა აზერბაიჯანს, მეორე სომხეთს, მესამე ახლადშექმნილ ავტონომიურ ოსეთს. ცალკე რესპუბლიკების სახით გამოეყო აფხაზეთი და აჭარა. საქართველოს რკინიგზა შეუერთდა რუსეთისას, საქართველოს ჯარი გაითქვიფა რუსეთისაში, ქართული ენა განიდევნა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.”

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი.

ჩეკა ამბროსი ხელაიას შესახებ

კათოლიკოსი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები არ დაკმაყოფილდნენ გენუის კონფერენციაზე კონტრრევოლუციური მოწოდებით და განაგრძნობდნენ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რაც გამოიხატა იმაში, რომ 1923 წლის 9 იანვარს საკათალიკოსო საბჭო, რომლის თავმჯდომარე იყო კათოლიკოსი ამბროსი. მას სახალხო კომისარ- თა საბჭომ გაუგზავნა ტელეფონოგრამა. იმის შესახებ, რომ სახკომსაბჭოს №68-ე დადგენილებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტაძრები გადაეცა კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირს და ამიტომ ევალება საბჭოს გაუგზავნოს იმავე იანვარს 10-ს პირველ საათზე თავისი ორი წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში. თბილისის სამხედრო ტაძრების მღვდელმსახურების და სხვა საგნების ჩასაბარებლად. ამ ტელეფონოგრამის საპასუხოდ საკათალიკოსო საბჭომ კათოლიკოს ამბროსის თავმჯდომარეობით ასეთი დადგენილება გამოიტანა. ძალისა გამო 1921 წლის №21 დეკრეტისა, ვერ სცნო თავისათვის შესაძლებლად დასთმოს თბილისის წმიდა გიორგის (ყოფილი სამხედრო) ტაძარი არა სარწმუნოებრივი მიზნებისათვის… ამგვარმა გამოლაშქრებებმა კიდევ ერთხელ ნათელყო ის, რომ საკათალიკოსო საბჭოს კათოლიკოს ამბროსის მეთაურობით აუღია შეურიგებელი გეზი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ.

 

პატიმრობიდან განთვისუფლებული პატრიარქ ამბროსის მიმართვა; 1925 წლის 11 მარტი

სიონის საპატრიარქო ტაძარი, თბილისი, 1925 წლის 11 მარტი

“სავსებისაგან გულისა ბაგენი იტყვიან” – ამბობს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ამით გვითითებს ადამიანის ბუნების იმ მოთხოვნილებაზე, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს კარგად მოეხსენება, რომლის დასაკმაყოფილებლად ვცდილობთ გულზე მოწოლილი გრძნობანი სხვას გავუზიაროთ. ამ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას ვგრძნობ მე ახლა, როდესაც ორი წლის და ორი თვის დაშორების შემდეგ ვდგევარ ამ წმიდა ტაძარში თქვენ წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა და სხვა მიზეზის გამო, ეს წადილი გულში უნდა ჩავიკლა და დავკმაყოფილდე მხოლოდ თქვენდამი მადლობის გამოცხადებით იმისთვის, რასაც მე დღეს აქ ვხედავ. მე ციხეშიაც მესმოდა თქვენი გულისწუხილი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მესმოდა და ვგრძნობდი თქვენს თანაგრძნობას და ეს მამხნევებდა და ამატანია ის, რაც ამ საბჭოს დროს მე ავიტანე. ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისი, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და ატარებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება. აქ იხატება თქვენი ღრმა სარწმუნოება. რწმენის საქმეებში არ ემსგავსებით ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადიხრება იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო. მე ჯერ არ შევდგომივარ ჩემი მოვალეობის შესრულებას, საჭიროა გავეცნო ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას, იმას, თუ რა გაკეთებულა ორი წლის განმავლობაში. შეიძლება ბევრს კიდევაც გაუკვირდეს ამნაირი ჩემი განცხადება და გულში გაიფიქროს, რა საჭიროა ეკლესიის მდგომარეობის გაცნობა, ვინ არ იცის და არ ხედავს, ჩვენი ტაძრები დაკეტილია, ზოგი მთლად დანგრეულია საძირკვლამდის, საეკლესიო სამკაულები, ხატები, ჯვრები და ძვირფასეულობა გადატანილია და სხვაო, მაგრამ მე საქმეს ცოტა სხვანაირად ვუყურებ: ნამდვილ ეკლესიას ვგულისხმობ თქვენში – მორწმუნეებში და არა შენობებში, სამკაულებში და ძვირფასეულებაში. კარგია ეკლესია მაშინ, როდესაც ის გამშვენიერებულია სარწმუნოების სიმტკიცით, მისი გაღრმავებით. ამ მხრივ, მე მწამს, რომ ეკლესია ახლა უფრო განმტკიცებული და გამდიდრებულია, ვინემ იყო უწინ. გარეგნულ ხელქმნილ ტაძრების სიღარიბეში ხელთუქმნელი ეკლესია უფრო გალამაზდა. ამას ნათლად ამტკიცებს მორწმუნეთა შემოკრება ამ წმიდა ტაძარში. ეს მეტად სანუგეშოა. მალე ნებითა ღვთისათა შევუდგები მოვალეობის შესრულებას. უნდა განვაცხადო, რომ ჩემი სამსახურის დროს სწავლა-მოძღვრების საგანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოება და ზნეობა, ეკლესიური ცხოვრების აღდგენა. მაგრამ რომ ჩემი სამსახური იყოს ნაყოფიერი, ამისთავის მარტო ჩემი ძალა არ არის საკმარისი. მე ამაში მეჭირება თქვენი – სამღვდელოებისა და მორწმუნეთა დახმარება. იმედი მაქვს, მიიღებთ მხედველობაში ჩემს მოხუცებულობას, უძლურებას და შემაწევთ თქვენს გამოცდილებას და მუშაობის უნარს, ხოლო ეს მოსახერხებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველანი განვამსჭვალებით ჩვენი დედა ეკლესიის სიყვარულით, ერთმანეთის ძმურად გატანით, როდესაც პირად ინტერესებს ვანაცვალებთ საზოგადო – ეკლესიურს. კათოლიკოსობა თავისთავად არ არის. როდესაც კათოლიკოსობაზე არჩევის შემდეგ ამ ამბიონზე ავდიოდი განვაცხადე, რომ მე ავდივარ გოლგოთაზე, რომ მე მიტვირთავს დიდი ჯვარი, რომლის სიმძიმის ქვეშ შესაძლებელია, დავეცე თუ თქვენი – მორწმუნეების და თანაშემწეობის დახმარება არ მექნება – მეთქი. ეს წინასწარმეტყველება გამოდგა, თუმცა ჩემი ნათქვამი თავისთავად არ იყო არავითარი წინასწარმეტყველება. ეს იყო დამყარებული გამოცდილებაზე, ახალ აღდგენილი ავტოკეფალური ჩვენი ეკლესიის სამი თუ ოთხი წლის ისტორიაზე. მე ვარ საქართველოს ეკლესიის მესამე საჭეთმპყრობელი. რაც მოუვიდათ კირიონს და ლეონიდს ყველამ იცის, რაც მომივიდა პირადად მე, ეს უკვე ცხადად ყველამ დაინახა. თუ კირიონსა და ლეონიდს სახელს უტეხდნენ სიტყვით თუ წერით, ეს მეც განვიცადე, თუ მათ გადაყენებას ცდილობდნენ, მეც არ დამკლებია ეს მოწყალება. მე უფრო მედგრად მომეთხოვა გადადგომა უმაღლესი საეკლესიო დაწესებულებიდან. რა იყო ამის მიზეზი? ამის მიზეზი იყო ჩვენი შეუგნებლობა, ჩვენი უდისციპლინობა… ჩვენ არ გვესმოდა, რომ ეკლესიის თავის სახელის გატეხა, არის იმავე დროს სახელის გატეხა ეკლესიისა, სახელის გატეხა თვით იმ მორწმუნეთა, იმ ერისა, რომელმაც აირჩია უვარგისი თავი და საჭეთმპყრობელი. იმ ქვეყნებში, სადაც მორწმუნე ხალხი მომწიფებულია საზოგადო ეკლესიურ მოღვაწეობისთვის, სხვანაირად იქცევიან, ირჩევენ ხშირად იმდენად მოხუცებულებს, ანუ ხანში შესულებს, რომელნიც მოკლებულნი არიან მუშაობის უნარს, მაგრამ მისი სახელით და მის მაგივრად აკეთებენ ეკლესიურ საქმეებს. როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი უდისციპლინობით და შეუგნებლობით, მისი მაგალითი ბევრია, მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს. რუსეთის ეკლესიას არ მოეწონა ჩვენი ავტოკეფალიის გამოცხადება, რუსეთის ეკლესიიდან ყოველთვის გვიმზადებდნენ სხვადასხვა დაბრკოლებას…”

 

ამბროსი ხელაიას სიტყვები ქართველ პატრიოტთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდზე; 1921 წლის 18 სექტემბერი

მართლმადიდებელნო ძმანო და დანო! პირველი მღვდელმსახურება ჩემს მიერ სამწყსოში შემხვდა ამ წმ. ტაძარში, შემხვდა დღეს, როდესაც სრულდება ხსენება იმათი, რომელნიც შეიწირნენ მსხვერპლად ჩვენთა ცოდვათათვის. ეს არის მიზეზი, რომ ჩემს პირველ წირვას დაესწრო ამდენი საზოგადოება. ღმერთს ენება, რომ სამსახური დამეწყო მოწყვეტილ მამულიშვილთათვის ლოცვა-ვედრების ღვთისადმი აღვლენით.
დიახ, ჩვენ ვიხსენებთ დღეს იმათ, ვინც ბრძოლის ველზე სისხლი დაღვარეს. ეს ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა, მაგრამ ვიკითხოთ, რისთვის დაიხოცნენ? რა იყო მიზეზი მათი უდროოდ ამ წუთისოფლის გამოსალმებისა? ვიტყვი გაბედულად, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი ჩვენის უსჯულოებისა, ჩვენის ცოდვებისა და შეცდომებისა წინაშე ღვთისა და მამულისა. ეს სინამდვილეა, ვინაითგან აწმყო არის შედეგი სულისა. ჩვენ დავივიწყეთ ღმერთი, სარწმუნოება, სახარების უკვდავი იდეალები, მოძმეთა სიყვარული, კაცი კაცისათვის შეიქმნა მგელი. ვიძახით ერთობა, სიყვარული და თანასწორობაზე და ყველა ეს, თუმა მშვენიერი, სანატრელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. არ არსებობს ნამდვილი ძმობა და თანასწორობა. ამის მაგიერ გამეფებულია ჩვენში შური, მტრობა და სიძულვილი. თუ გვინდა, რომ არ მეორდებოდეს ამნაირიმოვლენანი, ერთი რომელთაგანის მოსაგონებლად აქ ვართ შეკრებილნი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სარწმუნოებას, გავატაროთ, განვახორციელოთ ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს იდეალები თანასწორობის, ძმობისა და სიყვარულისა.

ერთგულნი მამულიშვილნი იცავენ თავის სამშობლოს და არავის შეუძლია, არავის აქვს უფლება, სთქვას, რომ ისინი, ვის ხსენებასაც დღეს ვასრულებთ, არ ყოფილიყვნენ გამსჭვალულნი მამულის სიყვარულით, მისთვის არ დაეღვარათ სისხლი, ვინაითგან, უეჭველია, მათ ამოძრავებდათ მამულის დაცვის სურვილი. შეიძლება ბევრმა ეს არ გაიზიაროს, მაგრამ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ დახოცილთა სულის ვედრებას, მათ ფსიქოლოგიას, მათს რწმენას.

როგორც გინდა არ ვიფიქროთ, რა აზრისანი არ უნდა ვიყოთ, მაინც უნდა ვიწამოთ, რომ მათი სისხლი სამშობლოს მიწაზე დანთხეული არის წმიდა, ვინაითგან მას ამნაირათ ჰქმნის არა მარტო ის, რასაც ჩვენ მათზე ვფიქრობთ, არამედ თვით მათი სულისკვეთება, რომელმაც მათ მისცა ძალა თავი გაეწირათ.

ქართველთა ერის ისტორია სისხლით არის დაწერილი. ამ ისტორიაში ბევრი რამ არის ჩამაფიქრებელი, ცრემლების მომგვრელი, მაგრამ მასში პოეზიაც ბევრია. მართალია, სამშობლოს თავგადასავალს ქართველი თვალცრემლიანი იგონებს, მაგრამ ამ ცრემლებში იხარება მომავლის იმედიც, პოეტური აღმაფრენა. ეს არის სამწუხარო, მაგრამ სიხარულის მომგვრელი ცრემლები.

როდესაც ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ წარსულში ქართველი ერის ცხოვრება იყო სავსე ტრაგიზმით, რომ მას რკინის რკალივით გარშემორტყმოდნენ აუარებელნი მტერნი, მას ემუქრებოდნენ გადაგვარება-ჩანთქმით, რომ ამის საშუალებად მიაჩნდათ ქრისტიანულ სარწმუნოების მოსპობა, და მაჰმადის სჯულის ძალით გავრცელება, რომ სცდილობდნენ შეეგინებიათ მათი წმიდათა წმიდა, რასაკვირველია, გული გვიწუხს. მაგრამ როდესაც წარმოვიდგენთ ჩვენი წინაპართა სიმხნე-სიმამაცეს, მათს ეკლესიის და სამშობლოს სიყვარულს, მათთვის თავდადებას, როდესაც ისტორია გვეუბნება, რომ ქართველი მიდიოდა მტრის მოსაგერიებლად და ჯიბით თან მიჰქონდა მშობლიური მიწა, სიკვდილის წინ მით ეზიარებოდა და იტყოდა: “მექმნეს მე ზიარებად სამშობლოს მტვერიო,” რომ მისთვის ტკბილი იყო სარწმუნოებისა და მამულისათვის სიკვდილი, რომ ქართლის დედა არა იმაზე სწუხდა, რომ მამულს და ეკლესიას შვილი შესწირა, არამედ იმაზე, რომ მეტის შეწირვა ვერ შეიძლო, როდესაც ყველა ამას წარმოვიდგენთ, გული სიხარულით გვევსება, ვამაყობთ, გვებადება მომავლის იმედი, რომ ის ხალხი, რომელსაც ასე უყვარს სამშობლო, არ მოკვდება, მას აქვს მომავალი.

აი, ის სისხლიც, რომელსაც დღეს ჩვენ ვიგონებთ, ამნაირს მნიშვნელობისაა; ის არის თავდები მომავალი თაობის სიმხნემამაცობისა, არის მაჩვენებელი იმისა, რომ წინაპართა სული მამულის სიყვარულისა, მისთვის თავდადებისა, არ გამქრალა ჩვენს ხალხში და, მაშასადამე, შეგვიძლია იმედით ვუყუროთ მომავალს.

დაე, მათი ხსენება იყოს საუკუნო ქართველი მამულისშვილების გულში, რომ ამით მათში ინერგებოდეს ის სულისკვეთება, რომელმაც მომავალშიაც არაერთხელ უნდა იხსნას ჩვენი სამშობლო, შეანახვინოს მას თავისუფლება და სარწმუნოება.”