კირიონ II-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას

“ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო, ბედ-იღბალი ამ მაღალი სამეცნიერო ტაძრისა. ჩვენი გული ივსება სიხარულით, რომ სიბრძნეს, რომელიც დაუსრულებელია, ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში, ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით… ლტოლვილებამ სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარებელი ხალხი.

კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი – ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ჰქმნის კაცს თავისუფლად. გილოცავთ ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელნო და ვისურვებ ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა.

განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან. იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა.

1918წ. 26 იანვარი”

წყარო: ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი; თსუ-ს გამომცემლობა 2002 წელი, გვერდი 396.

ავტორი: Levan Ramishvili

Defender of the truth, the good, and the beautiful. An admirer of perennial philosophy. An advocate of natural law and liberty.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.